19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, რომ მუხრუჭები არა მხოლოდ ფრთხილი ადამიანებისთვის არის შექმნილი, არამედ მათთვისაც, ვინც საკუთარი სხეულის ნაწილებს ნამდვილად უფრთხილდება. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შესაძლო ტრავმები თავიდან აიცილოთ.
კარიერა: თავს მოწყენილად და მარტოსულად იგრძნობთ. საყვარელი საქმიანობაც კი ვერ შეგიქმნით სასიამოვნო ატმოსფეროს. თუკი შეძლებთ, თუნდაც რამდენიმე წუთით არ იფიქროთ იმის შესახებ, რომ სამყარო ცარიელი და ცივია, თქვენი საქმიანობა გაცილებით ეფექტური იქნება. აი, ნახავთ!
სიყვარული: ხვალ, სულიერ სიახლოვეს იგრძნობთ. როგორც იქნა, ვიღაც შეძლებს თქვენს გაგებას და ღირსეულად დაფასებას, რადგან მას, ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც თქვენ. ეცადეთ, უფრო დაუახლოვდეთ ადამიანებს, თუმცა ახლო ურთიერთობებისგან მიღებული სიამოვნება, შესაძლოა, საეჭვო იყოს.



კურო

ჯანმრთელობა: საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ დაავადების განკურნებით არ გამოიხატება. მთავარია, ხელი შეუშალოთ მათ წარმოქმნას. დროა აირჩიოთ, რომელიმე სპეციალური გამოსაჯანმრთელებელი სისტემა.
კარიერა: 
თქვენთვის უკეთესი იქნება, თუკი სამუშაოს სუფთა ჰაერზე შეასრულებთ. თუკი თქვენი საქმიანობის ოთხი კედლიდან გატანა გაგიჭირდებათ, მაშინ ხშირად გამოაღეთ ფანჯარა.
სიყვარული: ხვალ, დიდი ალბათობით, ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელსაც მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება ეძებდით და რომელიც შესაძლოა, თქვენს მომავალს დაუკავშირდეს. მთავარია, შეძლოთ მისი გამორჩევა მსგავსი ადამიანებისგან.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად, ფხიზელი გონებით შეაფასეთ, რადგან მისი მცდარი შეფასება ხელს შეგიშლით საჭირო ზომების დროულად მიღებაში, რასაც, შესაბამისად, არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება.
კარიერა:
სრულიად მოულოდნელად, თავში საშინელი აზრი მოგივათ, რომელიც სერიოზულად დაგაფიქრებთ და მას  ჩაინიშნავთ კიდეც, იმისთვის რომ არ დაგავიწყდეთ და კომპეტენტურ ადამიანებს გაუზიაროთ. თუკი, რა თქმა უნდა, გამბედაობა გეყოფათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ნებისმიერ ავანტიურაზე მარტივად დაგითანხმებთ, რადგან თქვენც ოცნებობთ ავანტიურებსა და თავგადასავლებზე. მთავარია, არ გადაამეტოთ და გახსოვდეთ უსაფრთხოების შესახებ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გამოიჩინეთ სიფრთხილე ინტენსიური სპორტული ვარჯიშის დროს. ძლიერმა დატვირთვამ, შესაძლოა, კუნთების სპაზმი გამოიწვიოს. ნუ ეცდებით მორიგი რეკორდის დამყარებას.
კარიერა: ხვალინდელი დღე დაგეხმარებათ ურთიერთობების დალაგებაში მათთან, ვინც თქვენგან შორს არის. უშუალოდ ვინ იგულისხმება - შორეული ნათესავები, რომლებიც თქვენგან შორს ცხოვრობენ თუ  უცხოელი პარტნიორები - ვარსკვლავები არ აკონკრეტებენ. იქნებ სცადოთ და დაუყოვნებლივ აღადგინოთ ყველასთან ურთიერთობა.
სიყვარული:
ხვალ სრულიად შესაფერისი საღამო გელით იმისთვის, რომ რაიმე აღიაროთ. შესაძლოა - სიყვარული. შესაძლოა ის, რომ 20 წლის წინათ, თქვენ მიირთვით მთელი ქილა მურაბა და ამის გამო დასჯილი თქვენი უმცროსი ძმა, სრულიად უდანაშაულოა. იფიქრეთ, იქნებ კიდევ რამე გაგახსენდეთ. ხვალამდე  დიდი დროა.



