22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ ბევრი სითხის მიღებას, განსაკუთრებით ღამით. შესაძლოა, შეშუპება იგრძნოთ, რომელიც არა მხოლოდ თვალებს „გაგილამაზებთ“, არამედ სხვა არასასიამოვნო კორექტივებსაც შეიტანს თქვენს გარეგნობაში.
კარიერა: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხვალ რომელიმე სამუშაოს დასრულება მოგიწევთ, ეცადეთ, ეს საქმე არასამუშაო გარემოში გადაიტანოთ. შესაძლოა, გამოგივიდეთ კიდეც.
სიყვარული: დაუთმეთ ხვალინდელი დღე თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ერთობლივი ფოტოების დათვალიერებას. ეს არა მხოლოდ თქვენი ბედნიერი წარსულის გახსენებაში დაგეხმარებათ, არამედ მიგახვედრებთ, რა გაკლიათ რეალურად. სხვათა შორის, საყვარელ ადამიანს ძალიან ასიამოვნებთ თუკი თქვენს ერთობლივ ფოტოს კომპიუტერზე ფონად დააყენებთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ისეთი წვრილმანები, როგორიც არის ფეხის დასველება სეირნობის დროს ან ორპირში თუნდაც, მცირე ხნით ყოფნა, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული გაციების მიზეზი გახდეს.მოუფრთხილდით საკუთარ ორგანიზმს.
კარიერა:  ხვალ, მოგიწევთ იმის გარკვევა, რას ფიქრობს თქვენი ხელმძღვანელი თქვენზე, როგორც თანამშრომელზე და ასევე, როგორც ადამიანზე. შესაძლოა, მსგავსი მონაცემები დაგეხმაროთ იმის გარკვევაში, რა ხდება თქვენს სამსახურში და ოდნავ მაინც გამოასწოროთ სიტუაცია.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი საკმაოდ მარტივად აგიხსნით გარკვეულ სიმართლეს, რომლის გაგებას, რატომღაც, დიდი ხანი ვერ შეძლებთ, მაგრამ როგორც კი გაიგებთ, თავს თავისუფლად იგრძნობთ და მზად იქნებით ახალი გამოწვევისთვის. აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა თქვენს მეორე ნახევარს ამ გრძნობისთვის.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენთვის აუცილებელია რაციონის სწორად დაბალანსება. თუკი დიეტებმა უკვე მოგაბეზრეს თავი, შეგიძლიათ, მაცივრის პროდუქტებით შევსებაზე იფიქროთ.
კარიერა: ხვალ, ვიღაცის იდეა შესაძლოა, თქვენთვის გადამწყვეტი იყოს. განსაკუთრებით, თუკი მას სწორად გამოიყენებთ და მისი დახმარებით თქვენს კომპანიას უდავო სარგებელს მოუტანთ. თუმცა, ეცადეთ, პლაგიატიას თავი აარიდოთ: წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი დამატებითი პრობლემა შეგექმნებათ.
სიყვარული: ხვალ გაიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში სულ ცოტა ხნის წინ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ისეთი, რომ თქვენ ამ სიტუაციას არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ, ხოლო მან არ აგიხსნათ, როგორ მიიღო ეს მოვლენა თავად. ხვალ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება.        


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი სპორტულ ვარჯიშზე ან ცეკვაზე. ეცადეთ, გამონახოთ სავარჯიშო დრო, რადგან თუკი ახლა, დიდი ხნით შეწყვეტთ ვარჯიშს, მასთან ხელახლა დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ.
კარიერა: იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოთ, ახლა, ისე როგორც არასდროს, მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გლობალურ სამომავლო პერსპექტივებზე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არ ინანებთ. გამბედაობა მოიკრიბეთ და თავდაჯერებულად იმოქმედეთ!
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს დასჭირდეს, ამიტომ იყავით ყურადღებით: არ გამორთოთ მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი და მზად იყავით იმისთვის, რომ მომხდარ მოვლენაზე შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად მოგიწიოთ რეაგირება.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
თუკი საუბარია ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე ან ჩატარებულ მკურნალობაზე, მიღწეულ შედეგზე ნუ გაჩერდებით! ახლა თქვენთვის აუცილებელია მიღებული რეზულტატის გამყარება.
