13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მოიქეცით ისე, როგორც თქვენთვის არის მოსახერხებელი. შეიძლება, ბევრი გაგინაწყენდეთ, თუმცა უმეტესობა დაგაფასებთ.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალ ნამდვილად არ შეგაწუხებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოეშვათ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.
ბიზნესი: ხვალისთვის სასწრაფოდ დაგჭირდებათ ახალი იდეები. ნუ გაჯიუტდებით, ვინმე დაიხმარეთ, თუმცა თქვენს საქმეს მთლიანად სხვას ნუ გადასცემთ - უმჯობესია, კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება.
სიყვარული: ვერძებო, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, იყოთ მკაცრი გადაწყვეტილებებში და კატეგორიული - მოთხოვნებში. შესაძლოა, ხმის ამაღლებაც დაგჭირდეთ, თუმცა ეს მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.


 


კურო
ხვალ ყველა გეტყვით, რომ მიზნის მისაღწევად ბოლო ძალისხმევა დაგრჩათ. ეს ძალისხმევა, ბუნებრივია, „ბოლო“ არ იქნება.
ჯანმრთელობა:  ხვალ აუცილებლად დაგჭირდებათ ჯანმრთელი ძილი იმისთვის, რომ თავი ნორმალურად იგრძნოთ და იმ პრობლემებთან გამკლავება შეძლოთ, რომლებიც უახლოეს მომავალში გელოდებათ.
ბიზნესი: ხვალ მიზეზის გარეშე ინერვიულებთ. ნუ „გაიფუჭებთ“ დღეს. გაჩენისთანავე გადაწყვიტეთ პრობლემები.
სიყვარული: კუროებს ხვალ შესანიშნავი დღე აქვთ თვითშეფასებისთვის. აუცილებლად გაიგებთ, რა არ მოსწონს თქვენს მეორე ნახევარს თქვენში ან რა გიშლით ხელს, რომ სხვისთვის მოსაწონი ადამიანი გახდეთ.


 


ტყუპები
13 თებერვალს შესაძლოა, იმედისმომცემი პერსპექტივები გაგიჩნდეთ. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. შესაძლოა, ვერ მოახერხოთ ყველა შესაძლებლობის ერთდროულად ათვისება. 
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, შიშმა შეგიპყროთ და უძილობამაც შეგაწუხოთ. კარგი იქნება, თუკი საღამოს მოსადუნებელ აბაზანას მიიღებთ ან მცენარეულ ჩაის მიირთმევთ.
ბიზნესი: ხვალ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება მოდუნება და თქვენი საქმიანობიდან სიამოვნების მიღება. თუკი მომაბეზრებელი სამუშაო გაქვთ, მას ღიმილით უფრო მხიარულად, სწრაფად და პროდუქტიულად შეასრულებთ. 
სიყვარული: ტყუპებს ხვალ ნებისმიერ ურთიერთობაში კარგი დღე ელით. კარგი იქნება, თუკი საოჯახო საქმეების შესრულებას შვილებს სთხოვთ, მით უმეტეს, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე სამსახურიდან გვიან ბრუნდებით სახლში.


 


კირჩხიბი
თუკი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებთ, თავაზიანად მოიბოდიშეთ და საქმე სხვას გადაეცით.
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ნეგატიური ემოციები არ გაიჩეროთ. მუდმივმა თვითკონტროლმა შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს თქვენი წინათგრძნობა და იმ დაავადებების პროვოცირება მოახდინოს, რომელთა მიმართ თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარეა.
ბიზნესი: ხვალ რამდენიმე შეხვედრა გელოდებათ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. შესაძლოა, რამდენიმე ადამიანთან კონტაქტის დამყარება გაგიჭირდეთ. აუცილებლად დაიხმარეთ თქვენი იუმორის გრძნობა.
სიყვარული:
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხვალ გაიგებთ, რომ იმ ქმედებებს, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებას ეხება, ავტომატურად ასრულებთ და დიდად არ უფიქრდებით, რატომ ხდება ისე, როგორც ხდება.


