16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე თქვენთვის ტექნიკასთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი ნამდვილად არ იქნება, ამიტომ სჯობს, სახლში ელექტრომოწყობილობებს ნუ შეეხებით.
ჯანმრთელობა: მძიმე საგნები ფრთხილად ასწიეთ, მკვეთრ მოძრაობებს ნუ გააკეთებთ. დღეს ზურგის ძლიერი ტკივილების ალბათობა ძალიან დიდია. 
ბიზნესი: ხვალ მოინდომებთ, სასწრაფოდ შეცვალოთ რაიმე საკუთარ გარეგნობაში, ანდაც თქვენს მსოფლმხედველობაში. შეუდექით ექსპერიმენტებს, შესაძლოა, ამან სასიკეთო ცვლილებები გამოიწვიოს.
სიყვარული: დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი ყველანაირი საშიშროებისგან უნდა დაიცვათ. საყვარელ ადამიანზე „თავდასხმის“ ალბათობა კი ძალიან დიდია. თქვენ საკმაოდ მამაცი ხართ. ასე რომ, ყველაფერს გაუმკლავდებით.


 


კურო
ხვალ უსაზღვროდ ალტრუისტი იქნებით, რაც, თავის მხრივ, ძალიან კარგია. თუმცა სჯობს, სიფრთხილე გამოიჩინოთ, თქვენი სიკეთით ბევრი მოინდომებს ბოროტად სარგებლობას.
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი წონის განსაკუთრებული კონტროლი მოგიწევთ. თავი შეიკავეთ მჟავე, მარილიანი საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამების „შესრუტვის“ შანსი ძალიან დიდია. 
ბიზნესი: ნუ იჩქარებთ თქვენი სამუშაოს შეფასებას. სულ ერთია, ის მაინც თქვენმა ხელმძღვანელმა უნდა შეაფასოს. არ იჩქაროთ სახლში წასვლა, სანამ თანხმობას უფროსისგან არ მიიღებთ. 
სიყვარული: გააფერადეთ თქვენი ურთიერთობა! ატარეთ ღია ფერის ტანისამოსი, მიირთვით ნაირფერი სალათები, მორთეთ ოთახი სხვადასხვა ფერებში... სადღესასწაულო ატმოსფერო თქვენს გრძნობებს კიდევ უფრო გაამყარებს.



ტყუპები
შეეცადეთ, დაგროვებული სამუშაოს სრულად დასრულებას. ხვალ ეს ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე, მაგალითად, ზეგ.
ჯანმრთელობა: წნევის ცვალებადობა შეგაწუხებთ, რაც ამინდის ცვლილებით იქნება გამოწვეული. ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ და ადრე დაწვეთ დასაძინებლად. 
ბიზნესი: ნუ იჩქარებთ თქვენს სამომავლო კარიერაზე დასკვნების გამოტანას. დასკვნების გამოსატანად საკმარისი მონაცემები არ გაქვთ, ამიტომ ეს დღე ამისთვის სრულიად შეუფერებელია. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან შესაძლოა, უთანხმოება მოგივიდეთ. ამ შემთხვევაში თქვენი საუკეთესო მეგობარი დაგეხმარებათ. შესაძლოა, მას სულაც არ გაუმხილოთ თქვენთვის მტკივნეული საკითხი, თუმცა ის სიტუაციის განმუხტვას მოახერხებს და გაიძულებთ, გაიღიმოთ.


 


კირჩხიბი
არ ღირს ისეთ ადგილას გამოჩენა, სადაც თქვენს ნახვას სიხარულით არ შეხვდებიან.
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მხედველობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, არ გადატვირთოთ თვალები, არ იკითხოთ ცუდ განათებაში და არ უყუროთ დიდხანს ტელევიზორს. 
ბიზნესი: ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა. ეს თქვენს დაინტერესებაზე მიუთითებს და ამას დადებითად შეაფასებენ.
სიყვარული: თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი ურთიერთობებისგან აღარაფერს უნდა ელოდეთ, იცოდეთ, ის უფსკრულისკენ მიექანება. მოიფიქრეთ მიზანი - ერთი ორივესთვის და დაე, თქვენი ურთიერთობა ამ მიზნისკენ წარიმართოს.


