25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე დასვენებას და სულიერ წონასწორობას განასახიერებს. იზრდება თქვენი სასიცოცხლო დეა სექსუალური პოტენციალი, ძლიერდება აურა. ხელსაყრელი დროა ინტიმური ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემები.


კურო


ბედი გამოცდას გიმზადებთ. სავარაუდოდ, ნებისმიერი საქმე იმაზე მეტ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ვიდრე ვარაუდობდით. ერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და ნუ ეცდებით, „კედლის თავით განგრევას“. სავარაუდოდ, არსებობს შემოვლითი გზებიც. თქვენთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში დაგეხმარებათ.


ტყუპები


გაითვალისწინეთ, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უამრავ პრობლემას შეგიქმნით. შესაძლოა, რომელიღაც ნათესავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას და თქვენი მზრუნველობა დასჭირდეს. იზრდება თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა.


კირჩხიბი


თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შორეულ მოგზაურობაზე ოცნებას ჯერჯერობით, უნდა დაემშვიდობოთ. გირჩევთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მატერიალურ ცხოვრებაში ცვლილებები მშვიდად მიიღეთ, თორემ დღის ბოლოს ნეგატიური ემოციებისგან გადაიღლებით.


ლომი


იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ნებისმიერი საკითხის გადაჭრის დროს ყურადღება მთავარზე გაამახვილეთ და წვრილმანებზე ნუ მოცდებით.


ქალწული


რთული დღეა, რომელიც პირად და პროფესიულ ცხოვრებაში გადაუჭრელი პრობლემების ნიშნით ჩაივლის. პარტნიორებთან მოლაპარაკება გართულდება და, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. ფინანსური პრობლემები შეძენას უკავშირდება.


სასწორი


დაძაბული დღეა. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ აქტუალურია. მეუღლეებს შორის მოსალოდნელია კამათი ფინანსური პრობლემების ან ეჭვიანობის გამო. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. საბოლოო არჩევანის გაკეთებას ვერ ახერხებთ, რაც სიტუაციას გაართულებს და შეიძლება დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს. გამორიცხული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებებისთვის. ნებისმიერი საქმე პირდაპირ ან ირიბად ფინანსებს უკავშირდება: ფულის გაცემა ან ვალის აღება და დამატებითი შემოსავლის წყაროების ძიება გელით. შესაძლოა, ახლო ნათესავებს თქვენი ფინანსური დახმარება დაჭირდეთ. თქვენ გამო ოჯახში შეიძლება ვითარება დაიძაბოს. 


მშვილდოსანი


დაძაბული დღეა, რომელიც გაუგებრობას და არასწორი ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. დაძაბული, ფიზიკური სამუშაო შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. ეცადეთ არ აჩქარდეთ. კარგი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის.


თხის რქა


რთული დღეა. ურთიერთგაგება, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამიტომ პარტნიორებთან მოლაპარაკება გართულებულია და, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რაც შეძენას ან ოჯახურ საქმეებს უკავშირდება.


მერწყული


ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. ერიდეთ, გამუდმებით უკმაყოფილო და მოსაწყენ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ გაიფუჭებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას მკვეთრი გამონათქვამებისა და უყურადღებობის გამო. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები: შესაძლოა, ძველი ვალი მოგთხოვონ ან ნათესავებს თქვენი ფინანსური დახმარება დასჭირდეთ.


თევზები


არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი და სტრესი. უახლოეს ხანებში ფულად შემოსავალს არ უნდა ელოდოთ, ამიტომ გირჩევთ, ეკონომიის რეჟიმზე გადახვიდეთ. დახმარებას ნუ ელით, ყველა პრობლემა თავად უნდა გადაჭრათ. ყველაზე რთული პრობლემებიც კი მშვიდად უნდა მიიღოთ. ეცადეთ მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს დაუახლოვდეთ. 

დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30  ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

პანდემიის ტრენდული ტექნიკა - რა მოწყობილობას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად კარანტინის დროს

2020-მა წელმა კომპანიებისთვისა და მომხმარებლებისთვის უამრავი რამ შეცვალა. საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ქცევები - ის, თუ რას ვყიდულობთ და ზოგადად, როგორ ვგეგმავთ საყიდლებზე სიარულს.
დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.