19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს თმას. შესაძლოა, მას დამატებითი კვება და მოვლა სჭირდებოდეს. კარგი იქნება, თუ განაახლებთ თმის მოვლის საშუალებების კრებულს. 
კარიერა: იყავით დაკვირვებული და ნუ შეეჭიდებით ყველა საქმეს ერთდროულად. სანამ ძველ პრობლემებს არ გაუმკლავდებით, ახლების გადაჭრაზე ფიქრს ნუ დაიწყებთ. 
სიყვარული: ხვალ შეიტყობთ, რას ფიქრობს რეალურად თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს პიროვნებაზე და თქვენს ურთიერთობაზე. დაკვირვებით გააანალიზეთ ეს ახალი ინფორმაცია.



კურო
ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა, იმ კუროების ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდეს, რომლებიც სხვადასხვა რესპირატორული დაავადებით არიან ინფიცირებული. 
კარიერა: ხვალ ის დღეა, როცა ყველა გარშემომყოფს უნდა დაუმტკიცოთ, პოზიცია, რომელიც ახლა გიკავიათ, ლამაზი თვალების გამო არავის გადმოულოცავს თქვენთვის. შესაძლებლობების გამოვლენის დროა!
სიყვარული: ხვალ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ ვარსკვლავები კეთილგანწყობის გამოვლენას გირჩევენ. ბოლო დროს თქვენი უხასიათობა უსაფუძვლო ეჭვების საბაბი ხდება მისთვის.



ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის სასარგებლო იქნება, სხვადასხვა თავსატეხებსა და საგანმანათლებლო თამაშებს თუ შეეჭიდებით. მაგალითად, სუდოკუს. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი ტვინის მუშაობა უმაღლეს დონეზე მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. 
კარიერა: ხვალინდელი დღე არაპროგნოზირებად სიურპრიზებს გპირდებათ. ეცადეთ, ხმას არ აუწიოთ, მოთმინებით აღიჭურვეთ და მოვლენათა კვანძის გახსნას დაელოდეთ. 
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრისთვის თავად ის ფაქტიც, რომ თქვენ არსებობთ ამ პლანეტაზე, ბედნიერების მომტანი იქნება. თქვენი ერთადერთი მოვალეობაა, არ აიძულოთ მას, ინანოს.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს. ეცადეთ, გადაახალისოთ კვების რაციონი სხვადასხვა მსუბუქი კერძითა და ბოსტნეულით. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ოფისიდან რაც შეიძლება მალე „გამოიქცეთ“. მთავარია, წინასწარ განსაზღვროთ და ხელმძღვანელობასთან პრობლემების თავიდან აცილება შეძლოთ. 
სიყვარული: შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა სრულიად გაუაზრებლად გატკინოთ გული, თანაც ისე, რომ იარის „შეხორცება“ დიდხანს ვერ მოახერხოთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოროტი განზრახვით მას არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ, არ დაუფიქრდა. სულ ეს არის.



ლომი
ჯანმრთელობა: მოსალოდნელია თვალების გაწითლება, ამაღლებული მგრძნობელობა. ნუ გაატარებთ დიდ დროს კომპიუტერის მონიტორთან და ეცადეთ, არ იკითხოთ ცუდი განათების პირობებში. 
კარიერა: ბევრი ენერგიის ჩადება მოგიწევთ საქმეში, თუმცა შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ხვალინდელი დღე საშუალებას მოგცემთ, ბევრი რამ გადააფასოთ და უკეთ გაერკვეთ ადამიანებში. 
სიყვარული: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზებს გიწინასწარმეტყველებენ.



ქალწული
ჯანმრთელობა: ცუდი დღეა ცხიმიანი კერძების დასაგემოვნებლად. განსაკუთრებით მძიმე გადასამუშავებელი თქვენი ორგანიზმისთვის ცხიმიანი თევზის ხორცი იქნება.
კარიერა: ხვალინდელი დღე მომავლის დასაგეგმად იდეალურია! ნუ დახარჯავთ დროს რუტინულ სამუშაოზე. მომავალზე ფიქრის დროა!
სიყვარული: ხვალ თქვენი წარმატება მთლიანად თქვენს ხიბლზეა დამოკიდებული. მხოლოდ მისი დახმარებით შეძლებთ მიიღოთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან ის, რაც ასე ძალიან გსურთ.



