1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში. შეშუპებული უპეები თირკმლის შესაძლო დაავადებაზე მიგანიშნებთ.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღეა ბიზნესის წამოწყებისთვის, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკუთარ თავზე აღებული ტვირთი და პასუხისმგებლობა, ხელს შეგიშლით, მართოთ საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც საჭიროდ თვლით.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ეცდება, სუფთა ჰაერზე გაგასეირნოთ და  მას ვერაფერი შეაჩერებს - ვერც ქარიშხალი და ვერც ვულკანის ამოფრქვევა. ასე რომ, მოემზადეთ მშობლიური ქალაქის ქუჩებში საშიში თავგადასავლებისთვის, თქვენს მეორე ნახევართან ერთად.



კურო

ჯანმრთელობა: მოერიდეთ ბასრ ნივთებს. მათთან უყურადღებო და გაუფრთხილებელი დამოკიდებულების გამო, შესაძლოა, ტრავმა მიიღოთ. რამდენად სერიოზული იქნება ზიანი ან შეძლებთ თუ არა მისგან თავის დაცვას - ეს უკვე, თქვენზეა დამოკიდებული.
კარიერა:
ხვალ ფიზიკური ძალა და გამძლეობა მოგეთხოვებათ. ამისთვის კი შესაბამისად უნდა მოემზადოთ, რათა თანამშრომლებს საკუთარი ძალები დაანახოთ. მიიღეთ დილას კონტრასტული შხაპი, მიირთვით მწვანე ჩაი და გაიარეთ რამდენიმე კილომეტრი ფეხით.
სიყვარული: ხვალ თქვენს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება. თუკი სწორად გადაანაწილებთ საკუთარ ძალებს და საყვარელ ადამიანთან შეთანხმებით იმოქმედებთ, ახალი ეტაპი ნაკლებად  რთული და უფრო საინტერესო აღმოჩნდება.



ტყუპები
ჯანმრთელობა:  
ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს. შესაძლოა, სწორედ ის იყოს თქვენი სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი. იქნებ, მიმართოთ სპეციალისტს და დაიწყოთ საჭირო ვარჯიშები?
კარიერა:
ხვალ თავს ნამდვილ პოეტად ან მხატვრად იგრძნობთ. დაგროვილი ემოციები აუცილებლად უნდა გამოააშკარაოთ. მოსინჯეთ საკუთარი თავი კრეატიულ ასპექტში, რაც ემოციებისგან დაცლაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ადამიანი, რომელსაც უკვე დიდი ხანია, დაადგით თვალი, ხვალ სრულიად მოულოდნელად მოგაქცევთ ყურადღებას და თუკი არ მოერიდება, პაემანზეც დაგპატიჟებთ. მთავარია, თქვენ არ გამოიჩინოთ მორიდება და საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თუმცა, მოემზადეთ იმედგაცრუებისთვის: სრულიად შესაძლებელია, თქვენი დიდი ხნის შერჩეული ობიექტი სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: თავი მოარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან შესაძლოა, არტერიული წნევის მომატება იგრძნოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ გადაიღალოთ სამუშაო საქმეებით.
კარიერა: შესაძლოა, მოულოდნელად გააცნობიეროთ, რომ შეუცვლელი არავინაა და თქვენი აუცილებლობა აქ და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაამტკიცოთ, თანაც ისე, რომ თქვენი ხელმძღვანელი ვერაფერს მიხვდეს.
სიყვარული: გადაუხადეთ გულწრფელი მადლობა საყვარელ ადამიანს იმისთვის, რაც მან თქვენთვის გააკეთა. აგრძნობინეთ, რომ ის ნამდვილად გჭირდებათ. ამგვარად, თქვენი ურთიერთობები უფრო დიდხანს გასტანს.



ლომი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობაში დადებითი ცვლილებები განწყობას აგიმაღლებთ და უფრო სიცოცხლისუნარიანს გაგხდით. ხვალინდელი დღე კეთილდღეობას გპირდებათ, ამიტომაც შეძლებთ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას.
კარიერა: დაძაბულობამ, რომელშიც თქვენ იმყოფებით, შესაძლოა, ემოციური აფეთქება გამოიწვიოს. ნუ მიუდგებით სამუშაოს ძველებური გულმოდგინებით, მით უმეტეს, თუკი ეს საქმე ირიბად გეხებათ. მიეცით საკუთარ თავს ოდნავ სიზარმაცის უფლება.
სიყვარული:
გამოიჩინეთ მეტი აკურატულობა და სიფრთხილე საკუთარი აზრების ფორმირებაში საყვარელ ადამიანთან საუბრის დროს. შესაძლოა, თქვენი სიტყვები მას სიცრუედ მოეჩვენოს, ამიტომ ისაუბრეთ ჟესტებითა და გამოხედვით - ამგვარად საუბარი უფრო საიმედო და სწორი იქნება.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ წამლების არჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ ექიმის რეკომენდაციის გარეშე იღებთ.
კარიერა:
გაუკეთეთ რეალიზაცია თქვენს შემოქმედებით პოტენციალს და შეასრულეთ სამუშაო მოვალეობები არასტანდარტული გზით. შესაძლოა, ამით შრომა არ გაგიადვილდეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო საინტერესოდ შეასრულებთ მას. იქნებ, სამსახურში მისვლაც მოგინდეთ?
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი დარწმუნება, რომ ის სრულიად დამოუკიდებელია და თქვენი რჩევების, დაჟინებისა და სურვილების გარეშეც შესანიშნავად გააქვს თავი. მისთვის სრულიად საკმარისია იმის ცოდნა, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის, თუ რა ხდება მის ცხოვრებაში - მეტი არაფერი სჭირდება მას.



სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, ალერგია მოგცეთ რომელიმე პროდუქტმა. ეცადეთ, ნაკლები საკვები მიიღოთ და ყურადღებით დააკვირდით, რამ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე ცუდად.
კარიერა:
ნუ ჩაერევით გარემოებებში და ნუ იმოქმედებთ გარშემო ყველაფერზე. თქვენი ავტორიტეტი უდავოა, მაგრამ ამის მუდმივად აღნიშვნა  არ ღირს - ის ამოუწურავი არ არის.
სიყვარული:
სასწორებო, ხვალ მოიწყენთ, მაგრამ, თუკი თქვენს წუხილს საყვარელ ადამიანს გაუზიარებთ, რომელიც უბრალოდ ხელს ჩაგკიდებთ, შუბლზე გაკოცებთ და გაგიგებთ, წყენა მალევე გადაგივლით.



მორიელი
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, რომ თქვენი კეთილი განწყობით გარშემომყოფების კეთილდღეობას უზრუნველყოფთ და ეს, ზოგადად, თქვენს მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
კარიერა: თქვენი გადაჭარბებული მუშაობა პირდაპირ პროპორციულია თქვენს სულიერ მდგომარეობასთან. გაღიზიანების გამო, თქვენს ახლობლებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ. შეიცოდეთ საკუთარი თავი და ეცადეთ, გამონახოთ ოქროს შუალედი, რაც ყველასთვის კომფორტული იქნება. 
სიყვარული: შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანს არცთუ ისე დიდი ხანია იცნობთ. ის კვლავ ამოუცნობი და მიუწვდომელი გახდება თქვენთვის. ნუ იჩქარებთ საიდუმლოს ამოხსნას. მიიღეთ სიამოვნება ამ პროცესისგან.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, საკვები ცოტა რაოდენობით მიიღოთ. დააგემოვნეთ დელიკატესები - ცოტ-ცოტა, შუალედებით, რათა გაიაზროთ, რა მიირთვით და როგორ მოგეწონათ.
კარიერა:
ხვალ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, თანაც იმ ადგილიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდით. ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას. კარგად დაფიქრდით. თქვენი გონებრივი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად საყიდლებზე წასვლას და ისეთი ნივთის შეძენას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, თქვენი სულიერი სითბოსა და სიმყუდროვისთვის აუცილებელია. მაგალითად, ლამაზი ნახატი ან საყვარელი ხალიჩა კედლისთვის.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ თვითმკურნალობით დაკავებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ საკუთარ დიაგნოზში. უმჯობესია, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ.
კარიერა:
 თქვენი საქმიანობა აშკარად წინ წაიწევს. თუკი თქვენი ფინანსური შემოსავალი კლიენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, გასულ კვირასთან შედარებით, ხვალ უფრო მეტი კლიენტის მოძებნას შეძლებთ. ასე რომ, მატერიალური სირთულეები არ გემუქრებათ.
სიყვარული:
ხვალ ისეთი ადამიანი დაგირეკავთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ყირაზე დააყენებს. მალე ის, თქვენი მეორე ნახევარი ან სასიყვარულო პარტნიორი გახდება. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მართალია ცოტა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გაქვთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: შეძლებისდაგვარად ეცადეთ, არ მიიღოთ ძლიერმოქმედი პრეპარატები.  განსაკუთრებით, თუკი პირად ექიმს ჯერ კიდევ არ გასაუბრებიხართ. ძლიერმა პრეპარატებმა, შესაძლოა, ღვიძლი  დაგიზიანოთ.
კარიერა:
ნუ ეცდებით, გაექცეთ დაკისრებულ მოვალეობებს  გართობით და თანამშრომლების ქმედებებზე ყურადღების მიქცევით. თქვენი ძირითადი დავალებაა, უმოკლეს ვადებში შეასრულოთ დაკისრებული საქმეები. ეცადეთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ.
სიყვარული:
რაც არ უნდა რთული და არარეალური იყოს, ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თუკი დასახულ მიზანს მიაღწევთ, ცხოვრებაში მოგებული დარჩებით.



თევზები
ჯანმრთელობა:
თევზებო, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ქრონიკულმა დაავადებებმა შეგაწუხოთ. გაიხსენეთ, რა სახის მკურნალობას უნდა მიმართოთ პროფილაქტიკის მიზნით.
კარიერა:
აზარტული თამაშებით გართობა არ ღირს, ვარსკვლავები არ გიწინასწარმეტყველებენ ამ საქმეში წარმატებას. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უკეთესია, პატიოსნად იშრომოთ.
სიყვარული: ნუ შეგეშინდებათ რისკიანი, დაუფიქრებელი და გიჟური ნაბიჯის გადადგმა. სწორედ, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან შეჩერებული ურთიერთობა შეიცვალოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?