15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ენერგიის დამატებითი წყარო გჭირდებათ, რადგან თქვენი სასიცოცხლო ტონუსი, ცოტა არ იყოს, დაბალია. ნუ დაივიწყებთ კვების ბალანსირებას და საკმარის ფიზიკურ დატვირთვას.
კარიერა: თქვენი სათავგადასავლო განწყობა მოგცემთ შესაძლებლობას, შეასრულოთ ის, რასაც უკვე დიდი ხანია გეგმავთ. ნუ შეგეშინდებათ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება: ახლა ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ყველა ფრონტზე გაიმარჯვოთ.
სიყვარული: ხვალ ბევრს შეშურდება იმის, რამდენად მომხიბვლელად და ჰარმონიულად გამოიყურებით საყვარელი ადამიანის გვერდით. თქვენგან წამოსული ნამდვილი ნათება, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს. თქვენთვის მთავარია, შეინარჩუნოთ და არ დაკარგოთ ეს ყველაფერი.



კურო
ჯანმრთელობა:
თქვენში ემოციური „აფეთქება“ შეინიშნება. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი საკუთარ თავს გააკონტროლებთ და გარშემომყოფების ნეგატიური გავლენის ქვეშ არ მოექცევით. ბალახეული ჩაი უდავოდ მოგიხდებათ და დაგამშვიდებთ.
კარიერა: თქვენთვის არც ისე მარტივი იქნება, დააჯეროთ საკუთარი თავი, რომ ზოგჯერ სამუშაო მგელია და დიდი შანსი აქვს, გარკვეული დროით გაიქცეს. სწორედ ხვალ შეგიძლიათ, დროებით გაუშვათ სასეირნოდ, ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი და დაისვენოს თქვენგან, თუნდაც მცირე ხნით.
სიყვარული: თავადაც ვერ გაიგებთ, რის თქმა გსურდათ საყვარელი ადამიანისთვის ამა თუ იმ ფრაზის წარმოთქმით. საიდუმლო აზრების ან თქვენი ქმედებების გაშიფვრა  არა მხოლოდ მისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც მოგიწევთ.  



ტყუპები
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით მხედველობას, რადგან ბოლო დროს, თქვენმა თვალებმა  დიდი დატვირთვა მიიღო, ხოლო დაგროვილი დაღლილობა შესაძლოა, მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახდეს.
კარიერა: ხვალინდელი დღე გასწავლით, როგორ მიუდგეთ კრიტიკულად თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს. ბოლო დროს მიეჩვიეთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ხელმძღვანელს მოსწონს, მაგრამ ახლა, კვლავ დაგაბრუნებენ ციდან დედამიწაზე და გაიძულებენ, დაასრულოთ თქვენი დავალება, რომელიც ხელმძღვანელთან სასამართლოზეა წარდგენილი.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ: საყვარელი ადამიანის დაიმედება არ ღირს. ის არ არის ვალდებული, აგისრულოთ ყველა ოცნება და გახდეს აბსოლუტურად ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. გიხაროდეთ ის, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავთ და უყვარხართ. ეს ცოტა ნამდვილად არ არის.         



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს უნდა გაითვალისწინოთ ისეთი დეტალი, როგორიცაა რეგულარულობა. ეს იმიტომ, რომ ხვალ დღის რეჟიმის მიმართ გულმავიწყი და უდარდელი იქნებით.
კარიერა:
თუკი ცხოვრებაში რაიმეს კარდინალურად შეცვლა გსურთ, ნუ შეგაშინებთ სირთულეები, რადგან, თუკი ფეხებზე მყარად დგახართ (რაშიც ოდნავი ეჭვიც არ არსებობს), მაშინ წარმატება გარანტირებულია. გარდა ამისა, თქვენი ახლობლები და ნათესავები აუცილებლად უგულშემატკივრებენ თქვენს წამოწყებას.
სიყვარული: არ გეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ზედმეტად არის დაკავებული საკუთარი პრობლემით და ამიტომ საერთოდ არ სურს, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ თქვენც ყველაფერი რიგზე არ გაქვთ? შეეცადეთ, შეახსენოთ მას თქვენი არსებობის შესახებ, რომ თქვენც გაქვთ სისუსტის უფლება.  



