28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს არტერიულ წნევას. მისი არასტაბილურობა უამრავი პრობლემის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ეცადეთ, მოერიდოთ სტრესს და დაიცვათ თქვენი ორგანიზმი. 
კარიერა: ხვალ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის კუთხით რთული დღე გელით. მოგიწევთ, გადაწყვიტოთ იმ ორგანიზაციების მომსახურების პრობლემები, რომლებიც თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობენ. 
სიყვარული: თქვენ საოცარი ადამიანი ხართ. ერთადერთი კითხვა ისმის - რატომ ამჩნევთ ამას მხოლოდ თქვენ? იქნებ, უბრალოდ, გეზარებათ სხვების გაოცება? სცადეთ! ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს რეიტინგს მათ თვალში.


 


კურო
ჯანმრთელობა: თქვენთვის იოლი არ იქნება ძალების მოკრება. აუცილებელია, დაისვენოთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ დასვენების დროს მხოლოდ დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ. აირჩიეთ დამამშვიდებელი პროცედურები - სპა ან, თუნდაც, მასაჟი. 
კარიერა: რასაც არ უნდა აკეთებდეთ სამსახურში, არავინ აფასებს თქვენს მონდომებას? ნუ დაიდანაშაულებთ საკუთარ თავს. ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. უმჯობესია, დაისვენოთ და საქმეები ორშაბათისთვის გადადოთ. 
სიყვარული: ხვალ სიყვარულში არ გაგიმართლებთ და ამის მიზეზი საყვარელი ადამიანის ფაზასთან შეუთავსებლობა იქნება. საქმეში ყელამდე ჩაფლულს უსაქმურობით დაღლილი ხშირად დაგირეკავთ და გკითხავთ, როდის მიატოვებთ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს და მასთან გაიქცევით. ანდაც პირიქით - თქვენ მოგიწევთ ლოდინი, როდის განთავისუფლდება თქვენი მეორე ნახევარი. ვერაფერს იზამთ - ხვალ, უბრალოდ, თქვენი დღე არ არის.  


