21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზულად დაიწყოთ კუნთების გამაგრებაზე ზრუნვა. ეცადეთ, მაქსიმალურად გაიმაგროთ ორგანიზმი, რომ ფიზიკური დატვირთვისთვის, რომელიც უახლოეს ხანში გელით, მზად იყოთ.
კარიერა: ხვალ საყვარელ ადამიანს ბევრჯერ არ მოუწევს თქვენთვის იმის შეხსენება, რომ სამუშაო მგელი არაა და ტყეში არ გაგექცევათ. ეს მარტივი ჭეშმარიტება ისედაც მშვენივრად გახსოვთ, მაგრამ ეცადეთ, თქვენს სამსახურსაც გააგებინოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის გასაოცებლად, მზად ხართ თქვენს გარეგნობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ. მაგალითად, გაიკეთოთ ახალი ვარცხნილობა, შეიცვალოთ ჩაცმის სტილი ან ქცევის მანერა. მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენი ცვლილებით ისე არ შეაშინოთ, რომ უკანმოუხედავად გაიქცეს.


კურო
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ საკუთარი ორგანიზმი სტრესებითა და ფიზიკური დატვირთვით არ გადაღალოთ. არავითარი ექსტრემი და გამძლეობის გამოცდა. ხვალ საკუთარ თავს განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ ისეთ ნივთებს შეიძენთ, რომლებიც სერიოზული და საქმიანი ადამიანის იმიჯს შეგმატებთ. მაგალითად, „პარკერის“ ფირმის კალამი ან „კარტიეს“ ფირმის საათი ძვირი, მაგრამ ზედმიწევნით შესაფერისი ვარიანტია.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ თქვენს საყვარელი ადამიანს თავისი, საკუთარი სიმართლე აქვს, რომელიც თქვენი სიმართლისგან მკვეთრად განსხვავდება. ეცადეთ, ეს სიმართლე გაიგოთ და მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დაშორება გარდაუვალია.


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენთვის მშვენიერი ფსიქოთერაპია იქნება მეგობრებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბნელი და სევდიანი ფიქრების მოძალებას გრძნობთ.
კარიერა: ხვალ ხელქვეითებთან ჩვეულზე მკაცრი და მომთხოვნი ხართ. არ გაინტერესებთ, რატომ ვერ შეასრულეს სამუშაო და რატომ ვერ ახერხებენ საქმესთან დროულად გამკლავებას. რაკი დააშავეს, შაბათ-კვირას მუშაობის ხარჯზე დანაშაულიც თავადვე უნდა გამოისყიდონ.
სიყვარული: ხვალ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა ერთდროულად მოგიწევთ. რომელ პერიოდსაც არ უნდა ეხებოდეს, მოგონებები არც თქვენთვის და არც თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო არ იქნება. როგორ მოახერხებთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას, უცნობია, რადგან ვარსკვლავები საეჭვოდ დუმან. სავარაუდოდ, გამოსავლის მოძიება თავად მოგიწევთ.


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ მეტისმეტად ცხარე და ეგზოტიკური სანელებლებით შეზავებული კერძების მირთმევისგან თავი შეიკავოთ. თუ ცდუნებას ვერ უძლებთ, ერთი კერძის გარდა, არაფერი მიირთვათ, რადგან შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: თავი დაანებეთ ყველა წვრილმანის გამო უფროსთან რჩევისთვის მისვლას, თორემ იფიქრებს, რომ მის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეგიძლიათ. ისწავლეთ, თავად მიიღოთ გადაწყვეტილება და თავად აგოთ პასუხი საკუთარ ქმედებებზე. იმოქმედეთ გააზრებულად და შეცდომებს ნაკლებად დაუშვებთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან თქვენი გამჭრიახობის დემონსტრირება მოგინდებათ, რითიც ძალიან გაანაწყენებთ. თქვენს მორიგ შენიშვნაზე, რომ „ეს თავიდანვე ცხადი იყო“ შესაძლოა, ისეთი რეაქცია მიიღოთ, რომელიც ძალიან არაადეკვატური მოგეჩვენებათ, თუმცა ის სრულიად კანონზომიერია.


