2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ გაუფრთხილდეთ თქვენს კუჭ-ნაწლავს და მოერიდოთ ძნელად მოსანელებელ, მძიმე საკვებს. უპირატესობა ხილს, ბოსტნეულს, იოგურტსა და ნატურალურ წვენებს მიანიჭეთ.
კარიერა: თუ თქვენ დიდხანს ელოდით მომენტს ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად, მაშინ ხვალ საუკეთესო დროა ამისთვის. თქვენი უფროსი თავისუფლად დასთანხმდება ყველა თქვენს შეთავაზებას, ეს კი თქვენს ფინანსურ პრობლემასაც მარტივად გადაჭრის.
სიყვარული: ხვალ შეგიძლიათ, დაუვიწყარი დღე მოიწყოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ, სადაც იქნება ბევრი სივრცე, ყვავილები და მხოლოდ თქვენ ორნი.




კურო
ჯანმრთელობა: კუროების უმრავლესობა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ამიტომ კერძების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ - უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო და დაბალკალორიულ საკვებს, ცხოველური ცხიმები კი მენიუდან საერთოდ ამოიღეთ. კარგი იქნება, რომელიმე სპორტითაც დაკავდეთ.
კარიერა: ხვალ მაქსიმალურად ეცადეთ, მთელი თქვენი ნიჭი და მომხიბვლელობა გამოიყენოთ, რათა პირველივე წამიდან განაწყოთ ადამიანები თქვენ მიმართ დადებითად და თქვენთან ბიზნესპარტნიორობის სურვილი გაუჩინოთ.
სიყვარული: იქნებ ჯერ ჩამოყალიბდეთ და გაარკვიოთ, რას ითხოვთ თქვენი მეორე ნახევრისგან და მერე უსაყვედუროთ მას, რომ საკმარის ყურადღებას არ გაქცევთ? კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ მასაც თავისი საქმეები აქვს და გამუდმებით თქვენ გვერდით ვერ იტრიალებს.  




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ შეიძლება წამლების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემებს წააწყდეთ, ამიტომ კატეგორიულად გეკრძალებათ ნებისმიერ პრეპარატთან მიმართებაში ექსპერიმენტების ჩატარება  და მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.
კარიერა:
სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებს, სამწუხაროდ, ვერც ხვალ მოაგვარებთ. ის კი არა, შესაძლოა, ფუჭი მცდელობით საქმე კიდევ უფრო გააფუჭოთ კიდეც. ამიტომ თავი შეიკავეთ ნებისმიერი იდეების რეალიზაციისგან და უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან ურთიერთობის დროს პრობლემა შეექმნება, რადგან თქვენ რატომღაც დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მას თქვენი უსიტყვოდ ესმის. არადა, ეს ასე არ არის და კარგი იქნება თუ მას აუხსნით ხოლმე, რა გსურთ, მისგან რას ითხოვთ და როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ ნოსტალგია შემოგაწვებათ, მაგრამ ეს სულაც არ არის საზიანო თქვენი ორგანიზმისთვის, პირიქით - საშუალება გექნებათ, მოდუნდეთ, დაისვენოთ და ძალების აღდგენაზე იფიქროთ, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
კარიერა: ხვალ გუნება-განწყობილების აშკარა გაუარესებას იგრძნობთ, რაც აისახება კიდეც თქვენს შრომისუნარიანობაზე. მოგეჩვენებათ, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ, თუმცა ეს ასე არ არის - ყოველი გვირაბის ბოლოს ხომ აუცილებლად გამოჩნდება სინათლე!
სიყვარული:  
ძალიან დიდხანს და ძნელად მოახერხებთ იმის ანაზღაურებას, რაც საყვარელ ადამიანთან უაზრო ჩხუბში გაუშვით ხელიდან. ამიტომ, ეცადეთ, პირველი ნაბიჯი გადადგათ მასთან შესარიგებლად და თუ საჭირო გახდება, მოუბოდიშეთ კიდეც. გახსოვდეთ - ყოველთვის მართალი არ შეიძლება, იყოთ!




ლომი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალებს და ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან.
კარიერა:
ხვალინდელი დღე თქვენთვის სიურპრიზებით მდიდარი იქნება, განსაკუთრებით კი პროფესიულ საქმიანობაში ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს.
სიყვარული: ხვალისთვის, თქვენს საყვარელ ადამიანს მოუნდება, შეგახსენოთ თქვენი ურთიერთობიდან რაიმე სასიამოვნო ეპიზოდი. მართალია, ვერ გაიგებთ, რა მიზანი ამოძრავებს, მაგრამ მთავარია, მოუსმინოთ და აგრძნობინოთ, რომ ამ თემაზე საუბარი თქვენც გსიამოვნებთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ხვალისთვის მაქსიმალურად დაკავდეთ სპორტით, ან ცეკვებით. ეს, გარდა იმისა, რომ თქვენს ჯანმრთელობას წაადგება, გუნება-განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.
კარიერა: ცუდი არ იქნება, თუ გამოსასვლელ დღეს მოიწყობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ გაუძლებთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი თანადგომა და დახმარება დასჭირდება, თანაც სრულიად მოულოდნელად და თქვენთვის უცხო სფეროში. მართალია, მოცემულ თემატიკაში გარკვევა გაგიჭირდებათ, მაგრამ უარს ნუ ეტყვით და მის დახმარებას მაქსიმალურად ეცადეთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელს და თითქოსდა უმნიშვნელო სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოტოლარინგოლოგს მიმართეთ. პროფილაქტიკის მიზნით, კარგი იქნება სხვადასხვა ბალახეული სავლებების გამოვლება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ექიმის ნებართვით ჩაიტარებთ.
კარიერა: ხვალ ოპერატიულად მიიღეთ გადაწყვეტილება და ზედმეტი ჭოჭმანის გარეშე აცნობეთ ხელმძღვანელობას თქვენი იდეების შესახებ. რაც უფრო დამაჯერებელი იქნებით ამ დროს, მით უფრო დიდ ნდობას გაუჩენთ გარშემომყოფებს თქვენ მიმართ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ბევრი იაროთ ფეხით. არა იმიტომ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არამედ იმიტომაც, რომ შესაძლოა, სეირნობის დროს თქვენი ოცნების „პრინცს“ შეხვდეთ.




