30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა ამის მიზეზი და საფუძველი, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნეთ. ხშირად გაიღიმეთ, ბევრი იცინეთ და იქნებ, ამასობაში მხიარულების მიზეზიც გაჩნდეს.
კარიერა: რთულად გადასაჭრელი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ ადამიანი, რომელსაც ხეირიანად არც კი იცნობთ. შეიძლება ეს „ფეისბუკის“ მეგობარი იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ მოგერიდოთ და რჩევა ჰკითხეთ. ეს თქვენი სისუსტისა და უმეცრების კი არა, საქმისადმი ერთგულებისა და კონტაქტურობის მაჩვენებელია.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენს რიტმთან შეგუება, ამიტომ შესაძლოა, თქვენთვის გაუგებარი ქცევებით გაგაღიზიანოთ. იყავით მომთმენი და ნუ აყვებით პროვოკაციებს. მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ერიდეთ კუჭის გადატვირთვას და მაქსიმალურად შეამსუბუქეთ თქვენი კვების რაციონი. კარგი იქნება, თუ ადვილად მოსანელებელ საკვებს შეექცევით და ისიც, არა უგვიანეს დაძინებამდე ოთხი საათით ადრე.
კარიერა: ხვალ საკმაოდ მაცდურ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ დასთანხმდეთ. დაფიქრდით და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ასეთ შემთხვევაში, გარიგება იმაზე მომგებიანი იქნება, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. მათი დახმარებით შეძლებთ, მეტად გაუგოთ და უფრო შეიყვაროთ თქვენი მეორე ნახევარი. გაიხსენეთ დეტექტივები, რომლებსაც ბავშვობაში კითხულობდით და წარმოიდგინეთ, რომ შერლოკ ჰოლმსი ან მისის მარპლი ხართ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ
 ყურადღებას ნუ მიაქცევთ ორპირ ქარსა და გამვლელების ხველას. რაც უფრო შეგაშინებთ ავად გახდომის პერსპექტივა, მით მეტი შანსი გაქვთ, გაცივდეთ. დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ ავადმყოფობა ვერ მოგერევათ.
კარიერა: გირჩევთ, დათქმული შეხვედრა არ გადადოთ, თორემ გაუთვალისწინებელ შედეგებს მიიღებთ. დაივიწყეთ სიზარმაცე და მოუცლელობა და სიტყვის კაცის რეპუტაცია შეინარჩუნეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი რაღაცით ძალიან შეგაშინებთ. დიდია იმის ალბათობა, რომ ის თავისებურად  ხუმრობს. ამიტომ თუ დარწმუნდით, რომ არაფერი საშინელი არ ხდება, ნუ გამოხატავთ უკმაყოფილებას და შეეცადეთ, ყველაფერი ხუმრობად აღიქვათ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ
 ვარსკვლავები დასვენებას გირჩევენ. გააკეთეთ პაუზა მუშაობის პროცესში და გახსოვდეთ, რომ საუკეთესო დასვენება საქმიანობის ცვლილებაა.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ საკუთარ თავზე რაღაც არასასიამოვნო მოისმინოთ. პირდაპირ არ გეტყვიან, თუმცა ზურგს უკან ნათქვამსაც საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამთ. ნათქვამში სიმართლის მარცვალი მაინც თუ შენიშნეთ, ეცადეთ, საკუთარ ქმედებებში კორექტივები შეიტანოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის არსებობა არ ნიშნავს, რომ საპირისპირო სქესის დანახვის უფლება ჩამორთმეული გაქვთ. ვერავინ და ვერასდროს აგიკრძალავთ მეგობრის მეუღლესთან ურთიერთობას. გახსოვდეთ, რომ საუბარი და მზერა ღალატს არ ნიშნავს.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა აფთიაქში ყველა საჭირო მედიკამენტი? თუ რაღაც აკლია, მარაგი აუცილებლად შეავსეთ. შესაძლოა, არც დაგჭირდეთ, მაგრამ ყველაფრის წესრიგში მოყვანა მაინც არ გაწყენდათ.
ბიზნესი: თუ გსურთ, რომ კონკურენციას გაუძლოთ, აკონტროლეთ თქვენი ამპარტავნება და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. რაც შეეხება პროფესიულ ასპარეზზე მიღწეულ წარმატებებს, ხვალ, როგორც სტრატეგს, ბადალი არ გეყოლებათ.
სიყვარული: შეეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ საკუთარი მავნე ჩვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ მოისმინოთ ლექცია თემაზე - სწორად მოქცევა და ცხოვრების აზრი. თუ ამის გაკეთება მაინც მოგიწიათ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არაა ყველა სიტყვის ყურადღებით მოსმენა. მთავარია, თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა არ დაივიწყოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ
 ქალწულების მთავარი საზრუნავი სუნთქვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ამიტომ გირჩევთ, ბუნებაში გახვიდეთ და ღრმად შეისუნთქეთ ჯანსაღი (უკეთესია წიწვოვანი) ჰაერი.
კარიერა: ახლობლებსა და ნათესავებს მთელი დღის მათთან გატარებას ნუ დაჰპირდებით, რადგან დიდი ალბათობით, სამსახურში დაგტოვებენ. ეს ამბავი არ გაგახარებთ, მაგრამ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ.
სიყვარული: მიუხედავად იმისა, რომ ყველას უყვარხართ, მოწყენილი ხართ და თავს მარტოსულად გრძნობთ? თქვენ ნამდვილად საჭიროებთ ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობას ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანთან. დღეს ყველაზე ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ მის მოსაძებნად გაემგზავროთ. ძიების პროცესი ხანგრძლივი, მაგრამ საინტერესო იქნება.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: ხვალ
 თქვენთვის რეკომენდებულია მხოლოდ ნატურალური პროდუქტების მიღება. ეცადეთ, საეჭვო ხარისხისა და წარმომავლობის პროდუქტებს ახლოს არ გაეკაროთ.
