22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ცხარე კერძებისგან თავი შეიკავოთ. ასევე, უარი თქვათ ეგზოტიკური სანელებლებითა და სოუსებით შეკმაზულ კერძებზე. 
კარიერა: ორიგინალური იდეა გაქვთ, თუმცა ზედმეტად ხმამაღალ განაცხადად გეჩვენებათ იმისთვის, რომ გაამჟღავნოთ? სისულელეა! აუცილებლად გარისკეთ!
სიყვარული: ხვალ ძველ ურთიერთობებს გაიხსენებთ და სევდა მოგეძალებათ. რატომ შეგახსენებენ ძველი რომანები თავს მაინცდამაინც ხვალ, ვერავინ გეტყვით, თუმცა მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს - წარსული წარსულში რჩება!



კურო
ჯანმრთელობა: მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით. პოზიტიური ემოციები თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. 
კარიერა: ხვალინდელი დღე თქვენი პირადი კეთილდღეობის უკეთ მოწყობის ისეთ შანსს მოგცემთ, რომელსაც კიდევ დიდხანს ვეღარც კი ინატრებთ. ასე რომ, შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია!
სიყვარული: ნუ მოიწყენთ ნურც ერთი მიზეზით, მაშინაც კი, თუ საყვარელ ადამიანთან უთანხმოება გაქვთ. ცხოვრება ხომ ამით არ მთავრდება?!



ტყუპები
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ფიზიკურად და ემოციურად არ გადაიტვირთოთ, განსაკუთრებით საღამოს საათებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ დაიძინებთ. 
კარიერა: სამუშაო პროცესი იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდება ხვალ თქვენთვის, რომ მუშაობა საუკეთესო დასვენება იქნება. 
სიყვარული: ხვალ ახლობლებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას ნუ დაგეგმავთ. უამრავი დამაბრკოლებელი გარემოება გამოჩნდება, რომლებიც გამგზავრებაში ხელს შეგიშლით.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე ხვალ უარყოფითად აისახება ნახევარფაბრიკატებისა და კონსერვანტების მიღება. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ჯანსაღ საკვებს მიეტანოთ.
კარიერა: სამსახურში ყველაფერი თავდაყირა დაგხვდებათ. სიმშვიდეზე მხოლოდ ოცნებას თუ შეძლებთ. მთავარია, ძალები მოიკრიბოთ და სირთულეებს არ შეუშინდეთ. დანარჩენი კი თავად მოგვარდება. 
სიყვარული: მზად იყავით დაკითხვისთვის. თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან ბევრი კითხვა ექნება.



ლომი
ჯანმრთელობა: მუშაობის დროს ხშირად შეისვენეთ და გაავარჯიშეთ კისრისა და წელის კუნთები. ადექით კომპიუტერის მაგიდიდან და რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე ფინანსურ სფეროში დიდ წარმატებას მოგიტანთ. ღირს, რომ ახლა ცოტა მეტად დაიტვირთოთ თავი, რათა უახლოეს მომავალში პრემია დაიმსახუროთ. 
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს მეორე ნახევარს, გაიგებთ, რა სურს და შეიტყობთ, რას ანიჭებს უპირატესობას. თქვენი მოვალეობაა, ეს ცოდნა მხოლოდ თქვენი ურთიერთობის სასიკეთოდ გამოიყენოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა: სხეულის მოდუნების საუკეთესო საშუალება მასაჟია. იპოვეთ შესაფერისი ხელები და „იფრინეთ“.
კარიერა: ნუ იჩქარებთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობების მალე დასრულებას. სავარაუდოდ, ხელმძღვანელი იფიქრებს, რომ იჩქარეთ, რათა სახლში მალე წასულიყავით. 
სიყვარული: თუ მართლა გსურთ, თქვენი საყვარელი ადამიანის ყურადღება დაიმსახუროთ, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოთ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და მატერიალურად. ვინ თქვა, რომ მარტივი იქნება?!



სასწორი
ჯანმრთელობა: აკონტროლეთ თქვენი წონა. ზედმეტი კილოგრამების მომატების შანსი ხვალ დიდი იქნება ისე, როგორც არასდროს.
კარიერა: ხვალინდელი დღე მიმზიდველ კარიერულ შესაძლებლობებს გპირდებათ. თუ ასე მოხდა, ნუ გადადებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხვალინდელი შანსი ყველაზე მომგებიანი იქნება თქვენთვის. 
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სასწრაფო ფსიქოლოგიური დახმარება იქნებით. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა მისი ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრობლემების დაბალანსებაზე.



მორიელი
ჯანმრთელობა: ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას უნდა მიაქციოთ, რათა მომავალში პრობლემების თავიდან აცილება შეძლოთ.
კარიერა: იჩქარეთ! ხვალ ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენი რეაქციების სისწრაფესა და კრიტიკულ სიტუაციაში ბალანსის შენარჩუნებაზე. 
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებული და თვითკმაყოფილი იქნება, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ. მშვიდად აუხსენით, რომ ასეთი ვითარებები თქვენზე უარყოფითად მოქმედებს.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: თქვენთვის მოდუნება და რელაქსაცია უმნიშვნელოვანესია. ამაში კი ყველაზე უკეთ არომათერაპიები დაგეხმარებიან. 
კარიერა: გარკვეულ გარემოებათა ზეგავლენით საკუთარ სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ შეძლებთ. რაღაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედოთ, რადგან ასე მნიშვნელოვანი დეტალები შესაძლოა, მხედველობიდან გამოგეპაროთ. 
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრისთვის ხვალ უმნიშვნელოვანესი იქნება, დაინახოს, რამდენად ღირებული ადამიანია ის თქვენთვის. თუ ამას ვერ შეძლებთ, შემდეგ დიდხანს მოგიწევთ მის დეპრესიასთან ბრძოლა.



თხის რქა
ჯანმრთელობა: ეცადეთ, მეტად თავშეკავებული იყოთ. თქვენი იმპულსურობითა და სიხისტით არა მხოლოდ საკუთარ თავს, გარშემომყოფებსაც ვნებთ. 
კარიერა: დღე საკმაოდ მდორედ ჩაივლის. დილით მოდუნებული და გამოუძინებელი იქნებით. ასე რომ, მნიშვნელოვანი საქმეების საღამოსთვის გადადება მოგიწევთ. 
სიყვარული: რაც არ უნდა ახლოს იყოთ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი სულიერად, მაინც განსხვავებული ადამიანები ხართ. ამ ფაქტორის გათვალისწინება ხვალ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებლად მოგიწევთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე შესაფერისია კომპლექსური გამოკვლევებისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო დროს მცირე დარღვევებს ამჩნევთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაში. 
კარიერა: მთელი დღის დოკუმენტებთან გატარება მოგიწევთ. მართალია, ძალიან მოსაწყენი საქმეა, მაგრამ ხშირად ძალიან მნიშვნელოვანიც. 
სიყვარული: ბევრს ნუ იხუმრებთ. როგორც ჩანს, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს იუმორის გრძნობა საერთოდ დატოვებს და შესაძლოა, ძალიან გაგინაწყენდეთ.



თევზები
ჯანმრთელობა: მნათობები გირჩევენ, ექიმის რეკომენდაციებს მკაცრად მისდიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობის გართულებას თავიდან ვერ აიცილებთ.
კარიერა: ბოლო დროს ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ გაქვთ. მთავარია, სულით არ დაეცეთ! დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. 
სიყვარული: თავს თქვენი საყვარელი ადამიანის გარემოცვაშიც კი მარტოსულად იგრძნობთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბედნიერი ვერ იქნებით...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?