16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ახალი მფარველები ან პარტნიორები დასახული მიზნის ასრულებაში დაგეხმარებიან. თქვენი აქტიურობა და საზრიანობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ოჯახის წევრებთან კონფლიქტური სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.


კურო


მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან ან ძველ სიყვარულთან, მაგრამ თუ უკვე დაოჯახებული ბრძანდებით, ეცადეთ თქვენი ნაზი გრძნობები ოჯახისკენ მიმართოთ. ამით უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობის შესახებ და საღამო ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმეთ.


ტყუპები


ცოდნის მიღების, ჭეშმარიტებაში წვდომისა და სულიერი განწმენდის დღეა. ყველა მიმართულებით წარმატებული დღეა, თუმცა შრომა ჩვეულზე მეტი მოგიწევთ. არ იდარდოთ, თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.


კირჩხიბი


კოლეგებთან და უბრალოდ ნაცნობებთან ურთიერთობაში ერიდეთ აგრესიულობას და ემოციები მოთოკეთ. შეძლებისდაგვარად, ერიდეთ ურთიერთობას მარად უკმაყოფილო და ბუზღუნა ადამიანებთან. ნუ დაივიწყებთ დღის რეჟიმის შესახებ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


ლომი


ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ცხოველური საკვებისგან და დიეტა დაიცვათ. კარგი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის. პროფესიულ საქმიანობაში იზრდება თქვენი ინტუიცია. შეხვედრებმა და მოლაპარაკებებმა შესალოა, კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - ახლა სიყვარულის დრო არაა.


ქალწული


თქვენი აქტიურობა და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ამ დღეს სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ცვლილებები გელით, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის. დაუგეგმავი მგზავრობა გელით.


სასწორი


ამ დღეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ იაქტიურებთ, წარმატება თქვენ დაგრჩებათ. ნუ ეცდებით მიზნის მისაღწევად კოლეგებისა დაახლობელი ადამიანების  გამოყენებას, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. დღის მეორე ნახევარი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ.


მორიელი


ეს დღეს ფულის ხარჯვას და ზარალს უკავშირდება. ეცადეთ, უფრო ეკონომიურად იცხოვროთ და საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ. გირჩევთ, მგზავრობა გაზაფხულამდე გადადოთ. ხანდაზმულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება ელით.


მშვილდოსანი


ცოდნის მიღების, სულიერი განწმენდისა და ჭეშმარიტებაში წვდომის დღეა. ყველა მიმართულებით წარმატებული დღეა, თუმცა ნებისმიერი საქმე ჩვეულზე მეტ ძალისხმევას ან პარტნიორების დახმარებას მოითხოვს. შეგვძილია გაგახაროთ - თქვენი მონდომება შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.


თხის რქა


თქვენი აქტიურობა და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა სასიცოცხლო პოტენციალი არასტაბილურ მდგომარეობაშია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სარისკო მოქმედებებს და ძვირად ღირებულ შენაძენს ერიდოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ჩანაფიქრის განხორციელებას თქვენთვის დამახასიათებელი სიმშვიდით შეუდექით.


მერწყული


წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია დიდი შემოსავალი ან პირიქით, გაითვალისწინებელი ხარჯი. ერიდეთ რისკს და დაუფიქრებელ მოქმედებას. პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით - ის სავარაუდოდ, გატყუებთ. ანალიზის უნარი და გამჭრიახი გონება რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.


თევზები


ცოდნის დაგროვებისა და განვითარების ახალი ეტაპის დაწყების დღეა. ხელიდან ნუ გაუშვებთ წარმატების შანსს და შეთავაზებულ საქმეს შეუდექით. დღის მეორე ნახევარში მშობლებთან ან შვილებთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი. გამორიცხული არ არის ფულის გამო კამათი. ეცადეთ წყენა დაივიწყოთ, დრო ყველა კონფლიქტს განმუხტავს.

სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება... 
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?