11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 

ვერძი
ჯანმრთელობა: არ ღირს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს ფიქრი. ასე თქვენს ნერვებსა და ძალებს ფუჭად დახარჯავთ, პრობლემები რამდენიმე დღეში თავად გადაიჭრება, თანაც ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. 
კარიერა: ხვალ მადლობის თქმა ყველა იმ ადამიანისთვის მოგიწევთ, ვისაც ოდესმე რაიმე წვლილი შეუტანია თქვენს წარმატებაში. ასეთი ადამიანი, ალბათ, ბევრი გეყოლებათ გარშემო. ნუ დაიზარებთ მადლობის თქმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატება ზურგს დიდი ხნით გაქცევთ. 
სიყვარული: თქვენც და თქვენს მეორე ნახევარსაც კარგად გესმით, რომ ყველაფერი გააკეთეთ კონფლიქტის მოსაგვარებლად და მეტი აღარაფერი შეგიძლიათ. ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევაა საჭირო. როგორ რჩევას მოგცემთ, ეს არავინ იცის. ასე რომ, მზად იყავით ყველანაირი დასასრულისთვის.



კურო
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ არ დაივიწყებთ, რომ ხშირად ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. ეცადეთ, დამშვიდდეთ და ემოციებს არ აჰყვეთ. თქვენს ნერვულ სისტემას ეს ნამდვილად წაადგება. 
კარიერა: ხვალ შესაძლოა, უფროსთან უთანხმოება მოგივიდეთ. ეცადეთ, ყველაფერი მისი მითითებისამებრ გააკეთოთ და ზედმეტად თვალში არ მოხვდეთ. 
სიყვარული: პერსპექტიული ნაცნობობის შანსი ძალიან მაღალია. ეცადეთ, გაზაფხულის ფერებს შეუსაბამოთ თქვენი განწყობა და ტანისამოსის ფერებიც ადეკვატურად შეუხამოთ ერთმანეთს, რათა შთაბეჭდილების მოხდენა საპირისპირო სქესის ნებისმიერ წარმომადგენელზე შეძლოთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: დროა, დიდი ხნის წინათ გადადებული საქმეები გაიხსენოთ და მათ მოგვარებაზე იფიქროთ. ხვალ შეძლებთ, სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეთ ყველა პრობლემას. შემდგომისთვის კი გაითვალისწინეთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადადება ყველაზე დიდი დანაშაულია!
კარიერა: დაპირისპირების დრო დასრულდა. შეგიძლიათ, თამამად მოიხსნათ ჯავშანი. ხვალ არავინ შეეცდება, წინ აღუდგეს თქვენს გამარჯვებას. 
სიყვარული: ხვალ თქვენ საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან დაკავშირებული სერიოზული გეგმები აქვს. შესაძლოა, სიყვარული აგიხსნათ, ხელი გთხოვოთ, ანდაც მიგახვედროთ, რომ თქვენგან შვილი უნდა. ეცადეთ, ადეკვატურად მიიღოთ ეს სიახლე.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კირჩხიბების ცხოვრებაში მაღალემოციური პერიოდი დგება. თავს შეგახსენებთ დაავადებები, რომელთა შესახებ უკვე აღარც კი გახსოვდათ. იყავით ყურადღებით. დიდია თირკმელების დაავადების რისკი.
კარიერა: შესაძლებლობა გექნებათ, შეცვალოთ ის დინება, რომელშიც ახლა თქვენი ცხოვრების მდინარე მიედინება. იყავით ყურადღებით! ადვილი შესამჩნევი არ იქნება ის მიმართულება, რომლის არჩევაც თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. 
სიყვარული: ყველაფერი, რასაც ხვალ მოიმოქმედებთ, თქვენი სასიყვარულო ტანდემისთვის ბედნიერების მომტანი იქნება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი თავად არ მოისურვებთ საპირისპიროს.



ლომი
ჯანმრთელობა: დაიცავით თავი გაციებისგან. მაშინაც კი, თუ საერთოდ ვერ გრძნობთ სიცივეს, ნუ ჩაიცვამთ თხლად. ამისთვის ჯერ საკმარისად არ თბილა. 
კარიერა: განსაკუთრებით აქტუალური ხვალ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. თუ თქვენი სამსახური ამ სფეროსთან არ არის კავშირში, ფრთხილად იყავით. არცთუ ადვილი დღე გელით წინ. 
სიყვარული: იყავით უბრალო და ელეგანტური. მხოლოდ სიმარტივე, გულწრფელობა და გულღიაობა დაგეხმარებათ საყვარელი ადამიანისგან სასურველი ყურადღების დამსახურებაში.



ქალწული
ჯანმრთელობა: ნუ იტყვით უარს ტკბილეულზე. თუ თქვენი ორგანიზმი ითხოვს შოკოლადს, უნდა დაიკმაყოფილოთ კიდეც მოთხოვნა, თუმცა, რა თქმა უნდა, გონივრული რაოდენობით. 
კარიერა: არ ღირს უკან დახევა მაშინ, როცა წინ დიდი წარმატება გელით! სირთულეებს მებრძოლი განწყობით უნდა შეხვდეთ! ასე რომ, ნუ შეშინდებით, წინ!
სიყვარული: ნუ გადატვირთავთ თქვენს გონებას უსასრულო ფიქრით თქვენი საყვარელი ქალაქის ქუჩებში სეირნობისას. დიდია შანსი, თქვენს მეორე ნახევარს სწორედ ხვალ გადაეყაროთ. სამწუხარო იქნება, თუ შანსს ხელიდან გაუშვებთ.



