5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენს ჯანმრთელობას ხვალ არაფერი ემუქრება. შესაძლოა, პატარა პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ საგანგაშო არაფერი მოხდება.
კარიერა: იზრუნეთ იმაზე, რომ არაფერი შეგემთხვეთ. ახლა თქვენი თამაშიდან გასვლა სერიოზული დარტყმა იქნება თქვენი იმედის მომცემი მომავლისთვის. 
სიყვარული: უსაფუძვლო მღელვარება თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის საერთო მომავალზე კარგს არაფერს მოგიტანთ. შეხედეთ ცხოვრებას მცირე იუმორით - ის აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემების მარტივად გადაჭრაში.



კურო
ჯანმრთელობა: თქვენი საქმე აღმავლობის ეტაპზეა. შეგიძლიათ, დატკბეთ კუთვნილი დასვენებით. ეს ახლა მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. 
კარიერა: თავი შეიკავეთ თქვენი იუმორის გრძნობის დემონსტრირებისგან. გეცინებათ? გაიღიმეთ, მაგრამ ხმამაღლა ნუ გაიცინებთ. შესაძლოა, ვიღაცას ძალიან აწყენინოთ. 
სიყვარული: ხვალ სევდა მოგეძალებათ, თქვენს ცხოვრებაში ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი მთავრდება. ეცადეთ, სევდა უსაფუძვლო გაბრაზებაში არ გადაგეზარდოთ და გარშემომყოფებს გული არ ატკინოთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: რაც შეიძლება, ცოტა ინერვიულეთ! თქვენი სულიერი მდგომარეობა უარყოფითად აისახება თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც, ამან კი, არ არის გამორიცხული, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. 
კარიერა: ნუ იქნებით თქვენი პოტენციური საქმიანი პარტნიორის იმედზე. როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ არ არის მორალურად მზად, თქვენთან კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. 
სიყვარული: ის, რაც უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობის მომავლისთვის, ეცადეთ, მიაგნოთ ამ დეტალს და თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად მოიფიქროთ შემდეგი ნაბიჯები.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია საგანგაშო სულაც არ არის, კირჩხიბები ამიერიდან თავიანთ ჯანმრთელობაზე ჩვეულებრივზე მეტს ინერვიულებენ. ნუ წაიკითხავთ სამედიცინო პუბლიკაციებს - უფრო მშვიდად იქნებით.
კარიერა: ხვალ თქვენთვის ადვილი იქნება დაპირებების მიცემა, მაგრამ გაითვალისწინეთ, მათი შესრულება არცთუ ადვილია. 
სიყვარული: ხვალ სანერვიულო პირადი ცხოვრების კუთხით არაფერი გაქვთ - ყველაფერს, რაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოხდეს, საუკეთესო დასასრული ექნება.



ლომი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ წამლების შეძენისას. სანამ კარგად არ შეისწავლით მათ დადებით და უარყოფით გავლენებს თქვენს ორგანიზმზე, ნუ იყიდით პრეპარატს. 
კარიერა: თქვენ შეძლებთ და მოვალე ხართ, გადალახოთ ყველა წინააღმდეგობა. ხვალ გამორჩეულად აქტიური იქნებით და ირწმუნებთ თქვენს ძალებს. შეძლებთ მისწვდეთ იმ სიმაღლეებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ მიუვალად გეჩვენებოდათ. 
სიყვარული: თუ ხვალ ყველაფერი ისე არ გამოგივათ, როგორც გეგმავდით, თავი ინუგეშეთ იმით, რომ თქვენ ყველას ძალიან უყვარხართ. სხვათა შორის, ეს გონივრულად შეგიძლიათ, გამოიყენოთ პრაქტიკული მიზნებისთვის. მაგალითად, სთხოვეთ ახლობლებს რჩევა ან დახმარება.  



ქალწული
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას არა მხოლოდ პრეპარატების, რომლებსაც იღებთ, არამედ კოსმეტიკური საშუალებებისასაც. შესაძლოა, ამ გზით მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რატომ აღარ არის ისინი ისეთი ეფექტური, როგორიც ადრე. 
კარიერა: ხვალ ვერ შეძლებთ ხანგრძლივად და ნაყოფიერად დასვენებას, რადგან რაღაც გადაუდებელი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, მალე დაამთავროთ მუშაობა, რათა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის რაც შეიძლება დიდი დრო დაგრჩეთ. 
სიყვარული: ყველაფერი, რის დამალვასაც ახლა შეეცდებით, მომავალში აუცილებლად გამოაშკარავდება, რაც თქვენს ოჯახურ სიმყუდროვეს დაარღვევს. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ეს უსიამოვნო ფაქტი.