ლომი

ჯანმრთელობა:
თავს სტაბილურად იგრძნობთ, მაგრამ მაინც ხშირად გადაამოწმეთ პულსი, რადგან სტრესმა და ძლიერმა ნერვიულობამ, შესაძლოა, მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. უმჯობესია, ისწავლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.
კარიერა:
ყურადღებით მოეკიდეთ  პრობლემას, რომელიც სამუშაო დღის მანძილზე თქვენს წინაშე წარმოიქმნება. მასთან გამკლავება არცთუ ისე მარტივი დავალებაა, მაგრამ, თუკი მას შეასრულებთ, მთელი კვირა წარმატებული გექნებათ.  
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ვინმესთან პირადი აზრების გასაზიარებლად. გააკეთეთ ეს აუჩქარებლად და დეტალებში. თუკი შეამჩნევთ, რომ არავინ გაგირბით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად უყვარხართ.



ქალწული

ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, უფრო მეტი იაროთ ფეხით, განსაკუთრებით, თუკი ცოდა დრო გაქვთ იმისთვის, რომ გულის დაავადების პროფილაქტიკით დაკავდეთ. მსგავსი „ვარჯიში“ სამუშაო დღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
კარიერა: ვარსკვლავები თქვენს ნერვებს ამოწმებენ. მუშაობა დაძაბულ გარემოში მოგიწევთ. რაღაც მომენტში, დიდი შანსია, მოთმინება გამოგელიოთ და ხელმძღვანელთან დაპირისპირებაზე გადახვიდეთ. იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება არ მოხდეს, აუცილებელია კონცენტრირება და თავის შეკავება.
სიყვარული:
ზოგჯერ საყვარელ ადამიანსაც მოსდის შეცდომები. ამიტომ არ ღირს მისი რჩევების მთლიანად გათვალისწინება: მიიღეთ მისი ნათქვამი კრიტიკულად და საღად შეაფასეთ თქვენი შანსები მოვლენების წარმატებით დასრულებაზე.



სასწორი

ჯანმრთელობა:
მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ რკინის ადამიანი არ ხართ. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს გადამეტებული ზრუნვით. ბევრი ტირილიც არ ღირს, რადგან შესაძლოა, დაჟანგდეთ.
კარიერა:
ნუ გაბრაზდებით თქვენს ხელმძღვანელზე იმ შემთხვევაშიც, თუკი ის დაუმსახურებლად გსჯით და კონკრეტულ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ გაქვთ. უბრალოდ, აცნობეთ მას ამის შესახებ. დიდი შანსია, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს.


სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მთლიანად თქვენს გარეგნობაზე იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ, გამოიყურებოდეთ ექსტრავაგანტურად, აკურატულად და მოდურად. იმ შემთხვევაშიც, თუკი სახლის გენერალური დალაგებით ხართ დაკავებული, ჩაიცვით გამოსასვლელი მაისური და სადღესასწაულო შარვალი.



