24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვერძებო, ხვალ შეგიძლიათ, თავს მცირე თაღლითობის  უფლება მისცეთ, რაც მხოლოდ ორმაგი გარიგებით შემოიფარგლება. სიფრთხილე გმართებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჭკვიანური ზრახვებით აპირებთ მოქმედებას.
ჯანმრთელობა:
 ნუ დაზოგავთ თანხებს საკუთარი თავისთვის. გახსოვდეთ, რომ ძუნწი ორმაგად იხდის. უმჯობესია, გაიმეტოთ თანხა ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, თუკი ხვდებით, რომ ეს აუცილებელია, ნუ ეცდებით სიტუაციიდან „გამოძრომას“.
ბიზნესი: ხვალ მძიმე და დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. იმოქმედეთ საღი გონებით. თქვენი სიმტკიცე წარმატების საწინდარია.
სიყვარული: ძალიან ნაზი და დაუცველი ხართ იმისთვის, რომ მიყენებული „დარტყმები“ აიტანოთ, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერმა მოგაყენოთ, პირველ რიგში კი, საყვარელმა ადამიანმა. ეცადეთ, საკუთარ „ნაჭუჭში“ დაიმალოთ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.   


 


კურო
ხვალ, ნამდვილად არ ღირს საკუთარი თავის შეზღუდვა მორალურ-ეთიკურ საკითხებში. დაიკმაყოფილეთ რამდენიმე სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებით.
ჯანმრთელობა: კუროებს ხვალ, რამდენიმე ტრავმული სიტუაცია შეექმნებათ, ამიტომ, ყურადღებით აკონტროლეთ ნაბიჯები და ზოგადად, გარემო. ერთადერთი გზა, ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად - კომფორტული ფეხსაცმელია.
ბიზნესი: ხვალ, ბრწყინვალე შანსი მოგეცემათ იმისთვის, რომ სამუშაოს გარკვეული ნაწილი „მოიხსნათ“ და საღამოს თავისუფალი დრო გამონახოთ უფრო სასიამოვნო საქმეებისთვის. დიდი ალბათობით, თანამშრომლობას შემოგთავაზებენ იმ ფირმებთან, რომლებთანაც კომპანიონობა თავად გსურთ.
სიყვარული: თქვენ ბევრ აკრძალვას უწესებთ საყვარელ ადამიანს, საკუთარ აკრძალვებს კი, თქვენ თვითონაც არ აკმაყოფილებთ. მისაბაძად საკუთარი მაგალითი საუკეთესო ვარიანტია. ხოლო არგუმენტი „ჩემთვის შეიძლება და შენთვის - არა“, ადამიანებს, როგორც წესი, არ ესმით. გადახედეთ თქვენი სწავლების მეთოდს. შესაძლოა, რამდენიმე კორექტივის შეტანა მოგიწიოთ.


 


ტყუპები
ნუ დააიგნორებთ წესებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ძალიან გეჩქარებათ. ეს, შესაძლოა, უსიამოვნების საფუძველი გახდეს.
ჯანმრთელობა:
არასაკმარისი აქტივობა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ეცადეთ, ფეხით გაიაროთ რამდენიმე კილომეტრი და რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე.
ბიზნესი:
ხვალ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა ამისთვის თავდაუზოგავი მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, დამატებით, სამუშაო სახლშიც შეასრულოთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ დაფიქრდით, რამხელა შვებას იგრძნობთ, როდესაც ყველაფერს ვადებში დაამთავრებთ.
სიყვარული:   ხვალ მიხვდებით, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი, ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან და  აბსოლუტურად სხვადასხვა ენაზე საუბრობთ.


 


კირჩხიბი
ხვალ, ყველა სახის ინიციატივას, რომელიც თანამშრომლობას შეეხება, თქვენი ძლიერი ინდივიდუალურობა გაანადგურებს. ინიციატივებს არა უშავს, მაგრამ იქნებ, ადამიანები მაინც არ დააზარალოთ?!
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. ნეგატიურმა ხასიათმა, შესაძლოა, დიდი ხნის დაავადება გაგიმძაფროთ და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
ბიზნესი: ხვალ მოგიწევთ გარკვევა, რას ფიქრობს თქვენზე თქვენი კოლეგა, რასაც  ყველაზე მოულოდნელი გზით გაიგებთ. თან, ისეთ გარემოში, რომელიც სამუშაოდან ძალიან შორსაა. ეცადეთ, მიღებული ინფორმაციიდან  მნიშვნელოვანი გამოსავალი მიიღოთ, რათა მომავალში, თქვენს საქმიანობას ხელი არ შეეშალოს.
სიყვარული: თუკი მოგეჩვენათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი რამეში დაარწმუნეთ ან, როგორც იქნა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვედით - ნუ იჩქარებთ გამარჯვებას. შესაძლოა, ეს მხოლოდ თქვენი სურვილია, რომ მომხდარში ხელსაყრელი შედეგი დაინახოთ. სინამდვილეში კი - ყველაფერი გაცილებით რთული და საინტერესოა.