სასწორი
ჯანმრთელობა: მუცლის ტკივილი თავიდან რომ აიცილოთ, თქვენს კვებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. უარი თქვით სწრაფ კვებაზე, ეს დაავადების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 
კარიერა: დახმარება გჭირდებათ? ეძებეთ ის თქვენს სიახლოვეს - იქნებ, თქვენმა მეგობრებმა შეძლონ დახმარების ხელის გამოწვდა, მეგობრების ნაცნობებმა, ანდაც თქვენმა ნათესავებმა...
სიყვარული: ხვალ ფეთქებადი და გაღიზიანებული იქნებით, რაც საკმაოდ შესამჩნევად აისახება თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაზე. ის გადაწყვეტს, თქვენს გარემოცვას თავი აარიდოს, რათა თქვენი უსაფუძვლო ბრაზი მანაც არ დაიმსახუროს.



მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენთვის იდეალური დასვენება - აქტიური საღამოების გატარებაა. თუმცა თუ დივანზე წამოწოლა და საყვარელი სერიალის ყურება მოგინდებათ, უარს ნუ იტყვით ამ სიამოვნებაზე. ეს ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
კარიერა: გადაღლილობისგან შესაძლოა მარტივად დაკარგოთ ის ორიენტირი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ცდილობთ, მისდიოთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ცხოვრება კვლავ თქვენსავე ჩარჩოებში მოაქციოთ. 
სიყვარული: ხვალ რთული დღე გელით. თქვენი საერთო მომავლისთვის რა იქნება ნაყოფიერი და სასარგებლო, ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, რათა ახალი გეგმების ჩამოყალიბებაში თქვენს საყვარელ ადამიანს ხელი არ შეუშალოთ.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ მკურნალობის ალტერნატიული გზები შესაძლოა, ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს. თუმცა მათი მოხმარებისას დიდი სიფრთხილე გმართებთ. რეკომენდაციისთვის აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 
კარიერა: ეცადეთ, არ დაანახოთ სხვებს თქვენი უკმაყოფილება, მაშინაც კი, თუ ის დროული და სამართლიანი იქნება. ერიდეთ კონფლიქტებს. ამ ადამიანებმა მომავალში შესაძლოა, წარმატების ელექსირი გაჩუქონ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თავისი ერუდიციით გაგაოცებთ. უჩვენეთ მას თქვენი გულწრფელი ემოციები, დაანახეთ, რომ ამაყობთ მის გვერდით ყოფნით.



თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ ადვილი იქნება თქვენთვის ფიგურის კორექცია. უბრალოდ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ამან თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. 
კარიერა: გაიარეთ კონსულტაცია პიროვნებასთან, რომელსაც ყველა ავტორიტეტად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გაღელვებთ. თქვენ საჭირო რჩევას მიიღებთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ბევრ საინტერესო კითხვას დაგისვამთ, რომლებზე პასუხის გაცემა თქვენთვის არცთუ ისე ადვილი იქნება. ეცადეთ, დააკმაყოფილოთ მისი ინტერესი.



მერწყული
ჯანმრთელობა: თუ თავს კარგად იგრძნობთ, ხვალინდელი დღე თქვენი ორგანიზმის განტვირთვისთვის შესანიშნავი იქნება. სრულფასოვანი დიეტა საჭირო სულაც არ არის. საკვების გარკვეული კომპონენტების შეზღუდვა კი არაფერს გავნებთ. 
კარიერა: როგორც ჩანს, ვიღაც თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობს. ყურადღებით იყავით და გაიხსენეთ ადამიანი, ვინც დახმარებისთვის პირველად არ მოგმართავთ. დაფიქრდით, ნამდვილად სჭირდება მას თქვენი ხელის გამართვა თუ უბრალოდ თქვენს კისერზე დაჯდომა მოისურვა?
სიყვარული: კარგი იქნება, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს რაღაცაში დაუთმობთ, თუკი ეს მას დაამშვიდებს და თქვენთვის უმნიშვნელო საკითხებზე ნერვიულობას შეწყვეტს. ეს თქვენი პატარა გმირობა თქვენი მეორე ნახევრისთვის გულწრფელი გრძნობების კიდევ ერთი დასტური იქნება.



თევზები
ჯანმრთელობა: ნუ დაძაბავთ თვალებს. უარი თქვით ტელევიზორსა და კომპიუტერზე. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ...
კარიერა: ნუ მისცემთ უფლებას აუხდენელ ოცნებებსა და უსაფუძვლო იმედებს, შეცვალონ თქვენი გეგმები და მომავალში იმედები გაგიცრუვდეთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი დღეს პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, რაც დაგეხმარებათ მისი ხასიათისა და შინაგანი სამყაროს უკეთ შეცნობაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?