როგორ ატარებს დროს სოფო ბედია კარანტინში - "ვხალისობთ მიშას ვაზივართ ყველანი კისერზე"

PRESS დაიჯესტი

13 აპრილი 14:22, 2020 წელი

მართალია, სოციალურ ქსელში მომღერალი სოფო ბედია  ხალისიან ფოტოებს დებს, თუმცა, როგორც აღიარებს, სახლში ყოფნა უჭირს და ერთი სული აქვს, როდის გადაივლის ეს რთული პერიოდი და გარეთ გავა.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან რმელიც ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნდა:


- ზოგადად, არანაირი შეღუდვა არ მიყვარს. ძალიან მომწონს თავისუფლება, ოღონდ, ესეც ზომიერების ფარგლებში. ცოტა ჯიუტიც ვარ და თუ რამე მაქვს დასახული, კონტროლს ვკარგავ და მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, აუცილებლად მივაღწიო მიზანს. სახლში ჯდომა ჩემთვის კატასტროფაა და ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, სწორედ, კონტროლის დაკარგვა მჭირს (იცინის). მაგრამ, ვინაიდანაც და რადგანაც არის ასეთი გამოუვალი მდგომარეობა, სხვა გზა არ მაქვს, თან ნიკუშა და ანდრია მახალისებენ, თორემ რა დამემართებოდა, არ ვიცი. დიასახლისობა მიყვარს, მაგრამ არ ვარ სახლის ადამიანი და შეიძლება, ჩვეულებრივად "გამერეკა". რამდენიმე დღეა, აივანზეც არ გავსულვარ, ჩვეულებრივი ისტერიკა მაქვს. მინდა, ძალიან მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი და ძველ ყოფა-ცხოვრებას დავუბრუნდეთ.


– ამბობ, ჩვეულებრივი ისტერიკა მჭირსო, თუმცა, სოციალურ ქსელში საკმაოდ ხალისიან ფოტოებს დებ და კარგად ერთობი.


– ხან ბავშვებთან ვთამაშობ და ხან მიშას ვაზივართ ყველანი კისერზე, სხვა რა გავაკეთო? ანდრია წლისა და სამი თვისაა და ხომ ხვდები, როგორ გაგიჟებს ამ ასაკში ბავშვი, თავისი ახალი სიტყვებითა და ქმედებებით. ჩვენც მეტი რა გვინდა? ვხალისობთ. რაც შეეხება მიშას კისერზე ჯდომას, ფოტო რომ დავდე, ეგრევე დაიწყეს: სოფო ბედია ქმარს კისერზე აზისო... ასე ნამდვილად არ არის, სახუმარო ფოტოა და იმედია, ეს ბოროტულად არ დაწერეს და ხუმრობას ხუმრობით უპასუხეს.


– ამბობენ, მეგრელებს კორონავირუსი არ ეკარებათო და მართალია?


– (იცინის) მეც, მაგის იმედი მაქვს. ნეტა მასე იყოს და მარტო მეგრელებს კი არა, არცერთ ადამიანს არ მიეკაროს. მომწონს ეს ხუმრობა, რომ მეგრელებს არ გვეკარება კორონა და პოზიტიურად ვარ განწყობილი (იცინის). ეს – ხუმრობით, თუმცა რაც მსოფლიოში ხდება, განვიცდი და მაქსიმალურად ვიცავ თავს. რაც უნდა კარგი იმუნიტეტი გქონდეს, ადამიანმა მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. სახლში მყავს ბებია და ბავშვები, მათ უნდა გავუფრთხილდე.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?