სასწორი
ჯანმრთელობა: კატეგორიულად არ არის რეკომენდებული რაიმე სახის შეზღუდვები კვებაში. ასე რომ, დაივიწყეთ ყოველგვარი დიეტა!
კარიერა: ხვალინდელი დღე თავდაჯერებულობას შეგმატებთ და ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით. თქვენს პოზიციებს სამსახურში მნიშვნელოვნად გაიმაგრებთ და კარიერული წინსვლისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ. 
სიყვარული: თუ არ გსურთ, თქვენი მეორე ნახევრის მრისხანება დაიმსახუროთ, სახლიდან გასვლის წინ კარგად შეამოწმეთ, დაკეტილია თუ არა ყველა ონკანი. არ არის გამორიცხული, ონკანის გადაკეტვა დაგავიწყდეთ და სახლი ნამდვილ ნოეს კიდობნად გექცეთ.



მორიელი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებით წარმატბული იქნება თქვენი სახის კანის სირბილის, სინაზისა და სიგლუვისთვის ბრძოლა. 
კარიერა: გლობალურ პრობლემებზე ფიქრისა და განსჯის დრო ხვალ ნამდვილად არ გექნებათ. თავის ტკივილის გარდა, ჯილდოდ ვერაფერს მიიღებთ. სჯობს, საკუთარ კარიერას მიაქციოთ საჭირო ყურადღება.
სიყვარული: განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ თითოეულ სიტყვას, რასაც თქვენს მეორე ნახევარს ეტყვით. არ არის გამორიცხული, მას შემთხვევით გული ატკინოთ. შესაძლოა, ხვალ არაფერი გითხრათ საყვარელმა ადამიანმა, თუმცა ამ გულისტკენას აუცილებლად დაიმახსოვრებს.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის დასაწყებად წარმატებული იქნება. თუმცა გაითვალისწინეთ, არ ღირს მკაცრი დიეტის მოულოდნელად დაწყება. სჯობს, თქვენი ორგანიზმი თანდათან შეაჩვიოთ ცვლილებებს. 
კარიერა: მნათობები გირჩევენ, გარისკოთ. ხომ გახსოვთ, ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს. 
სიყვარული: იმ თვისებას, რომელიც თქვენს მეორე ნახევარში ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ხვალ თქვენი საერთო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი დაგარწმუნებთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში და თქვენი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.



თხის რქა
ჯანმრთელობა: არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ პოზიტიური ემოციების მკურნალ ეფექტზე. ასე რომ, არა მხოლოდ წამლების ყიდვაზე, ბედნიერების მომტანი ღონისძიებების ორგანიზებაზეც უდნა იფიქროთ. 
კარიერა: გონება ძალიან გაფანტული გექნებათ - ძნელად თუ მოიკრებთ ძალას თქვენი აუცილებელი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. მაგრამ თუ სასწაული მოხდა და ეს ძალა გამონახეთ, დღე ძალიან ნაყოფიერად ჩაივლის!
სიყვარული: მნათობები გირჩევენ, აქტიური მხარდაჭერა გამოხატოთ თქვენი მეორე ნახევრის ჰობისადმი. შემატეთ კიდევ ერთი ექსპონანტი მის კოლექციას, წადით მასთან ერთად მისი საყვარელი გუნდის თამაშზე, კონცერტზე, გამოხატეთ აღფრთოვანება მის მიერ შექმნილ ხელოვნების მორიგ ნიმუშზე...



მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ღამით უძილობის მსხვერპლი შეიძლება გახდეთ. დაფიქრდით, რას მოიმოქმედებთ, თუ მხოლოდ ცხვრების თვლა ვერ დაგეხმარებათ დაძინებაში? 
კარიერა: ეცადეთ, ცოტაოდენი დრო სახლში მარტომ გაატაროთ და თქვენს ფიქრებს მიუძღვნათ წუთები. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, დღე ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში, ტელევიზორთან გაატაროთ და სრულად განიტვირთოთ. თუ სამსახური ამის საშუალებას მოგცემთ, რა თქმა უნდა.



თევზები
ჯანმრთელობა: იზრუნეთ თქვენს მუხლებზე, თუ არ გსურთ, ხვალ საღამოს თქვენი ფეხები 12 წლის ბიჭივით გადატყავებული გქონდეთ. 
კარიერა: ნურავის გაუმხელთ თქვენს გეგმებს. ჩვეულებრივმა ადამიანურმა შურმა შესაძლოა, თქვენი მიზნების წარუმატებლობა განაპირობოს. 
სიყვარული: მხიარულების დროა! გაატარეთ საღამო უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. სერიოზული საქმეები ხვალისთვის გადადეთ და თქვენს საყვარელ ადამიანს ლამაზი საღამო აჩუქეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?