16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და ურთიერთობებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრამვა ან შეცდომა, რომელიც საქმის დასრულებას შეაფერხებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ მშენებლობის, რემონტისა და აგარაკის კეთილმოწყობის დროს. ერიდეთ მჭრელ საგნებს და ელექტროხელსაწყოებს.


კურო


შესაძლოა, ოჯახურ წვეულებაზე მიგიწვიონ, ამიტომ გირჩევთ საჩუქრის შეძენაზე წინასწარ იზრუნოთ. შესაფერისი დღეა ფიზიკური ვარჯიშის, გართობისა და დასვენებისთვის.


ტყუპები


არახელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისა და ფინანსური გარიგებებისთვის. ოჯახშიც და სამსახურშიც პრობლემები გელით. გირჩევთ, საკუთარი შემოსავალი და გასავალი კარგად გამოთვალოთ, რომ ოჯახური საქმეები სწრაფად და ეფექტურად დაასრულოთ. მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.


კირჩხიბი


შესაძლოა, ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დროს უამრავ პრობლემას შეეჯახოთ. გაითვალისწინეთ, რომ კომპრომისზე უნდა წახვიდეთ, თორემ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება. გეჩვენებათ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში კატასტროფული პერიოდი დადგა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.


ლომი


შესაძლოა, ლომ მამაკაცებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მიეცეთ. გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული გატაცება. თქვენმა უსაზღვრო ენერგიამ შესაძლოა, გარშემო მყოფების მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინოს. მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა ან ხელსაყრელი წინადადება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა მოღვაწეობის სფეროს შეცვლის, ახალი პარტნიორების გაჩენისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. თქვენი აქტიურობა და კომუნიკაბელურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პლანეტები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ახალ ბიზნესწინადადებას და აქედან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან აზარტულ თამაშებში მოგება.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისთვის, ქორწინებისა და ნივთების შეძენისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, სწორად შეაფასოთ პარტნიორების საიმედოობა და პრიორიტეტები განსაზღვროთ. ეცადეთ დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნოთ, თუმცა საეჭვო წინადადებებისგან თავის შეკავება ჯობს.


მორიელი


ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით სავსე დღეა. თქვენი პიროვნული თვისებები და შესანიშნავი განწყობა ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. ერიდეთ საკუთარი აზრების სხვებისთვის თავზე მოხვევას და ყველა ხერხი გამოიყენეთ, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.


მშვილდოსანი


შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცეთ. მოსალოდნელია ახალი გატაცება, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სასიამოვნო ცნობა ან ხელსაყრელი წინადადება გელით, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.


თხის რქა


პლანეტები გირჩევენ, რომ ყურადღება მიაქციოთ ახალ, საინტერესო ბიზნესწინადადებას და მაქსიმალურად მომგებიანად გამოიყენოთ. ამ დღეს ვარსკვლავები სიყვარულს და ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობებს მფარველობენ.


მერწყული


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, პროფილაქტიკური მკურნალობისა და სახლის მშენებლობისთვის. ამჟამად სამუშაო ადგილის შეცვლა არასასურველია, თუმცა ნებისმიერ წინადადებას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.


თევზები


თუ მომხდარის რეალურად და ობიექტურად შეფასებას შეძლებთ, აღიარება და წარმატება გარანტირებული გაქვთ. გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად დასვენებას მიუძღვნათ. შესაძლოა, შვილები თქვენი თანამოაზრეები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმის დამცავი ძალების შესუსტება შეიძლება უამრავი ინფექციური დაავადების მიზეზი გახდეს.

დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30  ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

პანდემიის ტრენდული ტექნიკა - რა მოწყობილობას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად კარანტინის დროს

2020-მა წელმა კომპანიებისთვისა და მომხმარებლებისთვის უამრავი რამ შეცვალა. საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ქცევები - ის, თუ რას ვყიდულობთ და ზოგადად, როგორ ვგეგმავთ საყიდლებზე სიარულს.
დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.