11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მუდმივად გზაში ხართ, მაგრამ თითქმის მიზნის გარეშე. აღმართზე ასვლისას თავს მსუბუქად გრძნობთ, ეს კარგია, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ - შესაძლოა „მსუბუქმა ნიავმაც“ კი  უკან დაგწიოთ.
ბიზნესი: ვარსკვლავები გამცნობენ, რომ შესაძლოა, სწორედ ხვალ გადაუწყვეტელი პრობლემები თავისთავად, განსაკუთრებული ძალისხმებვის გარეშე გადაწყდეს. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიჰყვეთ ინტუიციას - ის არასდროს გიღალატებთ.
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ოდნავ თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ. ასევე, ეს დღე, შესაძლოა ფრიად უსიამოვნო იყოს მათთვის, ვისაც სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები აწუხებს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი, თუკი მოინდომებს, თქვენს საქციელს ახსნას ძალიან მარტივად უპოვის.


კურო
გაუღეთ კარი ახალ შესაძლებლობებს და ისინი აუცილებლად გამოჩნდება. მთავარია - „დროულად დაკეტოთ კარი“, რათა შეინარჩუნოთ.
ბიზნესი: ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრები გელით, თუმცა საპასუხისმგებლო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, თქვენს გონებაზე მეტად, ჩაცმულობას მიექცევა ყურადღება. ამიტომ, სახლიდან გასვლამდე კარგად დაფიქრდით - თქვენ უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეთ.
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ეცადეთ პოზიტიურად განეწყოთ - ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმიც პოზიტიურად განეწყობა.
სიყვარული: ხვალ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ ინტერესებში გასაოცარ მსგავსებას. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ თქვენ თამამად შეიძლება გიწოდონ ერთმანეთის მეორე ნახევრები.


ტყუპები
ხვალ უბედური შემთხვევები და უხერხული სიტუაციები არ გელოდებათ. სხვა დანარჩენი კი თქვენს სურვილსა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.
ბიზნესი: ხვალ შესაძლოა, გარკვეული მიზეზის გამო, სამსახურის საქმის გადადება მოგიწიოთ, ეს კი მომავალში აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ უსიამოვნებებს. როგორც მინიმუმ, ორი დღის სამუშაოს შესრულება ერთდროულად მოგიწევთ.
ჯანმრთელობა: ხვალ ეცადეთ, უარი თქვათ გაზიან სასმელებზე. დიდი რაოდენობით ლიმონათმა შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა გამოიწვიოს.
სიყვარული: ხვალ ძალიან მოგინდებათ, საყვარელ ადამიანს ბედის უსამართლობაზე შესჩივლოთ. მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, მან თქვენი წუხილი ბოლომდე გაიზიაროს . იქნებ ჯობდეს, ყველაფერს თავად გაუმკლავდეთ?


კირჩხიბი
ხვალ შესაძლოა, თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს მცირე პრობლემები შეგექმნათ. ნუ მოითხოვთ მათგან ძალიან ბევრს.
ბიზნესი: ხვალ ვარსკვლავები დასვენებას გირჩევენ - წინ სერიოზული დავალებები გელით, რომლებიც თქვენგან მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს.
ჯანმრთელობა:
ხვალ კარგი დღე გაქვთ. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სიყვარული:
გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მცირედი ყურადღება მაინც. გააკეთეთ ყველაფერი, რათა ასიამოვნოთ. წვრილმანები თქვენს ურთიერთობებში  გლობალურ პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს.


ლომი
მოეშვით - ხვალ ადამიანები ეცდებიან, მეგობრობა გაგიწიოთ და თქვენც სიამოვნებით დათანხმდებით შემოთავაზებას, მიუხედავად იმისა, გინახავთ თუ არა „ახალი მეგობარი“ ადრე.
ბიზნესი: ეცადეთ, ხვალ არაფერი აკეთოთ. აბსოლუტურად არაფერი. სულ მალე ძალიან დატვირთული პერიოდი დაგეწყებათ და ღირს ძალების დაგროვება.
ჯანმრთელობა: ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ხვალ დიდია ფილტვებისა და ბრონქიალური დაავადებების წარმოქმნის რისკი. ამიტომ, ეცადეთ, არ გაცივდეთ.
სიყვარული: ხვალ, თქვენი საყვარელი ადამიანისთვის რთულად გასაგები იქნება, თუ რატომ ხარჯავთ ამდენ ძალას და ენერგიას ურთიერთობისთვის. რა ვუყოთ, მთავარია, რომ ამ ფიქრებმა ხელი არ შეუშალოს იმას, რაც თქვენ შორის ხდება.


ქალწული
11 თებერვალს ვარსკვლავები თქვენგან ალტრუისტულ მოქმედებებს ელიან. შემდგომ დღეებში კი ვიღაც აუცილებლად იზრუნებს თქვენზეც.
ბიზნესი: ნუ იჩქარებთ სამსახურიდან წასვლას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახურის შემდეგ რაღაც განსაკუთრებით საინტერესო გელოდებათ. სწორედ დღის ბოლოს მოხდება ისეთი რამ, რაც არ უნდა გამოტოვოთ!
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენს ორგანიზმს პექტინები დასჭირდება. ეს ნივთერებები კი განსაკუთრებით სასარგებლოა  იმ შემთხვევაში,  თუკი ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნა გსურთ.
სიყვარული: თუ თქვენი პარტნიორი ხვალ რამე ხელობის შესწავლას გადაწყვეტს, არ შეეწინააღმდეგოთ მის ახალ წამოწყებას.


