2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 აპრილი 23:00, 2016 წელი

ას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაფერისი დღეა ენერგიული ცეკვისა და აერობიკისთვის. მთავარია, თავად მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებთ. ასეთ შემთხვევაში, ორმაგი ეფექტი გექნებათ - მოხდენილი ფიგურა  და მშვენიერი განწყობა.
კარიერა: თავი შეიკავეთ თვითრეკლამისგან. მეტი თავმდაბლობა არ გაწყენდათ, რადგან თქვენი მცდელობა, საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, შედეგს ვერ მოიტანს. ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის სასურველ შედეგს.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის მხრიდან განებივრების სურვილი გაგიჩნდებათ. ნუ მოგერიდებათ, კორექტულად მიანიშნეთ და შესაძლოა, სურვილი აგისრულდეთ.



კურო

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, საჭმლის მომნელებელ სისტემას შესვენებისა და მძიმე საკვებისგან განტვირთვის საშუალება მისცეთ. მიიღეთ მხოლოდ ხილი, ბოსტნეული, იოგურტი და წვენები.
კარიერა: კარგი იქნება, თუ ხვალ ყველანაირ საქმიან ურთიერთობასა და აქტივობას შეაჩერებთ. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ცოცხალი ადამიანი ხართ, რომელიც განიცდის და გრძნობს. ამიტომ შესაძლოა, ემოციებმა ხელი შეგიშალოთ საკუთარი გეგმების განხორციელებაში. შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი, მნიშვნელოვანი საქმეებზე დროებით უარის თქმა იქნება.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ყველაფერი ერთდროულად, ერთად და უცბად მოუნდება. ამიტომ ან ყველაფრის გაკეთება უნდა მოახერხოს ან თქვენ შეურჩევთ პრიორიტეტულ მიმართულებებს და გეგმის განხორციელებაში დაეხმარებით.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ავადმყოფობამ ლოგინად რომ არ ჩაგაგდოთ, სასურველია იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა. ჯერჯერობით შეიძლება, გაცივების პირველი სიპტომები მარტივი მეთოდების საშუალებით დაძლიოთ და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.
კარიერა: საკმაოდ სახიფათო დღეა. შესაძლოა, კარიერული სიმაღლეებისკენ მიმავალი უცბად ძირს დაენარცხოთ. დაფიქრდით, მეტისმეტად ბევრი ხომ არ გინდათ? იქნებ, უმჯობესია, ცოტა ხანს შეჩერდეთ და შეისვენოთ?
სიყვარული: ერთადერთი, რაც ხვალ განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ, პასუხისმგებლობის გრძნობაა. მხოლოდ მისი წყალობით არ ჩაიდენთ იმ უამრავ სისულელეს, რომელზეც მთელი კვირა ოცნებობთ.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ დაწყებული მკურნალობა. აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, თორემ კურსის განახლება გაცილებით გაგიჭირდებათ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტად გადაადგილდეთ ხვალ ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს დაგეხმარებათ ახალი შთაბეჭდილებების მიღებაში, რაც შესაძლოა, თქვენს შრომით საქმიანობაზეც სასიკეთოდ აისახოს. ამასთანავე, შეეცადეთ, არაფერი დაივიწყოთ.
სიყვარული: შეეცადეთ, თქვენი საყვარელი ადამიანის წარსულს დაუმეგობრდეთ. შესაძლოა, ეს წარსული მისი ბავშვობის მეგობრები ან საყვარელი წიგნები იყვნენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს მისი ძველი სიყვარულია, რომელიც უდავოდ საინტერესო პიროვნება უნდა იყოს: ტყუილად ხომ არ იყვნენ ამდენ ხანს ერთად?



ლომი
ჯანმრთელობა: 
ნუ მიირთმევთ ბევრ კანფეტსა და შოკოლადს. თქვენს ორგანიზმს ამით არაფერი მოემატება, სამაგიეროდ, შეიძლება წნევამ აგიწიოთ.
ბიზნესი: ხვალ საშუალება მოგეცემათ, საკუთარი ლოიალურობის დემონსტრირება მოახდინოთ. თქვენი ამოცანაა, გადაწყვიტოთ, რასთან იქნებით ლოიალური - სამუშაოსთან, მასში მონაწილე ადამიანებთან თუ, უბრალოდ, გამვლელთან.
სიყვარული: ნუ მოგერიდებათ, უთხრათ საყვარელ ადამიანს, რომ მასში რაღაც არ მოგწონთ. ხანგრძლივი დროით მის ნაკლოვანებებთან შეგუება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ ისინი. ხვალინდელი დღე სრულიად შესაფერისია მსგავსი განხილვებისთვის.



ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ
 რეკომენდებულია კანის დატენიანებაზე ზრუნვა. კარგი იქნება, თუ მთელი დღის განმავლობაში, ჩანთაში გამაგრილებელ სპრეის იქონიებთ.
კარიერა: ხვალ ახლობელი ადამიანებისგან არაფრის დამალვა არ მოგიწევთ, რადგან ინფორმაციის გაჟონვა ვერც თქვენ და ვერც მათ ვერ დაგაზიანებთ. სხვათა შორის, ხვალ თქვენი სამსახურებრივი საქმეების შესახებაც შეგიძლიათ უშიშრად ილაპარაკოთ.
სიყვარული: ქალი-ქალწულები ისე ყვავიან და ისეთ სურნელს აფრქვევენ, როგორც მშვენიერი ვარდი წვიმის შემდეგ. მამაკაც ქალწულებსაც განუმეორებელი შარმი ახლავთ, რომელიც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს თავბრუს დაახვევს. მშვენიერი შანსი გაქვთ, ასეთი შესაძლებლობა კარგად გამოიყენოთ.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: ხვალ
 დიდია ალერგიული დაავადებების გამწვავების შესაძლებლობა, ამიტომ თქვენთვის უცნობ სამედიცინო პრეპარატებთან ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ.
კარიერა: ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ, გირჩევთ, ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტი გაითვალისწინოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში თავს ძველი წყენა იჩენს. ეს არასასიამოვნო და ძალიან მტკივნეული იქნება, მაგრამ თქვენი ჰარმონიული ურთიერთობისთვის ამის ატანა მოგიწევთ. გჯეროდეთ, რომ ხვალ ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება, ვიდრე დღესაა.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
ძალიან ყურადღებით მოეკიდეთ იმას, რას მიირთმევთ და რა ოდენობით. დაფიქრდით, იქნებ დროა, რომ გადახვიდეთ ნაკლებად გემრიელ, მაგრამ თქვენი ორგანიზმისთვის გაცილებით სასარგებლო პროდუქტებზე?
კარიერა: ნუ ითამაშებთ ადამიანების გრძნობებზე. განსაკუთრებით ცუდი იდეაა, შეფის სისუსტეებზე მანიპულირებით, მისი მოტყუების მცდელობა. მაინც არაფერი გამოგივათ და შეიძლება ბევრიც დაკარგოთ.  
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება გაიგოს, რის თქმა გსურთ თქვენი მინიშნებებით და „გადაკრული“ საუბრით. ეცადეთ, მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად გამოხატოთ საკუთარი აზრები და სურვილები, რომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირსა და ქარაგმებზე თავი არ იმტვრიოს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვაზე იზრუნოთ. ასეთი პროცედურები, სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოცაა და რატომ არ უნდა სცადოთ?
კარიერა: ხვალ თქვენი პირადი ცხოვრება საზოგადოებრივთან კონფლიქტში შევა - შესაძლოა, რომ ის ხალხი, ვისზეც ხართ დამოკიდებული ოჯახსა და სამსახურში, ერთმანეთს შეხვდეს და თქვენზე ისაუბროს. ეს კი არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: ნუ გეშინიათ საკუთარი ორიგინალური  აზრებისა და იდეების, მაშინაც თუ ისინი გიჟურად გეჩვენებათ. თქვენი მეორე ნახევარი ნებისმიერ შემთხვევაში გაგიგებთ და ყველაფერს გააკეთებს მათ განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, თუ ეს აზრები თქვენს სამუდამოდ დაშორებას არ უკავშირდება.



თხის რქა

ჯანმრთელობა: ხვალ
 თხის რქებმა თავი უნდა შეიკავონ კონსერვირებული და ხანგრძლივად შენახული პროდუქტების გამოყენებისგან. სრულიად უვნებელმა ორცხობილამაც კი შეიძლება გავნოთ - მაგალითად, კბილი მოგტეხოთ. ამიტომ მიირთვით ყველაფერი ახალი და ქორფა.
კარიერა: თქვენ გარშემო სიცოცხლე ჩქეფს, მაგრამ უმნიშვნელო წვრილმანმა შეიძლება ისე გაგიფუჭოთ განწყობა, რომ ყველაფრის მიმართ ინტერესი დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აპათიის გამო, შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოტოვოთ, რაც აღარ განმეორდება. გამოიბერტყეთ თავიდან ზედმეტი აზრები და მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და ფასეულია. 
სიყვარული: თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა არსებობის მანძილზე, ძალიან შეიცვალა. ეს დღე ყველაზე ხელსაყრელია იმისთვის, რომ გაიაზროთ, სასიკეთოა თუ არა ეს ცვლილება? თუ ხვდებით, რომ ურთიერთობა ფუჭდება, რატომ არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოასწოროთ?



მერწყული
ჯანმრთელობა: 
თქვენი ორგანიზმი ვიტამინებს ისე მოითხოვს, როგორც არასდროს. დაემორჩილეთ მის მოთხოვნებს და მიაწოდეთ რამე ვიტამინიზებული - სასურველია არა ტაბლეტების, არამედ ნატურალური სახით. 
კარიერა: დღეს მოულოდნელად თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, თუმცა ვერ გაერკვევით, ის რაში უნდა გამოიყენოთ. თუ სამსახურს დაუთმობთ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გაანაწყენებთ, რომლებიც თქვენგან ყურადღებას მოითხოვენ. კარგად აწონ-დაწონეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.
სიყვარული: ხვალ განწყობილი იქნებით იმისკენ, რომ ბრმად მიენდოთ საყვარელ ადამიანს და ცრუ დასკვნები გამოიტანოთ მისი მონაყოლიდან. შესაძლოა, მისი სიტყვები ყოველთვის სანდო და უტყუარი არ იყოს, ამიტომ მეტი დაფიქრება გმართებთ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
რაღაც, რის გაკეთებაც ადრე ვერ მოასწარით, აუცილებლად მოითხოვს თქვენს ყურადღებას. შეიძლება, ეს ჯანმრთელობას ეხებოდეს, ამიტომ პრობლემის ისევ სამომავლოდ გადადებას არ გირჩევთ. 
კარიერა: ხვალ მოგიწევთ მძიმე ბრძოლის გადატანა საკუთარ თავთან. რა შედეგით დამთავრდება შინაომები, უცნობია, თუმცა, ეცადეთ ზედმეტად რადიკალურ ზომებს არ მიმართოთ. 
სიყვარული: თქვენი ბედნიერება ახლოსაა. შეიძლება ის ხვალვე არ გეწვიოთ, მაგრამ უკვე მოჩანს მისი კონტურები, რაც ძალიან დიდ სიხარულს მოგიტანთ. მაშ ასე, გაამზადეთ სურათის ჩარჩო, რომელშიც მალე თქვენი ოცნება აღიბეჭდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?