19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. დაუფიქრებელ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რაც ყველა დანარჩენ საქმეს დაგავიწყებთ. მოსალოდნელია ფინანსური მოგება ან ძველი ვალის დაბრუნება.


კურო


აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც სასიხარულო პერსპექტივებს გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გამორიცხული არ არის, რომ მივლინებაში გაემგზავროთ, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. ვარსკვლავების კეთილგანწყობის დახმარებით, შესაძლოა, ბიზნესგეგმები წარმატებით განახორციელოთ


ტყუპები


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც სიახლეები, თავგადასავლები და მოგზაურობა ახლავს. ეს დღე შესაძლოა, ხელსაყრელი აღმოჩნდეს საქმიანი კონტრაქტებისა და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. საღამოს მოსალოდნელია პრობლემები ბავშვებთან და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში, ასევე გაუთვალისწინებელი ხარჯები.


კირჩხიბი


საკუთარი შესაძლებლობებით იმედგაცრუებული დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს, შეგიძლიათ ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ და ბიზნესიდეები ბრწყინვალედ განახორციელოთ. ნუ დაივიწყებთ პარტნიორების შესახებ, რომელთა დახმარებითაც მიაღწიეთ იმ მდგომარეობას, რაც გაქვთ.


ლომი


დაძაბული დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის დროს - თქვენი ინიციატივები შესაძლოა, უდროო და უადგილო აღმოჩნდეს. ფინანსურ სფეროში ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს მომავალ კვირამდე არ უნდა ელოდოთ.


ქალწული


აქტიური დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციების გავლენით წარმატებამ შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. თავი შეიკავეთ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებების დაწყებისგან - პირადი პრობლემები ყველა სხვა საქმეს დაგავიწყებთ.


სასწორი


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ცვლილებები, სიახლეები და თავგადასავლები ახლავს. შესაძლოა, ეს დღე ხელსაყრელი აღმოჩნდეს საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.


მორიელი


არახელსაყრელი დღეა. გაუმართლებელი მატერიალური დანაკარგი ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება. თუ ასე მოხდა, ეცადეთ, სიტუაციას გამოსწორებისთვის ყველა ზომას მიმართოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და უძილობა. გირჩევთ წყლის პროცედურებს მიმართოთ და სუფთა ჰაერზე ისეირნოთ.


მშვილდოსანი


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ცვლილებები, თავგადასავლები და სიახლეები ახლავს. შესაძლოა, სამსახურებრივმა მივლინებამ ოჯახური ბიუჯეტი შეავსოს ან პირიქით, სიჩქარემ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეცდომები გამოიწვიოს და ფინანსურად დაგაზარალოთ.


თხის რქა


ეცადეთ, თავი შეიკავოთ საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გაფორემებისგან. ამჟამად, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური პრობლემების მოგვარებაა - გირჩევთ, მთელი ყურადღება ამ მიმართულებით გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოვლენების განვითარება თქვენთვის არახელსაყრელად შეიცვალოს.


მერწყული


ფინანსური თვალსაზრისით, პრობლემები გელით. გაუთვალისწინებელი ხარჯების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირებული ოჯახური ბიუჯეტის შევსება გიჭირთ. პირად ცხოვრებაში წინააღმდეგობრივი ტენდენციები გელით - ერთი მხრივ, საყვარელი ადამიანის ზრუნვა და, მეორე მხრივ, სრული იმედგაცრუება.


თევზები


ამ დღეს ფიზიკური და ემოციური დატვირთვა გელით. შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას ყველა თევზი ვერ შეძლებს. თავი შეიკავეთ საქმიანი მოლაპარაკებებისა და მოგზაურობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?