10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ივლისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე ხელსაყრელია პარტნიორებთან ურთიერთობისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აქტიური ქმედებებისთვის. გილოცავთ! ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა, რადგან თქვენი ძალები უსაზღვრო არ გახლავთ. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვრეთ.


კურო


ამ დღეს ოჯახში საყოფაცხოვრებო საქმეები და პრობლემები ახლობელ ადამიანებთან. მოგიწევთ ორგანიზატორული შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, გარემოებებთან ადაპტირება და შემოქმედებითი დამოკიდებულება. ხელსაყრელი დღეა სახლის რემონტის, ინტერიერის განახლებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის.


ტყუპები


უკვე ფიქრობთ, რომ ახალ პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ უმკლავდებით. შესაძლოა, ემოციური ფონის გამო მოვლენებზე ადეკვატურად ვეღარ რეაგირებთ. თუ ამ დაძაბულ ეტაპს გადალახავთ, მეგობრებთან სკანდალს თავს აარიდებთ და ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს. 


კირჩხიბი


შეძენისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ რემონტი, ინტერიერი განაახლოთ და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოთ. თქვენი ნებიმიერი აქტივობა წარმატებით დასრულდება. დღის მეორე ნახევარში სასიყვარულო, პარტნიორულ და ცოლ--ქმრულ ურთიერთობებში პრობლემები გელით.


ლომი


ხელსაყრელი დღეა საქმისანობის სფეროს შეცვლის, ინტელექტუალური მუშაობისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯები წარმატებით დასრულდება, თუმცა ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ისინი უსაზღვრო არაა. მეგობრეებისა და ახლობელი ადამიანების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით - ეს პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია შეხვედრა ან ცნობა, რომელიც სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.


ქალწული


წარუმატებლობათა წყება სრულდება. გირჩევთ, ეს დღე პირად ურთიერთობებს, საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობას ან აგარაკზე მუშაობას დაუთმოთ. თუ ამ რთული ეტაპის ღირსეულად გადალახვას შეძლებთ და წინააღმდეგობებს დაძლევთ, ყველა მხრივ წარმატება გარანტირებული გაქვთ.


სასწორი


ვარსკვლავები ბედის უეცარი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებენ. ეცადეთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ. ერიდეთ სარისკო და შეუმოწმებელ პროექტებში მონაწილეობას და ყიდვა-გაყიდვას, თუმცა ბიზნეს-პარტნიორების ახალი წინადადებები უყურადღებოდ არ დატოვოთ. რამდენიმეთვიანი დაძაბული შრომა სასურველ შედეგებს მოგიტანთ. ამ დღეს პირადი ცხოვრებაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.


მორიელი


ეს დღე ექსტრემალური სიტუაციებით მდიდარია. თავს იჩენს წინა დღეების ნეგატიური ტენდენციები. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.  სასურველია ფიზიკური დატვირთვა და წყლის პროცედურები. ეს მძიმე ფიქრებისგან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, გარიგებებისა და ქორწინებისთვის. შესაძლოა, სანუკვარი ოცნებების განხორციელებაში გაგიმართლოთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ წარმოუდგენლად ხელსაყრელ წინადადებას მიიღებთ.


თხის რქა


ეს დღე ხელსაყრელია პირადი საქმეების მოგვარების, სახლის კეთილმოწყობისა და სააგარაკე ნაკვეთზე მუშაობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და ილუზიებს არ გამოედევნოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით სწორ კვებას. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


მერწყული


მძიმე სამუშაო დღეა. დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, რაც სიხარულს და კმაყოფილებას არ მოგანიჭებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობა, რაც შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება. ძველ, დროით გამყარებულ პოზიციებსა და ახალ წინადადებას შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ.


თევზები


ამ დღეს წინა თვის ყველა პრობლემა ერთბაშად იჩენს თავს. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომლის შედეგად არაკეთილსინდისიერი ადამიანების გავლენის ქვეშ მოქცევით. გახსოვდეთ, რომ დსამოუკიდებლობის მოპოვებაში შინაგანი სიმტკიცე, თანმიმდევრული მოქმედებები და საკუთარი პოზიციების დაცვის უნარი დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?