20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებული ყურადღება კომერციული ოპერაციებისა და ფულის ხარჯვის დროს გმართებთ. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და პირობის მიცემას. მოსალოდნელია მცირე დანაკარგები და ქურდობა. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი გაიგოთ.


კურო


სასიყვარულო საქმეში წარმატება გელით, თუმცა არასერიოზული ქცევისა და დაუფიქრებელი დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეცადეთ, ნერვიულობას და მძიმე საკვებს ერიდოთ.


ტყუპები


სახლში დიდი ხნის მანძძილზე დაგროვილ საყოფაცხოვრებო საქმეებთან გამკლავება გელით. თუმცა, ეს უკეთესიც კია, რადგან ქუჩაში გასვლის შემთხვევაში მოსალოდნელია ძლიერი გაციება ან ინფექციური დაავადებები. ამ დღეს შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობამაც პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ მთლიანად გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლური სასმელები.


კირჩხიბი


მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი - სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯი ოჯახის ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს. თუ შესაძლებელია, ამას ფილოსოფიურად შეხედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსუბუქი დეპრესია გელით, რაც ახლა არაფერში გჭირდებათ.  თავიდან მოიცილეთ ბნელი აზრები, ეცადეთ, უბრალოდ, მოდუნდეთ და დაისვენოთ.


ლომი


შესანიშნავი დროა საქმიანობის სფეროსა და ოჯახური ურთიერთობების ცვლილებებისთვის. იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ინტუიცია და პიროვნული მომხიბვლელობა, რაც ბიზნესსა და ადამიანებთან ურთიერთობაზე დადებითად აისახება. გაითვალისწინეთ, რომ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ან სარისკო ოპერაციების განხორციელება ნაადრევია -  სიტუაცია, შეიძლება, ნებისმიერ წუთს შეიცვალოს და თქვენი მოქმედებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.


ქალწული


დგება შეხვედრებისთვის ხელსაყრელი პერიოდი, რის შედეგადაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. მნიშვნელოვნად იზრდება პიროვნული მომხიბვლელობა და სექსუალური პოტენციალი. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი სინაზე  და სიყვარული აჩუქოთ, რისი უნარიც ნამდვილად გაქვთ. გონებამახვილობა, პატიოსნება, პირდაპირობა, კეთილსინდისიერება და ერთგულება სახლში და სამსახურში თქვენი გავლენისა და ავტორიტეტის განმტკიცებას ხელს შეუწყობს.


სასწორი


კონფლიქტებისა და გაუგებრობების დღეა. ვიღაცისთვის შეიძლება პროზაიკოსი ხართ, მაგრამ პრაქტიკული რჩევების მისაღებად სწორედ თქვენ მოგმართავენ. თქვენ ნამდვილად აკეთებთ საქმეს, როცა სხვები, უბრალოდ, საქმის შესახებ საუბრობენ. გირჩევთ, საკუთარი შიშებისა და პრობლემების შესახებ საყვარელ ადამიანს ესაუბროთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა, როცა შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდეთ. თქვენი გამჭრიახობა და საფრთხისთვის თვალის გასწორების უნარი ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენი ინტუიცია გკარნახობთ. შესაძლებელია, ახლო ნათესავებმა დახმარება გთხოვონ და ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ.


მშვილდოსანი


დროის უდიდეს ნაწილს ოჯახური საქმეები წაგართმევთ, თუმცა ეს უკეთესია, რადგან გარეთ გასულს გაციება გემუქრებათ. თქვენი პრინციპულობა და ინდივიდუალურობა შეიძლება, პირად ურთიერთობებში უთანხმოების მიზეზი გახდეს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ, ექიმს დროულად მიმართოთ.


თხის რქა


ბიზნესისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და გაღიზიანება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ემოციურობა შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზი გახდეს. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ და სხვა საკითხებსა და პრობლემებზე გადაერთოთ.


მერწყული


რთული და საშიში დღე, რომელსაც ცნობიერების გაორება, ტყუილები და ტოქსიკური ურთიერთობები ახლავს.  ამ დღის უარყოფით ტენდენციებს მხოლოდ სულიერი და მორალური განწმენდით შეამცირებთ. ერიდეთ მაგიას და ოკულტური მეცნიერებებით გატაცებას. ამან შეიძლება, ძალიან საშიში ძალები მიიზიდოს. შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ კომუნიკაცია და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.


თევზი


დღე თვითგანვითარებას, სულიერ ზრდას და განახლებას ეძღვნება. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დღის პირველი ნახევარი თვითგანათლებას დაუთმეთ. ეცადეთ, მთელი თქვენი სიყვარული და პატივისცემა ოჯახისა და შვილებისკენ მიმართოთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?