ლომი
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ხვალინდელ დღეს წყლის პროცედურების ჩატარებას დაუთმობთ. ეცადეთ, აბაზანაში, აუზში ან ზღვაზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.
ბიზნესი: შესაძლებელია, ხვალ სამუშაო პროცესში ჩართულ რომელიღაც ადამიანის (ან ადამიანების) მიმართ დამოკიდებულება შეგეცვალოთ.
სიყვარული: მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის კომპანიაში რაღაც ეგზოტიკური ან, უბრალოდ, ალკოჰოლური სასმელი გასინჯოთ. ბანალურ ჭაჭის არყამდე დაშვებას არ გირჩევთ და ისიც არ დაივიწყოთ, რომ სასმელს შესაფერისი კერძი და გულითადი საუბარი უხდება.


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ექსტრემალური სპორტის მოყვარული ქალწულები ხვალ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტრავმის მიღების რისკი ნაკლებია, სიფრთხილე არ გაწყენთ.
კარიერა: საკუთარ თავში ისეთ საუკეთესო თვისებებს აღმოაჩენთ, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არც კი იცოდით. მშვენიერი დღეა კარგი თანამდებობის მაძიებლისთვის და იქნებ ასეთი ბრწყინვალე შესაძლებლობების მფლობელმაც სცადოთ ბედი?
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს არავითარი სურვილი არ აქვს, გაარკვიოს თქვენი საქციელის მიზეზი, მოტივი და ყველაფერი, რასაც შეუძლია, კითხვაზე „რატომ“, პასუხი გასცეს? შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იქნება, ერთმანეთი ისეთებად მიიღოთ, როგორებიც ხართ.


სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ სასწორებს რაღაც სერიოზული გამარჯვება ელით. შესაძლოა, ეს იმ დაავადებაზე გამარჯვება იყოს, რომელსაც დიდი ხანია, ებრძვით. ეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კარიერა: თუ კარიერული წინსვლა გსურთ, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებაზე უნდა დაფიქრდეთ. თუ რაღაც მიზეზის გამო, დაკავებული თანამდებობიდან წასვლა გსურთ, ეჭვებითა და ვარაუდებით სავსე დღე გექნებათ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, თუმცა უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა სასურველი არაა. 
სიყვარული: კარგი იქნება, ზუსტად იცოდეთ, რას ელის საყვარელი ადამიანი თქვენგან. შესაბამისად, მისცეთ ზუსტად ის, რასაც ელის და ცოტა მეტიც კი, რომ სასიამოვნოდ გაოცდეს. ეცადეთ, მის სურვილებს ბოლომდე ჩასწვდეთ.


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებისთვის ემოციური აღმავლობის დღეა, რაც სირთულეებთან გამკლავებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ეცადეთ, შესაფერისი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. 
კარიერა: ნუ ისაუბრებთ ახლობელ ადამიანებთან თქვენს სამსახურებრივ საქმეებზე, რადგან საეჭვოა, ყველაფერი ისე გაიგონ, როგორც უამბეთ, თანაც შრომითი პროცესის გახსენება მის ნაყოფიერებაზე არასახარბიელოდ აისახება.
სიყვარული: თუნდაც ძალიან მოუცლელი იყოთ, ეცადეთ, ყველა დაპირება შეასრულოთ, რომელიც თქვენს მეორე ნახევარს ამ დღისთვის მიეცით. მას ყველაფერი მშვენივრად ახსოვს და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკანდალი გარანტირებული გაქვთ.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ მშვილდოსნებს მსუბუქი განტვირთვის დიეტა არ აწყენთ. მიანიჭეთ თქვენს ღვიძლს ბედნიერება და თუნდაც ერთი დღე გაძელით ცხიმიანი და ცხარე კერძების, მაგარ ყავისა და შოკოლადის გარეშე. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დასთანხმდეთ, რადგან შესაფერისი დღეა მოლაპარაკებების წარმოებისა და საქმიანი ქაღალდების ხელმოწერისთვის. თუმცა, ყურადღებით იყავით. სანამ საბუთებზე საბოლოო ხელმოწერას დასვამდეთ, კარგი იქნება, თუ ერთხელ მაინც გადაიკითხავთ.
სიყვარული: თქვენი გულის ვარდს უჭირს საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ნუ ინერვიულებთ. მისი გადაწყვეტილება ამ ურთიერთობისთვის საზიანო არ იქნება. პირიქით, მას უფრო მყარსა და საიმედოს გახდის.