კარიერა:
იყავით თავდაჯერებული და ნუ მისცემთ სხვას თქვენთვის პირობების წაყენების უფლებას. ახლა თქვენ, მეტ-ნაკლებად უფრო მომგებიან სიტუაციაში იმყოფებით, ვიდრე თქვენი კოლეგები. ასე რომ, შეძლებთ, სრულად დაიცვათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები.
სიყვარული:
თქვენს რჩეულს მოეჩვენება, რომ ის ზუსტად კითხულობს თქვენს ფიქრებს, აზრებს და ზუსტად იცის, თუ როდის, რა და რატომ უნდა გააკეთოთ. ნუ დასცინებთ მას ძალიან ხმამაღლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეეშლება. შესაძლოა, რაღაც მხრივ, ის მართალიც იყოს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ, დღის მანძილზე თავს ჯანმრთელად იგრძნობთ, რაც ძალიან გაგახარებთ და გაგაკვირვებთ კიდეც. არ ღირს ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება და მთელი დღის მანძილზე სახლში უსაქმურად ჯდომა. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ენერგია.
კარიერა: არ იჩქაროთ ერთი სახის მოქმედებიდან მეორეზე გადასვლა. სისწრაფემ, შესაძლოა, დაგაბნიოთ და არ არის გამორიცხული, „გაფუჭებული“ საქმის გამოსწორებაში მთელი დღე დაგეხარჯოთ.
სიყვარული: შეგიძლიათ, გაუმხილოთ მეორე ნახევარს თქვენი მოსაზრება, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ის გაითვალისწინებს. უბრალოდ, გარკვეული ფაქტორები მოქმედებს  მოცემულ სიტუაციაზე და მას არც უფიქრია თქვენი წყენინება. ეცადეთ, არ დარჩეთ გულდაწყვეტილი.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შეეცადეთ, ბოსტნეულის ან თევზის დიეტა დაიცვათ. ბურღულეულის - არ ღირს: შედეგი შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს. ხორცი და მით უმეტეს, ნახევრად ფაბრიკატები, დროებით დაივიწყეთ.
კარიერა: ნუ შეგეშინდებათ თამამი ნაბიჯების გადადგმის. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის კაბინეტის კარის ფეხით შენგრევას ვარსკვლავები არ გირჩევენ, მაგრამ შეგიძლიათ, გულწრფელად და კორექტულად ესაუბროთ თქვენს უფროსს, რას ფიქრობთ თქვენი სამუშაოს მიზანშეწონილობაზე. 
სიყვარული: ხვალ საკუთარ თავს წარსულში დაინახავთ და გაგიკვირდებათ, როგორ შეგეძლოთ შეხვედროდით ამ ადამიანს. თუკი თქვენს ცხოვრებაში ეს პერიოდი არ იქნებოდა, შესაძლოა, ვერასდროს გამხდარიყავით ისეთი ბედნიერი პირად ცხოვრებაში, როგორიც ახლა ხართ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, ზოგად სისუსტეს იქ ეძებთ, სადაც ის შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს. ხვალ აუცილებლად შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც ამის შესახებ გეტყვით. ნუ უგდებთ ყურს მის საუბარს. უბრალოდ, თქვენ უფრო მგრძნობიარე იქნებით, ვიდრე ჩვეულებრივ.
კარიერა:
ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თქვენს მოქმედებებს ახალი მიმართულება მოუძებნოთ. თუკი არ გაქვთ ახალი ბიზნესის წამოწყების ან პროფესიის შეცვლის შანსი, ეცადეთ, თქვენი რუტინული საქმიანობა გაამრავალფეროვნოთ, რისი შესაძლებლობაც, აშკარად გაქვთ.
