9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რის გაკეთება დღესაც თავისუფლად შეგიძლიათ. ასე რომ, ნუ გადადებთ მკურნალობის დაწყებას, სპორტული ცხოვრების დაწყებასა და ბალანსირებული დიეტის არჩევას.
კარიერა: ხვალინდელი დღე არაფერ ექსტრაორდინარულს არ გპირდებათ, გარდა ერთი გამონაკლისისა - თქვენი ერთ-ერთი კლიენტი (პარტნიორი, უფროსი) საოცარ მოუთმენლობას გამოავლენს იმის მისაღებად, რასაც დიდი ხანია ელის, ჯოხი კი თქვენზე და თქვენს თანამშრომლებზე გადატყდება. მზად იყავით.
სიყვარული: შექმენით რაიმე ახალი თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. მაგალითად, მარტივად დასამზადებელი ავეჯი, სათამაშოები, დეკორისთვის გამოსადეგი ნივთები... მოკლედ, რაც მოგესურვებათ, მთავარია, ერთად აკეთოთ.



კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროებს კარგი მადა ექნებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენჯერაც „გემრიელობებს“ გვერდით ჩაუვლით, პირი ჩაიტკბარუნოთ. სვით ბევრი წყალი და ერიდეთ ტკბილეულს. დიდია შანსი, ზედმეტი წონის „შესრუტვის“. 
კარიერა: ნუ დაუთმობთ ბევრ დრო ზედმეტი ფულის გამომუშავების უნიკალური გზების ძიებას. ამიერიდან ყველაზე მომგებიან პასუხებამდე ყველაზე მარტივი და ბუნებრივი გზებით მიხვალთ.
სიყვარული: ხომ იცით, სიყვარული და გონიერება ხშირად ვერ მეგობრობენ... თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენს ურთიერთობაში ხვალინდელ დღეს მომხდარი ცვლილებები არ მოეწონება. ეცადეთ, შეინარჩუნოთ თქვენში არსებული სიგიჟის ერთი წვეთი მაინც.



ტყუპები
ჯანმრთელობა: დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება იგრძნოთ. ეს სტრესთან და გადაღლილობასთან იქნება დაკავშირებული. ეცადეთ, ყველაფრის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. 
კარიერა: სამსახურში მიიჩქარით? კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, მიგაქვთ თუ არა თან ყველა საჭირო ნივთი. გადაღლილობამ შესაძლოა, თავი გულმავიწყობაში იჩინოს. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან ერთად რაც შეიძლება დიდი დროის გატარება მოუნდება. შეეცადეთ, გადადოთ ყველა შესაძლებელი საქმე, შეხვდეთ და ყველაზე გულთბილი ღიმილით შეეგებოთ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ნურავისთან საუბრისას ნუ აუწევთ ხმას. შესაძლოა, არა მხოლოდ იოგები, არამედ ნერვებიც დაიზიანოთ. 
კარიერა: კარგად უნდა დაფიქრდეთ, რამდენად შეგეფერებათ ის სამუშაო, სადაც ახლა მუშაობთ. რამდენად ესადაგება ის თქვენს მორალურ, ფიზიკურ და ფულად მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. იქნებ, სამუშაო ადგილის შეცვლის დროა?
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გვერდით თავს მარტოდ და მოწყენილად იგრძნობთ. როგორც არ უნდა ეცადოს ის სიტუაციის გამოსწორებას, არაფერი გამოუვა, ამას თავად თუ არ მოინდომებთ.



ლომი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, ხვალ თქვენს ზურგს თუ მიაქცევთ ყურადღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ცხოვრების მჯდომარე წესით გიწევთ ცხოვრება. ნუ დაიზარებთ, ხვალიდანვე დაიწყეთ ზრუნვა თქვენი ზურგის კუნთების გაძლიერებაზე.
კარიერა: ვერ გაუძლებთ ხვალინდელი დღის დატვირთვას, თქვენი ორგანიზმის მოთხოვნებს თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ. დროის ეკონომია პატარა შესვენებებსა და საჭმელზე დაუშვებელია!!!
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენს გარეშე წუთის გატარებაც კი გაუჭირდება. რეკორდულად ბევრჯერ დაგირეკავთ, გამოგიგზავნით შეტყობინებებს. საქმეში ხელი არ შეგეშლებათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დროზე მორჩებით გადაუდებელ საქმეებს და საყვარელ ადამიანთან გაეშურებით.



ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ ემოციურ მხნეობას იგრძნობთ, რომლის დახმარებითაც ყველა სირთულესთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან!
კარიერა: საქმესთან დაკავშირებული ყველა რთული პრობლემა მარტივად გადაიჭრება ფინჯან ჩაისთან ერთად, მყუდრო კაბინეტში. გაითვალისწინეთ, რომ კარგ კომპანიაში წარმატებული იდეები იბადება.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი სიყვარულის სახელით ხვალ რაიმე გმირობის ჩადენა მოუნდება. თქვენი ვალია, გაამხნევოთ და წაახალისოთ ამ გმირობისთვის.



სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლიანად თქვენს ხასიათზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო ოპტიმისტურად შეხედავთ აწმყოსა და მომავალს, მით უფრო თავისუფლად ისუნთქებთ და უფრო სწორი იქნება თქვენი გულისცემა.
კარიერა: მოგიწევთ, გამოიჩინოთ ძალისხმევა და გამოძებნოთ დრო თქვენი ნამუშევრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამის გარდა, შესაძლოა, თქვენთვის მაკომპრომეტირებელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ასე რომ, იყავით ყურადღებით და ფრთხილად. რეპუტაციის დაკარგვას დიდი დრო არ სჭირდება, ხოლო მის აღსადგენად უდავოდ დაგჭირდებათ დიდი დრო.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუნდება, გიბრძანოთ და ამ საქმიანობით ის სიამოვნებით დაკავდება. თუკი მსგავს მდგომარეობაში ყოფნა არ გაწყობთ, უმჯობესია, თავიდანვე შეატყობინოთ მას. გახსოვდეთ, რომ კარგს მალევე ეჩვევიან და იქნებ, თქვენი რჩეულიც მიეჩვიოს?



მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ორგანიზმის გამოსაკვლევად და ასევე, ვაქცინაციისთვის. თავად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ პირველ რიგში.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მიაქციოთ ახლობელი ადამიანების „გამოხტომებს“ და თქვენზე „თავდასხმის“ მცდელობებს. თუკი ამ ყველაფრის მოთმენა შეუძლებელია, გადაეშვით მთლიანად სამუშაო საქმეებში. ეცადეთ, არ დაივიწყოთ, რომ დასვენების უფლება თქვენც გაქვთ, უბრალოდ, დაისვენეთ მარტოობაში.
სიყვარული: ცოტაოდენი ალკოჰოლი შვებას მოგგვრით, რაც დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვაში. თუმცა, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა, ამ ყველაფერში ხელი შეგიშალოთ. ასე რომ, აკონტროლეთ საკუთარი თავი.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ნუ ეტყვით თქვენს სხეულს უარს დამსახურებულ რელაქსაციაზე, მით უმეტეს, თუკი თქვენი სხეული აშკარად გაგრძნობინებთ, რომ ეს თქვენ ძალიან გჭირდებათ.
კარიერა: ხვალინდელი დღე იდეალურია საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად. ეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გააკვირვოთ თქვენი არსებული და პოტენციური კონკურენტები. ამიტომ ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. დაუჩქარეთ და იმოქმედეთ.
სიყვარული: ხვალ მოულოდნელი შეხვედრა გელოდებათ, რომელიც თქვენი ცხოვრების სისწორესა და ჰარმონიაზე, ცოტა არ იყოს, დაგაფიქრებთ. მოგინდებათ, ყველაფერი კარგად გაიაზროთ, გააანალიზოთ და იპოვოთ მოულოდნელი, შესაძლოა, თქვენთვის არასასურველი გამოსავალი. მიუდექით ამ საკითხს სერიოზულად!



თხის რქა

ჯანმრთელობა: მიეცით თქვენს სხეულს გამოძინების საშუალება. 8 საათი ძილი - ეს ის მინიმუმია, რომლის გარეშე, უბრალოდ, თქვენი არსებობა წარმოუდგენელია. ხოლო 9 ან 10 საათი ძილი - ეს საუკეთესო ვარიანტია.
კარიერა: ნუ გაუმხელთ თქვენს კოლეგას, ხელმძღვანელს ან პარტნიორს, რას ფიქრობთ მათზე, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანებზე მცდარი წარმოდგენა გაქვთ. გახსოვდეთ, რომ ერთად ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გადასაწყვეტი. იქნებ ღირდეს, იყოთ უფრო ტოლერანტული.
სიყვარული: რაც არ უნდა დაფიქრებული აზრები გქონდეთ, მაინც მერყეობთ. სამწუხაროდ, თქვენი დახმარება შეუძლებელია, უბრალოდ, ეცადეთ, თქვენი ყოყმანი სხვას არ მოახვიოთ თავს. თუკი ვინმე რჩევას მოგცემთ - აუცილებლად მიიღეთ. შესაძლოა, ეს საუკეთესო რჩევა არ იყოს, მაგრამ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.



მერწყული

ჯანმრთელობა: მერწყულებო, ხვალ შესაძლოა, ძალებისა და ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ. ეცადეთ, არ გადაამეტოთ საკუთარ შესაძლებლობებს. კარგი იქნება, თუკი ოქროს შუალედს გამონახავთ.
კარიერა: ჯანმრთელობაში უკვე მოგახსენეთ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს არ უნდა გადაამეტოთ. დიახ, თქვენ ძლიერი და ნიჭიერი ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი ნიჭი და სიძლიერეც კი უსაზღვროა, რამაც შესაძლოა, ამა თუ იმ სიტუაციაში გიმტყუნოთ, რაც სამსახურში მხოლოდ უსიამოვნებას მოგიტანთ. „ესა თუ ის მომენტი“ კი, შესაძლოა, სწორედ ხვალ დადგეს.
სიყვარული: ხვალ ძალიან მოგინდებათ ცეკვა, თანაც არა მხოლოდ საყვარელ ადამიანთან, არამედ საწინააღმდეგო სქესის მქონე სხვა ადამიანთან. ეს არ მოგიტანთ უსიამოვნებას პირად ცხოვრებაში. უბრალოდ, პატარა თავგადასავლისა და მრავალფეროვნების სურვილია.



თევზები

ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რკინით გამდიდრებულ პროდუქტებს. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად, თქვენს ორგანიზმს სწორედ ეს სჭირდება. მოიმარაგეთ ბლომად ვაშლი და მიირთვით.
კარიერა: თუკი ძალებს არ მოიკრებთ, დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრები უშედეგოდ ჩაივლის. ხშირად გაიღიმეთ და იყავით უფრო კომუნიკაბელური. გახსოვდეთ თქვენი ხასიათის მხოლოდ დადებითი შტრიხები და ეცადეთ, მხოლოდ ამით იცხოვროთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ. ახლა მას ყველაზე მეტად მორალური მხარდაჭერა სჭირდება: რთულ მომენტში გვერდით დგომა, მხარი, რომელსაც თავს დაადებს და ერთჯერადი ცხვირსახოცები - იმისთვის, რომ ტირილით გული იჯეროს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?