 


ლომი
თქვენ წარმატების მიღწევა ძალიან სწრაფად გსურთ. ნუ მისცემთ მოუთმენლობას უფლებას, შეგიქმნათ პრობლემები. 
ჯანმრთელობა: შეარჩიეთ ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვა სახეობები. ეს არა მარტო თქვენს კუნთებს არგებს, არამედ თქვენს განწყობასაც აამაღლებს.
ბიზნესი: ამ დღეს ნუ მოინდომებთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გარკვევას. იყავით უფრო რბილი და მოქნილი, ეს თქვენ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ პაემანზე დაგპატიჟებენ. ბოლო წუთამდე ვერ გადაწყვეტთ, წახვიდეთ თუ არა. ვარსკვლავები წასვლას გირჩევენ. რა იცით, იქნებ ძალიან მოგეწონოთ?!


 


ქალწული
ნუ დაუჯერებთ სიტყვებს, ენდეთ მხოლოდ ციფრებს და ისიც არა ყველას. მაგალითად, სანამ ავტობუსში ჩაჯდებით, გადაამოწმეთ, ნამდვილად მიდის თუ არა იმ მიმართულებით, რომელიც თქვენ გჭირდებათ.
ჯანმრთელობა: მიაქციეთ ყურადღება თქვენს მხედველობას. ნუ დაიტვირთავთ თავს მონიტორთან ჯდომით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხს დიდხანს აგებთ.
ბიზნესი: ამ დღეს თქვენი დაქვემდებარებულობის მიმართ განსაკუთრებულად გულქვა იქნებით. დაფიქრდით, იქნებ უკეთესია, მეტი ადამიანურობა გამოიჩინო?!.
სიყვარული: მიხვდებით, რომ გამოუვალი მდგომარეობიდანაც არსებობს გამოსავალი. მთავარია, ის იპოვოთ და სწორად გამოიყენოთ. თქვენს პირად ცხოვრებაში წარმატება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.


 


სასწორი
მოუსვენრობასა და კმაყოფილებას ერთდროულად იგრძნობთ. მოუსვენრობისთვის მიზეზი, ალბათ, არც გექნებათ, მაგრამ სჯობს, თავი დაიზღვიოთ.
ჯანმრთელობა: სპორტით დაკავებისგან თავი შეიკავეთ. დიდია კუნთების დაჭიმვისა და ტკივილის რისკი. კარგი იქნება, თუ გამოცდილი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებთ.
ბიზნესი: ამ დღეს უამრავი ყოფითი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ და სამსახურამდე მიღწევა გაგიჭირდებათ. მაგრამ ნუ წუხართ - ვიდრე სამსახურში ყველაფერი კარგად მიდის, გაქვთ უფლება, პირადი საქმეები მოაწესრიგოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით განსაკუთრებით დაინტერესდება. ვგულისხმობთ არა IQ-ს ციფრობრივ მაჩვენებელს, არამედ პრაქტიკულ შესაძლებლობებს.


 


მორიელი
ოცნებები მთელი დღის განმავლობაში მოსვენებას არ მოგცემთ. არაფერი ისე არ გაგაღიზიანებთ, როგორც ბანალურობა. მაგრამ გახსოვდეთ, ეს ის განწყობაა, როცა რაიმე ღირებულის შექმნა შეგიძლიათ.
ჯანმრთელობა: მიაქციეთ ყურადღება თმას. შესაძლოა, დამატებითი მოვლა გახდეს საჭირო.
ბიზნესი: წარმატებული მხოლოდ ის საქმე იქნება, რომლის შესრულებასაც თანამოაზრეებთან ერთად შეუდგებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მიიღოთ დახმარება იმ თანამშრომლებისგან, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა ამავდროულად ერიდეთ არაკეთილმოსურნეებს.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თავის „მეორე მხარეს“ გიჩვენებთ და მოგიწევთ, მასთან ურთიერთობას კიდევ ერთხელ გონივრულად გადახედოთ.