 


ლომი
მიეცით მოვლენებს თავისით განვითარების საშუალება და ნუ მოითხოვთ რაიმე სახის ახსნას. პასუხს მაინც ვერ მიიღებთ.
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ ორპირ ქარს, განსაკუთრებით, თუკი მანქანით მგზავრობა მოგიწევთ. შესაძლოა, მცირე გაციებას ყურების ანთებაც დაემატოს.
ბიზნესი:
ტყუილად ნუ გექნებათ იმედი, რომ სამსახურში გვიანობამდე ყოფნისთვის თქვენი დირექტორი შეგაქებთ. თანაც, გადაღლილი გონებით, სამუშაოს შესრულებას ვერ შეძლებთ, მხოლოდ სურვილისთვის კი ხელფასს არავინ გადაგიხდით
სიყვარული:
ხვალ, იდუმალი და მიუწვდომელი იქნებით საყვარელი ადამიანისთვის და გარშემომყოფებისთვისაც. თქვენი საქციელი იმდენად არაპროგნოზირებადი იქნება, ხოლო მოტივები - იმდენად გაურკვეველი, რომ ახლობელ ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ მათი სწორად ახსნა.


 


ქალწული
ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ შენიშვნა არ დაიმსახუროთ. გარშემომყოფები თქვენდამი ნეგატიურად განეწყობიან.
ჯანმრთელობა:
ავადმყოფობის დრო არ არის. მაქსიმალურად აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში. თუკი იცით თქვენი ჯანმრთელობის ყველაზე სუსტი მხარე, აუცილებლად მიიღეთ შესაბამისი ზომები.
ბიზნესი:
ხვალ ბრწყინვალე განწყობა გექნებათ და მარტივად შეძლებთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ საქმიანობას. როგორც კი წარსადგენ ანგარიშზე მუშაობას იწყებთ, ის თავისთავად იქმნება. ხვალ ყველაფერი გამოგივათ!
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება საკუთარ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების შეტანა, რაც, თავისთავად, თქვენს ცხოვრებაზეც იქონიებს გავლენას. თუკი მას ცოტათი მაინც დაეხმარებით, გადაწყვეტილების მიღება გაცილებით გაუადვილდება.


 


სასწორი
ხვალ გაორება გემუქრებათ - ერთი ნახევარი აქტიურ ცხოვრებას მოითხოვს, მეორე კი - სახლში დარჩენას ამჯობინებს. მოგიწევთ მათი შერიგება ისე, რომ ღამით ერთმანეთი არ დაახრჩონ.
ჯანმრთელობა:  მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თქვენმა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის ვიტამინები მიიღოს. გადახედეთ თქვენს რაციონს და გაამდიდრეთ მენიუ ხილით.
ბიზნესი:
ხვალ გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოგექმნებათ, რის გამოც, შესაძლოა, სადღაც დაგაგვიანდეთ. წინასწარ თავს ვერ დაიზღვევთ. იქნებ უმჯობესი იყოს, ერთი დღით გაეთავისუფლოთ სამსახურიდან. ყოველ შემთხვევაში, ბიზნეს-შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. სიყვარული: ხვალ, პატარა ბავშვივით ურჩი და მავნე იქნებით. თქვენი საყვარელი ადამიანი ზუსტად თქვენსავით მოიქცევა - არასერიოზული და ჰაეროვანი განწყობა მას თქვენგან გადაედება.


 


მორიელი
სანამ აფრას გაშლით, შეამოწმეთ ქარის მიმართულება და სიძლიერე. შესაძლოა, მან თქვენთვის არასასურველ ადგილას წაგიყვანოთ.
ჯანმრთელობა:
ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. წამალი, რომელსაც იღებთ, შედეგს ისე მალე ვერ მოგცემთ, როგორც თავად გსურთ. ცოტაც მოითმინეთ და თქვენ ნამდვილად შეამჩნევთ გაუმჯობესებას.
ბიზნესი: სამწუხაროდ, მოგიწევთ თქვენი ხელმძღვანელის დადებითი და უარყოფითი თვისებების საკუთარ თავზე გამოცდა. შესაძლოა, სამსახურში ის საერთოდაც არ გამოჩნდეს, რაც თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება.
სიყვარული:
თქვენი მეორე ნახევრის კანდიდატი სულაც არ შეეფერება ამ ღირსეულს სტატუსს. ნუ ეცდებით ურთიერთობის გაგრძელებას, თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს ერთად ყოფნას რაიმე აზრი აქვს.


