14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი 
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ. ხშირ-ხშირად შეისვენეთ მუშაობის პროცესშიც. გახსოვდეთ, საუკეთესო დასვენება - ეს არის განტვირთვა საქმიანობისგან.
კარიერა:
ხვალ ბევრი ფიქრი მოგიწევთ თქვენს უშუალო სამსახურებრივ საქმიანობაზე. მოგეჩვენებათ, რომ საქმე თითქოს თქვენს გარეშე კეთდება, გინდათ ეს თუ არა. ამიტომ ბევრი ფიქრით თავს ტყუილად ნუ აიტკივებთ და ეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში დინებას მიჰყვეთ.
სიყვარული: ხვალ ყველას შეშურდება თქვენი სილამაზისა და ჰარმონიულობის, რადგან სწორედ ასე გამოიყურებით საყვარელი ადამიანის გვერდით. თქვენგან არაჩვეულებრივი სინათლე აშუქებს, რომელიც არავის დარჩება შეუმჩნეველი, პირველ რიგში კი, თქვენს რჩეულს მოხიბლავთ ამით.


კურო
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ თქვენი კუჭის მჟავიანობამ მოიმატოს, ამიტომ წინდახედული იყავით პროდუქტების არჩევისას. ეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში მსუბუქად იკვებოთ, უპირატესობა მოხარშულ და წვნიან კერძებს მიანიჭეთ.
კარიერა: ნუ იზარმაცებთ და მაქსიმალურად  ხარისხიანად აკეთეთ თქვენი საქმე, რადგან თქვენი არასამუშაო განწყობა ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩება და დღის ბოლოს შეიძლება საყვედურიც მიიღოთ.
სიყვარული: ხვალ ყველაზე შესაფერისი დროა ურთიერთობების გასარკვევად. ამიტომ ეცადეთ, წყნარად და მშვიდად ესაუბროთ თქვენს მეორე ნახევარს იმ პერსპექტივებზე, რომელიც მასთან ურთიერთობაში გესახებათ.


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის დიდია ტრავმების ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ სახიფათო ადგილებსა და სიტუაციებს.
კარიერა:
მაშინაც კი, თუ თქვენი პროფესია არანაირად არ უკავშირდება ხელოვნებას, ეცადეთ, ამ სფეროს ერთი პროექტი მაინც დაუთმოთ. თქვენი ფანტაზია იმდენად ღრმაა, რომ არ არის გამორიცხული, თქვენი პროექტის მსხვილი ორგანიზაციები დაინტერესდნენ და  მომავალში ამან დიდი ფინანსური მოგება მოგიტანოთ.
სიყვარული: ხვალ დიდი დრო დაუთმეთ თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობას - გაისეირნეთ სადმე, ან კინოსა და თეატრს ესტუმრეთ. შესაძლოა, მასში ისეთი თვისებებიც კი აღმოაჩინოთ, რაზეც აქამდე არაფერი იცოდით და რაც მას კიდევ უფრო შეგაყვარებთ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს კანს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს ვერ გაექცევით. კარგი იქნება, თუ სახის ნიღბებს, ან სხვა სასარგებლო პროცედურებს ჩაიტარებთ. მერწმუნეთ, შედეგით თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით.
კარიერა: ხვალ წამდაუწუმ საათზე ყურება არ გარგებთ, რადგან საქმეს სიჩქარე არ უყვარს და არ არის გამორიცხული, გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ.
სიყვარული: სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი მარტივად და სწრაფად გამოგივათ, თუმცა ამით ძალიანაც ნუ გათამამდებით. ეცადეთ, იყოთ გაწონასწორებული და დასკვნები მშვიდად გამოიტანოთ, რადგან, რაც უფრო მაღლა აფრინდებით, დაცემაც მით უფრო მტკივნეული იქნება.