ლომი
ჯანმრთელობა: 
თუკი მიეჩვიეთ, რეგულარულად იმუშაოთ საკუთარ თავზე, ხვალ თქვენი ძალისხმევის შედეგს იგრძნობთ. ნამდვილად გაგიჩნდებათ იმის მიზეზი, რომ შესანიშნავი ფიგურა გამოაჩინოთ.
კარიერა:
ლომებო, უნდა იყოთ გაწონასწორებული და მშვიდი, რადგან მხოლოდ თქვენ შეგწევთ უნარი, თქვენ გარშემო აბობოქრებული სიგიჟე დააბალანსოთ. ეცადეთ, დაამშვიდოთ გარშემომყოფები და გიხაროდეთ, რომ თქვენც არ მოხვდით გაურკვევლობაში.


სიყვარული: შეგიძლიათ, იამაყოთ საკუთარი თავით, რადგან შეუძლებელს შეძლებთ. თქვენი საყვარელი ადამიანი, სხვათა შორის, ამას შეამჩნევს დააფასებს, რადგან თქვენი წყალობით მისი ცხოვრებაც შეიცვლება. ამიტომ ჯერ რთული საქმისთვის მოემზადეთ, შემდეგ კი - გამარჯვებულის გვირგვინისთვის.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ნუ მისცემთ ფიქრებს თქვენი შეპყრობის საშუალებას. ცუდი ფიქრები გაცლიან ენერგიას და არ გაძლევენ მშვენიერი ცხოვრებით დატკბობის საშუალებას. ეს თქვენს ჯანმრთმელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
კარიერა:
გაგიკვირდებათ, მაგრამ ხვალინდელი დღე გაცილებით შეეფერება რომანტიკულ თავგადასავლებს, ვიდრე სამუშაო საქმიანობას. იქნებ, დაივიწყოთ სამსახური და იცხოვროთ  შეყვარებული ადამიანის ცხოვრებით. მით უმეტეს, რომ თქვენი შრომა სასარგებლოს არაფერს მოიტანს.
სიყვარული:
დაივიწყეთ ყველა საქმე და გამოიწვიეთ საყვარელი ადამიანი საცეკვაოდ. ნუ იქნება მეჯლისი ან წვეულება. ცეკვა სამზარეულოში ან მისაღებ ოთახშიც შეიძლება - მთავარია, გარემოცვა და ისეთი ცეკვა, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ.



