26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები შეგვახსენებენ, რომ ყველაფერი, რაც ტკბილია, საზიანო სულაც არ არის. თუ რაციონს გამხმარი ხილითა და თაფლით გაამდიდრებთ, დაიკმაყოფილებთ „გემრიელობის“ მირთმევის სურვილს და თან არც ორგანიზმს ავნებთ. 
კარიერა: ხვალ საშინაო საქმეებით დატვირთული დღე გელით. მეგობრებისთვის, რომლებიც სასეირნოდ გასვლას შემოგთავაზებენ, უარის თქმა მოგიწევთ, თუმცა თუ იყოჩაღებთ და საქმეებს მალევე მოაგვარებთ, საღამოს ახლობელი ადამიანების თქვენთან დაპატიჟებას შეძლებთ. 
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანთან სრულიად გულწრფელი და გულღია უნდა იყოთ. თუ მან თქვენს სიტყვებში ან ქმედებებში სიყალბე შენიშნა, ძალიან გაგინაწყენდებათ და მის შემორიგებას დიდხანს ვერ შეძლებთ.



კურო
ჯანმრთელობა: ხვალ ფიქრის პროცესი თქვენი თავის ტვინის უჯრედებისთვის გამორჩეულად სასარგებლო იქნება, თანაც თავს დააღწევთ სხვადასხვა დაავადებებს. 
კარიერა: გაითავისუფლეთ ხვალინდელი დღე და მოაგვარეთ დაგროვებული საშინაო პრობლემები, სამუშაო მოიცდის!
სიყვარული: ურთიერთობის განვითარებისთვის აუცილებელია, შეეგუოთ გარკვეულ ფაქტებს, რომელთა შეცვლაც, უბრალოდ, არ შეგიძლიათ. არ იქნება მარტივი, თუმცა აუცილებლად უნდა ეცადოთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ სახსრების ტკივილმა თუ შეგაწუხათ, არ გაგიკვირდეთ. განსაკუთრებით შესამჩნევი ტკივილი მაღალი არტერიული წნევისას იქნება. აკონტროლეთ წნევა და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კარიერა: საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, რომელზეც სერიოზულად ღირს დაფიქრება. შესაძლოა, ეს იყოს თქვენი ახალი საქმე, ახალი კარიერის დასაწყისი. 
სიყვარული: დროა, თქვენს საყვარელ ადამიანს შეახსენოთ თქვენი გრძნობების შესახებ. უთხარით, რომ გიყვართ, პატივს სცემთ, აფასებთ და მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება გსურთ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით სასარგებლო თქვენი ორგანიზმისთვის თქვენი სხეულის მოქნილობაზე ზრუნვა იქნება. მიმართეთ სპორტდარბაზებს. 
კარიერა: ხვალ წარმატებული დღე გელით. იყავით მზად, დახვდით სიახლეებს სრულიად შეიარაღებული და ნუ გაუშვებთ ნურც ერთ შანსს ხელიდან. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი გარკვეული ქმედებებით გაანაწყენებთ. ის არ ეცდება მიზნებისა და მიზეზების ძიებას. ასე რომ, თავად მოგიწევთ ინიციატივის გამოჩენა და ყველა ნაბიჯის საფუძვლიანად ახსნა.  



ლომი
ჯანმრთელობა: ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც სულ ახლახან შეეჩეხეთ, რაღაც მითიური ძალით თავისით მოგვარდება. ახლა თქვენს გონივრულ ქმედებებზე ბევრია დამოკიდებული. 
კარიერა: ხვალ მუშაობის ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება. ასე რომ, იზრუნეთ იმაზე, რომ ხვალინდელი დღე სრულყოფილ დასვენებას მიუძღვნათ. 
სიყვარული: მეუღლის მოთმინების გამოცდას ვარსკვლავები არ გირჩევენ. ეცადეთ, შეუსრულოთ ყველა თხოვნა და ერთხელ ნათქვამი კიდევ მრავალჯერ აღარ გაამეორებინოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა: დღე თქვენს მუცლის ღრუს უნდა დაუთმოთ. ყურადღება მიაქციეთ სწორ და ბალანსირებულ კვებას. თუ, რა თქმა უნდა, მომავალში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებთან ბრძოლა არ გსურთ.
კარიერა: ყურადღებით მოუსმინეთ თითოეულ რჩევას, ვინც არ უნდა გაძლევდეთ მას. დაფიქრდით და გააანალიზეთ, შესაძლოა, სწორად მიგითითებენ შეცდომებზე. 
სიყვარული: ვარსკვლავები ინტელექტუალურ აქტივობას გპირდებიან. ნუ ინერვიულებთ პაემნის წინ. თქვენი გონებით ნებისმიერს მოხიბლავთ.



