7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხვალ, ვერძებისთვის ნაყინის მირთმევა ძალიან სასარგებლო იქნება. მთავარია, არ გადააჭარბოთ და არ გაცივდეთ. ზედმეტ კილოგრამებსაც უფრთხილდით.
კარიერა: თქვენი საქციელი ვიღაცისთვის ყოველთვის შთამბეჭდავია. თქვენი მოტივაცია გარშემომყოფებს ხშირად უბიძგებს სასიკეთო საქმიანობისკენ. თქვენ კი ეს აშკარად მოგბეზრდათ. მიეცით თქვენს თავს მოდუნების უფლება და არ იფიქროთ იმაზე, როგორ მოგვარდება უთქვენოდ ესა თუ ის პრობლემა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ნამდვილ დღესასწაულს მოგიწყობთ, რისთვისაც მიზეზის პოვნა სულაც არ არის საჭირო ან რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს? მთავარია, თქვენ და თქვენმა რჩეულმაც სასიამოვნო დღე გაატაროთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: არ დალიოთ ცივი სასმელები. უპირატესობა მიანიჭეთ ჩაის. ხოლო თუკი გსურთ, უფრო ორიგინალური იყოთ, მიირთვით გლინტვეინი.
კარიერა: ხვალ მოფიქრებული იდეა, შესაძლოა, ზეგ უკვე განახორციელოთ, ხოლო მაზეგ -  შედეგიც მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი პრობლემებისთვის ახალი გადაწყვეტილებები მოძებნოთ, რომლებიც  უფრო წარმატებული და ორიგინალური იქნება.
სიყვარული: ხვალ, საყვარელი ადამიანი თქვენს საერთო პრობლემებზე ისაუბრებს გარკვეული მეცნიერების თვალსაზრისით. შესაძლოა, ეს არ ეხებოდეს ფსიქოლოგიის ან კონფლიქტების თემას, მაგრამ, საუბრიდან გამომდინარე, ის აუცილებლად მოახერხებს თქვენს დარწმუნებას.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:  
ტყუპებო, ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, თქვენთვის ოდნავ უჩვეულო კუთხით განვითარდეს. თუმცა, ნუ იჩქარებთ განგაშის ატეხას. უბრალოდ, მიმართეთ თქვენს ექიმს - ის აუცილებლად დაგამშვიდებთ.
კარიერა: დიდხანს არ მოგიწევთ იმის მტკიცება, რომ მოცემულ მომენტში, თქვენი საქმიანობის განვითარებისთვის თქვენივე შემუშავებული  ვარიანტი ერთადერთი, სწორი და მისაღებია. თქვენი კოლეგები ან უცებ დაგთანხმდებიან, ან გაგაკრიტიკებენ.
სიყვარული: ენდეთ თქვენს ინტუიციას და მიჰყევით მას ბოლომდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი  საღი აზრი გკარნახობთ, რომ სხვაგვარად უნდა მოიქცეთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოგეცემათ შესაძლებლობა, შეადაროთ, რა გამოვიდა და რა შეიძლებოდა გამოსულიყო.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ სადმე გამგზავრებას. ნუ აირჩევთ შორ და რთულ გზას. მთავარია, მოგზაურობამ საინტერესო და ახალი შეგრძნებებით აგავსოთ.
კარიერა: თუკი დიდი ხნის წინ გსურდათ ხელმძღვანელთან არაფორალური ურთიერთობის დამყარება, ხვალ თქვენი ეშმაკური გეგმისთვის სწორედ რომ შესაფერისი დღეა. დაპატიჟეთ ოჯახში ვახშამზე, გააცანით თქვენი მეორე ნახევარი და შვილები, მიართვით გემრიელი კერძი და გაართეთ გულწრფელი, თუმცა აზრიანი საუბრებით. 


სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან მოუნდება ძველ, სასიამოვნო დროში დაბრუნება, როდესაც თქვენი ურთიერთობები კარდინალურად განსხვავდებოდა ახლანდელისგან. სამწუხაროდ, მას არ ჰყავს დროის მანქანა და ყველაფრის შეცვლა ხელით მოუწევს, რა თქმა უნდა, თქვენი თანხმობით.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
გამოიჩნეთ თავმდაბლობა კერძების არჩევის დროს. გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დანარჩენ ყველაფერზე კი უარი თქვით. 


კარიერა:  ხვალინდელი დღე უამრავ გასართობს გპირდებათ. ყველა ნაბიჯზე გადააწყდებით მოულოდნელობებს. სამაგიეროდ, არ მოიწყენთ - ეს მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ამგვარ სიტუაციებში თქვენი სამუშაო ყველაზე მეტად მოგწონთ.
სიყვარული: გამოავლინეთ მაქსიმალური სითბო საყვარელი ადამიანის მიმართ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ სჭირდება მას თქვენი მხარდაჭერა და მისი პრობლემების მიმართ არაგულგრილი დამოკიდებულება. ის არავითარ შემთხვევაში არ მოგიყვებათ, რა სჭირს, ნურც თქვენ ჰკითხავთ. უბრალოდ, იყავით უფრო მეტად მოსიყვარულე მის მიმართ, ვიდრე სხვა დროს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
რაც არ უნდა მოინდომოთ, ვარდს უეკლოდ ვერ დაკრეფთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ვარდისა და ეკლის თანაფარდობა ოპტიმალური იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
კარიერა: მოგიწევთ საკუთარ თავთან ბრძოლა: თქვენს ერთ ნაწილს დასვენება, თავისუფლება და უსაქმურობა სურს, ხოლო მეორე ნაწილი თქვენგან  საქმიანი მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, რაც თქვენ უკვე დიდი ხანია მოგბეზრდათ.
სიყვარული: სცადეთ თქვენი ინტერესების გაფართოება. თქვენი რჩეულისთვის სასიამოვნო იქნება, რომ თქვენ არა მხოლოდ საყვარელი ადამიანით ხართ გატაცებული, არამედ, ასევე, მოგწონთ მუსიკა, ლიტერატურა ან ავიამოდელიზმი.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები კარგ გამოძინებას გირჩევენ. დაიძინეთ იმდენი ხანი, რამდენსაც თქვენი სხეული მოგთხოვთ და არც ერთი წამით ნაკლები. ძილის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ.
კარიერა:
ხვალ თქვენი კოლეგები სამუშაოს ძალისხმევით არ შეასრულებენ. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ნუ ეცდებით მათ აღზრდას: ნაკლებსავარაუდოა, რომ თქვენმა მდგომარებიდან გამოსვლამ სიტუაცია შეცვალოს, ხოლო თქვენი ურთიერთობა შესამჩნევად გაფუჭდება. უმჯობესია, თავად შერცხვეთ თავიანთი საქციელის.


სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გახვიდეთ. თუკი თავს ერთად კარგად გრძნობთ, გასეირნება მხოლოდ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დატოვებს თქვენზე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა:
მიაქციეთ ყურადღება, რომელ საათზე იძინებთ. ნუ დაელოდებით შუაღამეს, რადგან ძილი ყველაზე სასარგებლო, სწორედ შუაღამის დადგომამდეა.
კარიერა:
 ხვალ ადამიანებთან იმ თემაზე ისაუბრებთ, რომელიც დიდი ხნის წინათ დაგეგმეთ. ახლობელ ადამიანებთან, მშობლებთან ან მეგობართან, შეძლებთ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე პირისპირ საუბარს, რაც საკმაოდ პროდუქტიულ შედეგს მოგიტანთ არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერაშიც. 


სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ადვილი არ იქნება იმის წარმოდგენა, რომ ის აღარ გიყვართ და საერთოდ აღარ გაინტერესებთ. ამიტომ იმოქმედეთ დაფიქრებულად, თუ არ გსურთ, რომ თქვენი საქციელი ურთიერთობის დასრულების მცდელობად ჩაითვალოს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
თუკი ძალიან მკაცრ დიეტაზე ხართ, უმჯობესია, შეწყვიტოთ ორგანიზმის წამება. საკვების ხანგრძლივმა შეზღუდვამ შესაძლოა, აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.
კარიერა:
საქმიანი პარტნიორებისგან და თანამშრომლებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ. ხვალ სწორედ თქვენი დღეა. როგორც ვარსკვლავები გკარნახობენ, შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან შექებაც დაიმსახუროთ. გამბედაობა, აქტიურობა და კარგი განწყობა ხვალ მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. ეს ყველაფერი კი ხელს შეგიწყობთ საქმიანი პრობლემების გადაჭრაში.
სიყვარული: ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის მოტყუებას ან მისგან რაიმეს დამალვას. ადრე თუ გვიან, საიდუმლო გამოაშკარავდება და ამ დღეს სირცხვილით გაიხსენებთ. ნებისმიერი სახის ტყუილი თქვენს ურთიერთობას მხოლოდ უარესობისკენ შეცვლის.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ისეთ შრომისმოყვარე ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, ნამდვილად არ აწყენდა სათანადოდ მოდუნება და დროებით მაინც პრობლემების დავიწყება. შესაძლოა, ამის გაკეთება თქვენთვის ადვილი სულაც არ იყოს. ეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ და მოშორდეთ აურზაურს.
კარიერა: ხვალ ხელმძღვანელობასთან ან მაღალი თანამდებობის პირებთან მოგიწევთ შეხვედრა. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. მთავარია - აკონტროლოთ საკუთარი თავი და დაამარცხოთ ნებისმიერი შფოთვა.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს თქვენი პრობლემების გადაჭრა და თუნდაც ეს მისთვის რთული საქმე არ იყოს, ვარსკვლავები გირჩევენ, მადლიერებით მიიღოთ მისი კეთილი ნება და მის საქციელს შესაბამისად უპასუხოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
იყავით უკიდურესად ფრთხილი და დაფიქრდით თქვენს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე. ეცადეთ, არ მიაყენოთ საკუთარ თავს ზიანი თქვენივე მოქმედებით.
კარიერა: ხვალ კარგი დღეა მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს. თამამად მიდით გასაუბრებაზე და ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. იყავით თავდაჯერებული! დიდი შანსია, სასურველი სამუშაო გამოგიჩნდეთ.
სიყვარული: ხვალ აუცილელად გამოგადგებათ თქვენი კარგი მეხსიერება თარიღებსა და სახელებზე (თუკი, რა თქმა უნდა, ეს ნიჭი გაქვთ). სწორედ ის დაგეხმარებათ, სწრაფად და ხარისხიანად გადაწყვიტოთ თქვენი საყვარელი ადამიანის პრობლემები. ის კი თქვენი მოხერხებულობით გაოცებული და უსასრულოდ მადლიერი დარჩება.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახის კანის ფერის გაუმჯობესებას. თუკი ბოლო დროს ძალიან გადაიღალეთ, ახლა სწორედ ის დროა, რომ საკუთარი თავი მოიწესრიგოთ.
კარიერა: ცოტა გაგიჭირდებათ ყველა დეტალის დამახსოვრება, რომელიც ხვალ შესასრულებელ პროექტს ეხება. იმ შემთხვევაშიც, თუკი შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ და არასდროს არაფერი ჩაგინიშნავთ, ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიწეროთ ძირითადი იდეები და დებულებები, რომლებსაც უნდა გაუმკლავდეთ.
სიყვარული: აიყვანეთ თავი ხელში. გახსოვდეთ, რომ ძლიერი პიროვნება ხართ. თქვენი სიძლიერე თქვენს ტანდემს ხვალ ისე დასჭირდება, როგორც არასდროს. მით უმეტეს, ის ყველაფერი კარგი, რაც თქვენ შორის იყო, არის და შესაძლოა, მომავალშიც იყოს, დიდი შანსია, მის გარეშე დაიმსხვრეს. ასეთი მოსაწყენი დასასრულის ნახვა კი სასურველი ნამდვილად არ არის.




დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?