22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
დროა, ვიღაც დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილი განძი ხართ. დახვეწეთ თქვენი ღირსებები და ეს აუცილებლად მოხდება. 
ჯანმრთელობა: ამ წუთიდანვე დაიწყეთ თქვენ სნერვულ სისტემაზე ზრუნვა. თუ თქვენთვის უკვე ნაცნობია ქრონიკული დაღლილობა, მუდმივი სტრესი და დაქვეითებული მახსევრობა, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ, რათა უფრო სერიოზულმა დაავადებებმა არ შეგაწუხოთ. 
ბიზნესი: ნუ იჩქარებთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობის დასრულებას. ხვალ ახალი იდეები დაგებადებათ, რომელიც თქვენს ნამუშევარს მეტ წარმატებას მოუტანს.
სიყვარული: თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, შესაძლოა, გული გატკინოთ ისე, რომ თავად ვერც ხვდებოდეს თქვენი განაწყენების მიზეზს. საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევაში მისთვის ყველაფრის ახსნაა, რათა შეძლოს და ოპერატიულად გამოასწოროს შეცდომა.


 


კურო


ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს გრძნობებს, რომ თქვენიგონება მართონ. ამან შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.
ჯანმრთელობა: ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიას. ეცადეთ ძალები საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. თუ სისუსტეს იგრძნობთ, საცირაოაუზს და სპორტდარბაზებს მიაკითხეთ. 
ბიზნესი: დღეს მოწყენის საშუალებას არც თქვენი კოლეგები, არც მეგობრები და არც ოჯახის წევრები მოგცემენ. ურთიერთობა კარგია, მაგრამ ჭარბად არც ესაა სასიკეთო თქვენთვის. საღამოს შესაძლოა მარტო ყოფნა ძალიან მოგინდეთ, თუმცა მოსვენებას სატელეფონო ზარები არ დაგაცდიან.
სიყვარული: სახლში შეიძლება პატარა უსიამოვნება შეგემთხვეთ: პატარამ შესაძლოა თქვენი საყვარელი სუნამო გატეხოს ან მეუღლე სახლში ნასვამი დაბრუნდეს. მიუდექით ცხოვრებას ფილოსოფიურად - სინამდვილეში ხომ საგანგაშო არაფერი მომხდარა?!


 


ტყუპები
აქედანვე შეეგუეთ, რომ ხვალ სილამაზის აღქმას დიდად ვერ მოახერხებთ ან თუკი შენიშნეთ რაიმე ღირებული, მას საკმაოდ უჩვეულო ფორმით მიიღებთ.
ჯანმრთელობა: იზრუნეთ, რომ თქვენი ბალიში საკმარისად მაღალი და კომფორტული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაღვიძებისას თქვენი ჩაშავებული თვალების დანახვამ არ უნდა გაგაკვირვოთ.
ბიზნესი: მოგიწევთ, დღე სრულად მიუძღვნათ თქვენს სამუშაოს. წუთიც კი არ დაგრჩებათ დასვენებისა და თქვენს კოლეგებთან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრისთვის. 
სიყვარული: მიენდეთ თქვენს ინტუიციას! ის ხვალ ერთადერთი თუ არა, თქვენი საუკეთესო დამხმარე ნამდვილად იქნება. სხვათა შორის, თქვენს საყვარელ ადამიანსაც თავისუფლად შეუძლია, ამ თქვენს მეექვსე გრძნობას ენდოს.


 


კირჩხიბი
მოაჩვენეთ თავი გაოგნებულად, როდესაც სადღესასწაულოდ მოგართმევენ ისეთ რამეს, რომლის შესახებაც უკვე დიდი ხანია, იცოდით. თქვენ არაფერს კარგავთ, ვიღაც კი მთელი დღე ბედნიერი ივლის.
ჯანმრთელობა: დღეს შესაძლოა ძველმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი. პლანეტები გაუწყებენ, რომპროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევების ჩატარების დროა.
ბიზნესი: მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარეგნობას. მართალია, ეს საქმეზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა თქვენს თვითშეფასებას აუცილებლად გაზრდის. 
სიყვარული: თქვენი უყურადღებობის გამო ინანებთ. ის რომ არა, ცხოვრებაში, ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნებოდა.


