29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ქუჩაში, ლიფტში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემთხვევით მოსმენილი დიალოგი სერიოზულ გავლენას იქონიებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ყველაფერი გააკეთეთ, რათა მოსმენილი დაიმახსოვროთ და გაითვალისწინოთ. 
კარიერა: ხვალ თქვენი პროდუქტიულობა თავადვე გაგაოცებთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რამ გამოიწვია ასეთი შესანიშნავი ეფექტი და მომავალ ქმედებებშიც გაითვალისწინოთ. 
სიყვარული: სერიოზული ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. ნუ მიიღებთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ჩართეთ მეუღლე საკითხის განხილვაში.



კურო
ჯანმრთელობა: მიიღეთ ზომები მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. შესაძლოა, ამ ამოცანის შესრულებაში წყლის პროცედურები დაგეხმაროთ. 
კარიერა: გაგიჭირდებათ სამუშაოზე კონცენტრირება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაფერზე არ იფიქრებთ. ორი ვარიანტი გაქვთ: ან სამსახური უნდა შეიცვალოთ, ანდაც უბრალოდ დასვენების დღე ითხოვოთ. 
სიყვარული: თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. დღის საუკეთესო დასასრულისთვის საღამოს ერთად მიუსხედით ტელევიზორს და ორივესთვის საყვარელ ფილმს უყურეთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ ტყუპების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. მთავარია, თავი ძალიან არ დაიტვირთოთ და საღამოს თავის ტკივილსაც აიცილებთ თავიდან. 
კარიერა: ხვალ პედაგოგიური უნარ-ჩვევების გამოვლენა დაგჭირდებათ. ყველასთვის გასაგებად უნდა ახსნათ, რას ითხოვთ მათგან.
სიყვარული: დღე შესამჩნევად ბუნდოვანი იქნება. აქამდე ყოველთვის ზუსტად იცოდით, რა მოხდებოდა ხვალ, ზეგ... ხვალ კი ყველაფერს ეჭვი მოიცავს.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ შესანიშნავი დღეა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. ეჭვგარეშეა, უნდა სცადოთ!
კარიერა: ნუ გაიხსენებთ თქვენი წარსულიდან იმ ეპიზოდებს, რომლებიც სევდიან ნოტაზე გაყენებთ. ეს სამუშაო პროცესზე კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით. აუცილებელია, თავი ხელში აიყვანოთ. 
სიყვარული: მოგაჯადოებთ ის სამყარო, რომელსაც თქვენი საყვარელი ადამიანი ხვალ შეგიქმნით. ახალი რეალობა იმდენად სწორი, მყუდრო და ჰარმონიული მოგეჩვენებათ, რომ მოისურვებთ, ამ სამყაროში სამუდამოდ დარჩეთ.



ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ ყურადღების გამახვილება თქვენი სახის კანის ჯანმრთელობაზეა საჭირო. სხვადასხვა მალამოების სახეზე წასმისას ნუ დაივიწყებთ, რომ შესაბამისი მასაჟის გარეშე, კრემს სრულყოფილი ეფექტი ვერ ექნება. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა პრობლემას, რომელიც ხვალ სამსახურეობრივ საქმიანობაში წამოიჭრება, პოზიტიურად მიუდგეთ. მხოლოდ ოპტიმისტები შეძლებენ პრობლემების ძირფესვიანად ამოძირკვას. 
სიყვარული: საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი, მიუსხედით სანთლით განათებულ მაგიდას და ბევრი ისაუბრეთ თქვენს მომავალზე.



ქალწული
ჯანმრთელობა: ყურადღება უნდა მიაქციოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს თქვენს ორგანიზმში. დააბალანსეთ თქვენი კვების რაციონი და მიიღეთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გონივრული რაოდენობა. 
კარიერა: ახალი შეთანხმების თითოეული პუნქტი განიხილეთ იურისტთან. ნუ დატოვებთ ნურც ერთ დეტალს ყურადღების გარეშე. 
სიყვარული: ნუ ეცდებით, თქვენი საყვარელი ადამიანის ნაცვლად გადაწყვიტოთ რა არის მისთვის უკეთესი. სჯობს, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, ვიდრე თქვენზე განაწყენდეს.



სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე საკმაოდ რთული იქნება თქვენთვის. ეცადეთ, გარემოებებს არ დაემონოთ და საკუთარი ნერვული სისტემის სტაბილური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე იზრუნოთ. 
კარიერა: დროა, ძველი მეგობრები შეკრიბოთ და მათთან ერთად გადახდენილი დაუჯერებელი თავგადასავლები გაიხსენოთ. თქვენი შთაგონებისთვის ეს საუკეთესო საშუალება იქნება და შეძლებთ, სამუშაოს მეტი კრეატიულობით მიუდგეთ. 
სიყვარული: არ ღირს, თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი ყველა პრობლემის შესახებ უამბოთ. მას თავისი სირთულეებიც ჰყოფნის. სჯობს, დღიური შეიძინოთ და უარყოფითი ემოციებისგან დღიურის ფურცლებზე დაიცალოთ.



მორიელი
ჯანმრთელობა: განტვირთვის დროა! მიუხედავად იმისა, გრძნობთ თუ არა დაღლილობას, აუცილებლად უნდა აღიდგინოთ დაკარგული ძალები და მომავალი დიდი საქმეებისთვის მობილიზდეთ. 
კარიერა: გაგიჭირდებათ სამუშაოზე კონცენტრირება, თუმცა გაითვალისწინეთ, წინ რთული დღე გელით და პრობლემების მოსაგვარებლად თქვენი გონების სრული მობილიზება იქნება საჭირო. 
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ფინანსური საკითხები სერიოზულ პრობლემას შექმნის. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ ურთიერთობის შენარჩუნებას, თუკი პრობლემების წინააღმდეგ გაერთიანდებით.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: თუკი სერიოზულ ვარჯიშს შეეჭიდეთ, განსაკუთრებული ყურადღება სუნთქვას უნდა მიაქციოთ. 
კარიერა: ვერ გაექცევით სამსახურში სერიოზული საკითხების განხილვას. ასე რომ, სჯობს, მალე დაიწყოთ ფიქრი და მალე წახვიდეთ სახლში. 
სიყვარული: დრო ოჯახს დაუთმეთ. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ თქვენი პრობლემები და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.



თხის რქა
ჯანმრთელობა: სახის მასაჟი თქვენს სახის კანს ძალიან არგებს. თუ სალონში კოსმეტოლოგთან მისვლას ვერ ახერხებთ, სპეციალური სავარჯიშოების კომპლექსის გაკეთებას თავადაც ადვილად შეძლებთ სახლში.
კარიერა: ელოდეთ ხვალ ხელმძღვანელთან უთანხმოებას. იცოდეთ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. გახსოვდეს, რომ თქვენი ბოსიც ადამიანია, თავისი მისწრაფებებით, სურვილებითა და ოცნებებით. 
სიყვარული: თუ შეამჩნიეთ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ ინტერესი გაგიჩნდათ და თქვენ მეორე ნახევარი უკვე გყავთ გვერდით, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თქვენს გადაწყვეტილებაზე და გააანალიზოთ, რამდენად იყავით დარწმუნებული საყვარელი ადამიანის არჩევისას თქვენი გრძნობების სინამდვილეში.



მერწყული
ჯანმრთელობა: აუცილებელია, მოწევას  თავი დაანებოთ. ასე რომ, თუ აქამდე არ გადაგიწყვეტიათ ამ სასიკვდილო ჩვევის დავიწყება, დღეს შესანიშნავი შანსი გაქვთ თქვენს ჯანმრთელობას საჩუქარი გაუკეთოთ. 
კარიერა: თქვენი დღევანდელი დღე სამსახურში მაქსიმალურად წარმატებული იქნება. თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახალი იდეებითა და საქმისადმი კრეატიული მიდგომით კოლეგების სასიამოვნოდ გაოცება, ნუ გადადებთ. ხვალ შესაფერისი დროა ამისთვის. 
სიყვარული: რამდენად ნაყოფიერი იქნება დღე თქვენი პირადი ცხოვრების კუთხით, სრულიად თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. უთხარით თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ ან გაიცანით ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, ძალიან მოგწონთ. ვარსკვლავები სითამამეს გირჩევენ.



თევზები
ჯანმრთელობა: შესაძლოა, სხვადასხვა დასახელების პრეპარატები ერთმანეთში აგერიოთ. ამიტომ ნუ მიიღებთ ნურც ერთ წამალს ექიმთან გადამოწმების გარეშე. 
კარიერა: არ ღირს სამსახურისა და სახლის საქმეების ერთმანეთში აღრევა. რაც არ უნდა ხდებოდეს ოჯახში, დაივიწყეთ. საქმეები თქვენს მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს. 
სიყვარული: თავს ისეთი რამ გადაგხდებათ, რაც გაიძულებთ, დაფიქრდეთ თქვენს საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობებს საჭიროებასა და მიზანშეწონილობაზე. ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად გადახედოთ თქვენს რომანს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?