9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, რომ ხვალ ძლიერმოქმედი სამედიცინო პრეპარატების მიღებისგან თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, თუ მკურნალ ექიმთან წინასწარ კონსულტაცია არ გაგივლიათ. გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობამ შეიძლება ღვიძლი დაგიზიანოთ.
კარიერა: დღის დასაწყისი ადამიანური ურთიერთობების სფეროში არსებული ჩახლართული პრობლემებით იქნება სავსე. ეცადეთ, ინტრიგაში თქვენი ჩათრევა ვერ მოახერხონ, რადგან ამით ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებთ, თავის ტკივილი და სხვა უსიამოვნებები კი გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: ვერძებო, მთავარია, ზედმეტად არ მოინდომოთ, რადგან ხვალ სახლში ისეთი ტიპის სამუშაოს შესრულება მოგინდებათ, რაც დიდი ფიზიკური ძალის გამოყენებასთან არის დაკავშირებული. შპალერის გაკვრა ან ავეჯის გადაადგილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმის დაწყებამდე, მშობლებს მოეთათბიროთ. საჭირო რჩევასაც მიიღებთ და იმით, რომ მათ აზრს ითვალისწინებთ, უფროსებსაც ასიამოვნებთ.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ თავი შეიკავეთ სპეციალური დიეტური საკვების მიღებისგან. სხვადასხვა სახის კოქტეილებმა და საკვებმა დანამატებმა შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.
კარიერა: ბევრი სირთულის გადალახვა გელით, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. ჩამოწერეთ მოქმედების გეგმა და ზუსტად განსაზღვრეთ, პირველ რიგში, რის გაკეთება გსურთ. ასე ბევრი დროის დაზოგვას შეძლებთ. შესაძლოა, სამსახურში შეყოვნება მოგიწიოთ, მაგრამ ყველა საქმეს დაასრულებთ.
სიყვარული: ეს დღე წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გვერდით საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას იგრძნობთ. სახლში თუ სამსახურში აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ფიქრობენ, ზრუნავენ და გელოდებიან.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ მეტისმეტად ემოციურად აღიქვამთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება, ამიტომ თავის ტკივილისა და სწრაფად გადაღლის რისკი გაიზრდება. ეცადეთ, განმარტოებისა და ძალების აღდგენისთვის დრო გამონახოთ.
კარიერა: ხვალ იშვიათი შანსი გეძლევათ, სამომავლო გეგმები დასახოთ, რადგან მათ განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის. შეარჩიეთ სამომავლო პროფესიული განვითარების ტაქტიკა, კარგად გაიაზრეთ თითოეული მოქმედების შესაძლო შედეგი და წარმატება გარანტირებული გექნებათ.
სიყვარული: ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანზე გაცილებით უფროსი და ბრძენი ბრძანდებით (თუნდაც, ასაკობრივად ასე არ იყოს). ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით, თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო გარდატეხა მოხდება.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: წინა დღეებთან შედარებით, აქტიურობის ზენიტში ხართ. ეცადეთ, ასეთი უნიკალური შანსი სწორად გამოიყენოთ და ჯანმრთელობაც არ დაიზიანოთ.
კარიერა: თქვენს გეგმებს მნიშვნელოვან შენაძენთან დაკავშირებით, ფინანსური პრობლემების გამო, ასრულება არ უწერია. შოპინგი უკეთესი დროისთვის გადადეთ და შეეცადეთ, ოჯახური ბიუჯეტი უფრო ეკონომიურად დახარჯოთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ხვალ საყვარელ ადამიანს რაიმე სასიამოვნო სიურპრიზს მოუმზადებთ. გაითვალისწინეთ, თუ თქვენი ჩანაფიქრის შესახებ, ბოლო წუთამდე ვერაფერს გაიგებს, მისი სიხარული ასმაგად გაიზრდება.



ლომი
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილებმა შეგაწუხოთ. სავარაუდოდ, ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების გარდა, ფსიქიკურ პრობლემებზეც მიანიშნებდეს, რაც აუცილებელ ყურადღებას მოითხოვს.
ბიზნესი: სიმსუბუქის შეგრძნება და ემოციური აღმაფრენა ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, თუმცა თქვენს საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ასე რომ, შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეთ და სიამოვნებით იმუშაოთ.
სიყვარული: დიდი ალბათობით, მეორე ნახევარი მოულოდნელ და სავსებით უსარგებლო საჩუქარს მოგართმევთ. ეცადეთ, იმედგაცრუება არ შეიმჩნიოთ და მადლობა გადაუხადოთ, თორემ სამომავლოდ სიურპრიზების კეთების სურვილს საბოლოოდ გაუქრობთ. იმაზე, რომ ქანჩის დამჭერი არაფერში გჭირდებათ და კრემიან ტორტებს არ მიირთმევთ, სხვა, უფრო შესაფერის დროს უამბეთ.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
ქალწულებო, მზეზე გადახურებას უნდა ერიდოთ, ის ორგანიზმზე ყინვაზე დამანგრევლად მოქმედებს. შენობა ხშირად გაანიავეთ და შეძლებისდაგვარად თხლად ჩაიცვით.
კარიერა: როგორც არ უნდა ეცადოთ, ხვალ აქტიური მოქმედებების განხორციელება არ გამოგივათ. თუ გინდათ, რომ თქვენმა ძალისხმევამ უშედეგოდ არ ჩაიაროს, დასახული მიზნისკენ მკვეთრი გარღვევა უნდა მოახერხოთ.
სიყვარული: რატომღაც, ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი არ აპირებს თავისი მოქმედებები აგიხსნათ და თქვენი აზრი გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი საქციელის ახსნას ვერ ახერხებთ, მოგიწევთ, შექმნილ ვითარებას შეეგუოთ, სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვთ.