 


მშვილდოსანი
მოგიწევთ ვიღაცის დაჟინებაზე დათანხმება. ნუ შეეწინააღმდეგებით, თქვენი სიჯიუტე კარგს არაფერს მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: უახლოეს მომავალში ინფექციური დაავადებებით დაავადების რისკი საგრძნობლად მაღალი იქნება, ამიტომ, გირჩევთ, იზრუნოთ ორგანიზმის იმუნიტეტზე.
ბიზნესი: ხვალ ნუ იფიქრებთ, თქვენი ცუდი განწყობა ფულის უაზრო ხარჯვით გამოასწოროთ. აიყვანეთ თავი ხელში.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ არაფერს ატყუებთ. ეცადეთ, დაამტკიცოთ თქვენი გულწრფელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობის დაბრუნებას დიდხანს ვერ შეძლებთ.


 


თხის რქა
ნუ დაკარგავთ დიდ დროს მოლაპარაკებებში. ჩაერთეთ საქმეში, შესაძლოა, მოგვიანებით შემოგიერთდნენ.
ჯანმრთელობა: გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენი განწყობა ამაღლებული იყოს. ეს ხვალ განსაკუთრებულად გესაჭიროებათ.
ბიზნესი: ნუ გაჩერდებით ერთ ადგილას - ეს დღე მოძრაობაში უნდა გაატაროთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აქტივობა, ერთი შეხედვით, შესაძლოა, უაზრო მოძრაობად მოგეჩვენოთ, მას ძალიან ღრმა მნიშვნელობა ექნება თქვენთვის.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი საბოლოოდ გააცნობიერებს, რა გსურთ მისგან და რას ელით ცხოვრებისგან, თუმცა ეს შეიძლება, მოჩვენებითი შთაბეჭდილება იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კიდევ ერთხელ დაწვრილებით თავად აუხსნათ ყველაფერი.


 


მერწყული
16 თებერვალს ყურადღება მიაქციეთ კვებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, წნევამ არ შეგაწუხოთ.
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის აუცილებელია ჯანმრთელი სკვები. შეეშვით შემწვარ კერძებს და მიირთვით ბოსტნეული. ამით თავიდან აიცილებთ წნევის ცვალებადობას - მერე რა, რომ წნევა არ გაწუხებთ.
ბიზნესი: ხვალ  გრძელი დღე გელით. შეფისა და კოლეგების იმედად ნუ იქნებით, თავად მოგიწევთ ყველაფრის დაგეგმვა და ყველა პრობლემაში გარკვევა, რაც არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდება.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს სერიოზული საუბარი და ახსნა-განმარტებები ყოფილ მეორე ნახევართან. თქვენ, რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსში იქნებით. ეცადეთ, ბრძენის როლი მოირგოთ და თქვენს შეყვარებულს პრაქტიკული რჩევები მიცეთ - ეს ხომ, უპირველესად, თქვენი ინტერესია.


 


თევზები
ხვალ განსაკუთრებით გამოგადგებათ თქვენი უნარი - დაარწმუნოთ ადამიანები, თუმცა ძალიანაც ნუ მოინდომებთ...
ჯანმრთელობა: საოცარი უნარი გაქვთ, დაარწმუნოთ ადამიანი, თუმცა ამას ბევრი ენერგია მიაქვს. ამიტომ, ჯობია, საკუთარ ძალებს გაუფრთხილდეთ და ბოლომდე არ დაიხარჯოთ, რათა ეს მერე თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს.
ბიზნესი: ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენი უფროსის ნაცვლად, რაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, რომ იმ კონკრეტულ საკითხში თქვენ უკეთ ხართ ჩახედული. გახსოვდეთ - გადაწყვეტილების მიმღები ყოველთვის პირველ რიგში აგებს პასუხს. გჭირდებათ ასეთ სიტუაციაში თავის ჩაგდება, მით უფრო, რომ ამისთვის არავინ გიხდით?!
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო გეგმებზე იფიქროთ, რომლებიც ერთი შეხედვით, შეიძლება ფანტასტიკურიც კი იყოს. ნუ შეგეშინდებათ ოცნების და ნახავთ, თანდათანობით ყველაფერი როგორ გამოგივათ. თანაც საკმაოდ მოკლე დროში!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?