8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ნოემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენების, სახლის მოწესრიგებისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. კარგი იქნება, თუ საღამოს პატარა, ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ - ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ.


კურო
წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი კონფლიქტი ან პრობლემა გელით, რომელიც თქვენს ძველ ვალებს ან შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება. შესაძლოა, უახლოეს ხანებში მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გსურდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფრის შეცვლას ვეღარ შეძლებთ.


ტყუპები
დაძაბული დღეა. მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც გეგმავდით. მოულოდნელი ცნობა ან ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება თქვენს გეგმებს შეცვლის. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეცვლით თუ რეალობის ობიექტურად შეფასებას შეძლებთ. ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ.


კირჩხიბი
კარგი იქნება, თუ ამ დღეს საოჯახო საქმეებსა და ახლობელ ადამიანებს მიუძღვნით. ერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხელსაყრელი დღეა საოჯახო ნივთების შეძენისთვის.


ლომი
ამ დღეს ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებსა და სარისკო მოქმედებებს. სიხარულით მიიღეთ ყველაფერი, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტის იმედი ნუ გექნებათ. შესანიშნავი დღეა ქორწინებისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. ქალებს ახალი, საინტერესო ნაცნობობა ელით.


ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ნათელი და მხიარულია და დასვენებისა და მოგზაურობისთვის ხელსაყრელია. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი, რაც მწყობრიდან გამოგიყვანთ და ხასიათს გაგიფუჭებთ. სავარაუდოდ, ამ დღეს მომავლის გეგმებში სერიოზულ კორექტივებს შეიტანთ.


სასწორი
მძიმე დღეა. მოსალოდნელია თვალთვალი, მტრობა და აგრესია. მთლიანად, ძლიერი ემოციების გარეშე, ადამიანების გავლენის ქვეშ ხართ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე და გონიერება გმართებთ. ერიდეთ ბნელ ადგილებს, ახალ ნაცნობებსა და ხმაურიან წვეულებებს.


მორიელი
მძიმე დღეების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, კარგად დაისვენოთ და სასიყვარულო თავგადასავლებში გადაეშვათ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა ძლიერ და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება.


მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან, რადგან მოსალოდნელია უბედური შემთხვევა. მოულოდნელი ამბავი ან პრობლემა გელით, რომელიც შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდება.


თხის რქა
პოზიტიური დღეა, რომელიც მოწყალების, სიყვარულისა და მიტევების ნიშნით ჩაივლის. ამ დღეს ხელსაყრელია სპორტული ვარჯიშები, ქორწინება და ბავშვის ჩასახვა. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელით.


მერწყული
ეს დღე თქვენს მომავალს წლის ბოლომდე განსაზღვრავს და გაჩვენებთ, რამდენად შეიცვლება თქვენი გეგმები და როგორ განვითარდება მოვლენები. შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ მიზანი და მოქმედების ტაქტიკა. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად და დაკარგული ნივთების მოსაძიებლად.


თევზები
ეს დღე მხოლოდ დასვენებას უნდა მიუძღვნათ. სასურველია წყლის პროცედურების მიღება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ტურისტული მოგზაურობა. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, თუმცა ეცადეთ, ზომიერება შეინარჩუნოთ და საკუთარი მოვალეობები არ დაივიწყოთ.

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?