16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მთავარია, არ ინერვიულოთ და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოთ, რაც არ უნდა მოხდეს. ეს ხვალ თქვენი ჯანმრთელობის გასაღები იქნება. 
კარიერა: მოგიწევთ, დაარწმუნოთ თქვენი კოლეგა, რომ თქვენი დახმარების მისი თითოეული მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება თქვენთვის. 
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევარი თამაშის ხასიათზე დადგება. მთელი დღის განმავლობაში მისი გამოცანების ამოხსნა მოგიწევთ.



კურო
ჯანმრთელობა: ეცადეთ, არ მიირთვათ დიდი რაოდენობით რძის პროდუქტები. ორგანიზმში მოხვედრილმა დიდი რაოდენობით ცილამ შესაძლოა, თირკმელები გადატვირთოს და გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. 
კარიერა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს გარეგნობას. თქვენი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ მოლაპარაკებების დროს წარმატებაში. 
სიყვარული: დღე საკმაოდ გადატვირთული გექნებათ და შეიძლება ოჯახისთვის დრო საერთოდ არ დაგრჩეთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: ახლა თქვენს ორგანიზმს სიწყნარე და სიმშვიდე სჭირდება. მხოლოდ ასე შეძლებთ ძალების შენარჩუნებას და არ მისცემთ გადაღლილობას უფლებას, გაიმარჯვოს თქვენზე. 
კარიერა: ფრთხილად უნდა იყოთ დანახარჯებთან: თუ ხელში უეცრად ფული ჩაგივარდათ, იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ქარს უნდა გაატანოთ!
სიყვარული: დიდია შანსი იმისა, რომ იგრძნოთ სიმპათია (და შესაძლოა, უფრო მეტიც) თქვენი მეგობრის საყვარელი ადამიანის მიმართ. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამდეთ, დაფიქრდით, ვინ უფრო ძვირფასია თქვენთვის - ძველი მეგობარი თუ სიყვარული.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, პოზიტიურ ტალღაზე „მომართოთ“ თქვენი განწყობა და ჯანმრთელობაც შესაბამისად „მოიმართება“.
კარიერა: ხანდახან, გაკეთებული სიკეთეც შეიძლება, ძვირად დაგიჯდეთ. ამიტომ ხვალ, როცა თქვენი კოლეგის დახმარებას გადაწყვეტთ, მაშინვე გადაიფიქრეთ!
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ხვალ თქვენი პრობლემების გადაწყვეტა ნამდვილად არ მოუწევს, რადგან თქვენ თავადაც მშვენივრად გაუმკლავდებით ამ საქმეს.



ლომი
ჯანმრთელობა: თუ ფიქრობთ, რომ წვრილმანები ყურადღების გამახვილებად არ ღირს, იცოდეთ, უყურადღებობისთვის ცუდი დღე შეგირჩევიათ! თქვენი ჯანმრთელობა შესაძლოა, საფრთხეში ჩააგდოთ. 
კარიერა: ხვალინდელი დღე საკმაოდ მშვიდი იქნება. არც არაკეთილმოსურნე კოლეგებთან მოგიწევთ შეხვედრა და უფროსთან კამათსაც გადაურჩებით. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გადაწყვეტილებების მიღება ხვალ განსაკუთრებით გაუჭირდება, რამაც, შესაძლოა, თქვენს ურთიერთობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.



ქალწული
ჯანმრთელობა: ცუდი დღეა დიეტის დასაწყებად. ახლა ნებისმიერი სახის შეზღუდვა თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. 
კარიერა: განსაკუთრებით წარმატებული სამუშაო დღე ფინანსებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისთვის იქნება. თქვენი გათვლები, უბრალოდ, არაჩვეულებრივად გონივრული და მომგებიანი აღმოჩნდება. 
სიყვარული: თქვენი სულიერი მდგომარეობა თქვენს განწყობაზე გავლენას აუცილებლად იქონიებს. ამ მდგომარეობის საუკეთესო მკურნალი კი თქვენი საყვარელი ადამიანი იქნება.



