13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ივლისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. შესანიშნავი დროა ძველი კავშირების აღდგენისა და ახლობელი ადამიანების მონახულებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ გეგმები შეგაცვლევინოთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც ოჯახური პრობლემა მოაგვაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ გადაღლას.


კურო


მხიარული მოგზაურობა და საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ. არაფერზე ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება.


ტყუპები


აქტიური დასვენებისა და განახლების დღეა. საინტერესო მოგზაურობა გელით, რომელიც უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ და დიდხანს დაგამახსოვრდებათ.


კირჩხიბი


ეს დღე თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას განასახიერებს. სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი ფიქრები და გრძნობები მთელ სამყაროს გაუზიაროთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი მეგობრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატაროთ. სამყაროს უჩვეულო აღქმას თქვენი ოპტიმისტური განწყობა აძლიერებს.


ლომი


ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირების გამო, უკიდურესად არასასურველია ფიზიკური დატვირთვა და რისკთან დაკავშირებული მოქმედებები. ხელსაყრელი დროა განმარტოვებისთვის, ფილოსოფიური განსჯისთვის, საქმიანობის შეცვლისა და ახლობელი ადამიანების დახმარებისთვის.


ქალწული


ამ დღეს უჩვეულოდ ადვილად მოახერხებთ იმის მიღებას, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ. გამორიცხული არ არის მშობლებისგან ფინანსური მხარდაჭერა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, ძველი საქმის დასრულების, რემონტისა და სახლის კეთილმოწყობისთვის. ამ დღეს წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა, ერთობლივი ღონისძიებები და აქტიური დასვენება. გირჩევთ, მეგობრების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. მათი მსჯელობა უტყუარი და დროულია.


მორიელი


მშვიდი დღეა. პლანეტები გმფარველობენ, ამიტომ სერიოზულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ეცადეთ, მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოთ. თავშეკავება და სიმტკიცე გამოიჩინეთ. ეს უამრავი ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი


აქტიური დასვენებისა და შინაგანი ძალების გამოღვიძების დღეა. სავარაუდოდ, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ. შეგიძლიათ არაფერზე ინერვიულოთ, რადგან ვენერა თქვენს მხარეზეა და ყველა თავგადასავალი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.


თხის რქა


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება - გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ნებისმიერი ქმედება თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. მოსალოდნელია სირთულეები პირად ცხოვრებაში. გირჩევთ, თავი შეიკავოთ რადიკალური მოქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობა საბოლოოდ გაიფუჭოთ.


მერწყული


ეს დღე ინტერესების დაცვას, არჩევანს და მიზნის მიღწევას განასახიერებს. თქვენი შინაგანი სამყარო შესაძლოა ობიექტურ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. როგორც არასდროს, ისეთი მოთმინება და სიმტკიცე გმართებთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა შეიცვალოს. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმოთ.


თევზები


საშიში დღეა. მოსალოდნელია პრობლემები კანონთან, ცრუ ინფორმაცია, პრობლემები ოჯახსა და სამსახურში, უბედური შემთხვევა. ფარული წინააღმდეგობები თქვენს ცხოვრებას გაართულებს. გირჩევთ, საბუთები მოაწესრიგოთ და მგზავრობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. ნუ ენდობით საკუთარ ემოციებს. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?