4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ზღვის პროდუქტებს. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ეგზოტიკური კრევეტები, ზღვის კიბორჩხალები და თევზი ფუგუც კი. მთავარია, ამ უკანასკნელის მომზადებას თავი აარიდოთ.
კარიერა: დარწმუნდით, რომ დაწყებული საქმე დაასრულეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო უმაღლეს დონეზე შეგესრულებინათ. გახსოვდეთ, ეფექტური და ხარისხიანი პრეზენტაციისთვის ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. იყავით თვითკრიტიკული.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით და მტკივნეულად აღიქვამთ იმას, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ისეთი არ არის, როგორიც გსურთ რომ იყოს, მაგრამ თქვენ ის სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის - თავისი ნაკლოვანებებითა და უცნაურობებით.


 


კურო
ჯანმრთელობა: საკმარისი ყურადღება მიაქციეთ კისერს. ვარჯიშების კომპლექსი და კისრის არეში კანის დატენიანება აუცილებელი და სასარგებლოა. კარგი იქნება, მსგავსი მზრუნველობა ჩვევაში გადაიტანოთ.
კარიერა: ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ გარშემო. ჭორები ინფორმაციის მოსაპოვებლად სასარგებლო წყაროა, არ ღირს მათი იგნორირება.
სიყვარული: 
იყავით მართალი, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე და საყვარელი ადამიანის მიმართაც აბსოლუტურად გულწრფელი იქნებით. ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ ვინმეს წინაშე.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს სამომავლო გეგმებსა და განწყობაზე. ასე რომ, ეცადეთ, მხოლოდ კარგზე იფიქროთ. გახსოვდეთ, რომ თავად შეგიძლიათ, „დააპროგრამოთ“ საკუთარი თავი, როგორც სერიოზულ დაავადებაზე, ასევე ჯანმრთელობის შესანიშნავ მდგომარეობაზე.
კარიერა:
საკუთარ კარიერაზე ისეთ პიროვნებასთან მოგიწევთ საუბარი, რომლის აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ის მოგცემთ კარგ რჩევას ან დაგეხმარებათ ახალი, პერსპექტიული საქმიანობის დაწყებაში. მთავარია, მასთან მისვლა და შეკითხვის დასმა არ მოგერიდოთ.
სიყვარული:  ხვალინდელი დღე იდეალური იქნება საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანთან ახალი, პერსპექტიული ნაცნობობის დასაწყებად. გაუღიმეთ მას, მოაჯადოეთ და აღაფრთოვანეთ... მოკლედ, გააკეთეთ, რაც გეხერხებათ და ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ დიდია იმის ალბათობა, რომ ნევროზმა და მის ნიადაგზე წარმოქმნილმა გართულებებმა შეგაწუხოთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს საშინელი გართულება თავიდან აიცილოთ, ხოლო, თუკი არ იცით, როგორ - მიმართეთ სპეციალისტს. ის დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.
კარიერა:
ხვალ თქვენს ხელმძღვანელთან თქვენი ურთიერთობა უფრო მეგობრული და არაოფიციალური სახის იქნება, რაც თქვენც გაგაკვირვებთ. მთავარია, არ ისარგებლოთ ამ ცვლილებით. აკონტროლეთ თავი და დააფასეთ, რომ თქვენი ხელმძღვანელი გენდობათ.
სიყვარული:
სრულებით ბუნებრივია, რომ საყვარელი ადამიანისგან პატარა საიდუმლოებებს მალავთ, თუმცა ხვალ მისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. ურთიერთობის გასაგრძელებლად რთული გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ - საიდუმლოს სწორი ახსნა მოუძებნოთ, რათა ეს მისთვის ძალიან მტკივნეული არ იყოს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
თუკი ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებთ, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას მათზე უარის თქმით. ზედმეტი კალორიების დასაწვავად, შეგიძლიათ, სატრენაჟორო დარბაზს ან ცურვას მიმართოთ.