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ამიერიდან თქვენი სუსტი ადგილი ყელია. მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რომ არ გახდეთ სხვადასხვა დაავადების მსხვერპლი.  
კარიერა: მიზნად დაისახეთ, გაარღვიოთ ნებისმიერი კედელი. პროფესიულ საქმიანობაში მალე ძალიან დაგჭირდებათ მიზანდასახულობა.
სიყვარული: მოიფიქრეთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად რაიმე ახალი და საინტერესო საქმე და დაიწყეთ იდეის განხორციელება. დროს სასიამოვნოდ გაატარებთ ერთად და, ამასთანავე, ურთიერთგაგებას კიდევ უფრო გააღრმავებთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობა ხვალ პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს ღიმილთან. თუ მოახერხებთ, ერთმანეთს შეუთავსოთ სასარგებლო და სასიამოვნო, დღე წარმატებული იქნება. 
კარიერა: ხასიათი სინათლის სიჩქარით შეგეცვლებათ, თუმცა უნდა შეძლოთ თავის ხელში აყვანა. ხვალ შესაძლოა, საინტერესო და გავლენიან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. 
სიყვარული: ხვალ თქვენს ტანდემში ლიდერი თქვენ ვერ იქნებით, როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ ეს. მაშინაც კი, თუ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, გადაწყვეტილებას თქვენი საყვარელი ადამიანი მიიღებს. რატომ? ეს ვარსკვლავებმაც არ იციან. მოგიწევთ, შეეგუოთ სიტუაციას.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სქესობრივმა დაავადებებმა შეგაწუხოთ. სანერვიულო არაფერია. ნებისმიერი კონსულტაცია და დროული მკურნალობა ყველა პრობლემას გადაჭრის. 
კარიერა: ხვალ შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ. არ ღირს ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. ბოლოს როდის დაწერეთ ლექსი ანდაც პროზაული ნაწარმოები? დიდი ხნის წინ? არასდროს? ამისთვის არასოდეს არის გვიანი! 
სიყვარული: შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენი რჩეული ამ განსაკუთრებული ტიტულის ტარების ღირსი არ არის. ნუ დაიბნევით - ჩამოთვალეთ არგუმენტები მის საწინააღმდეგოდ. შემდეგ დაივიწყეთ მათ შესახებ და მხოლოდ გულს მოუსმინეთ. ერთადერთი მას შეუძლია, სწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ნუ დაგენანებათ აფთიაქში შესულს ხარისხიან პრეპარატში თანხის გადახდა. ბოლოს ინანებთ, როცა აღმოაჩენთ, რომ ნაყიდ მედიკამენტს არაფერი აქვს საერთო დაავადებასთან, რომლის განსაკურნადაც ის შეიძინეთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ საკუთარ თავთან. ესაუბრეთ თქვენს ალტერ ეგოს, გაიხსენეთ რაიმე სასიამოვნო. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ - სიტყვაც არ დაძრათ სამსახურზე. 
სიყვარული: დასვენების დღე საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გაატარეთ. თქვენი ურთიერთობის იდილია საშუალებას მოგცემთ, კვირის განმავლობაში დახარჯული ძალები აღიდგინოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ყველა სიგნალს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გაძლევთ. განსაკუთრებით სწორედ ხვალ არ ღირს უმცირესი დეტალების იგნორირებაც კი. 
კარიერა: ხვალ საკმაოდ ზომიერი დღე გელით. ხვალინდელ დღეს წამოწყებული საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება. ასე რომ, დროა, შანსი გამოიყენოთ. 
სიყვარული: თქვენ განსაკუთრებულად დაგჭირდებათ თქვენი საყვარელი ადამიანის თანადგომა. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი მეორე ნახევარი თქვენი ცხოვრების ნებისმიერი მოვლენის თანამონაწილე იყოს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხათ, ახალი ბოსტნეული თქვენთვის იდეალური გამოსავალია. კარგი იქნება, თუ კულინარიულ შედევრებს ცოტა ხნით თავს დაანებებთ და უბრალო საკვებს მიანიჭებთ უპირატესობას. 
კარიერა: თუ თქვენთვის რაიმე შანსი არსებობს, რომ ხვალ არ იმუშაოთ ან სახლიდან შეასრულოთ დაკისრებული მოვალეობა - ხელიდან არ გაუშვათ. თქვენს ორგანიზმს მოდუნება სჭირდება. 
სიყვარული: კარგად გაიაზრეთ, რომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ, იყოთ ადამიანის გვერდით, რომელთან ერთად ყოფნაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ გსურთ. მნიშვნელოვანია, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას სრული თავისუფლება იგრძნოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, დისბაქტერიოზთან გამკლავება მოგიწიოთ. უმნიშვნელო პრობლემები ნუ შეგაშინებთ - მთავარია, დაბალანსებული დიეტა პირნათლად დაიცვათ.
კარიერა: ხვალ თქვენი ბიზნესის კონსერვატიული განვითარების მომხრეებთან იკამათებთ. ეცადეთ, მტკიცედ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, მაშინაც კი, თუ ეს არც ისე მარტივი იქნება. 
სიყვარული: გაიხსენეთ წარსული ბედნიერი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. მოგონებები პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ ორივეს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს გულს. ზედმეტი არ იქნება ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემოწმებაც. 
კარიერა: ხვალ თქვენს საქმიანობაში განსაკუთრებულად გაგიმართლებთ. გაითვალისწინეთ და ნუ დაკარგავთ ამ არაჩვეულებრივი დღის ნურც ერთ წუთს უაზროდ!
სიყვარული: შესანიშნავი დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად ფილოსოფიურ თემებზე ბჭობისთვის. მოდუნდით და ერთად განიტვირთეთ დღის ბოლოს სასიამოვნო საუბრებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ჯანმრთელობას კარგი არაფერი ელის.
კარიერა: ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ოპტიმალურად შეუთავსოთ ერთმანეთს სამსახური და დასვენება. ნუ გადაიღლით თავს ისეთ საკითხებზე ფიქრით, რომელიც საჩქარო არ არის. საქმის გადადება მომავალი კვირისთვისაც შეიძლება. 
სიყვარული: უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს, ყურადღება მიაქციეთ მისი განწყობების ცვლილებას. გახსოვდეთ, ეს თქვენს ურთიერთობაზე აისახება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ტერფების მასაჟს გაიკეთებთ - ეს დაგეხმარებათ მხნეობის სწრაფად დაბრუნებაში და ამასთანავე, ნივთიერებათა ცვლის პროცესის სტიმულირებას მოახდენს.  
კარიერა: ხვალ თქვენი ორატორული ნიჭით ბევრს მოხიბლავთ და ბევრსაც გადმოიბირებთ თქვენს მხარეზე. ნებისმიერის დარწმუნებას შეძლებთ ნებისმიერ საკითხში. 
სიყვარული: კარგი იქნება, თუ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად თქვენს საერთო მომავალზე დაფიქრებით და მნიშვნელოვან მიზანსაც დაისახავთ, რომლის განხორციელებასაც მომავალი კვირიდანვე შეუდგებით. თქვენი ვალია, იზრუნოთ თქვენი სიყვარულის სიმტკიცეზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?