25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: როგორც ჩანს, საკმარისი ყურადღება არ მიაქციეთ პროდუქტების შენახვის ვადას და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ხვალ კუჭ-ნაწლავის პრობლემები წარმოგექმნათ. თუმცა, დიდად ნერვიულობა არ ღირს. თუკი საჭირო ზომებს მიმართავთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ სხვის საქმეებში ჩარევას. იმ შემთხვევაშიც, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მზად ხართ, ეს სამუშაო სხვაზე უკეთ შეასრულოთ და თანაც, მნიშვნელოვნად, მაინც თავი შეიკავეთ კომენტარებისგან.
სიყვარული: ნერვიულობა არ ღირს - თქვენი ბედი ვერსად გაგექცევათ. ხვალ დაფიქრდებით, რისთვის იბრძოდით და რა მიიღეთ ამ ბრძოლის შედეგად.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული მკურნალობის კურსის შესახებ, მხოლოდ იმ პირობით, რომ თქვენ საკმარის ინფორმაციას ფლობთ და ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ. ახლა სიჩქარე კარგს ვერაფერს მოგიტანთ.
კარიერა: დაგროვილ პრობლემებთან მარტო გამკლავება გაგიჭირდებათ. მიმართეთ დასახმარებლად მეგობრებს, რომლებიც აუცილებლად გიკარნახებენ, როგორ უნდა იმოქმედოთ იმ საკითხებშიც კი, რომელიც პროფესიულ ზრდასა და ხელფასის მომატებას ეხება.
სიყვარული: თქვენი დიდი სურვილია, საყვარელმა ადამიანმა რაიმე მნიშვნელოვანი გაიხსენოს, თუმცა მისთვის ეს არც ისე ადვილია, როგორც თქვენ გეჩვენებათ. დაეხმარეთ მას და უკარნახეთ აქტიურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს აზრებთან განმარტოებით მოგიწევთ ცხოვრება.  



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ ტყუპებისთვის დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მერე რა, თუკი უამრავი საქმე გაქვთ. უმჯობესია, ერთი დღით თქვენი სურვილით დაივიწყოთ სამუშაო, ვიდრე ერთი კვირით ექიმის გამოწერილი ცნობით.
კარიერა: ნუ წამოეგებით თანამშრომლებისა თ პარტნიორების პროვოკაციებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი დაჟინებით დაგიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მოქმედების გეგმა თქვენსაზე უკეთესია. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, მათი რჩევები სამომავლოდ გამოგადგეთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი თქვენ და თქვენი რჩეული ხვალინდელ დღეს ხილსა და ბოსტნეულს დაუთმობთ. ერთად მიბრძანდით სუპერმარკეტში და საგულდაგულოდ აარჩიეთ ხილიც და ბოსტნეულიც. მთავარი არა პროცესი, არამედ შედეგია, როდესაც ერთმანეთს საკუთარი ხელით მიართმევთ ხილსა და ბოსტნეულს. ნახავთ, რამდენ სითბოსა და მზრუნველობას გამოხატავთ ერთმანეთის მიმართ.           



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს სიწყნარესა და სიმშვიდეში გაატარებთ. განმარტოება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში.
კარიერა:
ხვალ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილება. ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობით დასრულდება. უმჯობესია, დააზუსტოთ შეთანხმებები, მაგრამ გახსოვდეთ, არ გადადგათ სპონტანური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საქმიანობა კრახით დასრულდება.
სიყვარული:
გაერკვიეთ თქვენს გრძნობებში და გადაწყვიტეთ, ვინ არის თქვენი რჩეული - საყვარელი ადამიანი თუ მეგობარი? ან იქნებ, სულაც შეეჩვიეთ მას? გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გადაიყვანეთ თქვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე. თუმცა, ნუ იმოქმედებთ ძალიან მკვეთრად.