ლომი

ჯანმრთელობა:
შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმმა „გაფიცვა“ მოგიწყოთ, რადგან არასწორი სამუშაო რეჟიმით თქვენ ის გადატვირთეთ. ამიტომ ეცადეთ, დასვენება მოუწყოთ - კარგად გამოიძინეთ, მსუბუქად იკვებეთ და საღამოსაც ჩვეულებრივზე ადრე მოისვენეთ.
კარიერა: უახლოეს მომავალში დიდი წარმატება გელით, ამ წარმატების საწინდარი კი სწორედ ხვალინდელი დღე იქნება. ასე რომ, ნუღარ აყოვნებთ - უკვე დროა, დაიწყოთ თქვენი ყველაზე თამამი იდეების განხორციელება.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თითქოს მოწყენილი და მოდუნებული მოგეჩვენებათ. ამის გამო ნუ აავსებთ საყვედურებით - დაფიქრდით, იქნებ დატვირთული სამუშაო დღე ჰქონდა, ადამიანი ხომ ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნება.
 

ქალწული
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ, ამის მიზეზი კი ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაქვთ ჩატარებული. კიდევ ცოტაც და თქვენ სრულიად ჯანმრთელი იქნებით!
კარიერა: აუცილებლად დაიცავით თქვენი უფლებები, მაგრამ ისე, რომ წყენა და გაბრაზება არ გამოხატოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ თქვენივე თავის უფლებადამცველი, რომელსაც სხვისი დახმარება არ სჭირდება თავის დასაცავად და ყველა პრობლემა შეუძლია, მშვიდად და აუღელვებლად მოაგვაროს.
სიყვარული: ეცადეთ, თქვენი პრობლემებისა და ემოციების შესახებ საყვარელ ადამიანს გულახდილად ესაუბროთ. ის აუცილებლად ეცდება, დაგეხმაროთ, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად და სრულად თუ ვერა, თქვენს პრობლემებს ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ ენერგიითა და ოპტიმიზმით სავსე გაიღვიძებთ, რაც დღის ბოლომდე გაგყვებათ. ეს ახალი სასარგებლო ჩვევების ან რაიმე სასიამოვნო ცვლილების გამო შეიძლება იყოს. კარგია, ვარსკვლავები გირჩევენ, ასე გააგრძელოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, დიდხანს არ იფიქროთ ერთსა და იმავე პრობლემაზე. ეცადეთ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი სამუშაო: დაე, დოკუმენტაციასთან მუშაობა ცოტა ხნით ჩაანაცვლოს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობამ. მერწმუნეთ, ასე საქმეც  გაკეთდება, თანაც ისე, რომ ეს იქნება არა რუტინა, არამედ სასიამოვნო პროცესი.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება დასჭირდება. იცოდეთ, თუ ის ამას ვერ მიიღებს, შედეგი ძალიან საწყენი იქნება, ამიტომ ეცადეთ, დაუთმოთ მას, რაც შეიძლება მეტი ყურადღება და მის ფრაზებზე თუნდაც თავი მაინც დაუქნიოთ თანაგრძნობით.


