5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 აპრილი 23:00, 2016 წელი

ას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი დაავადების მასშტაბებზე რეალურ და უტყუარ წარმოდგენას მხოლოდ ექიმები და ისეთი საზომი ხელსაწყოები შეგიქმნიან, როგორიც თერმომეტრია.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ და მისი რჩევების შესაბამისად იმოქმედოთ. შესაძლოა, ზოგჯერ ის საღი აზრის წინააღმდეგაც იყოს მიმართული, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ მას უარყოფთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან შეხვედრა რთულად ჩაივლის. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთმანეთი არ გინახავთ, ის ძალიან შეიცვალა. ფაქტობრივად, თქვენ მოგიწევთ ურთიერთობა სრულიად უცხო, ახალ ადამიანთან, რაც ადვილი არ იქნება, მაგრამ თქვენდა სასახელოდ, ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევთ.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ ხილისა და ბოსტნეულის მიმართ თქვენი უზომო სიყვარული სასიკეთოდ წაგადგებათ. მშვენიერია, უბრალოდ, ეცადეთ, შეუხამოთ ისინი კერძებს მაქსიმალური ფანტაზიითა და ჰარმონიულობით.
კარიერა: ხვალ თქვენი საქმიანობა დაუჯერებლად წარმატებული იქნება. ტყუილად ფიქრობთ, რომ თქვენი კარიერა ეს-ესაა ჩაფლავდება. სრულიად მოულოდნელად, ძლიერი დამხმარე და მრჩეველი გამოგიჩნდებათ. შეეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ზედმიწევნით შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ თქვენს სიყვარულთან ურთიერთობა შეცვალოთ. ცვლილება შეიძლება ნებისმიერი სახის იყოს - ლექსიკონში სიტყვა „მიყვარხარ“-ის შეტანიდან დაწყებული, კარის საფინალო გაჯახუნებით დამთავრებული. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ტანდემისთვის ახალი ცხოვრებისეული ეტაპი უნდა დაიწყოს, ეს დღე ამისთვის ყველაზე შესაფერისია.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის მითითებები. თუ მკურნალობის კურსში რაღაც გაეჭვებთ, მკითხაობას თავი დაანებეთ და რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.  
კარიერა: შესაძლოა, სამსახურში არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნას, რადგან ვიღაც ძალიან ცდილობს, ცილი დაგწამოთ და უფროსის თვალში ჩირქი მოგცხოთ. მხოლოდ სიმშვიდე და დამაჯერებლობა შეგაძლებინებთ, რომ უფროსი თქვენს სიმართლეში დააჯეროთ. ყოველთვის უნდა შეგეძლოთ, საკუთარი თავის დაცვა. 
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდი თავისი საუკეთესო თვისებებით გაგაოცებთ. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იქნება, რომ გაკვირვებული დარჩებით იმით, როგორ ვერ ამჩნევდით ამდენ თვალშისაცემ დადებით თვისებას. შეეცადეთ, გაოცება დიდხანს გაგყვეთ და რაღაც პერიოდის შემდეგ არ დაივიწყოთ.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
შესაფერისი დღეა სიგარეტისთვის თავის დასანებებლად. შესაძლოა, მსუბუქი დიეტა დაგეხმაროთ ამ დამღუპველი ჩვევისგან განთავისუფლებაში. გირჩევთ, გემრიელ ნამცხვარზე მეტი იფიქროთ, ვიდრე სიგარეტზე.
კარიერა: შესაძლოა ხვალინდელმა დღემ ერთგვარი ფინანსური იმედგაცრუება მოგიტანოთ, თუმცა სირთულეები დროებითი იქნება. გაითვალისწინეთ, იმისთვის, რასაც უკვე თქვენად თვლიდით, შესაძლოა, ბრძოლა მოგიწიოთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, რომ ის თქვენ გჭირდებათ, რომ გაინტერესებთ მისი აზრი და გსურთ მის გვერდით ყოფნა. თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა, მასთან ურთიერთობა ძალიან და დიდი ხნით გაიფუჭოთ. შეეცადეთ, მოვლენების ამგვარად განვითარება არ დაუშვათ.



