3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კეთილ და თქვენზე მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მთავარია, რომ მეტისმეტი არ მოუვიდეთ და არ დაგაჯერონ, რომ განუკურნებლად ავად ხართ. მით უმეტეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით.
კარიერა: მოულოდნელად გაგიჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, გლობალური და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩაიდინოთ. აუცილებელი არაა, სამყაროს შეცვლით დაიწყოთ. დამწყები სუპერგმირისთვის კარიერასთან დაკავშირებული  პატარა გმირობებიც საკმარისი იქნება.
სიყვარული: ვერძის ოჯახში სრული იდილიაა. თუმცა გამორიცხული არაა, რომ ოჯახის გარეთ, გარკვეული ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, რაც თქვენს მეორე ნახევარს ძალიან არ მოეწონება. გირჩევთ, საქმე თვითდინებაზე არ მიუშვათ, თორემ უახლოეს ხანებში წარმატებას ვეღარ იხილავთ.



კურო
ჯანმრთელობა: ეს დღე ჯანმრთელობის თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იქნება, მაგრამ ოპტიმიზმის შენარჩუნებას თუ მოახერხებთ, სწორი გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდებათ. 
კარიერა: შეგიძლიათ, თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ დამსახურებულ დასვენებას უახლოვდებით. ამის გარდა, სასიხარულო ბევრი არაფერი გექნებათ - მანამდე წინ დამქანცველი შრომა გელით.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი არ მოისურვებს თქვენი მხიარულებისა თუ უხასიათობის მიზეზებში გარკვევას. ერთადერთი, რასაც მოახერხებს, ადეკვატურობის შენარჩუნებაა, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია.



ტყუპები

ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, მზად იყოთ მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად, თან იქონიეთ ის წამლები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იღებთ.
კარიერა: კარგი იქნებოდა, თუნდაც ერთი დაწყებული საქმე დაგემთავრებინათ. ეს პირველ რიგში თქვენ მოგგვრიდათ შვებას.
სიყვარული: ამ დღეს თქვენ გელით საკმაოდ მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წინადადება, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული თქვენს პირად ცხოვრებასთან. არ იჩქაროთ ამ წინადადების მიღება არ უარყოფა. ფიქრის დრო გაქვთ და შეგიძლიათ, ჭკვიანურად გამოიყენოთ.  



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
ამ დღეს კირჩხიბებს ხასიათის მკვეთრი ცვლილებები ელით. რთული დღე იქნება არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენს გარშემო მყოფთათვისაც. ამიტომ უმჯობესია, რაიმე დამაწყნარებელი მიიღოთ.
კარიერა: ნებისმიერი, თუნდაც პატარა გამარჯვება თავდაჯერებას შეგმატებთ. თქვენ იამაყებთ საკუთარი თავით იმიტომ, რომ ეს პატარა გამარჯვებები ნამდვილ ტრიუმფთან დაგაახლოებთ. მშვენიერია, თუმცა გახსოვდეთ, რომ ადამიანს თავმდაბლობა ამშვენებს.  
სიყვარული: თქვენი ცხოვრების რომელიღაც ეტაპი დასასრულს უახლოვდება. შესაძლოა, ეს თქვენს საყვარელ ადამიანსაც უკავშირდებოდეს. შეეცადეთ, ამ დროს თქვენ გვერდით ყოველთვის ახლობელი ადამიანი იყოს. ასე რთული პერიოდის დაძლევა გაცილებით გაგიადვილდებათ.



ლომი

ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ თქვენს სააფთიაქო ყუთში განთავსებულ წამლებს. ალბათ, დროა ამ ყუთში საფუძვლიანი წმენდა ჩაატაროთ, რომ ვადაგასულმა წამალმა თქვენი ჯანმრთელობა არ დააზიანოს.
ბიზნესი: რაც უფრო მეტს ფიქრობთ სამსახურსა და ფულზე, მით უფრო ნაკლებ დროს უთმობთ ახლობელ ადამიანებს, რაც მათ მაინცდამაინც არ ახარებთ. სწორედ ახლა, შესაფერისი დროა, შექმნილ სიტუაციაში რაღაც შეცვალოთ. იქნებ ერთი დღით მაინც დაგესვენათ დამქანცველი სამუშაოსგან?
სიყვარული: სავარაუდოდ, ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ, კინოში დაგპატიჟებთ. დასთანხმდეთ თუ არა - საკითხავი აი ეს არის“! ვარსკვლავები გირჩევენ, ნახევარი საათი მაინც დაფიქრდეთ, გადახედოთ თქვენი გარდერობის მდგომარეობას, მეგობრებს რჩევა ჰკითხოთ და ბოლოს აუცილებლად დასთანხმდეთ შეთავაზებას.