 


ლომი
ნუ იტყვით ნურაფერს, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ იქნებით! არავითარ შემთხვევაში არ დადოთ ფსონები. 
ჯანმრთელობა: თუ ხვალ საღამოს წვეულებაზე წასვლას აპირებთ, გაითვალისწინეთ, ალკოჰოლი თქვენზე ჩვეულებრივზე ძლიერად იმოქმედებს. ამიტომ აკონტროლეთ თავი. 
ბიზნესი: თუ დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებთ და შეცდომის გამოსწორებას ხვალიდანვე არ ეცდებით, სიტუაცია ძალიან მალე უკონტროლო გახდება. 
სიყვარული: დღე უფროს თაობას უნდა დაუთმოთ. ესტუმრეთ ან დაურეკეთ თქვენს მშობლებს, მოიკითხეთ ახლობლები. საერთო კეთილი საქმე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს კიდევ უფრო დაგაახლოვებთ.


 


ქალწული
ხვალ განსაკუთრებით ეჭვიანი იქნებით. შესაძლოა, აღელვების მიზეზი გქონდეთ, მაგრამ თქვენი შიში ნამდვილად გადაჭარბებული იქნება. 
ჯანმრთელობა: ერიდეთ ცხარე საკვებს და ეგზოტიკური კერძების გასინჯვა მომავლისთვის გადადეთ. თუ ვარკსვლავებს დავუჯერებთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იქნება. 
ბიზნესი: თუ თქვენი პოზიციების გამყარება გსურთ, ახალი იდეა აუცილებლად დაგჭირდებათ. შთაგონების საუკეთესო წყარო ლიტერატურა იქნება. 
სიყვარული: ხვალ თქვენი თავისუფალი დრო წამებშიც კი გათვლილი უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში პრობლემებს ვერ აიცილებთ თავიდან.


 


სასწორი
ნუ მოიწამლავთ გონებას იმაზე ფიქრით, რომ არაფრის შეცვლა შეგიძლიათ. სცადეთ! არ არის გამორიცხული, ყველაფერი წარმატებით დასრულდეს. 
ჯანმრთელობა: ამიერიდან თქვენთვის იდეალური ვარჯიში - მოქნილობის განვითარებაა. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე სათანადო გახურება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ზურგს დაიზიანებთ. 
ბიზნესი: არც კი იფიქროთ თქვენს ბოსთან შეკამათებაზე! დროს ტყუილად დაკარგავთ, თან თქვენს უფროსს ეს კამათი დიდხანს და თქვენთვის არახელსაყრელად დაამახსოვრდება. 
სიყვარული: დაუთმეთ დრო საკუთარ სიამოვნებას - ყოველთვის ყველაფერს სხვების გასახარად აკეთებთ, საკუთარი თავისთვის კი ბოლოს როდის გააკეთეთ რამე, ალბათ, აღარც კი გახსოვთ.


 


მორიელი
შეეცადეთ ხვალ თქვენს თავში არსებული იდეათა კორიანტელისგან ერთი მაინც განახორციელოთ. ასე არამარტო გარშემომყოფთა სიმპათიას დაიმსახურებთ, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას გაიმყარებთ. 
ჯანმრთელობა: სამსახურში დროდადრო არ დაგავიწყდეთ კუნთების გავარჯიშება, თუ არ გსურთ, საღამოს წელისა და კისრის ტკივილმა შეგაწუხოთ. 
ბიზნესი: ხვალ ღირს იმაზე დაფიქრება, რამდენად ადექვატურია თქვენი ანაზღაურება და თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ბალანსი. თუ წონასწორობა დარღვეულია, იზრუნეთ ამ უსამართლობის გამოსწორებაზე, თუ ეს შესაძლებელია.
იყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ხვალ მოუნდება, მიზანს სწრაფად და ერთბაშად მიაღწიოს. აუხსენით, რომ ეს შეუძლებელია, რადგან იმედგაცრუება მას დეპრესიამდე მიიყვანს, საიდანაც მისი დახსნა კვლავაც თქვენ მოგიწევთ.


