მკვლევარებმა პირველად შეძლეს უჯრედების გაზრდა, რომელიც ემბრიონის პირველი ფაზის აგებულების მსგავსია.
„ჩვენი მოდელი ადამიანის განვითარების ნაწილს იმეორებს. საოცრად საინტერესო იყო ამ პროცესებისთვის თვალყურის დევნება, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო ჩვენთვის და ექსპერიმენტული მეცნიერებისთვის აუთვისებელი“, - განაცხადა კვლევის ავტორმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ალფონსო მარტინეზ-არიასმა.
სპეციალისტების კვლევას შეუძლია გაარკვიოს, თუ რაზეა დამოკიდებული უშვილობის ფორმები, რა იწვევს მუცლის მოშლას და როგორ ხდება თანდაყოლილი დაავადებების განვითარება.
წინა ექსპერიმენტები, რომელიც თაგვებისა და მაიმუნების ემბრიონებზე ჩატარდა, ასევე ადამიანის კვერცხუჯრედის დნმ-ში ჩარევა, არ იყო საკმარისი. ახალი მოდელი ეთიკურ ნორმებთან არ მოდის წინააღმდეგობაში.
ემბრიონის პირველი ფორმის ფუძეზე მეცნიერებმა შეძლეს, ეპოვათ უჯრედების ჯგუფი, რომლებიც შეიცავენ კუნთების, კანის, ძვლების და სხვა ორგანოების ჩანასახებს. თუმცა ხელოვნურ ჩანასახებში არ შეინიშნება ნეირონების ფორმირებისთვის საჭირო უჯრედები, - აღნიშნულია Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.