სასწორი
ჯანმრთელობა: სტომატოლოგთან მისვლის დროა, თქვენ კი საკუთარ კბილებში ფულის დახარჯვა გენანებათ? წასვლა მაინც მოგიწევთ! თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ კბილების გარეშე დარჩენა არ გსურთ. 
კარიერა: ხვალ თქვენთვის არასასურველ დიალოგს სამსახურში ვერ გაექცევით. სამაგიეროდ, მიხვდებით, როგორ შეგიძლიათ სამუშაო დრო და ძალები ოპტიმალურად გაანაწილოთ. თანამშრომელთან საუბრისას კი გულთბილად გაღიმებას ნუ დაივიწყებთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ყველაფერი ზღაპრულად, ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით მოგვარდება. მთავარია, თავად გწამდეთ მომავალი ბედნიერების, დანარჩენი კი დროისა და ტექნიკის ამბავია.



მორიელი
ჯანმრთელობა: დროა, მკურნალობის მეთოდები შეცვალოთ. მოიძიეთ ინფორმაცია უფრო უსაფრთხო და მეტად ეფექტური გზების შესახებ.
კარიერა: დღე წარმატებული იქნება სხვადასხვა ტიპის პრობლემების გადასაჭრელად. განსაკუთრებით, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების. საქმეს წარმატებული დასასრული ელის. ფინანსური პრობლემები კი, პრაქტიკულად, თქვენი მონაწილეობის გარეშე არ გადაიჭრება. 
სიყვარული: საყვარელი ადამიანი მიზნების მიღწევაში გარკვეულწილად ხელს შეგიშლით. ამას გაუაზრებლად გააკეთებს, გაბრაზება არ ღირს, თუმცა ეცადეთ, მიუთითოთ მას საკუთარ შეცდომაზე ისე, რომ გული არ ატკინოთ.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, რძის პროდუქტების მიღებაზე თავი შეიკავოთ. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრილმა ცილებმა შესაძლოა, თირკმლის პრობლემები შეგიქმნათ. 
კარიერა: ხვალ დასვენებისთვის დრო საერთოდ არ დაგრჩებათ და კონტრაქტში გაწერილზე დიდხანს მოგიწევთ მუშაობა. თუმცა, თუ გაგიმართლათ, თქვენი ეს გარჯა აუცილებლად დაფასდება. 
სიყვარული: ეცადეთ, წყნარად და მშვიდად აუხსნათ თქვენს საყვარელ ადამიანს, რას ითხოვთ მისგან. მოაგვარეთ პრობლემები ფუჭი კონფლიქტების გარეშე. შედეგი გაცილებით მომგებიანი იქნება.



თხის რქა
ჯანმრთელობა: უძილობა თქვენი საქმიანობის ხარისხზე დიდ გავლენას მოახდენს. ეცადეთ, ძილს მეტი დრო დაუთმოთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ თანამშრომლებთან ლაპარაკში არ გაერთოთ. თქვენ, ისევე როგორც მათ, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოგეპაროთ, რომელიც თქვენი სამუშაო დღის წარმატებაზე დიდ გავლენას მოახდენს.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ თქვენ სიყვარულს საქციელითაც დაამტკიცებთ. მხოლოდ ლამაზი სიტყვები კარგს არაფერს მოგიტანთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: დილა, შესაძლოა, თავის ტკივილითა და სისუსტის შეგრძნებით დაიწყოთ. ნუ ინერვიულებთ, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება ჯანმრთელობის გამო არ მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.
კარიერა: ხვალ პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი იქნება, თუ საკუთარ გეგმებს გვერდით გადადებთ და მათ დაეხმარებით, ვისაც თქვენი თანადგომა ახლა ძალიან სჭირდება. ეს კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ ხვალ ფორტუნამ სწორედ თქვენ გაგიღიმოთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან ერთად დროის გატარება ახლა ძალიან სჭირდება, რათა პროფესიულ ასპარეზზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად მშვიდად იფიქროს გამოსავალზე. ნუ ეტყვით უარს კომპანიაზე.



თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელი და ლამაზი კანისთვის ბრძოლა უნდა დაიწყოთ. აკნესთან საბრძოლველად აუცილებელია, სწორად იკვებოთ. გამოიყენეთ დერმატოლოგის მიერ რეკომენდებული ლოსიონები. 
კარიერა: დუმილის დრო დასრულდა! თუ აქამდე გარკვეული მიზეზების გამო ფიქრობდით, რომ თქვენი აზრები გულში უნდა ჩაგემარხათ და ხმამაღლა არ უნდა წარმოგეთქვათ, ახლა აუცილებლად გაუზიარეთ იდეები სხვებს. ხვალინდელი დღე თქვენი წარმატების დასაწყისი იქნება. 
სიყვარული: კამათისას აუცილებლად ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს ოპონენტს. საუბარს ნუ გააწყვეტინებთ. საპასუხო დარტყმისთვის ასე უკეთ მოემზადებით და გამარჯვება თქვენს მხარეს იქნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?