10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად მიირთვათ. მხოლოდ ასე შეძლებთ შიმშილის დაუძლეველი გრძნობისგან გათვისუფლებას. 
კარიერა: ახლა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეჩერდეთ და გადახედოთ გზებს, რომლითაც წარმატების მიღწევას ცდილობთ. შესაძლოა, თქვენი მეთოდები არასაკმარისად ეფექტურია. 
სიყვარული: რწმენა და იმედი პირადი ცხოვრების კეთილმოწყობაში აუცილებლად დაგეხმარებათ. შეძლებთ, გადალახოთ ყველა დაბრკოლება,რომელსაც მომავალი 24 საათი გიმზადებთ და გააბედნიეროთ ადამიანი, რომელიც ასე ძალიან გიყვართ.


 


კურო
ჯანმრთელობა: რაც უფრო თბილი და სალმიანი იქნებით გარშემომყოფებისთვის, ისინიც ისეთივე განწყობით იქნებიან თქვენ მიმართ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოლოგიური კომფორტი თქვენი ჯანმრთელობის გარანტი იქნება. 
კარიერა: უარი თქვით ყველა ქმედებაზე, რაც თქვენში ოდნავ მაინც იწვევს ეჭვს. უკეთესი იქნება, შედეგის მიღწევა ცოტა გადაავადოთ, ვიდრე ახლა დიდი შეცდომა დაუშვათ. 
სიყვარული: ხვალ შესაძლოა ბევრი არასასიამოვნო მოისმინოთ ადამიანის შესახებ, რომელიც ძალიან გიყვართ და გაგონილმა თქვენი ნდობა შეარყიოს. ნუ აჰყვებით ჭორებს და სიმტკიცე გამოიჩინეთ!


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ მხოლოდ ნამდვილი ჩაი სვათ. თავი შეიკავეთ ყველა სხვა სახის სასმელისგან, რომლებიც გაახალგაზრდავებას, წონაში დაკლებას, გამოჯანმრთელებას და სხვა სასწაულს გპირდებათ. 
კარიერა: ნუ გაითვალისწინებთ თქვენი მეგობრების რჩევებს მაშინაც კი, თუ ისინი გონივრულად მოგეჩვენებათ. დიდია შანსი, რომ მათმა განხორციელებამ კარგი შედეგი ვერ გამოიღოს. 
სიყვარული: თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. უმჯობესია ეს ხვალვე მოამთავროთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ რაც უფრო ყურადღებით იქნებით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, მით მეტად შესამჩნევ შედეგს მიიღებთ მკურნალობის ბოლოს. ასე რომ, ძალებს ნუ დაიშურებთ!
კარიერა: ნუ ეცდებით, რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდოთ. ერთდროულად ყველა მათგანთან გამკლავება აუცილებალდ გაგიჭირდებათ. აკონტროლეთ თქვენი თავი და ეცადეთ, წვრილმანებმა არ მოგაცდინონ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გაბედნიერება თუ გსურთ, აუცილებლად უჩვენეთ გულწრფელი გრძნობები და უთხარით, რომ სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია თქვენთვის.


 