კარიერა: მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს თქვენს სამომავლო კარიერაზე. თუ სწორად მოიქცევით და მომხდარიდან საჭირო დასკვნებს გამოიტანთ, სასიკეთო შედეგებს იმაზე ადრე მიიღებთ, ვიდრე წარმოგედგინათ.
სიყვარული: ნუ იქნებით ზედმეტად ფრთხილი და მშიშარა. არ არის საჭირო, მთელი ცხოვრება უმიზეზო განცდებსა და ნერვიულობაში გაატაროთ. უარეს შემთხვევაში, ნერვიულობა მაშინაც გეყოფათ, როცა საამისო მიზეზი გექნებათ, თუმცა, წესით, ცუდი არაფერი უნდა მოხდეს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
ნამდვილად არ არის შესაფერისი დღე იმისთვის, რომ რჩევები და დარიგებები ისმინოთ. თუმცა, შეეცადეთ, მოსმენილი საღი გონებითა და ემოციების გარეშე  შეაფასოთ.
კარიერა: ხვალ სამსახურში მოხდება რაღაც, რაც დიდი ხნით ამოგაგდებთ სამუშაო რეჟიმიდან, თუმცა მომხდარზე ნერვიულობა არ ღირს. დახუჭეთ თვალები, ათამდე დაითვალეთ და თამამად ჩაებით ბრძოლაში.
სიყვარული: თუ რამდენიმე თაყვანისმცემელი გყავთ, ეს დღე შესაფერისია იმისთვის, რომ მათ შორის არჩევანი გააკეთოთ. გამორიცხული არაა, ბედნიერი რჩეულისთვის არც თქვენ ხართ ერთადერთი ეგზემპლარი.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და თავს ბევრი პრობლემით ნუ გადაიღლით. თუ გსურთ, გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეგექმნათ, ხვალ ერთი კონკრეტული საქმე უნდა აკეთოთ.
კარიერა: ხვალ არასასურველ ადამიანებთან ურთიერთობა არ მოგიწევთ. არც მომაბეზრებელი და უკმაყოფილო კლიენტები შეგაწუხებენ და არც ზედმეტად მკაცრი უფროსი, თუმცა მეტისმეტად მოდუნებასაც არ გირჩევთ, რადგან სასიამოვნო პაუზა დროებითია.   
სიყვარული: აუცილებელი არაა, რომ ყველაფერს მეტისმეტად სერიოზულად მიუდგეთ. მიენდეთ მხოლოდ საკუთარ გრძნობებს და არა გარეშე ფაქტორებს. საყვარელი ადამიანი ამას აუცილებლად შეამჩნევს და დააფასებს. მას ხომ ასე ძალიან უყვარს დამოუკიდებელი და გამორჩეული პიროვნებები.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ
 შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ტკბილეულს, რომელსაც მიირთმევთ. უმჯობესია, შეზღუდოთ კანფეტისა და შაქრის მოხმარება და უპირატესობა ხილს მიანიჭოთ.
კარიერა: თუ რაიმე ნივთის შეძენას აპირებთ, ეს დღე სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. იმისთვის, რომ არჩევანში არ შეცდეთ, კონსულტაცია ამ სფეროში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანთან უნდა გაიაროთ. ერთად ყველაზე შესაფერისი ვარიანტის არჩევა არ გაგიჭირდებათ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მზაკვრობისა და ეშმაკობის გამოჩენა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის უინტერესო გახდებით და შესაძლოა, თქვენთან ურთიერთობას სხვა რამე არჩიოს. თუმცა, ტრაგედია არც ეს არის..


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
მეტისმეტად ბევრი სითხის მიღებამ ხვალ შესაძლოა, კიდურების შეშუპება გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ თირკმელების მუშაობას და ნუ დაიზარებთ ექიმთან ვიზიტს.
კარიერა: სამსახურში სრული ქაოსია, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ვითარების გამოყენება სახლში ადრე „გაძრომისთვის“ მაინც არ ღირს. თუ ორგანიზაციის შიგნით არეულობაა, არ ღირს მის გაღრმავებაში წვლილი შეიტანოთ.
სიყვარული: საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ ცუდი დღე არ არსებობს. იფიქრეთ ამაზე მაშინაც, როცა თქვენ უხალისოდ ხართ, ოჯახის წევრები კი მოსაწყენი სახეებით დადიან. ოჯახის წევრებმა საკუთარ განწყობაზე თავად იზრუნონ, თქვენ კი მის ასამაღლებლად მშვენიერების გარემოცვაში წასვლას გირჩევთ. გაისეირნეთ მუზეუმში, ორანჟერეაში ან ბოლოს და ბოლოს ყვავილების მაღაზიაში შედით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
კარგი ინება, თუ ხვალ სისხლში შაქრის შემცველობას გააკონტროლებთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თავი შეიკავეთ ზედმეტად ტკბილი და ცხიმიანი კერძების მირთმევისგან.
კარიერა: ხვალ გამომგონებლობა და იუმორის გრძნობა არ გაწყენდათ. მხოლოდ ასე მოახერხებთ მოულოდნელად გაჩენილ პრობლემებთან გამკლავებას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს თქვენთან დაკავშირებულ რომელიღაც ოცნებასთან დამშვიდობება, რაც ძალიან დაასევდიანებს. შეეცადეთ, დაკარგულის ნაცვლად ახალი, უფრო მაცდური, მაგრამ გაცილებით რეალური ოცნება შეაჩეჩოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?