მორიელი

ჯანმრთელობა: მორიელები ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორიცაა: გაღიზიანების მომატება, ადვილად დაღლა და ძილის დარღვევა. თუკი ამ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კარიერა:
ხელმძღვანელთან თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე უფრო კონკრეტული პასუხები მოითხოვეთ. შესაძლოა, თქვენი მმართველი განზრახ გაურბის ზუსტ პასუხებს. მის ქმედებებზე გარკვეული ახსნის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ასე რომ, მოგიწევთ, ცოტა დაიცადოთ სიტუაციის გარკვევამდე.
სიყვარული: მიუხედავად იმისა, რომ საყვარელ ადამიანს უკვე წლებია იცნობთ, მისი ქმედების ალოგიკურობა და დაუკვირვებლობა რამდენჯერმე გაგაკვირვებთ. შესაძლოა, მასთან კამათიც მოგინდეთ, მაგრამ შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ: ვერ ვიტყვით, რომ ხვალინდელი დღე ჩხუბისთვის საუკეთესოა.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
თქვენი ხვალინდელი დღე გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე გადამეტებული ჭამა ან უძილობა. ვარსკვლავები გირჩევენ, იქნებ რაღაცნაირად მოახერხოთ თქვენი ყოველდღიურობისა თუ დასვენების დღეების გამრავალფეროვნება, რათა ცხოვრება უფრო საინტერესო იყოს, თუნდაც ცოტა ხნით.
კარიერა:
თქვენი საქმიანი დავალებები რუბიკის კუბის აწყობას დაემსგავსება. ისევე რთული და ისეთივე უაზრო იქნება (თუკი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში დილეტანტი ხართ და თავსატეხებს ტვინის განვითარების მიზნით არ აწყობთ). შეეცადეთ, დაელოდოთ, იქნებ საკითხები თავისთავად მოგვარდეს.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, გაიღიმოთ და ცხოვრება გიხაროდეთ, რაც არ უნდა სირთულეების წინაშე იდგეთ. ამგვარად  თავიდან აიცილებთ პრობლემებს. თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი მოგბაძავთ, ხვალინდელი დღე იდეალურად ჩაივლის. თუმცა, მას უფრო გაუჭირდება გაღიმება და ცხოვრებით ტკბობა, ვიდრე თქვენ.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
ნუ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად. სერიოზული ნაბიჯის გადადგმამდე, ყველაფერი კარგად გაარკვიეთ და თან არა მხოლოდ პირად ექიმთან, არამედ სხვა სპეციალისტებთანაც.
კარიერა: ყურადღებით იყავით, რათა ხელიდან არ გაუშვათ საქმიანი შემოთავაზება. გარდა ამისა, ახლა ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ზეგანაკვეთურად იმუშაოთ. თქვენი ენთუზიაზმი ხელმძღვანელზე საჭირო ეფექტს მოახდენს და დაეხმარება მას, ახლებურად შეხედოს თქვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
სიყვარული: თხის რქებს ოჯახში გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები შეექმნებათ. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი მეორე ნახევრის დედა ჩამოვიდეს და საღამოს გეგმა რომანტიკულ ვახშამზე მთლიანად ჩაიშალოს. იხტიბარს ნუ გაიტეხთ, შეეცადეთ, შექმნილი სიტუაციით მაქსიმალურად ისარგებლოთ.



მერწყული

ჯანმრთელობა: დაიცავით თქვენი ორგანიზმი გარემოს სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისგან, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხურ მეთოდებს მიმართოთ და  დაგუბებული წვიმის წყალი სიხარულით დალიოთ.
კარიერა: სამუშაო დღეს აშკარად დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდებით. ძალიან ბევრი ინსტრუქციის გარკვევა მოგიწევთ, მაგრამ სიტუაცია არცთუ ისე უიმედოა, როგორც თქვენ ფიქრობთ: დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი გაკვირვება მოუნდება და მას ეს აუცილებლად გამოუვა. მაგრამ, როგორი გაკვირვება იქნება - სასიამოვნო თუ ნაკლებად სასიხარულო - ვარსკვლავებმა ჯერ არ იციან. ამიტომ იყავით მზად ყველა შემთხვევისთვის და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, რაც არ უნდა რთული იყოს ამის გაკეთება.



თევზები

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაგიუარესდეთ, ამიტომ შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ და არ ინერვიულოთ, რადგან ნერვული დაძაბულობა მდგომარეობას აუცილებლად გაართულებს.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. ნუ ეტყვით უარს მათ, ვინც თანამშრომლობას შემოგთავაზებთ: შესაძლოა ეს სწორედ ის შემოთავაზება იყოს, რომელზეც მთლიანად იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება.
სიყვარული: ხვალ დიდი ხნის ოცნება აგისრულდებათ. თუმცა, შესაძლოა, მისმა განხორციელებამ თქვენი პირადი ცხოვრება დააზიანოს: ეს სურვილი დიდი ხნის წინათ ჩაიფიქრეთ, გაცილებით ადრე, სანამ თქვენს ცხოვრებაში ძვირფასი ადამიანი გამოჩნდებოდა. არჩევანი ოცნებასა და სიყვარულს შორის რთულია, მაგრამ მისი გაკეთება მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?