ლომი
ჯანმრთელობა: თქვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება სწორად და ეფექტურად დასვენება. გააკეთეთ ყველაფერი, რათა დასვენებამ შედეგი გამოიღოს. 
კარიერა: ნუ გაექცევით ხვალ თქვენს მეგობრებთან და ახლობლებთან სამსახურეობრივ მოვალეობებზე საუბარს. მათ გულწრფელად აინტერესებთ, რითი ხართ დაკავებული მაშინ, როცა მათთან ერთად ვერ ატარებთ დროს. 
სიყვარული: თქვენი სიყვარული ხვალ რომეოსა და ჯულიეტას ისტორიას მოგაგონებთ. საბედნიეროდ, თქვენ ახლობლებმა შეიძლება მხოლოდ პატარა პრობლემები შეგიქმნან. ასე რომ, ნუ შეშინდებით. თქვენს ისტორიას ნამდვილად ბედნიერი ფინალი ექნება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: მიეცით თქვენს ორგანიზმს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება - სიჩუმე და სიმშვიდე. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ ძალების მოკრებას. 
კარიერა: სხვების რჩევას ნუ გაითვალისწინებთ. ხვალ ის დღეა, როცა საკუთარი გადაწყვეტილება, თუნდაც არასწორი, უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. თანაც დიდი შანსია, რომ სწორედ თქვენ აღიქვემდეთ სიტუაციას ყველაზე უკეთ. 
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, თქვენს საყვარელ ადამიანზე იეჭვიანოთ, თანაც ეჭვიანობის მიზეზი არათუ ტელეგმირი ან ჰობი, არამედ ცოცხალი ადამიანი იყოს, თანაც საკმაოდ სიმპათიური და მომხიბლავი. მზად იყავით იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გრძნობები შემოგიტევთ და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: სასწორებისთვის არ არის რეკომენდებული დიეტური კოქტეილების და დანამატების მიღება. შესაძლოა, ნაწლავების პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: ხვალ მნიშვნელოვანი იქნება, სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ბრმად არ ენდოთ კოლეგების რჩევებს. მიენდეთ ინტუიციას და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. 
სიყვარული: ენდეთ თქვენს მეორე ნახევარს და ირწმუნეთ მისი ყოველი სიტყვა. თქვენს ნდობას თქვენი საყვარელი ადამიანი ნამდვილად იმსახურებს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: დღე საკმაოდ დატვირთული იქნება, თუმცა აუცილებელია, ცივი გონება შეინარჩუნოთ. ზედმეტმა ნერვიულობამ შესაძლოა, თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი წნევა გამოიწვიოს. 
კარიერა: კარგი იქნება, თუ ხვალ თქვენი სამუშაო გარემოს მეტ კომფორტზე იზრუნებთ. მაგალითად, მიიტანეთ სამსახურში ჩარჩოში ჩასმული თქვენი საყვარელი ადამიანების ფოტოები, შეიძინეთ ფერადი საკანცელარიო ნივთები სამუშაო მაგიდისთვის და სხვ.
სიყვარული: ხვალ საკუთარ თავზე გამოცდით, რას ნიშნავს, როდესაც გონება გრძნობების კონტროლზე უარს ამბობს. რაც მთავარია, ნუ გამოიყენებთ ბოროტად თქვენი საყვარელი ადამიანის მოთმინებას. სხვა ყველაფერი ბედნიერად ჩაივლის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ სხვადასხვა დაავადებების განსაკურნად ეთერზეთებს გამოიყენებთ. ასე, მაგალითად, დარიჩინისა და ვანილის ზეთები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან. 
კარიერა: დასვენების დღეები კარზე მოგადგათ და დროა, დაგეგმოთ, როგორ გაატარებთ დროს ახლობლებთან ერთად. მხოლოდ ისინი თუ მოგცემენ იმ სიყვარულსა და ძალას, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ეცადეთ, მაქსიმალურად გულწრფელი იყოთ თქვენს საყვარელ ადამიანთან. თუ მან ტყუილში გამოგიჭირათ, ძალიან გაგინაწყენდებათ და მისი შემორიგება არ იქნება ადვილი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: დასვენების დღეების განმავლობაში სამსახურის საქმის კეთება დანაშაულია! ეცადეთ, ეს დრო განტვირტთვას და მომავალი კვირისთვის ძალების აღდგენას დაუთმოთ. 
კარიერა: ხვალ წარმატებული დღე გექნებათ ახალი ნაცნობების შესაძენად, რომლებიც მომავალში თქვენს კლიენტებად მოგევლინებიან. თუმცა გახსოვდეთ - გაცნობა მხოლოს დასაწყისია ურთიერთობის. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა ისინი თქვენით დააინტერესოთ. 
სიყვარული: ხვალინდელი დღე პირადი ცხოვრების ფრონტზე წარმატებას მოგიტანთ. თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ მოვლენათა განვითარებას და დატკბეთ საკუთარი წარმატებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განვითარდება და წარმატებით განახორციელებთ იმას, რასაც დიდი ხანია, გეგმავთ. მათ შორისაა თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებიც. არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაცია. 
კარიერა: ხვალ ნუ მიუძღვნით თავს სამუშაოს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ და ძალები მომავალი კვირისთვის მოიკრიბოთ. 
სიყვარული: დღის გატარება, შესაძლოა, ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოგიწიოთ, რომლებთანაც საერთო ინტერესები არ გაქვთ. ნუ მოინდომებთ მათთან ისეთ თემებზე საუბარს, რომლებშიც ვერ ერკვევით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მიიღოთ ცხელი აბაზანა და ჩამოირეცხოთ კვირის განმავლობაში „აწებებული“ დაძაბულობა. მხოლოდ ასე შეძლებთ საფუძვლიანად განტვირთვას. 
კარიერა: თქვენ ხომ ნამდვილად გიყვართ თქვენი საქმე? ძალიანაც კარგი. ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ კალენდრის მიხედვით დასვენების დღეა, მარტივად შეასრულებთ სამსახურეობრივ მოვალეობებს. 
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ხანგრძლივი და გულახდილი საუბარი შედგება, რაც თქვენს წყვილს ერთმანეთთან სამუდამოდ დააკავშირებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?