3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ არ ღირს გარშემომყოფებთან ჯანმრთელობაზე ჩივილი, რადგან დაგარწმუნებენ, რომ საქმე ცუდადაა. ამიტომ უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს.
კარიერა: შეამოწმეთ თქვენი ძალები. თუკი აქამდე არ გიმართლებდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ. დაარწმუნეთ საკუთარი თავი მოახლოებულ წარმატებაში.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურს, დაგიმტკიცოთ, რომ დამოუკიდებელია ნებისმიერ საკითხში, პირველ რიგში კი - თქვენთან დამოკიდებულებაში. თუკი თავიდანვე არ გააგებინებთ მას, რომ მსგავსი საქციელი არ მოგწონთ, „დამოუკიდებლობა“ შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს.


 


კურო
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ხვალ, მკვეთრ ცვლილებებს თავიდან აიცილებთ. ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, იყოთ მაქსიმალურად კონსერვატიული გადაწყვეტილების მიღების დროს.
კარიერა: ექსპერიმენტების დრო არ არის. თუკი რომელიმე საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ ეცდებით, მაინცდამაინც ექსტრაორდინალური გზით განახორციელოთ დასახული გეგმები.
სიყვარული: ეცადეთ, შეეგუოთ, რომ სტაბილურობას და საიმედოობას ხშირად მოწყენილობა ახლავს. თუმცა ზოგჯერ სურპრიზებს და მხიარულებასაც აქვს არასასიამოვნო მხარეები. ამიტომ შეეცადეთ, ყველაფერში კარგი დაინახოთ, ვიდრე ცუდი.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
მოიშორეთ თავიდან ეჭვები. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით და შედეგსაც მალე დაინახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, მიღწეულ წარმატებებს გამოემშვიდობოთ.
კარიერა: ხვალ ზედმეტად აქტიური და აგრესიული იქნებით. გააკონტროლეთ სიტუაცია. შესაძლოა, აგრესიულობა ზოგჯერ საკუთარი ინტერესების დასაცავად კარგი იყოს, მაგრამ ხანდახან თქვენი ქმედება წესიერების ჩარჩოებს სცდება. ნუ იქნებით ძალიან პირდაპირი პარტნიორებთან: ვიღაცამ, შესაძლოა, ასევე, მკვეთრად გიპასუხოთ.
სიყვარული:  მიიღეთ თქვენი საყვარელი ადამიანი ისეთი, როგორიც არის. შესაძლოა, მისი „გადაკეთების“ სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ხვალ ამისთვის შესაფერისი დღე  ნამდვილად არ იქნება. 