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ სვათ დიდი რაოდენობით ჩვეულებრივი ჩაი, ხოლო ყველანაირი გასახდომი, გამაახალგაზრდავებელი და სხვა დანიშნულების ფიტოჩაი დაივიწყოთ, რადგან ეს უკანასკნელი თქვენს ორგანიზმს სარგებელს კი არ მოუტანს, პირიქით - ზიანს მიაყენებს.
კარიერა: შეადგინეთ სამუშაო გეგმა ისე, რომ საქმეები თანაბრად იყოს გადანაწილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი საქმე ზურგზე დღის პირველ ნახევარში დაგაწვებათ, რაც დღის მეორე ნახევრისთვის ენერგიას საერთოდ გამოგაცლით.
სიყვარული: ძალზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფებთან მეგობრული ურთიერთობების გამოვლენა, განსაკუთრებით თბილი კი საყვარელ ადამიანთან მიმართებაში იყავით. ასევე, ყურადღებით მოექეცით მის ნათესავებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს. ამით თქვენს საყვარელ ადამიანსაც ასიამოვნებთ და მისი გარემოცვის თვალშიც მოგემატებათ ფასი.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
ხვალ მხოლოდ ნატურალური პროდუქტები მიიღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკი. ყურადღება გამოიჩინეთ პროდუქტის შერჩევისას - შეფუთვასა და ვადას კარგად დააკვირდით.
კარიერა: თქვენი საქმიანი პარტნიორი დიდხანს იფიქრებს, მოაწეროს თუ არა ხელი საქმიან ხელშეკრულებას, არადა ამ ხელშეკრულებამ თქვენი ბიზნესი სასიკეთოდ უნდა შეცვალოს. ეცადეთ, აუღელვებლად დაუმტკიცოთ მას აღნიშნულის საჭიროება და თქვენს უანგარობაშიც დაარწმუნოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუნდება, ჩაგეხუტოთ, გულზე მაგრად მიგიკრათ და არსად აღარ გაგიშვათ. ეცადეთ, თქვენც სითბო გამოიჩინოთ მის მიმართ და მას დელიკატურად შეახსენოთ, რომ უკვე დროა, თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს.


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობა ამ ეტაპზე არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხში ნებისმიერი მეგობრის რჩევა გამოგადგებათ... ნუ მიიღებთ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უწყინარი მცენარეული საშუალებები იყოს.
კარიერა: ზედმეტად ნუ იაქტიურებთ სამსახურში, უკეთესია, თქვენი საქმე წყნარად და ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთოთ.
სიყვარული:
დილიდანვე ამაღლებულ განწყობაზე გაგეღვიძებათ, რაც პარტნიორსაც სასიამოვნო განწყობას შეუქმნის. ეცადეთ, მისი მისამართით ყურადღება და სითბო არ დაიშუროთ, ამას ის საღამოს სიურპრიზით გადაგიხდით.


მერწყული

ჯანმრთელობა:
დღის განმავლობაში მხოლოდ კარგად მოხარშული პროდუქტები და ხილი მიირთვით. ეს აგაცილებთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს.
კარიერა: სამუშაო განწყობა მოიკლებს, დეპრესია კი გამძაფრდება. ამიტომ ეცადეთ, სულით არ დაეცეთ და მხოლოდ უმნიშვნელო საქმეებით დაკავდეთ, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე ან შეხვედრა კი სხვა დროისთვის გადადოთ.
სიყვარული: არ მოგწონთ, ან გაღიზიანებთ მისი მანერები? ფიქრობთ, რომ ძალიან დიდხანს უყურებს ტელევიზორს? მაშინ დროა, დაფიქრდეთ თქვენს გრძნობებზე - იქნებ ყველაფერი დამთავრდა და მასთან ყოფნით, ჩამქრალი ცეცხლის გაღვივებას ხომ არ ცდილობთ?


თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე თითქოს არ გიმზადებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიურპრიზებს, თუმცა სიფრთხილე მაინც არ გაწყენდათ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ფორსმაჟორულ სიტუაციებს, რადგან მათგან დაზღვეული არავინაა.
კარიერა: თუ საქმიან მოლაპარაკებებზე მოგიხდებათ წასვლა, ფრთხილად და ყურადღებით იყავით - შესაძლოა, ყველაფერი კრახით დასრულდეს. ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ, მაქსიმალურად მოემზადოთ და შეხვედრაზე ისე წახვიდეთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებად, რადგან თქვენი საყვარელი ადამიანი არაჩვეულებრივ სიურპრიზს მოგიწყობთ. შესაძლოა, მან სამოგზაუროდ ერთად წასვლა შემოგთავაზოთ, ან სულაც ადგეს და პირდაპირ ცოლობა გთხოვოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?