სასწორი
ჯანმრთელობა: ხელის კუნთები აუცილებლად უნდა გაივარჯიშოთ. თუმცა ჰანტელებთან დიდად გათამამებაც არ ღირს. დატვირთვის სწორ გადანაწილებაში დახმარება ამ საკითხებში გათვითცნობიერებულ პირს სთხოვეთ. 
კარიერა: საქმიან საკითხებზე თქვენმა ინტერესმა შესაძლოა, ახლობლების წრეში გამოძახილად საფუძვლიანი ეჭვიანობა ჰპოვოს. იქნებ, დაგავიწყდათ რაიმე დაპირების შესრულება?
სიყვარული: გარკვეული გაუგებრობა თუ გაჩნდება თქვენს ურთიერთობაში, ნუ შეშინდებით. დღის ბოლომდე ყველაფრის გარკვევას შეძლებთ.



მორიელი
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, რომ ბალანსირებული, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა - თქვენი ჯანმრთელობისა და ამაღლებული განწყობის გასაღებია. ასე რომ, არ ღირს წვრილმანებზე ნერვიულობა. 
კარიერა: ეცადეთ, სამსახურებრივი მოვალეობები დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგები იმაზე ძვირად დაგიჯდეთ, ვიდრე წარმოიდგენდით. 
სიყვარული: ხვალ დიდი ხნის სანუკვარი ოცნებების ასრულების დღეა. განსაკუთრებით სასიამოვნო პირადი ცხოვრების კუთხით მომხდარი ცვლილებები იქნება თქვენთვის.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: დაბალი წნევა მთელი დღის განმავლობაში შეგაწუხებთ, ასე რომ, კარგს იზამთ, თუ მნიშვნელოვან საქმეებს ხვალისთვის არ დაგეგმავთ. 
კარიერა: არ ღირს დღის სახლში, ტელევიზორის წინ გატარება. გადით გარეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა, თქვენი ბევრი ფინანსური პრობლემა ერთბაშად გადაჭრას. 
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ძველ ნაცნობებს მოიკითხავთ, გაიხსენებთ ნათესავებს, რომელთანაც დიდი ხანია, კონტაქტი არ გქონიათ.



თხის რქა
ჯანმრთელობა: არ არის გამორიცხული, კუნთების მოულოდნელმა ტკივილმა შეგაწუხოთ. ნუ იდარდებთ, პრობლემა, სავარაუდოდ, წამიერი იქნება და არანაირ სერიოზულ საფრთხეს არ გიქადით. 
კარიერა: მძიმე დღე გელით. შრომა თქვენი მოვალეობების ჩარჩოებს გარეთ არსებული პრობლემების მოგვარებისთვისაც მოგიწევთ. გამხნევდით და კონცენტრირდით მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე, თუ გსურთ, პრობლემები მარტივად გადაჭრათ
სიყვარული: მარტივად ვერც პირადი ცხოვრების ასპარეზზე გაჩენილ პრობლემებს დაუსხლტებით. თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სერიოზული და საინტერესო საკითხის განხილვა მოგიწევთ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: ყველაფერს იუმორით შეხედეთ. ეს დაგეხმარებათ ზედმეტად ჩახლართული სიტუაციების შედარებით მარტივად აღქმაში. მსგავსი განწყობა კი ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. 
კარიერა: ხვალ გულს უნდა მიენდოთ. თუ ინტუიცია გიკარნახებთ, არ ღირს უკან დახევა. ყველაფერს წარმატებული დასასრული ექნება. 
სიყვარული: გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანისგან მალულად რაიმეს გაკეთება. მარტივად გამოგიჭერთ ტყუილში და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იქნებით.



თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ კვების რაციონი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. თქვენი ორგანიზმი კალციუმის, თუთიისა და ფტორის ნაკლებობას განიცდის, ასე რომ, საკვები იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რომელი პროდუქტები შეიცავს ამ ნივთიერებებს. 
კარიერა: მოდუნდით. ხვალ მომავალზე ნუ იფიქრებთ. მხოლოდ ხვალინდელი დღით იცხოვრეთ. მომავლის პრობლემებს კი მომავალში გადაწყვეტთ. 
სიყვარული: დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ. გამარჯვებამდე იმაზე დიდი გზაა დარჩენილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უსაფუძვლო იმედს ნუ ჩაისახავთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?