18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის შედეგი ჯერ არ ჩანს, ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ბოლომდე მიიყვანეთ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
კარიერა: ნუ შეგაშინებთ სირთულეები, რომლებიც ახალი საქმის დაწყებას მოჰყვება. თუკი ხელმძღვანელმა რთული დავალების შესრულება გთხოვათ, ესე იგი, მას საკმაო მიზეზი აქვს, რომ განდოთ სერიოზული საკითხების გადაჭრა. მისი რეკომენდაციების შესრულებით აუცილებლად გაამართლებთ თქვენთვის გამოცხადებულ ნდობას.
სიყვარული: საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი დაარწმუნოთ მისი ამა თუ იმ ქმედების სისწორეში. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, საყვარელმა ადამიანმა თქვენი რჩევა გაითვალისწინოს, მაგრამ მაინც წინასწარ განეწყვეთ იმისთვისაც, რომ შესაძლოა, თქვენი ჩანაფიქრის შესრულება თავად მოგიწიოთ.  


 


კურო
ჯანმრთელობა: თქვენი კუჭი უკმაყოფილოა იმ საკვებით, რასაც მას აწვდით. ამიტომ შეეცადეთ, სწორად შეარჩიოთ კვების რაციონი, რათა კუჭის პრობლემები თავიდან აიცილოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოთმინება.
კარიერა: კარგი იქნება, თუკი ხვალ საკუთარი თავისთვის და კოლეგებისთვის საინტერესო წვეულებას გაუკეთებთ ორგანიზებას. კოლექტივში შექმნილი ჯანსაღი გარემო ყოველთვის ხელს უწყობს სამუშაო განწყობის ამაღლებას.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ საოცარი მოთმინების უნარი უნდა გამოიჩინოთ. თქვენი მეორე ნახევრის საქციელს ნუ შეაფასებთ ემოციურად. ამ შემთხვევაში ცივი გონებით უკეთ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, დარწმუნებული ხართ, რომ აბსოლუტურად არაფერი გაწუხებთ? დაფიქრდით და სწორად განსაზღვრეთ, რა გტკივათ და რატომ გტკივათ, შემდეგ კი შესაბამისად იმოქმედეთ.
კარიერა: იყავით უფრო თავმდაბალი და მოკრძალებული, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ, მით უმეტეს, თუკი განსახილველი თემა არც თქვენ და არც თქვენს ძალაუფლებას არ ეხება. ნუ ჩაერევით დისკუსიაში მხოლოდ იმიტომ, რომ შეგამჩნიონ. თქვენი ეს ქმედება გარშემომყოფებს არ გამოეპარებათ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ის ვრცლად მოგიყვებათ საკუთარ პრობლემებზე ან, უბრალოდ, შეეცდება, თქვენთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს. იყავით გულახდილი, მეგობრული და შეეცადეთ, გადაეწყოთ მის ტალღაზე.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენი ფეთქებადი ხასიათის გამო საკუთარ ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებთ. თუკი საკუთარ თავსა და სურვილებს არ მოთოკავთ, მაგიდაზე მუშტის დარტყმა და კარის მიჯახუნება, შესაძლოა, ტრავმატოლოგთან ვიზიტის მიზეზიც კი გახდეს.  
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას სარგებლის მიღების მიზნით. შესაძლოა, კარიერულ წინსვლაში პრობლემები შეგექმნათ და კომფორტულ სამუშაო ადგილსაც გამოემშვიდობოთ. ეს კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
სიყვარული: თქვენში მომხდარ ცვლილებებს საყვარელი ადამიანი სიხარულით ადევნებს თვალს. შესაძლოა, ეს ცვლილებები დიდი ხნის წინათ დაიწყო, თუმცა თქვენმა რჩეულმა მხოლოდ ახლა შეამჩნია. შეხედეთ მის გაოცებულ თვალებს და იამაყეთ შედეგით.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალ აუცილებლად მოგიწევთ დანაპირების შესრულება და სასურველია, ის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. თუკი, რა თქმა უნდა, მოულოდნელად არ შეცვლით საკუთარ გადაწყვეტილებას.
კარიერა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ სხვების დახმარებას სამუშაოს შესრულებაში. უმჯობესია, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ პრობლემებს, რადგან მუდმივად სხვების ნაცვლად საქმის კეთება მიზანშეწონილი არ არის. თქვენ კი უხელმძღვანელეთ პროცესებს და კოლეგებს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითეთ.
სიყვარული: ნებისმიერი მიზეზით შეეცდებით, საყვარელ ადამიანს დღესასწაული მოუწყოთ, მაგრამ თქვენი ეს სურვილი მან შესაძლოა, არაადეკვატურად მიიღოს  და ეჭვის თვალით შემოგხედოთ. თუმცა, მაინც იქონიეთ იმედი, რომ დღესასწაული კარგად ჩაივლის.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, ხვალინდელი დღე იოგასა და მედიტაციას დაუთმოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი შესრულება სახლის პირობებში მოგიწევთ, შექმენით განუმეორებელი ატმოსფერო  და აირჩიეთ თქვენთვის საჭირო ვარჯიშები. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას.
კარიერა:
ხვალ საკმაოდ უცნაური დღე გელოდებათ. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, ხოლო მეორე ნახევარში უამრავი სამუშაო გამოგიჩნდებათ. მიუხედავად იმისა, თქვენთვის მარტივია თუ არა მათი შესრულება, ახალი საქმეების ნაწილი მაინც დაუსრულებელი  დარჩება. ასე რომ, წინასწარ შეემზადეთ გაურკვევლობისთვის.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ, რას ეუბნებით საყვარელ ადამიანს. შესაძლოა, ზოგიერთი სიტყვა, რომელსაც ყოველდღიურ ლექსიკონში ხშირად იყენებთ, მისთვის მიუღებელი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები, რათა მოსალოდნელი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებისთვის ხვალ ნამდვილად არ ღირს დიეტის დაწყება და საკვებში შეზღუდვების დაწესება, რადგან ამ ეტაპზე საკმარისი ძალები გჭირდებათ იმისთვის, რომ დაგეგმილს გაუმკლავდეთ.