ლომი
ჯანმრთელობა:
მიღებული წამლის ეფექტმა, შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ. დიდი ეჭვია, რომ თქვენ მიერ შეძენილი წამალი ყალბია, მაგრამ უმჯობესია, კიდევ ერთხელ გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
კარიერა: სერიოზულად დაფიქრდით საკუთარ კარიერაზე და გადადგით პირველი ნაბიჯები თქვენი კარიერული ზრდისკენ. შესაძლოა, ეს ნაბიჯები არასდროს გადადგათ, მაგრამ თქვენთვის მთავარია - არა მოქმედების, არამედ აზროვნების პროცესის დაწყება, რომელიც მომავალში თქვენი მონაწილეობის გარეშე საუკეთესო შედეგამდე მიგიყვანთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოხატავს, იმდენად, რომ შესაძლოა, თავი ფაიფურის ფიგურად ან ბროლის ლარნაკად იგრძნოთ. თუმცა, ძალიან ნუ მიეჩვევით ამ მდგომარეობას, რადგან მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეცვლა უარესობისკენ.  



ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ საშინელი დღეა ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვის და თუკი მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ნუ დაიწყებთ სახლის გენერალურ დასუფთავებას. კარგი იქნება, თუკი ცხოველებსაც მოარიდებთ თავს. ყვავილებთან, ახალ საკვებთან და კოსმეტიკურ საშუალებებთანაც მეტი სიფრთხილე გმართებთ.
კარიერა: არც კი გაიხსენოთ იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრება და უფლებები გაქვთ. მაინც ვერ მოახერხებთ მათ რეალიზებას და იმისთვის, რომ გული არ დაგწყდეთ, დროებით შეეშვით მათზე ფიქრს.
სიყვარული: ხვალ ნამდვილად არ იქნება შესაფერისი დღე იმისთვის, რომ სიტყვები „სამუდამოდ“ და „არასდროს“ ბოროტად გამოიყენოთ, მისცეთ ხმამაღალი დაპირებები და ისაუბროთ ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრების პერსპექტივებზე. ეცადეთ, იყოთ უფრო მოკრძალებული და არ „გააბრაზოთ“ თქვენი ბედისწერა სამომავლო გეგმებით. მას ეს აშკარად არ უყვარს.



სასწორი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, სწორად იკვებოთ. თუკი შესაძლებლობა გექნებათ, სადილზე უარი არ თქვათ. ნუ წაიხემსებთ ზეზეულად, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით ბევრს შეჭამთ და ამგვარად მიღებული საკვები თქვენს ორგანიზმს სარგებლობას ვერ მოუტანს.
კარიერა: ნუ ისაუბრებთ თქვენს სამსახურზე ძალიან ბევრს და ნუ გაუზიარებთ მასზე შთაბეჭდილებებს მეგობრებსა და ნათესავებს, რადგან მისი სპეციფიკა თუ დეტალები ყველასთვის საინტერესო და გასაგები არ არის.
სიყვარული:
რამდენიმე საქმეზე ერთდროულად შეჭიდება არ ღირს. ამიტომ, თუკი გადაწყვიტეთ, რომ ხვალ მთელი დღე საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, მიჰყევით ამ გეგმას ბოლომდე. სხვათა შორის, თქვენს ჟესტს ღირსეულად შეაფასებენ.