 


ლომი
13 თებერვალს ლომები განსაკუთრებული სამართლიანობით გამოირჩევიან და ეს შესაძლოა, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ოდნავ უტაქტოდ გამოვლინდეს. ასე რომ, ვიღაც შესაძლოა, გაგინაწყენდეთ.
ბიზნესი: თუკი არასწორი ტაქტიკა აირჩიეთ, ხვალ ყველაზე კარგი დღეა მის შესაცვლელად.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი ხვალ, საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელიმე სპორტულ შეჯიბრებაზე წახვალთ ან თავად დაკავდებით სპორტით.
ჯანმრთელობა: 13 თებერვალს ასტროლოგები გირჩევენ, ხერხემალს მიაქციოთ ყურადღება. მიიღეთ კონსულტაცია თქვენი ექიმისგან ან ტრენერისგან და შეასრულეთ ხერხემლისთვის აუცილებელი ვარჯიშები.


 


ქალწული
ხვალ შესაძლოა, გარშემომყოფები საკმაოდ მომაბეზრებლად მოგეჩვენოთ, ასე რომ, უმჯობესია, დროებით ყველას თავი მოარიდოთ.
ჯანმრთელობა: ქალწულებო, ვარსკვლავები გვკარნახობენ, რომ თქვენ ხვალინდელ დღეს მთლიანად კანის მოვლას დაუთმობთ. ეცადეთ, არ გადაამეტოთ და სხვადასხვა სახის კრემები თუ ლოსიონები ზომიერად გამოიყენოთ.
ბიზნესი: ხვალ გაგიჭირდებათ, დაივიწყოთ სამსახური და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. ეცადეთ ტიტანური ძალისხმევა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი უქმე დღეები უშედეგოდ ჩაივლის.
სიყვარული:
ხვალ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ საყვარელ ადამიანს თავი მოაწონოთ. რატომ? ამის ახსნა ვარსკვლავებს, ცოტა არ იყოს, უჭირთ, თუმცა ჯიუტად მოგიწოდებენ ასეთი საქციელისკენ.


 


სასწორი
ცოტა უცნაურია, მაგრამ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ხვალ ფულზე არ უნდა იფიქროთ. გაათამამეთ საკუთარი თავი მცირედი, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრით, ან თუნდაც დელიკატესებით ვახშამზე. ფინანსური თვალსაზრისით შეინიშნება ცვლილებები უკეთესობისკენ.
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ. ის სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ, პირიქით, შეუძლია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმზე.
ბიზნესი: სასწორებს ხვალ რთული მისია გაკისრიათ. ცოტა გაგიჭირდებათ, დაარწმუნოთ საყვარელი ადამიანი, რომ თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკის  მიუხედავად, ის  სამსახურზე მეტად გიყვართ.
სიყვარული:
ხვალ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს და თქვენი საყვარელი ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება.


 


მორიელი
ხვალ ვარსკვლავები თქვენგან გენიალურ იდეებს ელოდებიან. თქვენ შეძლებთ, გამოიგონოთ ისეთ რამ, რაც აბსოლუტურად ყველას დააინტერესებს.
ჯანმრთელობა: თუკი ჯანმრთელობის მხრივ რამე გაწუხებთ, ხვალინდელი დღე სპეციალისტთან ვიზიტისთვის იდეალურია. მორიელებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული აზრი, თუმცა ხშირად სპეციალისტის რეკომენდაციით არც სარგებლობენ.
ბიზნესი: ხვალ თქვენ წინაშე რამდენიმე საკითხი დადგება, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ თქვენ გევალებათ, თანაც - უმოკლეს ვადაში. მართალია, პრობლემების დასარეგულირებლად მოგიწევთ გარისკვა, თუმცა სხვა გამოსავალი არ გაქვთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ავანტიურიზმში ჩაერთვება. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენთან ყოფნისთვის დრო არ დარჩება. შემდგომში აუცილებლად გაგიმართლებთ.


