17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
პირად ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დღის პირველ ნახევარს მთლიანად წაგართმევთ. ქალებს დამღლელი მოვალეობების შესრულება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. მამაკაცებს საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა ელით.


კურო
დღის პირველ ნახევარს მთლიანად დაგროვილი საქმეების მოგვარებას დაუთმობთ. მამაკაცებს ვურჩევთ, საკუთარ გრძნობებზე მეტი იფიქრონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვთ შანსი, სულიერი წონასწორობა დაიბრუნოთ. ქალებს პირადი ცხოვრების გადაჭრა მოუწევთ. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.


ტყუპები
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მომატებულია. მამაკაცებს კარიერული წინსვლა ან ფინანსურ ოპერაციაში წარმატება ელით. ეცადეთ, დიდსულოვნება გამოიჩინოთ და ახლობელ ადამიანს წყენა  აპატიოთ. ქალებს რომანტიკული ურთიერთობის სწრაფად დასრულება ელით.


კირჩხიბი
ამ დღეს უამრავი საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რადგან ეს გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გელით.


ლომი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს დამღლელი და მომაბეზრებელი მოვალეობის შესრულება და ხისტი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს სტუმრად გაატარებთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.


ქალწული
ერიდეთ უსარგებლო საუბრებს და ცრუ დაპირებებს, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღის პირველ ნახევარს დაგროვილი საქმეების დასრულებას მოანდომებთ. წარმატების მისაღწევად, ნებისმიერ საქმეში დაგჭირდებათ იდეების ცხოვრებაში განხორციელება, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და გამჭრიახი გონება.


სასწორი
ფინანსური ან იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად ორგანიზებულმა შეხვედრამ შეიძლება ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელ მგზავრობასთან ან შეძენასთან დაკავშირებული სასიამოვნო საქმიანობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ ძველ პროექტებს დაუბრუნდეთ, რაც მოგებას მოგიტანთ.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სასურველის შესაძენად იმაზე მეტი სახსრები დაგჭირდეთ, ვიდრე ვარაუდობდით. არ ინერვიულოთ, დროთა განმავლობაში ყველაფრის შეძენას შეძლებთ, რაზეც ოცნებობდით, მაგრამ ჯერჯერობით თავის შეკავება სჯობს.


მშვილდოსანი
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, თუმცა ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული არ იქნება. ქალები მზად უნდა იყვნენ რომანტიკული ურთიერთობის დასრულებისთვის. მამაკაცებს ვურჩევთ, პირად ცხოვრებაში დიდსულოვნება გამოიჩინონ და ახლობელ ადამიანს წყენა აპატიონ.


თხის რქა
დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი და პლანეტების არახელსაყრელი განლაგება საშუალებას არ მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და შესაძლოა, სერიოზული შეცდომაც დაუშვათ.


მერწყული
ეს დღე ბედის უეცარ შემობრუნებასა და ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. შესაძლოა, ფინანსური ან იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის ორგანიზებულმა შეხვედრამ ნერვიული სტრესი გამოიწვიოს. პარტნიორების მოულოდნელი ქმედება გაიძულებთ, დღე და ღამე იმუშაოთ. შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


თევზები
გამორიცხული არაა, რომ ერთდროულად უამრავი საქმის კეთება მოგიწიოთ. თქვენი შინაგანი სამყარო სრულყოფილებისა და ახალი იდეალებისკენ ისწრაფვის. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები ნუ გექნებათ. ნურავის განსჯით და მოთმინება გამოიჩინეთ. 

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?