სასწორი
11 თებერვალს სასწორის ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. 
ბიზნესი: ხვალ შესაძლოა ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან პრობლემები შეგექმნათ - მაგალითად, თქვენი ფირმის კლიენტებთან ან თქვენი საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებთან.  ხშირად გაიღიმეთ და მზად იყავით ამომწურავი პასუხებისთვის.
ჯანმრთელობა: იმისთვის, რომ თქვენი მკურნალობის კურსი  ეფექტური აღმოჩნდეს, აიყვანეთ თავი ხელში და იმოქმედეთ ექიმის რეკომენდაციით.
სიყვარული: თქვენს პარტნიორს ხვალიდნელი დღე დიდხანს დაამახსოვრდება. მოხდება ისეთი რამ, რაც თქვენი წყვილისთვის მნიშვნელოვანია.


მორიელი
მორიელებო, დღევანდელ მოწყენილობას ხვალ დაივიწყებთ და დიდი შანსია, ახალი მეგობრები გაიჩინოთ.
ბიზნესი: 11 თებერვალს თანამოაზრის პოვნა ცოტა გაგიჭირდებათ. ეცადეთ, მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ თქვენი სამუშაო უპერსპექტივო და უსარგებლოა და ვერავინ მოახერხებს თქვენს გადარწმუნებას.
ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად მოგიწევთ თავისუფალი დროის გამონახვა, რათა ორგანიზმი დაასვენოთ. საუკეთესო ვარიანტია გარემოს შეცვლა, თუმცა ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნებაც არ გაწყენთ.
სიყვარული: თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დასასრულისკენ მიდის. მალე თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი შეძლებთ ცხოვრებით დატკბობას. მანამდე კი არ გადატვირთოთ თქვენი საყვარელი ადამიანი საერთო პრობლემებით.


მშვილდოსანი
ხვალ თქვენგან დათმობებზე წასვლას მოითხოვენ იმ ფორმით, თითქოს ვალდებული ხართ. მოგიწევთ დათმობა, კამათი ნამდვილად არ ღირს.
ბიზნესი: ფულზე მეტად  პრიორიტეტული თქვენთვის სამსახურში ადამიანური ურთიერთობებია. სრულიად შესაძლებელია, რომ ამის საფუძველზე თქვენი საქმიანობის სფეროში ცვლილებები მოხდეს.
ჯანმრთელობა: ხვალისთვის სერიოზულად იფიქრეთ კუნთების გავარჯიშებაზე. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ კუნთები მაქსიმალურად გაიმაგროთ.
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავები დაუნდობლები იქნებიან მორიდებული და თავმდაბალი ადამიანების მიმართ. თუკი თქვენ ბუნებით ასეთი ხართ, უმჯობესია მოერიდოთ ადამიანებთან ურთიერთობებს. 


თხის რქა
11 თებერვალს ახალ ინფორმაციას შეიტყობთ, რომლის მიხედვითაც დააპირებთ მოქმედებას. თუმცა, კარგად დაფიქრდით - ახალი ინფორმაცია ან დაუსრულებელია ან ყალბი.
ბიზნესი: კარგი დროა საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. ახალ, პოტენციურ მიმწოდებლებთან  საუბარი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, სულ მალე თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. კარგი იქნება, თუკი მის  დარეგულირებას წამლის გარეშე შეძლებთ. 
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ ჩვეულ ყურადღებას ვერ გამოიჩენს. ამის მიზეზი კი ისეთი შემთხვევა იქნება, რომელსაც ვერც თქვენ შეცვლით და ვერც თქვენი პარტნიორი. ამიტომ, მოგიწევთ შეგუება და მოთმინება.


მერწყული
ნუ მიაქცევთ ყურადღებას უსაფუძვლო თავდასხმებს, რომლის გარეშე ხვალინდელი დღე ვერ ჩაივლის. 
ბიზნესი: საქმის უყურადღებოდ დატოვება არ ღირს. ნუ მოექცევით სხვების აზრის გავლენის ქვეშ.
ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება იგრძნოთ. ეცადეთ. ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და იმ მცირე სიგნალებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გაძლევთ.
სიყვარული: ხვალ ისეთ მომხიბვლელი იქნებით, როგორც არასდროს. მაგნიტივით მიიზიდავთ სრულიად უცხო ადამიანებსაც კი. მათ შორის კი, შესაძლოა, ის აღმოჩნდეს, ვისაც დიდი ხანია, ეძებთ.


თევზები
ხვალ შესაძლოა, სინანულის გრძნობა დაგეუფლოთ. კარგად დაფიქრდით,  ღირს თუ არა ინანოთ ადრე ჩადენილ საქციელზე, თუ უმჯობესია მის გამოსასწორებლად იმოქმედოთ.
ბიზნესი: ხვალ ხელმძღვანელობასთან უთანასწორო ბრძოლა მოგიწევთ. აზრთა სხვადასხვაობის გამო ოპოზიციაში გადასვლა არ ღირს: თვენს საქციელს ვერც გაიგებენ და ვერც შეაფასებენ.
ჯანმრთელობა: ხვალ თევზების ექსტრავაგანტული ჩაცმულობა შესაძლოა გაციების მიზეზი გახდეს. 
სიყვარული: ხვალ, თქვენს საყვარელ ადამიანს ისე დასჭირდება თქვენი თანადგომა, როგორც არასდროს. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მის გვერდში ყოფნას ვერ ახერხებთ, ეცადეთ მასზე შთაბეჭდილება სხვა გზით მოახდინოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?