4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა პედაგოგიური საქმიანობისთვის, სწავლისთვის, ახალი საქმის შესწავლისა და შემოქმედებისთვის. მოსალოდნელია დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გეგმებისა და პარტნიორთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწიოთ. შემოქმედებითი პროფესიის ქალები საკუთარ შესაძლებლობებს ეფექტურად წარმოაჩენენ და ჩანაფიქრის სრულად განხორციელებას შეძლებენ. სიზმარში ძაღლის ნახვა წარმატებას ან მოგებას მოასწავებს.


კურო


კვირის დასაწყისი ძალიან გაგახარებთ. თქვენი მიზანსწრაფულობა და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა სასურველ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი მძიმე დღეა. ერიდეთ საქმიან შეხვედრებს და გარიგებების დადებას, რადგან ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ.


ტყუპები


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შეძლებისდაგვარად, უარი თქვით კომერციულ სფეროში აქტიურობაზე, თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან და ზოგადად, ყველა სახის კონტაქტი შეამცირეთ. მოსალოდნელია ფარული მტრების ინტრიგები, გამიზნული პროვოკაციები და ყალბი რჩევები.


კირჩხიბი


ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. თუ გსურთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ, თავშეკავება და ნაკლები უხეშობა უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს თავი აარიდოთ და საკუთარი მოსაზრება კოლეგებს და მეგობრებს თავზე არ მოახვიოთ.


ლომი


მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მოგებას, საქმის წარმატებით დასრულებას ან ახალი თანამდებობის მიღებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. შემოქმედებითი პროფესიის ლომები წარმატებით შეძლებენ საკუთარი უნარების გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას. გაბედულება და მიზანსწრაფულობა ნებისმიერ საქმეში შედეგს მოგიტანთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების, სწავლისა და კარიერული წინსვლისთვის. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეძლოთ კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა მოხვედრა და უფროსის კეთილგანწყობის მოპოვება. პარტნიორებთან ურთიერთობა ან ახალი ნაცნობობა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობად იქცევა.


სასწორი


ეს დღე სულიერი წონასწორობის მოპოვებას და შესანიშნავ განწყობას გპირდებათ. პარტნიორებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება. მთლიანად გამორიცხეთ აგრესია, რადგან ეს გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა აკლია. საღამოს მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია და თავის ტკივილი.


მორიელი


ეს დღე უსიამოვნო ამბებს და პროვოკაციებს უკავშირდება. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ. ფულთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდეა გამოიჩინოთ. გირჩევთ დოკუმენტები მოაწესრიგოთ, რომ რაღაც, რასაც უცხო თვალს უმალავთ, ზედაპირზე არ ამოტივტივდეს. ეს გარემოება თქვენს რეპუტაციას სერიოზულად დააზარალებს.


მშვილდოსანი


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, მშვილდოსან ქალებს პარტნიორებთან კონფლიქტი ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციონ - თქვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დგება.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და შეწყვეტილი მეგობრული კავშირების აღსადგენად, რასაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვეს. სამაგიეროდ, პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები და გადაცდომები.


მერწყული


ამ დღეს თქვენი აურა სუსტდება და სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები, რაც სიტუაციის არასწორ შეფასებას და მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება, რომელიც ამ დღეს თავს იჩენს, ხანგრძლივი იქნება.


თევზები


თქვენი გონიერების წყალობით, ყველა ახალი იდეა განხორციელდება. სავარაუდოდ, შეძლებთ სოციალური სტატუსი გაიუმჯობესოთ, სამსახურებრივი პრობლემები მოაგვაროთ და ახლობელ ადამიანებთან უერთიერთობა გაიუმჯობესოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?