სასწორი

ჯანმრთელობა: ეს დღე სასწორებისთვის ნაყოფიერად ჩაივლის, რადგან შესანიშნავი განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ, ზეაქტიური ქმედებები განახორციელოთ და ორიგინალური იდეებით აივსოთ.
კარიერა: ხვალ ხელმძღვანელობის დაჟინებული მზერა გაქვთ მოპყრობილი, ამიტომ ყველა საქმე დროულად და უშეცდომოდ უნდა დაასრულოთ. შესაძლოა, შეფის ასეთი საქციელი დროებითი აკვიატებაა, თუმცა სხვა ვარიანტებიც არ გამორიცხოთ და მთელი მონდომებით იმუშავეთ.
სიყვარული: ძალიან განიცდით, რომ თქვენს მეორე ნახევარს თქვენი არ ესმის, მაგრამ იქნებ ამაში თავად ხართ დამნაშავე? იქნებ, მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობთ ან მისგან შეუძლებელს ითხოვთ? ეცადეთ, თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ და საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ, რა რაოდენობით ტკბილეულს მიირთმევთ. კარგი იქნება, თუ შაქარსა და კანფეტებს ხილით ჩაანაცვლებთ. ეს გაცილებით სასარგებლო იქნება.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ უმნიშვნელო უსიამოვნება გქონდეთ, თუმცა წარმატებისგან გამოწვეული სიხარული გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება, თუ თქვენს ბედნიერებას თანამშრომლებსაც გაუზიარებთ და წარმატების აღსანიშნავ საღამოს მოაწყობთ.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ცვლილება დიდი ხნის წინათ დაიწყო, თუმცა ამის სრულად გაცნობიერება მხოლოდ ახლა მოახერხეთ. სავარაუდოდ, ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ, რადგან ყველაფრის ძველ კალაპოტში დაბრუნება თქვენს ძალებს აღემატება. წინასწარ ნუ ინერვიულებთ. შეიძლება, ეს შემობრუნება თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდეს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ამჟამად მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად უნდა იყოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გაიაზრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. 
კარიერა: ძალიანაც რომ გინდოდეთ, ხვალ სამსახურში დიდხანს გაჩერებას ვერ მოახერხებთ. თქვენი სურვილის მიუხედავად, გარემოებები გაიძულებენ, სამსახურებრივი მოვალეობებიდან ოჯახურზე გადაერთოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ იმდენად ყურადღებიანი ხართ, რომ ამას, როგორც აუცილებელ პირობას, ისე აღიქვამთ. თუ მოვლენების ამგვარად განვითარება თქვენს ინტერესებში არ შედის, ეცადეთ, ხვალ თქვენს მეორე ნახევარს ესა თუ ის პრივილეგია მოაკლოთ. იქნებ, ამის შემდეგ მის საქციელში რაღაც შეიცვალოს.



თხის რქა

ჯანმრთელობა: ფილტვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ ისაა, რაც ამჟამად ძალიან გესაჭიროებათ. კარგი იქნება, თუ სხვადასხვა სახის წყლის პროცედურებს ჩაიტარებთ და ექიმის კონსულტაციას გაივლით.
კარიერა: ხვალ თავზე პირადი ხასიათის უამრავი პრობლემა დაგატყდებათ, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს შრომით ვალდებულებებს. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. 
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენთან იმდენი დროის გატარება არ მოუწიოს, რამდენსაც ისურვებდით. არც ის არის გამორიცხული, რომ ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდობიანად და რადიკალური ზომების გარეშე მოაგვაროთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ხვალ ხშირად და მცირე ულუფებით მიირთვათ, რადგან მხოლოდ ასე აიცილებთ თავიდან ძლიერი შიმშილის გრძნობას და ამის მოსალოდნელ შედეგებს.
კარიერა: საქმე მხოლოდ იმ ადამიანებთან დაიჭირეთ, რომლებსაც ენდობით. როგორი მაცდუნებელი და მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს ესა თუ ის საქმიანი შეთავაზება, ნუ აჩქარდებით. თქვენი ძველი საქმიანი კავშირები კარგად გამოცდილი და საიმედოა, ახლები კი არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ. დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ აფერაა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ, მისი წარსულის გამო ეჭვიანობთ, რაც ძირშივე მცდარი შეხედულებაა. წარსული რომ მისთვის ღირებული იყოს, იქ დარჩებოდა. რადგან ასე არ მოხდა, ეს ფურცელი უკვე გადაშლილია და წარსულში ქექვას არავითარი აზრი არ აქვს.



თევზები
ჯანმრთელობა: 
გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო მეტ ძალისხმევასა და შრომას ჩადებთ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, საბოლოო ეტაპზე, მით უფრო სასურველ შედეგს მიიღებთ. 
კარიერა: ხვალინდელი დღე მთლიანად ამა თუ იმ სფეროში ეფექტურობის თვალსაზრისით, საკუთარი მოქმედებების ანალიზს უნდა დაუთმოთ. კარგად დაფიქრდით, იმისთვის, რომ კაცობრიობას მეტი სიკეთე და ოჯახს მეტი ფული მოუტანოთ, იქნებ საქმიანობის შეცვლა სჯობდეს?
სიყვარული: თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის სრული ჰარმონიაა. ხვალ სხვებისთვის მაგალითის მიმცემი, იდეალური წყვილი ხართ, როგორსაც მხოლო შენატრიან. ეცადეთ, დიდხანს გაგყვეთ ეს განწყობა და ასეთი გრძნობა შეინარჩუნოთ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?