სასწორი
ჯანმრთელობა:
მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს და არ უარყოთ მათი იდეები ყველაფრის შემოწმების გარეშე. არ არის გამორიცხული, რომ მათ სიტყვებში სიმართლის მარცვალი იყოს.
კარიერა: თქვენ სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით, მაგრამ გავიწყდებათ, რომ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენი საქციელი გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ძვირფას დროს სწავლას უთმობთ. სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს სრულყოფილებას ფეხს დაადგამთ.
სიყვარული:
ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, ხალისიანი იყოთ. თქვენი საყვარელი ადამიანი, ისევე როგორც თქვენი ახლობლები და ნათესავები, ამას შეამჩნევს და არ შეგაწუხებთ მომაბეზრებელი შეკითხვით „რა მოხდა?“. თანაც, ამასთანავე, განწყობას აიმაღლებთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: თუკი მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი კოსმეტოლოგთან ვიზიტი, აუცილებლად დარწმუნდით მის პროფესიონალიზმში. საერთოდაც, უმჯობესია, თუკი ამ ვიზიტს გადადებთ - დიდი შანსია, თვითმარქვია კოსმეტოლოგთან მოხვდეთ.
კარიერა: ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ცუდ შედეგამდე მიგიყვანთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თუნდაც 5 წუთი გამონახოთ დასაფიქრებლად. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სიყვარული:
თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მაგრამ თავს მაინც არ გრძნობთ  კომფორტულად და ბედნიერად, გამოსავალი მხოლოდ მისი შეცვლაა, ხოლო ახალი ძიება, სავარაუდოდ, წარმატებით დასრულდება. თქვენთვის საუკეთესო არჩევანია - კურო, ქალწული ან თევზები. ვარსკვლავები არ გირჩევენ ურთიერთობას თხის რქასთან და ვერძთან.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
დიდი ალბათობით, ხვალ ნერვული შეტევის წინაშე აღმოჩნდებით. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიცალოთ უარყოფითი ემოციებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები წარმოგექმნებათ.
კარიერა:
დღის მეორე ნახევარში, ემოციური აღმასვლა გელოდებათ. სასურველია, ამ დროს სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგან ძლიერი ემოციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არასწორი არჩევანი გააკეთოთ. იმისთვის, რომ უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ, ყურადღებით დაფიქრდით საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე. 
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ რამდენიმე დეტალის გარკვევა მოუნდება. მოუყევით მას სიმართლე, მაგრამ ისე, რომ თქვენი ნათქვამი მოეწონოს და გარკვეულწილად, გაუხარდეს კიდეც.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ სპორტის ექსტრემალური სახეობა აუცილებლად შეგახსენებთ თავს და ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ. მართალია, ხვალინდელი დღე კეთილგანწყობას გპირდებათ, მაგრამ მაინც ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოების წესების შესახებ.
კარიერა: ხვალ აუცილებლად გამოგადგებათ ის ცოდნა, რომელსაც თქვენს სპეციალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სასწრაფოდ დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა, გააღრმავეთ თქვენი ერუდიცია და მიენდეთ იღბალს.
სიყვარული:
მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ბავშვური. თქვენი რჩეული, შესაბამისად, მშობლის როლში წარდგება და თქვენ შეგიძლიათ, იმედი იქონიოთ, რომ ის იქნება ალერსიანი და არ გამოირჩევა სიმკაცრით. ამავე დროს, გაარკვევთ, როგორი მშობელი იქნება ის თქვენი შვილებისთვის.



მერწყული
ჯანმრთელობა:
თქვენი ხასიათი და სასიცოცხლო ტონუსი მნიშვნელოვნად დაიწევს. ნუ დაიწყებთ ანტიდეპრესანტების მიღებას საშველად, ეცადეთ, აბების დახმარების გარეშე გაუმკლავდეთ პრობლემებს.
კარიერა:
გაცილებით მეტი საქმე გელოდებათ, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ და ამ დროს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. გარდა ამისა, ნუ იქნებით ისეთი უყურადღებო, როგორიც ამ ბოლო დროს ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაცის დაგებულ მახეში აუცილებლად გაებმებით.
სიყვარული:
ხვალ, შესანიშნავი დღე იქნება იმისთვის, რომ ისაუბროთ ყველაფერზე, რაც გაღელვებთ და საკუთარი დარდი თუ ნერვიულობა სხვებს გაუზიაროთ. თქვენ აუცილებლად მოგისმენენ და გაგიგებენ. ხვალინდელი დღე შეგიძლიათ, გულწრფელობის დღედ გამოაცხადოთ.



თევზები
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე, შესაძლოა, სტრესი იყოს. ამიტომ, თუკი საკუთარ თავს ზედმეტად მგრძნობიარედ და ემოციურად  მიიჩნევთ, აუცილებლად მიიღეთ შესაბამისი ზომები და ნერვები გაიმყარეთ.
კარიერა:
რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად. იმ შემთხვევაშიც, თუკი მოულოდნელად, ოფიციალური ან არაოფიციალური კორპორაციული წვეულების შესახებ გაიგებთ, ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, უარი თქვათ მიწვევაზე: კოლეგებსა და პარტნიორებს ისედაც ხშირად ნახულობთ.
სიყვარული:
უდავოდ, კარგია ის, რომ ორიგინალური და განუმეორებელი ხართ. თუმცა, ამის პარალელურად, კარგი იქნება, თუკი საყვარელი ადამიანის ინტერესებს, გემოვნებასა და მოთხოვნებს გაითვალისწინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, იცოდეთ, როგორ უნდა მოერგოთ თქვენს რჩეულს, რაც ხვალ განსაკუთრებით გამოგადგებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?