სიყვარული: საკუთარ გრძნობებსა და გამოცდილებაზე ფოკუსირება არ ღირს. შეხედეთ სამყაროს და ურთიერთობებს საყვარელი ადამიანის თვალით. სავარაუდოდ, წინ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ, თუმცა ყველა მათგანი როდი იქნება თქვენთვის სასიამოვნო.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ნუ შეეჭიდებით სიმძიმეებს, რადგან საფრთხის წარმოქნის რისკი დიდია. შესაძლოა, რაიმე დიდი ან მძიმე ნივთის დაცემით ფეხი ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი დაიზიანოთ. ასე რომ, არ გადადგათ ავეჯი ან აკვარიუმი. ჯანმრთელობა გაცილებით ძვირფასია.
კარიერა: ერთ და იმავე დავალების გადასაწყვეტად დიდი დრო არ დაგჭირდებათ, თუმცა ცხოვრება და საყვარელი საქმიანობა, თქვენი გეგმების გაუთვალისწინებლად მუდმივად გიგზავნით წარმოუდგენელი რაოდენობის საქმეებს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და შეახსენეთ გარშემომყოფებს, რომ თქვენც გაქვთ დასვენების უფლება.
სიყვარული:
თქვენ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და არ უნდა იყოთ ბუნებრივი გაგრძელება თქვენი მეორე ნახევრისთვის. თუკი საკუთარი ინტერესები და გატაცება არ გექნებათ, გარშემომყოფებისთვის და, პირველ რიგში, საყვარელი ადამიანისთვის ყოვლად უინტერესო პიროვნება გახდებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი „როლიკებით“ სეირნობას გადაწყვეტთ, დაიცავით მუხლები და იდაყვები დარტყმისგან, დაჭიმულობისგან და სხვა, მსგავსი არასასიამოვნო ზეგავლენისგან.
კარიერა: გამოიჩინეთ მეტი თავშეკავებულობა ემოციების გამოხატვის დროს. უმჯობესია, ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობები დაალაგოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება მოგიწევთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს მოუნდება ნამდვილი დღესასწაული მოგიწყოთ. უცნობია, რამდენად შეძლებს საკუთარი იდეების რეალიზებას, მაგრამ ამის მცდელობაც კი აგიმაღლებთ განწყობას. თქვენი რჩეული თუნდაც ამ საქციელისთვის იმსახურებს პატივისცემას.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
დროის მართვა და გეგმების დალაგება გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი, შესაძლოა, საწოლიდან გვიან წამოდგომა იყოს. დააყენეთ მაღვიძარა უფრო ხმამაღალზე!!!
კარიერა: ცხოვრების გამოცდილებისთვის საკმარისი სიმკვეთრე არ გაქვთ ან უბრალოდ, განიცდით იმას, რომ საკუთარი თავის წარმოჩენას ვერ ახერხებთ. ამის გამო ნერვების დაზიანება არ ღირს. შეეცადეთ, უფრო მეტი კეთილი საქმე გააკეთოთ და გახსოვდეთ, რომ დილით ადრე ადგომა - უკვე გმირობაა!
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი საკმაოდ უცნაურად და უჩვეულოდ მოიქცევა, თანაც იმდენად, რომ თქვენც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად თქვენი რჩეულია და არა მისი ორეული. მოგიწევთ რეალობასთან შეგუება, მაგრამ ნუ დაკარგავთ იმედს, რომ მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
ამ ეტაპზე ძალიან ხართ გადაღლილი, შესაძლოა, ძალების მოკრება გაგიჭირდეთ. ყავის ხშირი დალევა გამოფხიზლებაში მაინც ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ გულზე კი ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს. უმჯობესია, ადრე მორჩეთ საქმიანობას და შედარებით ადრე დაიძინოთ.
კარიერა: თუკი სასწრაფოდ არ მოიფიქრებთ რაიმე ახალსა და ორიგინალურს, საქმე, რომელზეც ახლა მუშაობთ, სრული ფიასკოთი დასრულდება. მაქსიმალურად ეცადეთ, იპოვოთ არაორდინარული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი პროექტის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული:
ხვალ აბსოლუტურად აუტანელი იქნებით, რასაც თქვენი პარტნიორი აუცილებლად შეამჩნევს. ძალიან გარისკავთ, თუკი დღის გატარებას ერთად გადაწყვეტთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ერთმანეთისგან მოშორებით დაიჭიროთ თავი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?