მორიელი

ჯანმრთელობა: თქვენი ორგანიზმი „შველას ითხოვს“, ამიტომ ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ, მსუბუქად იკვებოთ და დასაძინებლადაც შედარებით ადრე დაწვეთ.
კარიერა:
ხვალინდელი დღე სიურპრიზებით სავსე იქნება, შესაძლოა, საქმიანი წინადადებაც მიიღოთ. გირჩევთ, გარისკოთ და ამ წინადადებას დაუყოვნებლივ დასთანხმდეთ, რადგან მომავალში ის დიდ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი მზად იქნება, თქვენი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს, მაგრამ ამით ბოროტად ნუ ისარგებლეთ და მხოლოდ ისეთი რამ მოისურვეთ, რის რეალიზებასაც ის მარტივად მოახერხებს.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ბოლო დროს ზედმეტად ზრუნავდით ფიგურაზე და თქვენი ორგანიზმი გაუთავებელი ვარჯიშითა და სხვადასხვა დიეტებით „გადაღალეთ“. ამიტომ დროა შეისვენოთ და მხოლოდ დილის მსუბუქი ვარჯიშებით შემოიფარგლოთ, დიეტები კი ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
კარიერა: ხვალ იღბლიანი დღე გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად განახორციელოთ თქვენი ყველა იდეა. სამსახურში დაწინაურებას ან სოლიდურ პრემიას ელოდეთ.
სიყვარული:
შესანიშნავი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების მოსაგვარებლად, მაგრამ ხართ კი მზად, პირველი ნაბიჯი გადადგათ? თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის ამად ღირს, მაშინ ნუღარ დააყოვნებთ და თქვენი ურთიერთობა გადაარჩინეთ.




თხის რქა
ჯანმრთელობა:
თვალს ნუ დახუჭავთ, თითქოსდა უმნიშვნელო სიმპტომებზე, როგორიცაა თავის ტკივილი, უხასიათობა და ა.შ. აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს, რადგან შესაძლოა, ეს სიმპტომები საკმაოდ სერიოზული დაავადების გამოვლინებაც აღმოჩნდეს.
კარიერა:
შესთავაზეთ ხელმძღვანელობას თქვენი იდეები, თანამშრომლებთან მეგობრული ურთიერთობა დაიჭირეთ... მერწმუნეთ, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს იმიჯზე.
სიყვარული: თხის რქებო, ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ საყვარელ ადამიანთან თქვენს წარსულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რომელიმე ისეთი საიდუმლო წამოგცდეთ, რომლის გამხელაც არანაირად არ გსურდათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
დროა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოთ და ჩაეწეროთ მკურნალ ექიმთან ვიზიტზე. თუ ხვალ უყურადღებობას გამოიჩენთ, შესაძლოა, შემდეგ დაგვიანებული აღმოჩნდეს და ჯანმრთელობის სერიოზული  პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა:
ყურადღებით განიხილეთ ყველა საქმიანი წინადადება და მათ შორის ყველაზე პერსპექტიული და ფინანსურად მომგებიანი შეარჩიეთ. თუ მარტოს გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, რჩევა რომელიმე მეგობარს ან კოლეგას დაეკითხეთ.
სიყვარული:
როგორც ჩანს, თქვენზე ვიღაც უგონოდაა შეყვარებული. მიიხედ-მოიხედეთ - ხვალ მას აუცილებლად შეამჩნევთ. თუ მოგეჩვენებათ, რომ ის ძალიან იტანჯება, მაგრამ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ, ხელს უხეშად მაინც ნუ ჰკრავთ და მასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ.

თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, დღის განმავლობაში თავს გაუფრთხილდეთ და ფიზიკურად ნაკლებად დაიტვირთოთ.
კარიერა: კარიერული წინსვლა თქვენი მთავარი მიზანი გახდება, ამიტომ თავი არ დაზოგოთ და უფროსობას თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დაანახვეთ. მერწმუნეთ, ეს შედეგს მალე გამოიღებს და დაწინაურება არ აგცდებათ.
სიყვარული:
თევზებო, დაიღალეთ დივანზე წოლითა და ოცნებით? მაშინ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ. ვარსკვლავები ხვალისთვის იღბლიან დღეს გიწინასწარმეტყველებენ, ამიტომ გეყოთ უსაქმოდ წოლა და გაისეირნეთ, იქნებ სეირნობისას ოცნების პრინცსაც კი შეხვდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?