 


მშვილდოსანი
ხვალინდელი დღის მოვლენების განვითარებაზე წარსული დღეები  დიდ გავლენას მოახდენს. რადგანაც წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ხვალინდელი გეგმების ჩარჩოში „ჩატევა“ თითქმის შეუძლებელია.
ჯანმრთელობა: ნუ იბანავებთ ცივი წყლით, თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომ ის ზიანს არ მოგაყენებთ. ასევე, მოერიდეთ ცივი და ყინულიანი სასმელების მიღებას. აუცილებლად გაცივდებით!
ბიზნესი:
თქვენი საქმიანობის ძირითადი დავალება დაგეგმვაა. თუკი ყურადღებით შეიმუშავებთ ყველა დეტალს მის შესასრულებლად, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გამოგივათ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობა არ აგცდებათ.
სიყვარული:
ფრთხილად იყავით სიტყვებთან და გამოთქმებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენმა მეორე ნახევარმა არასწორად გაგიგოთ და თქვენი ქმედებებიდან ცრუ დასკვნები გამოიტანოს, რასაც ხანგრძლივი წყენა მოჰყვება, შესაძლოა  - მუდმივიც.


 


თხის რქა
ხვალ განვითარებული მოვლენები ნაკლებად იქნება დამოკიდებული თქვენს სურვილზე. უმჯობესია, დაემორჩილოთ მათ, ვიდრე სრულიად დააიგნოროთ ისინი.
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მოიშოროთ სევდა და ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება, იუმორითა და ოპტიმიზმით შეხედოთ. სხვა გამოსავალი მაინც არ გრჩებათ.
ბიზნესი: თქვენი საქმიანობის  ძირითადი ამოცანა გეგმიურობაა. თუკი გულდასმით მოეკიდებით მას, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს საჭიროებისამებრ შეასრულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობა არ აგცდებათ.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გაუგებარი გახდება თქვენი ქმედება, მაგრამ მის მიზეზებსა და შედეგებში გარკვევას არც კი შეეცდება. უბრალოდ, თავისთვის რამდენიმე გამოსავალს გააკეთებს, რომლებიც, გარკვეულწილად, თქვენს მომავალზე აისახება.


 


მერწყული
თქვენი ამოცანაა ხვალინდელ დღეს ზედმეტი საქმეები მოიშოროთ. რაც უფრო ადრიანად მოახერხებთ ამას, მით უფრო წარმატებით ჩაივლის დღე.
ჯანმრთელობა: ზურგის არეში, შესაძლოა, უსიამოვნო შეგრძნებები დაგეუფლოთ, რაც, ძირითადად, თქვენი უმოძრაო ცხოვრების წესისა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის შედეგია.  
ბიზნესი:
იმ შემთხვევაშიც, თუკი შემოქმედებითი და საინტერესო საქმიანობა გაქვთ, ხვალ ის მოსაწყენად და ერთფეროვნად მოგეჩვენებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი დაღლილობა იყოს. ანუგეშეთ თავი სამომავლო დასვენებით. განტვირთვის მიზნით, შეგიძლიათ, მის დაგეგმვაზეც იფიქროთ.
სიყვარული:
არ ღირს საყვარელ ადამიანთან იმაზე ჩივილი, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ვერ აეწყო. ის მაინც ვერ გაგიგებთ. სასურველი თანაგრძნობის ნაცვლად, მოგიწევთ დეტალური ლექციის მოსმენა დამრიგებლური ტონით იმის შესახებ, როგორ უნდა იმოქმედოთ  ცხოვრების სასწრაფოდ უკეთესობისკენ შესაცვლელად.


 


თევზები
თუკი ახლობლებთან და თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ და მისი გამოსწორება გსურთ, გადადგით პირველი ნაბიჯი. შესაძლოა, თქვენ მართალი იყავით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სინამდვილეში თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
ჯანმრთელობა: თევზებისთვის  სასიამოვნო პერიოდი დგება, რათა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაღაც შეიცვალოს. ისარგებლეთ ამ მომენტით, რომ ეს ცვლილებები თქვენი ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ წარმართოთ.
ბიზნესი:
თქვენი წარმატება თქვენს ხელშია, ასე რომ, გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. იხელმძღვანელეთ საკუთარი ინტუიციით და არ დაგავიწყდეთ კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება.
სიყვარული:
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ახალი გატაცებით დაკავდეთ. თუკი სიყვარულის სფეროში ყველაფერი დალაგებული გაქვთ და ახალი ურთიერთობები არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ სიტუაციას ჰობის მიმართულებით გადახედოთ. მაგალითად, შეისწავლეთ რომელიმე უცხო ენა, ქსოვა ან თუნდაც, მოაგროვეთ ლუდის ბოთლის ეტიკეტები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?