15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეს დღე პრინციპების დაცვას განასახიერებს და შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. შესაძლებელია, დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ. ამ დღეს ყველა საქმე პირდაპირ ან ირიბად ფინანსებს უკავშირდება. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით - სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კვების მენიუში უმჯობესია, უპირატესობა რძის ნაწარმს მიანიჭოთ.


კურო


ოჯახთან ერთად დასვენება წყენასა და იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ. შესაძლებელია, მისტიკით, ფილოსოფიით ან რელიგიით დაინტერესდეთ. ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვის უნარი მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანთ. მოსალოდნელია ნათესავებთან ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ეცადეთ, მათთან საუბრის დროს გულწრფელობისგან თავი შეიკავოთ.


ტყუპები


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. თქვენმა არატრადიციულმა შეხედულებებმა და ექსცენტრიულობამ შესაძლოა, ის ადამიანებიც გააოცოს, ვინც კარგად გიცნობთ. ეცადეთ, მეტი თვითკონტროლი გამოიჩინოთ, თორემ უდისციპლინობა და თავდაჯერებულობა ჩიხში მოგიყვანთ.


კირჩხიბი


ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ, რადგან შეიძლება, იმედგაცრუებული დარჩეთ და გაფლანგული ფულის გამო ინანოთ. ოჯახში მოსალოდნელია გაუგებრობა. შესაძლოა, თავი მარტოსულად იგრძნოთ. გირჩევთ, საღამოს ყველა საქმე გადადოთ და დაისვენოთ.


ლომი


ეს დღე შეიძლება, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. შეიძლება, სხვების შეცდომების გამოსწორება ან დაპირისპირებული მხარეების მორიგება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, თქვენი ყველა საქმე ამ დღეს როგორღაც ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული. გამორიცხეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება - აჩქარებით, შესაძლოა, მტრები გაიჩინოთ.


ქალწული


ეს დღე ასოცირდება ტყუილებთან, კონფლიქტებთან და დანაკარგებთან. იზრდება ნერვულ სისტემაზე დატვირთვა, რამაც შიძლება, ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და გაღიზიანება. მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტებს და ეცადეთ, ყურადღება სხვა საქმეებზე გადაიტანოთ. გახსოვდეთ. რომ ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულს და გაგებას ელიან.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის. სასურველია სულიერი ლიტერატურის კითხვა და ტაძრის მონახულება. ამ დღეს იზრდება იღბლიანობა და ინტუიცია. ოჯახური ურთიერთობები ძლიერდება და ჰარმონიული ხდება.


მორიელი


გაურკვეველი დღეა. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, ინტუიციას ენდეთ - ის არ გიღალატებთ. ერიდეთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გარკვევას და ეცადეთ, ვინმეს წინაშე ვალდებული არ იყოთ. შესაძლოა, მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებიც მოკავშირეებად არ მიგაჩნდათ.


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმისთვის, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის კომპრომისი მოძებნოთ. თქვენი მხიარულება და გამჭრიახობა ნებისმიერი კომპანიის ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. გაითვალისწინეთ, რომ უტაქტობა ან უკბილო ხუმრობა შეიძლება გაუგებრობის მიზეზი გახდეს, მაგრამ კონფლიქტი მალე მოგვარდება. გარშემომყოფებმა იციან, რომ თქვენ გულწრფელად ნანობთ საკუთარ შეცდომას.


თხის რქა


დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. გონივრულად მოქმედების შემთხვევაში წარმატების დიდი შანსი გაქვთ. შესაძლებელია, პირადი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. მოვლენები არ დააჩქაროთ  - ყველაფერი შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს. შესანიშნავი ინტუიცია საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ძველი სიყვარულის განახლება. წინდახედულება შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.  


მერწყული


ხელსაყრელი დღეა შეჯამებისა და დასკვნების გამოტანისთვის. მოსალოდნელია ფინანსების ან რაღაც ინფორმაციის მიღება, რაც, პლანეტების აზრით, თქვენი ცხოვრების წესს რადიკალურად შეცვლის. გირჩევთ, შეცვალოთ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ და მეტი სინაზე, სიყვარული და ყურადღება გამოხატოთ.


თევზი


აქტიური და დაძაბული დღეა. უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, განსაკუთრებით ისეთი საქმეების, რაც შემოქმედებას მოითხოვს. ეს დღე შეიძლება სავსე იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზებით. ნურაფრის შეგეშინდებათ, რადგან ადაპტაციის უნარის წყალობით, ყველა პრობლემის დაძლევას შეძლებთ.  

დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი  კომპანია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც , 25 ნოემბერს დაიწყო და ამ  პრინციპებზე ხელმომწერ სხვა კერძო კომპანიებთან ერთად განცხადებას ავრცელებს:  
დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„საქართველოს და დებატების ინსტიტუტი“ სკოლის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და სტუდენტებში მასშტაბურ კვლევას იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი”, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ატარებს გრძელვადიან საგანმანათლებლო კვლევას დებატების ტექნიკის სწავლების გავლენის შესახებ დებატების კლუბის მონაწილეებსა და დებატების კლუბის ხელმძღვანელებზე.  
დღის ჰოროსკოპი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ჯიპიაი ჰოლდინგი: ქალი მეწარმეების მხარდაჭრის პროგრამა გრძელდება!

• კომპანიები, რომელთა დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია, სპეციალურ იშთავაზებით სარგებლობენ • 30% ფასდაკლება ქონების დაზღვევისას და ბიზნეს შეფერხების დაზღვევა საჩუქრად!
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?