 


მშვილდოსანი
ნურავის უჩვენებთ ხვალ ზურგს - მოსალოდნელია თავდასხმა!!! 
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, პროფილაქტიკისთვის თქვენი ოჯახის ექიმს თუ მიაკითხავთ. ხომ იცით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიაქციოთ ყურადღება თქვენი კოლეგების საქმიანობას. კონცენტრირდით თქვენს საქმეზე, საზრუნავი ისედაც ბევრი გაქვთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მოემზადეთ დღის ბოლოს სასიამოვნოდ გაოცებისთვის.


 


თხის რქა
ხვალ თქვენ არაპროგნოზირებადობის ყველა რეკორდს მოხსნით. თუმცა თუ ეს ვინმეს უხერხულობას შეუქმნის, ეს „ვინმე“ თქვენ ნამდვილად არ იქნებით. 
ჯანმრთელობა: თავი შეიკავეთ ხვალ ალკოჰოლის მიღებისგან. ეს არამხოლოდ ვნებს თქვენს ღვიძლს, ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს უამრავი საჭირო ელემენტის მიღებაში. 
ბიზნესი: ნუ იჩქარებთ თქვენი გენიალური იდეების კოლეგებისთვისა და მეგობრებისთვის გაზიარებას. სავარაუდოდ, იმ რეაქციას ვერ მიიღებთ მათგან, რასაც ელით და ეს გულს ძალიან გატკენთ. 
სიყვარული: თუ საყვარელ ადამიანთან პრობლემები გაქვთ, სჯობს ახლავე გადაწყვიტოთ. შესაძლოა, მტკივნეული იყოს თქვენთვის ამაზე საუბარი, თუმცა ეს სწორი გადაწყვეტილებაა.


 


მერწყული
ყველაფერს კარდინალურად შეცვლის ერთი სატელეფონო ზარი. თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, ელოდოთ ზარის გაგონებას. 
ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით სახსრებს, განსაკუთრებით ხელისას. მათი მოტეხილობის რისკი ძალიან მაღალია. 
ბიზნესი: თქვენი წარმატება თქვენს ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. მოეკიდეთ საქმეს ენერგიულად და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. 
სიყვარული: როგორც ჩანს, საქმეში ჩაფლულს სულ გადაგავიწყდათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი უყურადღებოთ დატოვეთ. ახლავე დაიწყეთ შეცდომის გამოსწორება!


 


თევზები
მარტო საქმეს ნუ შეეჭიდებით. რატომ უნდა გაირთულოთ საქმე, როცა უამრავი ადამიანის ყურადღებით სარგებლობა შეგიძლიათ?
ჯანმრთელობა: ხვალ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ეს კი ჯანსაღი ცხოვრების დაწყებისკენ გიბიძგებთ და მავნე ჩვევებზეც უარს იტყვით. 
ბიზნესი: ისწავლეთ გუნდური მუშაობა, მითუმეტეს ახლა, როცა ეს განსაკუთრებულად მოგეთხოვებათ. 
სიყვარული: შეარჩიეთ მელოდია, რომელიც თქვენი და თქვენი საყვარელის განწყობას ერთნაირად შეეფერება. გაშალეთ მაგიდა ორისთვის და დატკბით სასიამოვნო წუთებით. ასე მიაღწევთ ურთიერთგაგებას და შეძლებთ დრო ნაყოფიერი საუბრებისთვის გამოიყენოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?