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ სახლიდან შორს წასვლას არ გირჩევთ, მაგრამ გამგზავრება თუ გარდაუვალია, წაიღეთ ყველაფერი, რაც შეიძლება გზაში დაგჭირდეთ. შეეცადეთ, ყველა დეტალი გათვალოთ და წვრილმანიც კი არ დაგავიწყდეთ.
კარიერა: დღის პირველ ნახევარში იმედგაცრუება გელით: წარმატებას ისევ ვერ მიაღწევთ და ვიღაც თქვენზე მოხერხებული აღმოჩნდება, თუმცა ეს მოწყენის მიზეზი ნამდვილად არ გახლავთ. თქვენ უკვე იცით, სად დაუშვით შეცდომა და შეგიძლიათ, სამომავლო წარმატებაზე მუშაობა ახლავე დაიწყოთ. 
სიყვარული: მოულოდნელი სატელეფონო ზარი როგორღაც გავლენას მოახდენს თქვენს პირად ცხოვრებაზე. შესაძლოა, ეს გავლენა მხოლოდ საყვარელი ადამიანის მცირე ცნობისმოყვარეობით ამოიწუროს, მაგრამ შეიძლება უფრო სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს, რაც თქვენს შორის ურთიერთობების გარკვევას გამოიწვევს. ყველაფერს დრო გაჩვენებთ.


მერწყული
ჯანმრთელობა: 
იმ მერწყულებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის რესპირატორული დაავადებები აწუხებთ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდეთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. 
კარიერა: ხვალ წინსვლა და პროგრესი შეუძლებელია. მეტიც, უკან დაბრუნება მოგიწევთ, რომ აღმოჩენილი შეცდომები გამოასწოროთ. ნუ ინერვიულებთ, პირიქით, გაიხარეთ, რომ გამოსავალი იპოვეთ. 
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა უნებლიეთ ხასიათი გაგიფუჭოთ. ალბათ, ამის გამო ბევრს ინერვიულებს და დანაშაულის გამოსწორებასაც ცდის, თუმცა ეს არაფერს შეცვლის. რას იზამთ, მზად უნდა იყოთ იმისთვისაც, რომ პირადი ცხოვრება მხოლოდ დღესასწაულებისგან არ შედგება.


თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ნახევარფაბრიკატებმა და დაკონსერვებულმა პროდუქტებმა მოახდინოს. ამის გარდა, ამ ტიპის საკვებმა შესაძლოა წონის მომატებაც გამოიწვიოს. გადაყარეთ ყველაფერი და ვაშლი მიირთვით. 
კარიერა: საინტერესო დღე გელით, რომელიც დაგეხმარებათ, საკუთარი თავის რწმენა განიმტკიცოთ და ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. ხვალინდელი დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება იმ თევზებისთვის, რომლებმაც ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა გადაწყვიტეს. 
სიყვარული: ხვალ ერთმანეთზე უკეთესი და მაცდური შესაძლებლობები მოგეცემათ. არჩევანის გაკეთება კარგსა და საუკეთესოს შორის მოგიწევთ, ეცადეთ, ეს ისე მოახერხოთ, რომ საკუთარი თავი და პირადი ცხოვრება არ დაკარგოთ, რადგან ამის საფრთხეც არსებობს. ვარსკვლავებს სჯერათ, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?