 


მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, 13 თებერვალს თავიდან აიცილოთ ზედმეტი აქტივობები. ტყუილად ნუ დაიღლით თავს.
ჯანმრთელობა: ხვალ დაიცავით საკუთარი სხეული გარემოს სხვადასხვა მავნე ფაქტორებისგან. ძლიერმა ემოციურმა სტრესმა შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი დაასუსტოს.
ბიზნესი: მოულოდნელი მოვლენები თქვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახება. ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, გააკონტროლოთ ნებისმიერი სიტუაცია და ყურადღებით იყოთ მოულოდნელი სატელეფონო ზარების მიმართ.
სიყვარული:
 ვარსკვლავები გირჩევენ, ითამაშოთ რომელიმე ინტელექტუალური თამაში, მაგალითად: ჭადრაკი, შაში ან პრეფერანსი, სადაც მთავარი იქნება არა გამარჯვება, არამედ  მონაწილეობა.


 


თხის რქა
გაატარეთ ხვალინდელი დღე მხიარულად და შეძლებისდაგვარად, აღნიშნეთ რომელიმე მოვლენა. შეგიძლიათ, თავს დასვენების უფლება მისცეთ. თქვენი „სცენაზე გამოსვლის“ დრო ჯერ არ დამდგარა.
ჯანმრთელობა: ფრთხილად იყავით რესპირატორული ინფექციების მიმართ. მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებს და აქტიურად შეუდექით იმუნიტეტის გაძლიერებას.
ბიზნესი: ყველამ თავისი საქმე აკეთოს!  თქვენ საქმე ისედაც თავზესაყრელად გაქვთ და ნუ შეეცდებით სხვების დახმარებას. ეს არც ავტორიტეტს მოგიმატებთ და არც საკუთარი თვითშეფასების საშუალებას მოგცემთ.
სიყვარული:
თქვენთვის მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავთ, არასდროს მიგატოვებთ და ნებისმიერ თქვენს წამოწყებას მხარს დაუჭერს.


 


მერწყული
ხვალ ჯერ კიდევ გექნებათ დრო იმისთვის, რომ მოულოდნელად ნათქვამი უკან დაიბრუნოთ. კარგად დაფიქრდით, ხომ არავის აწყენინეთ ბოლო დროს?
ბიზნესი: შესაძლოა, სხვისი სიტყვების ინტერპრეტირება ისე მოახდინოთ, როგორც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ და სწორად. თუკი ასე გააგრძელებთ, მომავალში თანამშრომლებთან პრობლემები შეგექმნებათ.
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, ფეხების ძლიერი ტკივილები იგრძნოთ, ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც ბრტყელტერფიანობის პრობლემა აწუხებს. ამიტომ, იზრუნეთ სწორ ფეხსაცმელზე, თუმცა ფეხის აბაზანებიც აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს იმ აზრთან შეგუება, რომ მას უფრო უყვარხართ, ვიდრე თქვენ ის. თუმცა, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ასეა თუ ისე, ხვალ ის შეეცდება ძალების გათანაბრებას.


 


თევზები
არ ღირს ბედთან ჩივილი. გაიხარეთ იმით, რაც გაგაჩნიათ. ხვალ ნურავის მისცემთ რჩევას, არავინ დაგიფასებთ.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენი კუჭის მდგომარეობაზე იმოქმედებს. ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე წყლულოვანი დაავადებების მქონე ადამიანებს მართებთ.
ბიზნესი: ეცადეთ, გაიხსენოთ ის, რაც არ უკავშირდება თქვენს სამსახურს. თუკი ეს ოჯახია, აუცილებლად დაუთმეთ მას ცოტაოდენი დრო.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გაერკვეს ცვალებად სიტუაციებში. აუცილებლად გაუწოდეთ მას დახმარების ხელი და სიტუაციის მართვაში დაეხმარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?