მორიელი

ჯანმრთელობა: მორიელებო, ხვალ თქვენთვის  სავსებით პროდუქტიული დღეა, რადგან თქვენი ჯანმრთელობის შესანიშნავი მდგომარეობა არა მხოლოდ წარმოუდგენელი აქტიურობის საშუალებას მოგცემთ, არამედ ახალი და ორიგინალური იდეებიც დაგებადებათ.
კარიერა: ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ხვალ ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბარი გექნებათ. შესაძლოა, დამნაშავე არაფერში იყოთ და მისი თქვენდამი წაყენებული პრეტენზიები უსაფუძვლო იყოს. მაგრამ მასთან საუბარში, რამდენიმე არასასიამოვნო წუთი მაინც გექნებათ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად და ბედნიერად იგრძნოთ. შეეცადეთ, ნებისმიერი მისი ქმედება მადლობით მიიღოთ და სიხარულით გამოხატოთ. აგრძნობინეთ, რა კარგად გრძნობთ თავს მისი დამსახურებით.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ახლა თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მკვეთრი სურნელების მიმართ, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში არომატიზატორები ნაკლები რაოდენობითაა ან საერთოდ არ არის. თუკი მაინც გრძნობთ სურნელებს, დროებით უარი თქვით კოსმეტიკაზე.
კარიერა: თუკი დაწყებული საქმიანობა ისეთი წარმატებული არ არის, როგორსაც ვარაუდობდით, ნუ დაიწყებთ დამნაშავის მოძებნას. უმჯობესია, საკუთარი თავი დაადანაშაულოთ და შეეცადეთ, ყველაფერი გამოასწოროთ. იგივე ეხება არსებული პრობლემების გადაჭრას. არ ღირს ამაზე საუბარი ნაცნობებთან, პირდაპირ მოქმედებაზე გადადით!
სიყვარული: დიდი შანსია, სიყვარული და სინაზე ერთმანეთში აგერიოთ. შინაგანად წარმოუდგენელ სითბოს იგრძნობთ, ხოლო მისთვის სახელის დარქმევა გაგიჭირდებათ, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ განაგრძოთ ცხოვრება.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ დაღლილობას იგრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ შედარებით ადრე დაიძინოთ, საწოლიდან გვიან წამოდგეთ და სამსახურში ხშირად მოუწყოთ საკუთარ თავს შესვენება.
კარიერა: თუკი თქვენი პროფესია ფსიქოლოგია, იურისპრუდენცია ან საბანკო საქმეა, ხვალ შესანიშნავი დღე გელით თვითრეალიზაციისთვის. გამოიჩინეთ მეტი ძალისხმევა წარმატების მისაღწევად. შრომისმოყვარეობა და საქმისადმი არაორდინარული მიდგომა სამომავლოდ სერიოზულ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს თუნდაც მცირედი საჩუქარი მიუძღვნათ. ნუ იქნება ძალიან ღირებული ნივთი. მთავარია, თქვენმა მეორე ნახევარმა იგრძნოს, რომ ის გახსოვთ და მზად ხართ, დღესასწაულის ან სხვა მიზეზის გარეშე გაახაროთ სასიამოვნო წვრილმანებით.



მერწყული
ჯანმრთელობა:
მერწყულებო, ნუ გავიწყდებათ, რომ სუფთა ჰაერი, დილის გამამხნევებელი ვარჯიში და სიცოცხლით ტკბობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თქვენი ორგანიზმი მუდმივად ფორმაში იყოს!
კარიერა: ხვალ, ჰიპერაქტიურობით გამოირჩევით. უამრავი იდეა მოგივათ, როგორ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. მთავარია, რეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და აირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის უჩვეულო, არატრივიალური და მოულოდნელი საქციელი გაგაკვირვებთ. ისღა დაგრჩენიათ, მოიფიქროთ, როგორ შეეგუოთ მის ახალ ამპლუას. ან შესაძლოა, ის იმდენად მოგეწონოთ, რომ სამუდამოდ შეძლოთ მისი შეყვარება.



თევზები
ჯანმრთელობა:
ნუ მოითხოვთ ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღებას. ამისთვის არც ძალა გეყოფათ და არც ნერვები, ეს კი, არასასიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ. იყავით უფრო თავშეკავებული.
კარიერა: კოლეგებთან საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე საუბარი გელით. შესაძლოა, სასაუბრო თემა სამსახურს ნაკლებად შეეხოს. ძირითადად, პირად ურთიერთობებზე ისაუბრებთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ კოლეგებთან სასიამოვნო ურთიერთობები შეინარჩუნოთ. სხვაგვარად სამსახურში ყოფნა გაგიჭირდებათ.
სიყვარული: ხშირად გაიღიმეთ! ღიმილი თქვენი მთავარი იარაღია. თბილი გარშემომყოფებს გაათბობს, ცივი კი გააქვავებს. გაითვალისწინეთ, ნუ იქნებით გულგრილი გარშემომყოფებთან და საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?