21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, დიეტის დაწყებას მერეც მოასწრებთ. ამ დღეს კი ბევრი ენერგია დაგჭირდებათ, ამიტომ საკვების მიღებისგან თავს ნუ შეიკავებთ.
კარიერა: მთელი დღის განმავლობაში წინა ღამით მოსმენილის, ნანახის ან წაკითხულის შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებით, რაც  თქვენს მოქმედებებზეც აისახება. შეეცადეთ, რომ ამას ნეგატიური შედეგები არ მოჰყვეს.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა აგრესიული ქმედებები იქნება. თუ რამეს შექმნის და გაკეთების სურვილი არ გაქვთ,  ნუ დაანგრევთ და გააფუჭებთ მაინც. ასე, საკუთარ თავს და გარშემომყოფებს ნაკლებ ზიანს მოუტანთ. რა თქმა უნდა, ეს პირად ცხოვრებასაც ეხება.


 


კურო
ჯანმრთელობა: სასურველია, ზედმეტად მარილიანი, ცხარე და შებოლილი კერძებისგან თავი შეიკავოთ. როგორც არ უნდა გიყვარდეთ ასეთი პროდუქტები, გახსოვდეთ, რომ თქვენს კუჭს დასვენება ჭირდება.
კარიერა: თქვენი ბიზნესისთვის ძალიან სახიფათო და არასტაბილური დღეა. დიდია იმის ალბათობა, რომ ძველ პარტნიორებთან მყარად ჩამოყალიბებული კონტაქტი გაწყდება. ამ კრიზისულ პერიოდს ისეთი ადამიანები გადაგატანინებენ, რომლებისგანაც თანადგომას ყველაზე ნაკლებ ელით.
სიყვარული: სახლში შესაძლოა, რაღაც ისეთი მოხდეს, რითაც უკმაყოფილო დარჩებით. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრს სტუმრები ეწვიონ და ამის გამო მთელი დღის დღის გეგმები ჩაგეშილოთ. თუმცა გირჩევთ, არ გააპროტესტოთ და ასეა თუ ისე, შეეგუოთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობის კომპლექსურ გამოკვლევას ჩაიტარებთ, რადგან წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელ და სასარგებლო ინფორმაცას მიიღებთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მოერიდოთ კამათს და დისკუსიას, რადგან შეიძლება, თქვენთვის ცუდი შედეგებით დამთავრდეს. ეცადეთ, რომ დღემ მაქსიმალურად მშვიდად და უკონფლიქტოდ ჩაიაროს.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს უზარმაზარი სურვილი გაუჩნდება, რომ გულში ჩაგიკრათ და მოგეფეროთ, მაგრამ ამის გაკეთება სიამაყის, მორცხვობის ან თქვენი მოუცლელობის გამო გაუჭირდება. იქნებ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და გრძნობების გამოხატვაში დაეხმაროთ?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხელსაყრელი დღეა ექიმთან ვიზიტისთვის - შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით და ბევრი დროც არ დაგეკარგებათ.
კარიერა: უზარმაზარ საქმეს შეეჭიდეთ და დროში ვერ ეტევით? სამომავლოდ ეცადეთ, ზუსტად გათვალოთ საკუთარი შესაძლებლობები. ამჯერად კი ზენორმირებული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ.  გაითვალისწინეთ, რომ უფროსისთვის სამუშაოს გადავადების თხოვნას აზრი არა აქვს.
სიყვარული: ამ დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში უფროსი თაობის ავტორიტეტი შეგაფერხებთ. ისინი და მათი ცხობრებისეული გამოცდილება საშუალებას არ მოგცემენ, ენდოთ საკუთარ ინტუიციას. შეეცადეთ, მოვლენების ამგვარად განვითარება როგორმე თავიდან აიცილოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ლომები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ პირადი ჰიგიენის დაცვისას. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ძირს დაგდებული არ უნდა მიირთვათ. ასე შეიძლება კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია აიკიდოთ. 
ბიზნესი: ფინანსურ საკითხებში თქვენი უყურადღებობა შეიძლება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე ცუდად  აისახოს. დროა, ამ თემას სერიოზულად მოეკიდოთ. ახლა შემოქმედებითი პოტენციალისა და ემოციური განწყობის თვალსაზრისით მშვენიერ ფორმაში იმყოფებით და შეეცადეთ, ეს ფაქტორი სასარგებლოდ გამოიყენოთ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი სარისკო ნაბიჯებს არ მოერიდებით, თუმცა რისკი იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეეცადეთ, სიფრთხილე არ დაკარგოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ქალწულები მეტ ყურადღებას მიაქცევენ გულსისხლძარღვთა სისტემას. ზომიერი ფიზიკური დატვირთვის გარდა, სასარგებლო იქნება, მარილი საკვები და ცხოველური ცხიმები შეზღუდოთ.
კარიერა: სირთულეებს თამამად შეხვდით, ვინაიდან რაც უფრო შეუშინდებათ წარუმატებლობას, მით უფრო რთულად მოგეჩვენებათ თქვენი საქმე. შეეცადეთ, ყველაფერს მარტივად შეხედოთ. 
სიყვარული: გაუწოდეთ დახმარების ხელი მას, ვინც ამას საჭიროებს და სანაცვლოდ ნურაფერს ელით. გჯეროდეთ, რომ თქვენი კეთილშობილება დაუფასებელი არ დარჩება: თავს საჭირო და მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნობთ და ამასთან, თქვენი მეორე ნახევარი უზომოდ იამაყებს თქვენით.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
გაუფრთხილდით ნერვებს და ყველა წვრილმანს გულთან ნუ მიიტანთ. ისიც გახსოვდეთ, რომ პრობლემებს ანტიდეპრესანტებითაც ვერ მოაგვარებთ - პირიქით, ამ დღეს წამლების გადაჭარბებულმა, დოზამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.
კარიერა: ვარსკვლავები დაუჯერებლად  წარმატებულ და იღბლიან დღეს გპირდებიან. გაითვალისწინეთ, რომ  საქმიანი კონტრაქტების გაფორმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით პროდუქტიული და სასარგებლო დღეა.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი ხუმრობის გაგება. შეეცადეთ, ისეთი რამ არ მოსთხოვოთხოლმე, რაც მის ძალებს აღემატება.  