კარიერა: მოუწყვეთ თქვენს თავს შესვენება და გაიარეთ მაღაზიებში. ზედმეტი მუშაობა სასარგებლოს მაინც არაფერს მოგიტანთ. თუკი სამსახურიდან ვერ გახვალთ, გაერთეთ იმ მაღაზიების კატალოგების დათვალიერებით, რომლებშიც უახლოეს დღეებში აპირებთ მისვლას.
სიყვარული:
დიდი შანსია იმისა, რომ ხვალ შეცდომა დაუშვათ. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ ყველაფრის ათჯერ შემოწმება და გადამოწმება. ასევე, ყურადღებით დაფიქრდით თითოეულ სიტყვაზე და აკონტროლეთ ხელებიც. თქვენი წარუმატებელი ხუმრობა, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს. იყავით განსაკუთრებით ყურადღებით.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, კარგი იქნება, თუკი ხვალ ალკოჰოლის მიღებას თავს აარიდებთ. თუ სხვა გზა არ გაქვთ, შეგიძლიათ, მიიღოთ დაბალი გრადუსის მქონე მსუბუქი სასმელი, თუმცა ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. თავშეკავება, ყველა შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია.
კარიერა: ხვალ ემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა, ორ უკიდურესობაში აღმოჩნდეთ: უბრალოდ, დადებით ემოციებს გამოავლენთ ან დაძაბულობისგან დეპრესიაში ჩავარდებით. ეცადეთ, ნაკლებად მიაქციოთ ყურადღება იმას, რა ხდება თქვენს გარშემო. კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავზე მოახდინეთ.
სიყვარული:
 საყვარელი ადამიანი, თქვენი გეგმების დიდ ნაწილს გაანადგურებს და შესაძლოა, ის განრიგიც აგირიოთ, რომელსაც, უკვე დიდი ხანია მიჩვეული ხართ. თუმცა თქვენ ამას არ ინანებთ. თქვენი მცირედი გულდაწყვეტა, უბრალოდ, ფორმალურობა იქნება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
დიდი ალბათობით, ვირუსული დაავადების წინაშე აღმოჩნდებით. ეს რისკი განსაკუთრებით იმ სასწორების მშობლებისთვის იმატებს, რომლებიც ვირუსით დაავადებულ ბავშვს უვლიან. ასე რომ, ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ და მიიღეთ პრევენციული ზომები.
კარიერა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ სამუშაო წვრილმანებზე დიდი ყურადღებისა და დროის ხარჯვას. ეცადეთ, თქვენი საქმიანობის ძირითადი ეტაპების დასრულება მოასწროთ, შემდეგ კი იფიქრეთ მის გაფორმებაზე და პრეზენტაციის ფორმაზე.
სიყვარული: ხვალ, ისე როგორც არასდროს, დაგჭირდებათ თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებიდან თუნდაც წვრილმანი ინფორმაციის გაგება. შესაძლოა, მისი ბიოგრაფია არ იყოს სამყაროსთვის საინტერესო, მაგრამ თქვენ მისი გახსენება თავიდან ბოლომდე მოგიწევთ, რათა საჭირო დროს საჭირო ცოდნა გამოიყენოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელ დღეს ნაკლები დრო დაუთმოთ შინაურ და გარეულ ცხოველებსაც. პრობლემების წარმოქმნის რისკი დიდია.
კარიერა:
მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული თქვენი ნებისმიერი უმნიშვნელო მანიპულაციები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ფინანსური ოპერაციების შესრულებისას არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი ქმედება კანონს. უფრთხილდით საეჭვო გარიგებებს.