ლომი
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ სახსრების დაავადებების პროფილაქტიკას ჩაიტარებთ და ორგანიზმში კალცის უკმარისობას მიხედავთ. ეს რჩევა განსაკუთრებით იმ ლომებს ეხება, ვინც რძის პროდუქტებს საჭირო რაოდენობით არ მოიხმარს.
ბიზნესი: იმ ლომებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, სტარტისთვის ეს ყველაზე ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, საწყისი ეტაპისთვის გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ, განთავისუფლდეთ ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებისგან, რომლებიც ცხოვრებას გიწამლავთ და სიამოვნების მიღებაში ხელს გიშლით. არ დაგავიწყდეთ მადლობა  ახლად შეძენილი უნარებით გადაუხადოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
მათთვის, ვინც შაკიკით იტანჯება, ხვალ დაავადების გამწვავების რისკი იზრდება. იყავით ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
კარიერა: გირჩევთ, ნუ იქნებით ორიენტირებული დიდ ფინანსურ მოგებაზე - ის ყოველთვის დიდ ფინანსურ ხარჯს უკავშირდება, ეს დღე კი ავანტიურებისთვის შეუფერებელია. ამასთანავე, დიდი ალბათობაა, რომ თაღლითის ტყუილების მსხვერპლად იქცეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები სპორტით დაკავებას გირჩევენ. შეგიძლიათ, ამაში საყვარელი ადამიანიც ჩართოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს საფუძველი ჩაეყრება კეთილ ტრადიციას - დილის გარბენა ან საღამოს ცურვა ორისთვის ან მთელი ოჯახისთვის. მართლაც, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
თქვენი ემოციური მდგომარეობა შესაძლოა, გამოწვეული იყოს უკიდურესად არასტაბილური მაღალი წნევის ან თავბრუსხვევის გამო. შეეცადეთ, მოვლენების ამგვარად განვითარება თავიდან აიცილოთ.
კარიერა: არ ელოდოთ, რომ ეს დღე ტრიუმფს მოგიტანთ - ის წინა დღეებისგან არაფრით გამოირჩევა. თუ, რა თქმა უნდა, თავად არ გადაწყვეტთ, ის ცისარტყელას ფერებში გააფერადოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს დიდი ჯაფა დაადგება, რომ ამა თუ იმ მოქმედების აუცილებლობაში დაგარწმუნოთ. რა თქმა უნდა, ამაში ხელს თქვენი პრინციპები და სიჯიუტე  შეუშლის.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარი თავი გემრიელობებით გაანებივროთ, თუმცა გონიერების ფარგლებში.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. მარტო საკუთარი თავის კი არა, გარშემომყოფი ადამიანებისაც გჯეროდეთ. თქვენი ხელქვეითები მშვენივრად გრძნობენ, მათი გჯერათ თუ არა. შესაბამისად, აქედან მომდინარეობს მათი ინტერესი სამუშაოს მიმართ.
სიყვარული: თქვენი გულის ვარდი ძალიან ეცდება, დამალოს თქვენ მიმართ არსებული გრძნობები, თუმცა მის თვალებში ეს მშვენივრად იკითხება. შეეცადეთ, ისწავლოთ მისი თვალებიდან წაკითხვა და შესაფერისი სიტყვების შერჩევაზე არ აწვალოთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ
 ისეთ წვრილმანსაც კი, როგორიც ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭია, ყურადღება მიაქციეთ. მცირე უსიამოვნებამ, რომლის გამოსწორება ახლა ადვილია, მომავალში შესაძლოა, უზარმაზარი პრობლემები მოგიტანოთ.
კარიერა: იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებიც სარეკლამო ბიზნესში მუშაობენ, შემოქმედებითი კრიზისის დრო დგება. ის დროა, რაღაც ახალი და გრანდიოზული მოიფიქროთ, მაგრამ სწორედ ახლა გაგიქრათ ყველა კრეატიული იდეა. სასწრაფოდ უნდა გააქტიურდეთ და თუ საჭირო გახდა, რჩევის მიღებაც  არ დაიზაროთ.
სიყვარული: თქვენი საშინელი ხასიათის გამო, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს დიდი გამოცდა ელის. რას იზამ, ასეც ხდება, მთავარია, ცუდი განწყობა ჩვევაში არ გადაიზარდოს, თორემ თქვენს ბედნიერებას დიდი დღე არ უწერია.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
ალერგიულ დაავადებებთან შეხება მეტ-ნაკლებად ყველას ჰქონია. ხვალ კი მაპროვოცირებელი ფაქტორების გამო, ის თხის რქისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ საღამოს მაიმუნივით ტანის ქექვას დაიწყებთ - ეს სამსახურებრივი ალერგიაა.
კარიერა: დღის პირველი ნახევარი მშვიდად და უხმაუროდ ჩაივლის, მეორე კი ხმაურიანი და პრობლემური იქნება. მთავარია, საქმეზე კონცენტრირება მოახერხოთ და უმნიშვნელო რაღაცები სამომავლოდ გადადოთ. წინ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე გელით, ამიტომ ძალების კონცენტრირება უნდა შეძლოთ.
სიყვარული: თქვენს გულის ვარდს ვერაფრით გაუგია, რატომ არ უთმობთ იმდენ დროს, რამდენსაც ის საჭიროდ მიიჩნევს. შეეცადეთ, დაწვრილებით აუხსნათ თქვენი დღის განრიგი და სულიერი მდგომარეობა, რომ მსგავსი კითხვებით აღარ დაიღალოს.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ფილტვების სიჯანსაღეზე იზრუნებთ. შეეცადეთ, სუნთქვითი ვარჯიშები ჩაიტაროთ და დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. გირჩევთ, მოწევასაც თავი დაანებოთ, თუნდაც მხოლოდ ხვალ.
კარიერა: ფიზიკური  შრომა, რომელიც საოფისე მუშაობას მიჩვეულ ადამიანებს მიმზიდველი ეჩვენებათ, თქვენ არ გხიბლავთ. ასე რომ, გონებრივის ფიზიკური სამუშაოთი ჩანაცვლების თერაპია სათქვენო არაა. გირჩევთ, მყუდრო კუთხეში განმარტოვდეთ და წაუძინოთ.
სიყვარული: თქვენი გულის მურაზს ვერაფრით გაუგია, მასთან ურთიერთობაში რის მიღწევას ცდილობთ. არადა, ამის ცოდნა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ თქვენ გვერდით თავდაჯერებული იყოს. იქნებ ერთი-ორი საინტერესო ვერსია მიაწოდოთ?



თევზები
ჯანმრთელობა: 
მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად უნდა იყოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად გაიაზრეთ ყველა შესაძლო შედეგი, თორემ თქვენი მოქმედება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
კარიერა: გახსოვდეთ, რომ, პირველ რიგში, ძვირფასი და საიმედო თანამშრომელი ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანი. რამე გაწუხებთ და გაღელვებთ ან სხვა მიზეზი არ გაძლევთ ნორმალურად მუშაობის საშუალებას? უბრალოდ დაივიწყეთ და მუშაობა გააგრძელეთ. რას იზამთ, ცხოვრება ულმობელია.
სიყვარული: როგორ დამაჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი არგუმენტების დაჯერება. მოგიწევთ კიდევ უფრო დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა ან უბრალოდ მათი უტყუარობის საქმით დამტკიცება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?