1-ლი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
გადაუჭრელი პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის, მოგზაურობისა და ფულის დაბანდებისთვის. გამორიცხული არაა, რომ მცირე ფინანსური ან საყოფაცხოვრებო პრობლემები შეგექმნათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ზომიერად იკვებეთ.


კურო
არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის. არსებობს ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკი. უახლოეს ხანებში ფინანსური შემოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ. კარგი იქნება, თუ ძველ საქმეებს დაასრულებთ და ახალს ამის შემდეგ დაიწყებთ.


ტყუპები
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, ძველი პრობლემების მოგვარება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. აქტიურობისა და სწრაფი მოქმედებებისთვის შეუფერებელი დღეა. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ და სამომავლო პერსპექტივები დასახოთ.


კირჩხიბი
პასიური დღეა. შეუფერებელი დროა გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და დაპირებებისთვის. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ნუ იქნებით აგრესიული. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.


ლომი
თავისუფალი აზროვნებისა და მოქმედებების გამო შეიძლება არაკეთილმოსურნეთა შური და აგრესია დაიმსახუროთ. მიზნისკენ თქვენმა სწრაფმა სვლამ შეიძლება უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვიოს. ამ დღეს მოსალოდნელია ტრავმები და გარეშე პირებთან პრობლემები. სიფრთხილე და სიმშვიდე გმართებთ.


ქალწული
რთული პერიოდია. პარტნიორებთან ან ახლობელ ადამიანთან გადაუჭრელი პრობლემები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ. არახელსაყრელი დროა აქტიური მოქმედებებისა და ფინანსების დაბანდებისთვის. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. ამ დღეს სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა და მხიარულება.


სასწორი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან. არაკეთილმოსურნეთა მოსალოდნელი მტრობის, ცრუ რჩევებისა და პროვოკაციების გამო არასასურველია აქტიურობა კომერციულ საქმეებში. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირად საქმეებში წარმატება გელით, თუმცა მატერიალური პრობლემების გადაჭრა გაგიჭირდებათ.


მორიელი
ხელსაყრელი დღეა გეგმების განხორციელებისთვის და დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის. სავარაუდოდ, იდეას, რომელზეც ბოლო დროს დიდხანს ფიქრობთ, შეუძლია, სწრაფი და სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა წარმატებას მოგიტანთ. თქვენი სოციალური სტატუსი გაუმჯობესდება, ხოლო ავტორიტეტი სამსახურშიც და ოჯახშიც მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ გაცივებას.


მშვილდოსანი
ფიქრისა და დასვენების დღეა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, სპორტი და ხანგრძლივი მოგზაურობა. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი სიტყვები და ემოციები - არსებობს დიდი სკანდალის ალბათობა. თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით.


თხის რქა
დასვენების, სიყვარულისა და განვლილი გზის გაანალიზების დღეა. ეცადეთ, საკუთარ ემოციებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ამ დღის მოვლენები თქვენს შინაგან სამყაროს განასახიერებს. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ მინიშნებებს და სწორად გააანალიზოთ.


მერწყული
არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირებამ შეიძლება ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ორგანიზმს დააზარალებს. პარტნიორთან დაკავშირებული ილუზიები შეიძლება იმედგაცრუებით დასრულდეს.


თევზები
კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახურ საქმეებს მიუძღვნით. მოაწესრიგეთ სახლი და სააგარაკე ნაკვეთი. სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა განწყობას გაგიუმჯობესებთ და გაგახალისებთ. კარგი იქნება, თუ სულიერი განცდებიდან საქმიან აქტიურობაზე გადაერთვებით.

დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?