სიყვარული:
ხვალ ყველაფერზე შეძლებთ უარის თქმას, იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან თუნდაც ერთი საათი გაატაროთ. მარტივად შეძლებთ უარი თქვათ აღებულ ვალდებულებებზე, რითიც ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვენი რჩეულის თვალში.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, ქუთუთოების შეშუპება და შეწითლება იგრძნოთ. განსაკუთრებით, გაღვიძების შემდეგ. პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სცადეთ პირის კონტრასტული დაბანა და ასევე, ისარგებლეთ სამკურნალო ბალახებზე დამზადებული სხვადასხვა ლოსიონებით.
კარიერა:
ნუ მიიტანთ გულთან ახლოს თქვენი ხელმძღვანელის ნათქვამს. სავარაუდოდ, ის ბევრს ილაპარაკებს და შესაძლოა, მისი ნათქვამი საკმაოდ პერსპექტიულიც იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმედები გაგიცრუვდებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი უჩვეულო და საკმაოდ თამამ წინადადებას შემოგთავაზებთ, რომელზეც უარის თქმა ნამდვილად გაგიჭირდებათ, თუმცა, არც მოგინდებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად კორექტულად მიიღოთ ახალი შემოთავაზება, რათა თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შეგეპაროთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე სამეგობრო წრეში და სუფთა ჰაერზე გაატაროთ. ასევე, სასარგებლოდ წაგადგებათ  ნებისმიერი სპორტული ღონისძიება, განსაკუთრებით კი იმ სახეობის, რომელშიც გუნდური სულისკვეთების მხარდაჭერა იგრძნობა.
კარიერა:
ძალიან პერსპექტიულ შეკვეთას მიიღებთ, რის გამოც, სხვა პროექტების დროებით შეჩერება მოგიწევთ. თქვენი მოუსვენარი ხასიათი ხელს შეგიშლით საჭიროებისამებრ მუშაობაში. შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვათ პირველივე ნაბიჯებიდან. ასე რომ, იმოქმედეთ დაფიქრებულად და აკურატულად.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, სად მთავრდება მეგობრობა და სად იწყება სიყვარული, რაც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულად აისახოს თქვენს ურთიერთობებზე. თქვენი დავალებაა - მკვეთრად გამიჯნოთ ეს ორი ცნება, რათა ერთიდან მეორეზე გადასვლამ არც ერთი არ დაგაზარალოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
ნუ იჩქარებთ შორსმიმავალი დასკვნების გამოტანას იმ სიმპტომებიდან, რომლებზეც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტყველებს. აუცილებლად მიმართეთ ღირსეული რეპუტაციის მქონე სპეციალისტს.
კარიერა:
დაკისრებული საქმიანი მოვალეობების შესრულებაში  საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული  მიდგომა დაგეხმარებათ. ეცადეთ, ხშირად მისცეთ საკუთარ თავს შენიშვნა და მიღწეული წარმატებით ზედმეტად არ იტრაბახოთ.
სიყვარული:
თუკი პრობლემების გადასაჭრელად დროის გაწელვას ეცდებით და უკეთესობის მოლოდინის იმედით იცხოვრებთ, მათი გადაწყვეტის მთელი ტვირთი თქვენს საყვარელ ადამიანს დააწვება და სრულიად შესაძლებელია, ამ ტვირთის მარტოს ტარება გაუჭირდეს. ეცადეთ, შეუმსუბუქოთ მას და პრობლემის გადაჭრის გარკვეული ნაწილი საკუთარ თავზე აიღოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
თავი მოარიდეთ სხვადასხვა მატონიზებელ სასმელებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შემადგენლობაში თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები არ შედის.
კარიერა:
სულ მცირე შეცდომამ, შესაძლოა, უსიამოვნო საუბრები გამოიწვიოს თქვენს შესაძლებლობებზე. უმჯობესია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის.
სიყვარული: ხვალ სიყვარულთან დაკავშირებით საუკეთესო რჩევას უფროსი თაობის წარმომადგენელი მოგცემთ, რომელიც თქვენი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. თუკი მის რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან  მალევე გაუმჯობესდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?