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენთვის საუკეთესო ფსიქოთერაპია შესაძლოა, ახლო მეგობრებთან საუბარი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ბოლო დროს სულელური აზრები აგეკვიატათ.
კარიერა: ხვალ, კირჩხიბები, განსაკუთრებით აქტიურ გამოიქნებიან და შესაძლოა გარშემომყოფებისთვის  მათი ქმედება ნამდვილი სასჯელი იყოს. კირჩხიბებო ეცადეთ, ნაკლებად გააღიზიანოთ ახლობლები.
სიყვარული: თუკი თქვენი პარტნიორი „დედიკოს ბიჭია“, ხვალ სწორედ ის დღეა, რომ ამ სიტუაციას რამე მოუხერხოთ. თუკი ყველაფერი სცადეთ და შედეგი არ გაქვთ, მაშინ დაფიქრდით- ხართ თუ არა მზად შეეგუოთ მის სისუსტეებს და ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
საკმარისი ყურადღება მიაქციეთ კუჭის და ასევე, კუჭქვეშა ჯირკვალის მდგომარეობას. ახლა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იგრძნობთ თავს.
კარიერა:
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში შეიცვლებით. თავად აირჩიეთ, თუ როგორი პოზიციაა თქვენთვის ყველაზე მისაღები.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენი ურთიერთობის მორიგი ეტაპი დასრულდა. შეეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება და ადრინდელზე გაცილებით უკეთესი, ნათელი, თბილი და საინტერესო იქნება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:  
მოგიწევთ შეხედულების შეცვლა გარკვეულ საკითხებში. თუკი ხვდებით, რომ მაგალითად, წონაში კლება უკვე მანიად გექცათ, დიეტა ვერ გიშველით. ეცადეთ სხვა ხერხს მიმართოთ.
კარიერა: ხვალ იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ამიტომ, არც კი იფიქროთ ხელიდან გაუშვათ კარიერაში წარმატების შანსი. თუკი სუტუაციის განვითარების მიხედვით ვიმსჯელებთ,  თქვენი შემოსავალი გაიზრდება, თანაც მნიშვნელოვნად.
სიყვარული:
თქვენი რჩეულისთვის თქვენი მხარდაჭერა, მზრუნველობა და იმის ცოდნა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მუდმივად მის გვერდით იქნებით, ახლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ყველაფრით უზრუნველყოთ საყვარელი ადამიანი და გაცემული სიკეთე უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ, ამის გარანტიას ვარსკვლავები გაძლევენ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ნუ დაივიწყებთ ჰიგიენის წესების შესახებ. რაც უფრო ხშირად დაიბანთ ხელებს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობის შემდეგ, მით ნაკლები იქნება რაიმე დაავადების წარმოქმნის რისკი.
კარიერა: თქვენი სამუშაო მაგიდა სავსეა დოკუმენტებით და არც კი იფიქროთ სამუშაოს  გადადება. ნუ იზარმაცებთ, ამით პრობლემები არ შემცირდება, პირიქით, მოიმატებს და მაშინ კი ნამდვილად გადაიწვებით მუშაობით. სიყვარული: თქვენი ძალისხმევის შედეგს ხვალ დაინახავთ. შესაძლოა, რეზულტატი არც ისე ნათელი, ოპტიმისტური და რომანტიკული აღმოჩდნეს, როგორსაც ელოდებოდით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი შედეგის მიღება უკვე დიდი პლიუსია.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: დაივიწყეთ წიგნები და ტელევიზორი საკვების მიღების დროს. გაუთავებელი საუბრები ჭამის შემდგომ აჯობებს.
კარიერა: ის, თუ როგორ ჩაივლის კონკრეტული სამუშაო თქვენ გარეშე, ხვალ ყველაზე მეტად აგაღელვებთ. ტყუილად ფიქრობთ, რომ რამე გაფუჭდება... დამშვიდდით, მოდუნდით. კატასტროფა მოსალოდნელი ნამდვილად არ არის.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, რომ იუმორის გამორჩეული გრძნობა აქვს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ მოგერიდებათ, მიანიშნოთ თქვენს რჩეულს, რომ გარკვეული თემები თქვენთვის სასაცილო და სახალისო სულაც არ არის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობა სრულ ნორმაშია, თუმცა საჭიროა, შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რაშიც გამაჯანსაღებელი მასაჟი დაგეხმარებათ.
კარიერა: ნუ დაძაბავთ გონებას. ამისთვის ხვალინდელი დღე შესაბამისი ნამდვილად არ იქნება. თუკი გაქვთ შესაძლებლობა, უმჯობესია, დაკავდეთ ფიზიკური შრომით.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ცვლილებების შეტანის მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის. ეცადეთ, აიყვანოთ თავი ხელში და ზომიერების ფარგლებში იმოქმედოთ. ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, რაც დაგეხმარებათ ურთიერთობის დალაგებაში.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად იგრძნობთ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს სიმხნევე.
კარიერა: საინტერესო შემოთავაზება გელით, რომელიც შეეხება თქვენს პირად ცხოვრებას ან კარიერას, ან  ორივეს ერთად. წარმატებით მოგვარდება წვრილმანი საქმეები, მოკლედ, შესანიშნავი დღე გელოდებათ რელაქსაციისთვის.
სიყვარული: სიტუაციის სათანადოდ შეფასება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ხვალ სასიკეთოდ წაგადგებათ. თქვენი საყვარელი ადამიანის ნაცვლადაც მოგიწევთ პრობლემის გადაჭრა. ეს მარტივი არ არის, მაგრამ გაუმკლავდებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
ხვალ მერწყულებს ორგანიზმი გაფიცვას გამოუცხადებს და კატეგორიულ უარს განუცხადებს ყველა მოთხოვნაზე. გირჩევთ, უბრალოდ, დაისვენოთ.
კარიერა:  ახლო მომავალში საქმიანი მოგზაურობა გელით, რომლის შედეგი თქვენი კომპანიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ  გადაწყვეტილებას მიიღებთ. ასე რომ, კარგად დაფიქრდით.
სიყვარული: თქვენი კეთილგანწყობა საყვარელ ადამიანთან  ურთიერთობაში გარკვეულ როლს შეასრულებს. პოზიტიური განწყობის წყალობით, პარტნიორის მხრიდან ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით, მაგრამ ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ძალისხმევას, რადგან თქვენით მანიპულირებას დაიწყებენ.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ თევზებისთვის შესანიშნავი დღეა. ნუ შეიზღუდავთ თავს საკვების მიღებაში. მიირთვით მაშინ, როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ, მაგრამ შეეცადეთ, შიმშილი და წყურვილი ერთმანეთში არ აგერიოთ.
კარიერა: მიუდექით ყველაფერს გაცილებით მარტივად. სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. ყოველ ჯერზე არწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი საშინლადაა და თქვენი ნეგატიურ განწყობა გარშემომყოფებზეც გადადის. თუკი საკუთარ ნერვებს არ უფრთხილდებით, იქნებ სხვის ნერვებზე მაინც იფიქროთ.
სიყვარული: რომანტიკულ ურთიერთობას ისეთ ადამიანთან დაიწყებთ, რომელიც ასაკით თქვენგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაძლოა, ადრე ფიქრობდით, რომ თქვენზე დიდად უფროს ან უმცროს ადამიანთან სერიოზულ ურთიერთობას არასდროს დაუშვებდით, ახლა აზრი აბსოლუტურად შეგეცვლებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?