სასწორი
ჯანმრთელობა: იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი - აი, რა დაგეხმარებათ იმაში, რომ ხვალ თავი არაჩვეულებრივად იგრძნოთ. 
კარიერა: ვარსკვლავები უმნიშვნელო ფინანსურ პრობლემებს გიწინასწარმეტყველებენ. სანერვიულო არაფერია, მათ მოგვარებას მარტივად შეძლებთ. 
სიყვარული: თქვენი ურთიერთობა მშვიდად და სტაბილურად ვითარდება. უნდა გიხაროდეთ! ყველას როდი ხვდება წილად ასეთი ბედნიერება!



მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შეუძლებელიც კი შესაძლებლად მოგეჩვენებათ. ეს კი იმიტომ, რომ ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ მიზნის მისაღწევად!
კარიერა: იყავით ის, ვინც ხართ და უთხარით არა სერიოზულობას! ამ გზით ბევრი პრობლემის გადაჭრის გზას უფრო მარტივად მიაგნებთ. 
სიყვარული: თუ დიდი ხანია გსურთ, სერიოზული ნაბიჯი გადადგათ თქვენს ურთიერთობაში - გადადგით ხვალ. არ ინანებთ!



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ორპირ ქარს ერიდეთ, რადგან გაციების ძალიან დიდი შანსი გაქვთ. 
კარიერა: დაივიწყეთ დაუსრულებელი ნერვიულობა და დარდი თქვენს საქმეზე, რადგან ხვალიდან ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც თავად გსურთ. 
სიყვარული: შეუძლებელია, ყველას უყვარდეთ და ცხოვრება არაკეთილმოსურნეებისა და მტრების გარეშე განვლოთ. ამას ხვალ ძალიან კარგად მიხვდებით საკუთარი ან თქვენი საყვარელი ადამიანის მაგალითით.



თხის რქა
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხვალ აქტიური დასვენებას მოიწყობთ. შეკრიბეთ მეგობრები და ქალაქგარეთ დაგეგმეთ ტური. 
კარიერა: დაუფიქრებლად გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შეცდომა, რომელსაც ხვალ დაუშვებთ, მომავალში სერიოზული ფინანსური დანაკარგის მიზეზი შეიძლება გახდეს. 
სიყვარული: უკბილო ხუმრობებს უნდა ერიდოთ. შესაძლოა, დაუფიქრებლად, მაგრამ საყვარელი ადამიანი ძალიან გაანაწყენოთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: ყველა ღონე უნდა იხმაროთ იმისთვის, რომ თქვენი ორგანიზმი არ დასუსტდეს. ნუ იტყვით უარს აუცილებელ და სასარგებლო პროდუქტებზე. 
კარიერა: ხვალ სერიოზული შეხვედრა გელით წინ, რომელმაც თქვენი ახლანდელი ცხოვრება შესაძლოა, სრულიად შეცვალოს. 
სიყვარული: ხვალინდელი დღე არანაირ სიურპრიზს არ გიმზადებთ არც თქვენ და არც თქვენ საყვარელ ადამიანს, ამიტომ თამამად დატკბით სიმყუდროვითა და სიმშვიდით.



თევზები
ჯანმრთელობა: ფსიქოლოგიური კომფორტი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტი იქნება ხვალ და მომდევნო დღეებში. 
კარიერა: გაგიკვირდებათ და ხვალ მუშაობა ნებისმიერ დასვენებაზე უფრო უკეთესი აღმოჩნდება. ასეთი დღეებით ბედი ხშირად არ გვანებივრებს, ამიტომ დატკბით თითოეული წამით. 
სიყვარული: ბევრჯერ გადაგარწმუნებთ თქვენი მეორე ნახევარი საკამათო საკითხებში, თუმცა მოთმინება გმართებთ. მსგავსი სიტუაციები თქვენი ურთიერთობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?