„სამწუხარო ამბავია, გარდაცვლილია ჩვენი სოფლის მკვიდრი. ძალიან კარგი ახალგაზრდა. როგორც ჩანს აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს. ბრალდებულიც ჩვენი სოფლიდანაა, ისიც მესაზღვრედ მუშაობს. გარდაცვლილს, 4 შვილი დაუობლდა“, – ამბობს სოსო ზურებიანი.
ასევე რწმუნებულის ინფორმაციით, ახალგაზრდები მეგობრები იყვნენ და წარსულში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ.
„მგონია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარსულში არანაირი სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ, მეგობრები იყვნენ.
შეკამათება ჰქონიათ, მერე არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა. გარდაცვლილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. თვითონ ვინც ისროლა, არ არის დაკავებული, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მერე არავინ არ იცის, სად წავიდა.
ახლაც ეძებს მოსახლეობა, პოლიციაც, მაგრამ ვერ პოულობენ.
ოთხი კაცი ყოფილან ადგილზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ იმათთან შეხვედრა მე ვერ მოვახერხე, რა თქმა უნდა, პოლიციამ არ შეგვიშვა. ისინი სამართალდამცველებმა დაკითხეს“, – განაცხადა სოსო ზურაბიანმა.