1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 მაისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. ეს კი იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს საფუძვლიანი დასვენება სჭირდება. ამისთვის მხოლოდ დივანზე წამოწოლა საკმარისი არაა. ეცადეთ, გარემო შეიცვალოთ.
კარიერა: სამსახურში ბევრი ფიქრი არ გიწევთ იმაზე, პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ, რადგან თქვენი განრიგი მკაფიოდაა გაწერილი. ერთადერთი, რამაც შეიძლება კურსი შეგაცვლევინოთ, ეს არის სურვილი, სამუშაო დღე უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო გახადოთ.
სიყვარული: ხვალ პრინციპულად არ გსურთ, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოვლისმცოდნე ბრძენივით გამოიყურებოდეთ. პირიქით, ბავშვური ცელქობა და უდარდელობა მოგენატრათ. იმედია, საყვარელი ადამიანი  ამას გაგებით შეხვდება.



კურო

ჯანმრთელობა: ამჟამად თქვენთვის საუკეთესო არჩევანი ვიტამინი K-ს შემცველი ბოსტნეულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში რაღაც ხარვეზები გაქვთ.
კარიერა: ამ დღეს დიდი წინდახედულება და თავაზიანობა გმართებთ, განსაკუთრებით ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც თქვენს უშუალო ხელმძღვანელს ეხება.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად კაფეში ან რესტორანში გაატარებთ. ფასს, მომსახურების დონეს და მენიუს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, ლუდხანაშიც კი შეგიძლიათ დაპატიჟოთ. ეცადეთ, ყველა ხარჯი თავად გადაიხადოთ. შეხვედრის ინიციატორი ხომ თავად ბრძანდებით?



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი უშუალო ვალდებულებების შესრულებაში ხელს გაფანტულობა და ძილიანობა შეგიშლით. იქნებ, სჯობს, რომ ძილსა და დასვენებას ცოტა მეტი დრო დაუთმოთ?
კარიერა: დაგეგმილ შეხვედრაზე წასვლა იმდენად გეზარებათ, რომ მზად ხართ, მასზე უარი თქვათ. სიზარმაცე გვერდით გადადეთ და წასვლისთვის მზადებას შეუდექით. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ პირობა და გახსოვდეთ, რომ ეს შეხვედრა ბევრ სიკეთეს მოგიტანთ. ამაში შეხვედრის ბოლოს თავად დარწმუნდებით.
სიყვარული: ყურადღებით მიუსმინეთ ყველაფერს, რასაც საყვარელი ადამიანი გეუბნებათ. არა იმიტომ, რომ რაღაც პრინციპულად მნიშვნელოვანს ამბობს, არამედ იმისთვის, რომ ეს სიტყვები საჭირო დროს შეახსენოთ. ადამიანებს ყოველთვის მოსწონთ, როცა მათი სიტყვების ციტირებას ახდენენ.  



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
თქვენი ორგანიზმი როგორც არასდროს, ისე ითხოვს ვიტამინებს. ყური დაუგდეთ მის მოთხოვნას და რამე ვიტამინებით მდიდარი მიირთვით. სასურველია, არა აბების, არამედ ნატურალური სახით.
კარიერა: გირჩევთ, რომ ხვალ ბევრი ფული დახარჯოთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტი ფული გავა თქვენი პირადი ხაზინიდან, მით მეტი შემოვა მომავალ კვირას. თუმცა, ბოლო კაპიკამდე ყველაფრის დახარჯვას მაინც არ გირჩევთ. იშვიათად, მაგრამ ვარსკვლავებიც ცდებიან, ამიტომ „შავი დღისთვის“ ფულის გადანახვა არ დაივიწყოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდს გრძნობების მოთოკვა და თავის ხელში აყვანა ძალიან გაუჭირდება, რადგან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. „წყლიდან მშრალად გამოსვლა“ თუ მოახერხა, შეძლებთ მისით დიდხანს იამაყოთ.