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
თქვენს ორგანიზმს კალცი სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვების რაციონში კბილის პასტა უნდა შეიტანოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ მიირთმევთ ხაჭოს და იმ პროდუქტებს, რომლებიც კალცს შეიცავენ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მიაქციოთ ზედმეტად მყვირალა და პრეტენზიულ ადამიანს. შესაძლოა, ის კლიენტი იყოს, თუმცა მის გამო ნერვების აშლა ნამდვილად არ ღირს.
სიყვარული: კარგი იქნება, საყვარელ ადამიანთან ერთად სერიოზულად განიხილოთ რომელიმე საინტერესო წიგნი, ისაუბროთ ფილოსოფიაზე და, ბოლოს და ბოლოს, ჭადრაკი ითამაშოთ. ტვინსაც გაავარჯიშებთ და დროსაც მშვენივრად გაატარებთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
მშვილდოსნებს ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები სჭირდებათ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. შეეცადეთ, ყველა უმნიშვნელო პრობლემაზე არ ინერვიულოთ, ეს, თავის ტკივილის გარდა, არაფერს მოგიტანთ.
კარიერა: აღიარეთ, რომ შეპყრობილი ხართ სურვილით, ყველას და ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს კარგად არ დამთავრდება და იმაზეც დაფიქრდით, ღირს თუ არა ამდენი ენერგიის ხარჯვა პრინციპების დაცვაზე? იქნებ სხვებსაც აქვთ პრინცპები, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ?სიყვარული: ამ დღეს საყვარელ ადამიანთან იკამათებთ თემაზე, რომელიც არც ერთს არ გეხებათ. მაგალითად, შეიძლება განიხილოთ, რა არის სიკეთე და ბოროტება, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე, სპილო უფრო ძლიერია თუ ვეშაპი და ა.შ. მართალია, კამათში იბადება ჭეშმარიტება, თუმცა ასეთ თემებზე ჩხუბი ნამდვილად არ ღირს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ წამლების მიმართ. კარგი იქნება, თუ მედიკამენტოზური მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, კონსულტაციას ექიმთან გაივლით.
კარიერა: სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეეცადეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ასე შეძლებთ მიზნამდე მიღწევას. იყავით თავდაჯერებული და ნუ შეშინდებით. მიზნამდე უკვე იმდენხანს მიდიხართ, რომ ახლა უკან დახევა არ ღირს.
სიყვარული: საშინელი სურვილი გაგიჩნდებათ, დაიბრუნოთ ოდესღაც ძალიან საყვარელი ადამიანი და ურთიერთობები, რომლებიც მასთან გაკავშირებდათ. ამისთვის არც თავს დაზოგავთ, არც ძვირფას დროს და არც საკუთარ სიამაყეს, თუმცა თქვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები კი კიდევ არაერთხელ დაგჭირდებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს ეგზოტიკური ხილით და ბოსტნეულით. შესაძლოა, რაღაც ახალი და გემრიელი გინდათ, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ უპირატესობას ბანალურ ვაშლს მიანიჭებთ.
კარიერა: ეს თქვენი დღეა, ამიტომ ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თამამად მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და ითამაშეთ ლატარეა. თუ აზარტული არ ხართ, შეგიძლიათ, დავიწყებულ საქმეს მიუბრუნდეთ, რომლის მოგვარების იმედი დაკარგული გაქვთ. ამჯერად, ყველაფერი გამოგივათ.  
სიყვარული: ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან გულახდილობას გირჩევენ. უთხარით, რას გრძნობთ და განიცდით მის მიმართ. დაე, ეს დღე ყველა კითხვაზე პასუხის მიღების დღედ იქცეს.  


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თევზები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, თუმცა დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. კარგი იქნება, თუ მოეშვებით და საღამოს თავს სასიამოვნო გარემოში დასვენების უფლებას მისცემთ.
კარიერა: შეგიძლიათ, სამუშაოს დილიდანვე არ ეკვეთოთ, რადგან დაღლას აუცილებლად მოასწრებთ. თამამად გადით დასვენებაზე. თანამშრომლებთან ერთად განიხილეთ განვლილი დღის ამბები და დასახეთ სამომავლო გეგმები.
სიყვარული: თევზებო, თუ თქვენი რჩეულის სამსახური გადაადგილებასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, მძღოლია), დღეს მასთან ურთიერთობის დეფიციტი გექნებათ. მარტოობას, როგორც წესი, წიგნის კითხვაში ან ტელევიზორთან გაატარებთ, არადა, სწორედ ამ დღეს ძალიან  გჭირდებათ  მისი ალერსი და მოფერება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?