ქალწული

ჯანმრთელობა: 
ამ დღეს შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმმა მარცვლოვანი კულტურები მოგთხოვონ, ამიტომ თავს ნუ შეიკავებთ ცომეულის მირთმევისგან. მთავარია, რომ ისინი ჭარბი რაოდენობით შაქარს არ შეიცავდეს, თორემ შესაძლოა, ფიგურა დააზარალოთ.
კარიერა: სავარაუდოდ, ამ დღეს მთელი თვე ელოდით. როგორც ჩანს, დამსახურებული ჯილდო გელით. ამიტომ სხვამ თუ ვერ მოიფიქრა, საკუთარ თავს დღესასწაული თავად მოუწყვეთ.
სიყვარული: დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება ამა თუ იმ მოქმედების აუცილებლობაში დაგარწმუნოთ, თუმცა ეს თუ მოახერხა, მოგვიანებით მადლობას გადაუხდით. თანაც არაერთხელ. შეეცადეთ, დაიჯეროთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს თქვენთვის მხოლოდ კარგი უნდა.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თავს შეგახსენებთ მივიწყებული ქრონიკული დაავადებები. ამიტომ ცუდმა შეგრძნებებმა ხასიათი რომ არ გაგიფუჭოთ, შეეცადეთ, უსიამოვნებებს მომზადებული შეხვდეთ.
კარიერა: ამ დღეს ზედმიწევნით უნდა დაუკვირდეთ ყოველ წვრილმანს. შეეცადეთ, რომ არც ერთი ნიუანსი არ გამოგრჩეთ. შეიძლება ამის გამო, გარშემომყოფთა დაცინვაც დაიმსახუროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. 
სიყვარული: დაე, ეს დღე დილიდან გვიან ღამემდე რომანტიკული იყოს. დაიწყეთ ის ერთობლივი მსუბუქი საუზმით, დღის განმავლობაში უგზავნეთ თქვენს მეორე ნახევარს თბილი და სასიყვარულო მესიჯები, საღამოს საჩუქარი გაუკეთეთ და შეახსენეთ, როგორ ძლიერ გიყვართ.  ეს დღე თქვენი სიყვარულის ზეიმად უნდა იქცეს.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
ეს დღე კანზე ზრუნვას მიუძღვენით. არ დაგავიწყდეთ მსუბუქი მასაჟების გაკეთება და დამანოტივებელი კრემების წასმა.
კარიერა: რთული დღე გელით. დილას დაშვებული შეცდომის გამო შეიძლება მთელი ნამუშევარი წყალში ჩაგეყაროთ. სავარაუდოდ, ეს ძალიან დაგამწუხრებთ, ამიტომ შეეცადეთ, დღის პირველ ნახევარში ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანისგან ყურადღების ნაკლებობას იგრძნობთ. შეეცადეთ, რომ ეს უყურადღებობა ნაკლებად საგრძნობი იყოს, რადგან შეიძლება მთელი დღე თქვენი მეორე ნახევრის დაწყნარებასა და თქვენს სიყვარულში დარწმუნებაში გავიდეს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ეს დღე გამაკაჟებელი და სიცივესთან დაკავშირებული პროცედურის დასაწყებად მიზანშეწონილი არაა. სავარაუდოდ, თქვენს ორგანიზმს ახლა ყველაზე მეტად სითბო სჭირდება.
კარიერა: შესაძლოა, თავს სრულიად მოულოდნელი და მრავალფეროვანი პრობლემები დაგატყდეთ, მაგრამ ყველა პრობლემა ძალიან მარტივად გადაიჭრება. სწორედ ამ მიზეზით, დღეს ამაღლებული და ხალისიანი განწყობით გაატარებთ.
სიყვარული: დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან ორიგინალური იდეები მოუვა თავში. იმდენად ორიგინალური, რომ მათი რეალიზება სიგიჟე იქნება. მათი იგნორირება კი ძალიან გაანაწყენებს თქვენს მეორე ნახევარს.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
თუ ეს დღე მუშაობაში გაატარეთ, არ დაგავიწყდეთ საღამოს კონტრასტული შხაპის მიღება. ეს დაგეხმარებათ დაღლილობის შეგრძნების მოშორებაში და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კარიერა: შეეცადეთ, თავი არ გადაიტვირთოთ. შეეცადეთ, სამსახურში მხოლოდ აუცილებელი და გადაუდებელი საქმეები აკეთოთ. მოცემული მომენტისთვის თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძალების აღდგენა და პირად ურთიერთობებში ქცევის ტაქტიკის შემუშავება.
სიყვარული: თქვენ საყვარელ ადამიანს თავისი უნარ-ჩვევებითა და მიღწევებით თქვენს წინაშე თავის მოწონება მოუნდება. მაშინაც, თუ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყვა, გამოხატეთ „გულწრფელი“ აღფრთოვანება და ღიმილით წაახალისეთ.



მერწყული 

ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, მერწყულებს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ყურადღება მიაქციეთ, რამდენ დროს ატარებთ კომპიუტერის მონიტორთან ან ტელევიზორთან და ეს დრო მნიშვნელოვნად შეამცირეთ. 
კარიერა: ამ დღეს აუცილებლად დაიცავით დრეს-კოდი. ადამიანი, ვისთანაც დღეს გექნებათ ურთიერთობა, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არ ღირს ასეთი წვრილმანების გამო მასთან ურთიერთობის გაფუჭება. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი სევდიანად აღნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც თქვენთვის გააკეთა, ფუჭი იყო, რადგან ამას შედეგი და დაფასება არ მოჰყოლია. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ გადაარწმუნოთ და გაამხიარულოთ.



თევზები

ჯანმრთელობა: 
დღეს ვარსკვლავები სოლარიუმში წასვლისგან თავის შეკავებას გირჩევენ. შესაძლოა, სასურველი კანის ფერი მიიღოთ, მაგრამ ჯანმრთელობა დაიზიანოთ. 
კარიერა: არ დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი წარმატებული ბიზნესმენი საუკეთესო მოსაუბრე უნდა იყოს, რადგან ახალ საქმიან პარტნიორებთან გრძელვადიანი კონტრაქტების დადება მოგიწევთ. იყავით გულწრფელი, კომუნიკაბელური და ყურადღებით უსმინეთ მოსაუბრეს.  
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს სურვილი გაუჩნდება, რომ ალოგიკური და არაადეკვატური იყოს. შეეცადეთ, დაამშვიდოთ, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ღმერთის იმედად უნდა იყოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?