ლომი
ჯანმრთელობა: 
იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენი დღის გეგმები ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ შეიცვლება. წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ, თუ დილიდან თავი შეუძლოდ იგრძენით, ფორმაში ჩადგომა გაგიჭირდებათ.
ბიზნესი: აუცილებელი არაა, რომ პირველივე იდეა, რომელიც თავში მოგივიდათ, გენიალური და წარმატებული იყოს. დაელოდეთ მეორეს ან მესამეს. ნუ აჩქარდებით და რჩევა ისეთ ადამიანს ჰკითხეთ, ვისაც იდეების სიჭარბე აწუხებს.
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ ლომები ყოფილი მეორე ნახევრების სატელეფონო ზარებმა და სმს-მა შეაწუხონ. ეცადეთ, სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ, რადგან თქვენი გაღიზიანება უკუეფექტს მოგიტანთ. ნუ იუხეშებთ, რადგან სურვილის შემთხვევაში, ადამიანის გაბრაზება მშვიდად და ღირსეულადაც შეიძლება. იფიქრეთ ამაზე და გადაწყვეტილება თავისთავად მოვა..



ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ქალწულებს სახის ვარჯიში წაადგებათ. დადექით სარკის წინ და ივარჯიშეთ. ზედმეტად გაცინებაც ნუ დაგეზარებათ.
კარიერა: ხვალ თუ სერიოზულ ფინანსურ დოკუმენტზე აპირებთ ხელის მოწერას, პრობლემა რომ არ შეგექმნათ, პარტნიორების სანდოობა ყველა დონეზე და ყურადღებით შეამოწმეთ. სჯობს, ზედმეტად ეჭვიანი იყოთ, ვიდრე გაუფრთხილებელი და უყურადღებო.
სიყვარული: თქვენი გულის ვარდს ვერაფრით გაუგია, რის თქმა გინდათ ამა თუ იმ მოქმედებით. არ ესმის თქვენი სურვილები და მოტივები, ამიტომ დაბნეული და ცოტა გაკვირვებულია. ეცადეთ, უფრო გახსნილი და გასაგები იყოთ.



სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ სასწორებმა ყურსასმენებით მუსიკის მოსმენისგან თავი უნდა შეიკავონ. ასეთმა ქმედებამ შეიძლება სმენის აპარატის დაზიანება და თავის ძლიერი ტკივილები გამოიწვიოს.
კარიერა: ეცადეთ, საკუთარი ემოციები ხელქვეითებზე არ გადმოაფრქვიოთ. თქვენი პირადი პრობლემები სხვას არავის ეხება, ამიტომ იყავით მომთმენი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. გამოიჩინეთ ყურადღება თანამშრომლების მიმართ და კარგად შესრულებული სამუშაოთი გადაგიხდიან. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს ურთიერთობას. ორივეს მშვენივრად გესმით, რომ ასეთი ცვლილებების დრო დადგა, ამიტომ ეცადეთ, ერთად და დროულად გადადგათ ნაბიჯი, რომელიც თქვენს ურთიერთობას უფრო განავითარებს.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
გირჩევთ, საკვების მიღებისგან თავი არ შეიკავოთ. ხვალ მორიელებს ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ და შესაძლოა, მშიერი საქმეს ვერ გაუმკლავდეთ. თუ გშიათ, მიირთვით. დიეტაზე დაჯდომას კიდევ მოასწრებთ. 
კარიერა: თამამად დაიწყეთ ახალი პროექტები. ხვალ დაწყებული ყველა საქმე თქვენს მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.  ნუ შეგეშინდებათ თამამი ექსპერიმენტების. გახსოვდეთ, რომ ვინც  რისკავს, შამპანურსაც ის მიირთმევს.
სიყვარული: თუ ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრებით ძალიან გადაიღალეთ, ბედი პატარა საჩუქარს გიმზადებთ. სრულიად მოულოდნელად, პარტნიორში ისეთ სასიამოვნო თვისებას აღმოაჩენთ, რომელიც აქამდე არასოდეს შეგინიშნავთ და ეს ძალიან გაგაბედნიერებთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ფეხების ჯანმრთელობაზე იზრუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა უყურადღებობამ შეიძლება ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ფეხის შეშუპება, კანის გაღიზიანება  და კოჟრები. 
კარიერა: ზოგჯერ სამსახურში იმის გაკეთება გიწევთ, რაც თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად არ მოგწონთ. ეს დღე სწორედ ასეთი იქნება. ეცადეთ, რაღაც სიამოვნება მაინც მიიღოთ შესრულებული სამუშაოდან და მოიცილეთ აკვიატებული ფიქრი იმაზე, რომ ტყუილად შრომობთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ახალი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები გაჩნდება. მათი ნაწილი პირადი ცხოვრების განვითარებას უწყობს ხელს, მეორე ნაწილი კი, პირიქით, ხელისშემშლელია. პრიორიტეტების დასახვა და საუკეთესო არჩევანის გაკეთება თქვენზეა.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
ხვალ ვარსკვლავები დაბეჯითებით გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ, რა სახის დატვირთვა აქვთ თქვენს ქვედა კიდურებს. თუ აღმოაჩინეთ, რომ ასეთი დატვირთვა საერთოდ არ არსებობს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გაჩნდეს.
კარიერა: ერთფეროვნებამ დაგღალათ? შესაძლოა, მაგრამ ყველაზე დამღლელ სამუშაოშიც შეიძლება შეიტანოთ ხელოვნების ელემენტები. გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი და ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან - შესაძლოა, მალე თქვენს წინ ახალი ჰორიზონტი გაიშალოს.
სიყვარული: ხვალ მარტო ყოფნა გინდათ, ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ აძლევთ მოახლოების უფლებას, რომ ხასიათი არ გაგიფუჭონ ან რაიმე არ დაგიშავონ. რა გაეწყობა... მშვენიერი საბაბია საყვარელი ადამიანისთვის, რომ თქვენგან ცოტა დაისვენოს.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
შესაფერისი დღეა გამწმენდი დიეტის დასაწყებად, რადგან იმდენად ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, რომ შეგიძლიათ, ყველა საყვარელ, მაგრამ უსარგებლო პროდუქტზე უარი თქვათ. გახსოვდეთ, რომ დიეტა ხანგრძლივი არ უნდა იყოს. 
კარიერა: მშვენიერი დღეა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად, განსაკუთრებით იმ საქმეების, რომელთა დასრულებასაც აქამდე ვერ ახერხებდით. ამ საქმეში თქვენი საუკეთესო დამხმარე შემოქმედებითი აღმაფრენა გახდება. ვარსკვლავებიც გირჩევენ, რომ არ მოდუნდეთ. 
სიყვარული: ეცადეთ, საყვარელ ადამიანს დაუმტკიცოთ, რომ მსოფლიოში მასზე უკეთესი არავინაა. შეიძლება მლიქვნელობაში გადააჭარბოთ კიდეც, მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანის დასახმარებლად, ყველა მეთოდი დასაშვებია.



თევზები
ჯანმრთელობა: 
ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ფაქიზი დამოკიდებულება დაეხმარება თევზებს არა მარტო ავადმყოფობისგან განკურნებაში, არამედ დაავადების პროვოცირებაში. დროა, საკუთარი თავისთვის რომელიმე გამაჯანსაღებელი სისტემა აირჩიოთ. ეს დღე ამისთვის სრულიად შესაფერისია. 
კარიერა: შეიძლება ყველაფერი, რაზეც დიდი ხანია მუშაობთ, ვიღაცის ხელის ერთმა მოძრაობამ გადაშალოს. კარგი იქნება, თუ მასალების ჩაბარებას გადადებთ, რადგან სჯობს, დღე დაკარგოთ, ვიდრე ვიღაცის სიჯიუტის გამო, დაძაბული შრომის ნაყოფი წყალს გაატანოთ. 
სიყვარული: თქვენი გულის ვარდს უნდა, გაიგოს, როგორი წარმოგიდგენიათ მისი იდეალური სახე და ზოგადად, რას ელით მისგან. შეიძლება პირდაპირ არც გკითხოთ, მაგრამ „შემოვლითი გზებით“ მოახერხებს, გაიგოს ყველაფერი, რის გაგებაც უნდა. ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?