15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი, იმისთვის, რომ თავი ნორმალურად იგრძნოთ და ის განსაცდელი გადალახოთ, რომელიც უახლოეს დღეებში გელოდებათ. ასე რომ, გადადეთ ყველანაირი საქმე და კარგად გამოიძინეთ.
კარიერა: ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა, იმდენად აღგაგზნოთ, რომ გონივრული ნაბიჯების გადადგმა გაგიჭირდეთ. მოძებნეთ თქვენთვის უფრო საინტერესო საქმიანობა, რომელიც ტვინით მუშაობას არ გულისხმობს. თუკი ვერ იპოვით - აიღეთ დასვენების დღეები და გაერკვიეთ პირად საქმეებში.
სიყვარული: ხვალ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი წამოგყვეთ ახალ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება - არა. ყველაფერი დამოკიდებულია როგორც მის, ასევე, თქვენს სურვილზე. ვარსკვლავები გირჩევენ ამ მოვლენის პერსპექტივები აღწეროთ და დაფიქრდეთ, რა და როგორ აჯობებს.



კურო

ჯანმრთელობა: თუკი თქვენმა ექიმმა წამლებით მკურნალობა დაგინიშნათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ახლა, ახალი კოსმეტიკური საშუალებების საკუთარ თავზე გამოცდა არ ღირს, ალერგიის თავიდან აცილების მიზნით.
კარიერა:
თუკი ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებთ, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული და როგორც საჭიროა. ეცადეთ, ჭკვიანურად იმოქმედოთ: იფიქრონ გარშემომყოფებმა, რომ თქვენთან შემდგარი კარგი თანამშრომლობა მხოლოდ მათი დამსახურებაა. ამ  სცენარით ყველა კმაყოფილი დარჩება.
სიყვარული: თქვენი გაბრაზება, დამცირება და წყენა არავის გამოუვა. თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. თქვენი ახლობლებისა და პირველ რიგში, საყვარელი ადამიანის თქვენზე  თავდასხმის იგნორირებით ისინი თავად დარჩებიან ნაწყენები. ამიტომ იგნორირებას აჯობებს ორ-სამჯერ დემონსტრაციულად გამოხატოთ უკმაყოფილება.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენი ტვინი ახლა ისე კარგად მუშაობს, როგორც არასდროს. ამიტომ, თუკი ფიქრობთ, თქვენი ცოდნა გააღრმაოთ ან რაიმე ახალ სფეროს დაეუფლოთ, ხვალინდელი დღე ახალი ინფორმაციის დასამახსოვრებლად იდეალურია.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ რისკზე წასვლას. შესაძლოა, ბედმა ყველას გაუღიმოს, თქვენ გარდა. ამიტომ დროებით გადადეთ აქციების პაკეტების შეძენა და ზოგადად, ნებისმიერი საქმიანი ქმედება. ახალი ან თუნდაც განახლებული ავანტიურები თქვენს შემოსავალზე დადებითად არ აისახება.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი შეეცდება, თქვენი ურთიერთობა გარკვეულ შედეგამდე მიიყვანოს, გააკეთოს დასკვნები და სამომავლო გეგმები დასახოს. ნუ შეუშლით მას ხელს. მთავარია, მისი გეგმები და დასკვნები თქვენს წარმოდგენას დიდად არ ეწინააღმდეგებოდეს.      



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, ფილტვების სისუსტე იგრძნოთ, ამიტომ შეძლებისდაგვარად უარი თქვით სხვადასხვა პროცედურებზე, რომლებიც სასუნთქ სისტემას ეხება. რა თქმა უნდა, სიგარეტის მოწევაზე საუბარი ზედმეტია!
კარიერა:
ხვალ თქვენი დღეა, კირჩხიბებო! თქვენ ყველას დაიპყრობთ: კოლეგებს - მათი საქმიანობის მიმართ დიდი ინტერესით, ხელმძღვანელებს - ენთუზიაზმითა და საქმისადმი ყურადღებით. წარმატების მწვერვალზე იმყოფებით და არ დაგავიწყდეთ, სამომავლოდ, იგივე შემართებით იმოქმედოთ.
სიყვარული:
თუკი ამჩნევთ, რომ ბოლო დროს თქვენ და თქვენი რჩეული ხშირად კამათობთ, ხვალ შეეცადეთ, კამათის მიზეზი გაარკვიოთ. სასურველია, მიზეზის გარკვევაში არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანიც მონაწილეობდეს. შეეცადეთ, საუბარი მშვიდად და კონსტრუქციულად წარმართოთ, რათა  მორიგი კამათის წინაშე არ აღმოჩნდეთ.



ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებულად მოითხოვს პექტინების მიღებას. ეს ნივთიერებები, ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინებს გამოდევნის, რაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას სასარგებლოდ წაადგება.
კარიერა:
თამამად შეგიძლიათ, თქვენი ორგანიზაციის სარეკლამო კამპანიაზე იფიქროთ. იდეები, რომელთაც ცხოვრებაში განასახიერებთ, თქვენს პოტენციურ მყიდველებს პასუხობს და შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ. თქვენ შეძლებთ, არსებითად გამართოთ თქვენი ბიზნესი.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი მთელი სერიოზულობით იფიქრებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ფაქტმა, შესაძლოა, მასზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამიტომ საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოთ, რადგან შემდეგ ერთად მოგიწევთ მკურნალობა.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ოდნავ მაინც დაზოგეთ თავისუფალი დრო, რადგან ორგანიზმს დასვენების საშუალება მისცეთ. საუკეთესო ვარიანტი გარემოს შეცვლა იქნება, თუმცა ძილის წინ ფეხით გასეირნებაც არ გაწყენდათ.
კარიერა:
ხვალ, თანამშრომლებთან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნებით. პირადად გაერკვიეთ მომხდარ სიტუაციაში ისე, რომ სხვების რეკომენდაციებს არ მოუსმინოთ. მხოლოდ თქვენი გამოცდილება და ინტუიცია გიკარნახებთ, თუ ვინ დაუშვა შეცდომა მოლაპარაკებების დროს და ვინ არ დაემორჩილა თქვენს მითითებებს.
სიყვარული:
არ გაუშვათ ხელიდან უნიკალური შანსი! ხვალ მეგობრებსა და ნაცნობებს შორის, რომელთაც ძალიან დიდი ხანია იცნობთ, ისეთ ადამიანს შეამჩნევთ, რომელიც შეიძლება პირდაპირ თქვენს მეორე ნახევრად ჩათვალოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები: მთავარია, არ შეცდეთ, არ მიიღოთ სასურველი რეალურის ნაცვლად და არ ჩაუაროთ ბედნიერებას!.



სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ შედარებით წარმატებული დღე გელოდებათ გონებრივი საქმიანობის შესასრულებლად. ასე რომ, ყურადღების კონცენტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები, წესით, არ უნდა შეგექმნათ. შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ რთული საკითხების გადაჭრის გზები.
კარიერა: თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პროდუქტიული იქნება თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან. გახსოვდეთ, რომ ჩვეული გზით მოქმედება, როდესაც  სხვებს თქვენი გეგმების გათვალისწინებას აიძულებთ - არ ღირს. ისწავლეთ მოსმენა და სხვების აზრის პატივისცემა. თქვენ გარდა, კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ იპოვონ გამოსავალი. 
სიყვარული: ხვალ სასწორებს ბევრი და ნაყოფიერი ურთიერთობა ექნებათ სახლსგარეთ, მაგრამ საუბარი საოჯახო ხასიათს ნამდვილად შეიძენს. ვარსკვლავები არ გირჩევენ მსჯელობის სხვა თემებზე გადატანას - ნავთობის ფასის განხილვა თქვენი ოჯახის ბიუჯეტს დოლარებით ვერ შეავსებს. ტყუილად ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს.



მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებს შესაძლოა, კუჭის მჟავიანობა მოემატოთ. ამიტომ შეეცადეთ, განსაკუთრებით პრეტენზიული იყოთ პროდუქტების არჩევის დროს, რათა მოსალოდნელი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.
კარიერა:
რაც უფრო ნაკლები სამუშაო გექნებათ, მით უფრო ძლიერად იგრძნობთ თავს. ამიტომ შეეცადეთ, ნაკლები პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. ზედმეტად დაკავებულ მორიელებს ვარსკვლავები განსაკუთრებულ გულმოდგინებას არ ჰპირდებიან.
სიყვარული:
ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ერთობლივი ცეკვისთვის. არ არის აუცილებელი, ნელი და რომანტიკული ცეკვა. ენერგიული როკ-ენ-როლი ან გაბედული პოლკაც კი სასარგებლოდ წაგადგებათ. მთავარი და ყველაზე რთული მუსიკის, ადგილისა და დროის შერჩევაა, დანარჩენი ადვილად მოგვარდება.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, სტრესისკენ არ უბიძგოთ საკუთარ ორგანიზმს. სულიერი სიმშვიდე თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ სხვადასხვა დაავადებებისგან დაიცვათ თავი. და კიდევ ერთი, განსაკუთრებით მოუფრთხილდით ყელს.
კარიერა:
აუცილებლად გაითვალისწინეთ თანამშრომლების აზრი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის: ხელმძღვანელი თუ კონკურენტი. ყურადღებით მოუსმინეთ და გააანალიზეთ მისი ნათქვამი. შესაძლოა, სწორედ მათგან მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა პრობლემების გადასაჭრელად.
სიყვარული:
ხვალ საყვარელ ადამიანს რამდენჯერმე დასჭირდება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გამეორება, რადგან ეს თქვენ საბოლოოდ დაიმახსოვროთ. თუკი ძალისხმევასა და მონდომებას არ გამოიჩენთ, ყველა მისი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, რაც საკმაოდ სერიოზული კამათის მიზეზი გახდება. შეეცადეთ, იყოთ უფრო ყურადღებით, თუნდაც უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, თქვენი მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდეს. თქვენ აშკარად გაცილებით მეტის მოლოდინი  გქონდათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გაღიზიანდეთ და  დანიშნული კურსით მკურნალობა გააგრძელოთ.
კარიერა:
თუკი ბოლო დროს, გარკვეული სირთულეები გქონდათ მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახლა თქვენი ფინანსური მდგომარეობა ერთი-ორად გაიზრდება, რადგან უახლოეს დღეებში სოლიდურ ჰონორარს მიიღებთ და იმ ვალებსაც დაიბრუნებთ, რომლებიც დიდი ხნის წინ გაასესხეთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შეეცდება, მკაცრი იყოს თქვენთან ურთიერთობაში. შესაძლოა, ეს თქვენი აღზრდის მცდელობა იყოს და ამით, მან მუდმივი სიყვარული ჩაგინერგოთ. ყველა შემთხვევაში, შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მისი რჩევები და  თქვენი უკმაყოფილება ნაკლებად გამოხატოთ.



მერწყული
ჯანმრთელობა:
თქვენი პოზიტიური განწყობა ის სტიმულია, რომელიც ხვალ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და არსებული პრობლემების სწორად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
კარიერა:
ტყუილად ნუ გაბრაზდებით ცხოვრებაზე და ნუ იქნებით უკმაყოფილო სამუშაო ადგილით. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა პერსპექტივები გელოდებათ სამომავლოდ. შეეცადეთ, იფიქროთ ამ თემაზე და სასწრაფოდ ისარგებლოთ არსებული შესაძლებლობებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა წარმატება გვერდით ჩაგივლით.
სიყვარული:
გახსოვდეთ, რომ თქვენ დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი არსება არ ხართ. მით უმეტეს, არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასი ხართ, თქვენ მიმართ გულგრილი არ არის და თქვენც იგივე გრძნობით პასუხობთ მას. იმოქმედეთ ისე, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გაექცეთ.



თევზები
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ ძლიერი ემოციური შეტევის წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ გააკონტროლეთ საკუთარი თავი და ნუ მოექცევით გარშემომყოფების ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ. მიირთვით მცენარეული ჩაი დასამშვიდებლად.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ორგანიზება გაუწიოთ საოფისე პატარა დღესასწაულის მოწყობას. იმ შემთხვევაში, თუკი ამის მიზეზი არ გაქვთ, შეცვალეთ დაძაბული სამუშაო ატმოსფერო ხალისით და უდარდელობით. ეს თქვენ სამომავლოდ აუცილებლად ჩაგეთვლებათ.  
სიყვარული:
ნებისმიერი თქვენი ძალისხმევა წარმოუდგენელი სირთულით ჩაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სხვების დადებით განწყობაზე ზრუნავთ, საკუთარ სახეზე დაძაბულობა გაწერიათ. ამგვარ „მსხვერპლზე“ წასვლა არ ღირს. შესაძლოა, გარშემომყოფები გაგინაწყენდეთ კიდეც. შეეცადეთ, საყვარელ ადამიანს მოარიდოთ თავი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?