კარიერა: ხვალ შეხვედრებში წარმატებები გელოდებათ: დღისით - საქმიანში, საღამოს - მეგობრულში. თქვენი უსაზღვრო ენერგია საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის საქმიანობას გაუმკლავდეთ.
სიყვარული:
კარგი იქნება, თუკი პრობლემებს დაივიწყებთ  და საყვარელ ადამიანს თუნდაც ერთ საათს დაუთმობთ. გაისეირნეთ მასთან ერთად ბუნებაში და გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს დასვენებისა და ბედნიერების უფლება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისგან და ადვილად აალებადი საგნებისგან. დიდი რისკია, დამწვრობა მიიღოთ. უმჯობესია, ხვალინდელი დღე მაცივართან ახლოს გაატაროთ.
კარიერა: რაც არ უნდა მრავალმხრივი და რთული საქმე დაგავალონ, თქვენი მოვალეობების შესრულებას იმაზე სწრაფად გაუმკლავდებით, ვიდრე სხვა დროს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ კოლეგებსაც გაუადვილოთ საქმეები და ბოლო სამუშაო საათი ჩაის ან ყავის ერთად მირთმევას დაუთმოთ.
სიყვარული:
თუკი ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ მეორე ნახევარი, ხვალ ამის დიდი შანსი გაქვთ. გირჩევთ, ყურადღებით დააკვირდეთ ადამიანს, რომელიც უნებლიეთ დაგეჯახებათ ან ფეხზე დაგაბიჯებთ. ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ დიდი ალბათობით, ეს ადამიანი თქვენი  ბედია.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საწუწუნო არაფერი გაქვთ და ტყუილად ცდილობთ, ესა თუ ის დაავადება დაიბრალოთ. დამშვიდდით და გაუფრთხილდით ნერვებს. ცუდ ხასიათზე ყოფნის მიზეზი, უბრალოდ, არ გაქვთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. თუკი ფიზიკური მონაცემები არ გაძლევთ ნაყოფიერი მუშაობის საშუალებას, იმუშავეთ შესვენებებით. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს რაღაც საკითხში არ გაუმართლებს, ამიტომაც ის ძალიან გაბრაზდება მთელ სამყაროზე და კონკრეტულად თქვენზეც, რადგან თქვენ მისთვის ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ხართ. შეეცადეთ, გაძლიერდეთ და ვაჟკაცურად გადაიტანოთ მისი სიბრაზე.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, დაასვენოთ ტვინი იმ პრობლემებისგან, რომელთა გადალახვა ბოლო დროს გიწვევთ და ნუ დატვირთავთ მას დიდი მოცულობის ინფორმაციით.
კარიერა: სამუშაო საქმეებში იმდენად ჩაეფლობით, რომ დროის გასვლას ვერც კი შეამჩნევთ. მსგავსი ენთუზიაზმი დიდი ხანია, არ გქონიათ. შესაძლოა, თქვენმა სამუშაომ ახლა უფრო დაგაინტერესოთ და მისგან სიამოვნება მიიღოთ. 
სიყვარული: თქვენი ორმაგი ბუნება ხვალ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. შეეცადეთ, გრძნობები და ჭკუა ერთნაირად გამოიყენოთ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც საოჯახო ცხოვრებას ეხება. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ განრისხდებით და შედარებით ადრე დაწვეთ დასასვენებლად.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ შხაპის ქვეშ. თქვენთვის სასარგებლო იქნება  არა მხოლოდ თბილი წყალი, არამედ წყლის ნაკადის მსუბუქი მასაჟიც.
კარიერა:
ხვალ მოულოდნელად ფულადი ჯილდო გელოდებათ. სავარაუდოდ, ხელფასის ნაწილი არ გადაგიხადეს ან დამსახურებული პრემიის შესახებ დაივიწყეს. ყველა შემთხვევაში, მსგავსი ფინანსური დახმარება სასარგებლოდ წაგადგებათ, მით უმეტეს, რომ ძვირფასი ნივთის შეძენა გაქვთ დაგეგმილი.
სიყვარული:
ერთადერთი, რისიც უნდა გჯეროდეთ, თქვენი ინტუიციაა. თუკი ინტუიცია გკარნახობთ, რომ საყვარელ ადამიანს არ უნდა შეხვდეთ, ნუ შეხვდებით, თუნდაც გონება საპირისპიროს გეუბნებოდეთ. მოკლედ, საკუთარ შინაგან ხმას ხვალ აუცილებლად უნდა დაუჯეროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით ყურადღებით იყავით იმ დროს, როდესაც სპორტით იქნებით დაკავებული. ახლა, შესაძლოა, შედარებით რთულად გადაიტანოთ მომატებული ფიზიკური დატვირთვა.  სუნთქვის გართულებასა და დაღლილობასაც ნუ გამორიცხავთ.
კარიერა:
დილას შეიძლება, მაღვიძარას ზარი „ვერ გაიგოთ“, დღისით სადილზე შეყოვნდეთ, ხოლო საღამოს სახლში ადრე წახვიდეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რათა ასეთმა გულგრილმა დამოკიდებულებამ თქვენი კარიერა არ აზარალოს.
სიყვარული: გააკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი საქციელი საყვარელ ადამიანს არ დააზარალებს. გრძნობებით თამაშს პოზიტიური შედეგი არასდროს აქვს, ამიტომ ამის მოსინჯვაც არ ღირს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?